განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700065808
საქმე №1/ა.გ- 5---18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
რევაზ ნადარაია
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა-–---- ქ-------–-–---–ის პ/ნ 4----------, შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 01 აპრილის განაჩენით დამტკიცდა თბილისის ვ---------------–--ს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ–პროკურორს ნ--- ჯ--–--–---–სა და ბრალდებულ ა-–---- ქ-------–-–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
ა-–---- ქ-------–-–---–ი საქმის არსებითი განხილვის გარეშე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 06(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ ა-–---- ქ-------–-–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში- საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის თანხმობით, 2014 წლის 10 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება კ------ს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის მ----- თ-----–---–-- და ბრალდებულ ა-–---- ქ-------–-–---–ს შორის.
ა-–---- ქ-------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (06.06.2014 წლის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვით. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41–42–ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1 000(ათასი) ლარი.
ა-–---- ქ-------–-–---–ი ასევე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (09.09.2014 წლის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვით. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41–42–ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად განეზასღვრა ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მესამე და მერვე ნაწილების გამოყენებით, დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელები მთლიანად შეიკრიბა და ა-–---- ქ-------–-–---–ს მიესაჯა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41–42–ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67–ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა ა-–---- ქ-------–-–---–ისადმი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აპრილის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, 06(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ა-–---------- ქ-------–-–---–ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლითა და 06(ექვსი) თვით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 02(ორი) წელი. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41–42–ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მაისის განაჩენით:
ა-–---- ქ-------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის განაჩენით ა-–---- ქ-------–-–---–ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი, მოუხდელი სასჯელის ნაწილი - 03(სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა - საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დაემატა ახლადდანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, ა-–---- ქ-------–-–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) თვის ვადით და ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ა-–---- ქ-------–-–---–ს, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები, კერძოდ : სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში- საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
2018 წლის 24 აგვისტოს მსჯავრდებულმა ა-–---- ქ-------–-–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ა-–---- ქ-------–-–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გ--- შ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის. ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 01 აპრილის განაჩენით ა-–---- ქ-------–-–---–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის ; თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის განაჩენით ა-–---- ქ-------–-–---–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ორი ეპიზოდი) - კანონიერ ძალაში შესული განაჩენის (თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 01 აპრილის განაჩენის) შეუსრულებლობისათვის; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მაისის განაჩენით ა-–---- ქ-------–-–---–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის განაჩენით ა-–---- ქ-------–-–---–ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი, მოუხდელი სასჯელის ნაწილი - 03(სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა - საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დაემატა ახლადდანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, ა-–---- ქ-------–-–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) თვის ვადით და ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, (იხ. გადაწყვეტილება) მსჯავრდებული ა-–---- ქ-------–-–---–ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით („ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. რაც შეეხება მსჯავრდებულ ა-–---- ქ-------–-–---–ისათვის დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ კ------ს პრობაციის ბიუროს 2018 წლის 10 სექტემბრის შეტყობინების მიხედვით 17.05.2016 წლის განაჩენის საფუძველზე განსაზღვრული სასჯელი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით გადახდილია, შესაბამისად პალატა არ მსჯელობს ზემოაღნიშნული სასჯელისაგან განთავისუფლების შესახებ.
ა-–---- ქ-------–-–---–ს უნდა გაუუქმდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით („ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებრივი შეზღუდვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ ა-–---- ქ-------–-–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა-–---- ქ-------–-–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ა-–---- ქ-------–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მაისის განაჩენი გაუქმდეს და გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მაისის განაჩენი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, ჩამორთმეული უფლებების ნაწილში, რომლის საფუძველზეც ა-–---- ქ-------–-–---–ს ჩამორთმეული ჰქონდა 3 (სამი) წლის ვადით შემდეგი უფლებები: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში- საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
გაუქმდეს ასევე საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილების საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნაზე მითითება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. ისაევი
მოსამართლეები: გ.ჯეირანაშვილი
რ.ნადარაია