განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100117002046074
საქმე №1ბ/358-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძემ
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ნინო სანდოძე
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ლ-------------–--ის, ლ-–---------–---–ის და ხ-----------------ის
მსჯავრდებულ: ზ---------------ის
ადვოკატების: გ---------------–---–ის, მ------------–-–---–ის და ტ------–--------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ ზ---------------ის ინტერსების დაცველი ადვოკატის გ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------) ზ---------------ის მიმართ. ზ---------------ე დაბადებულია 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ---------ს რაიონი, სოფელ ა---–---------–-;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ---------------ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
ზ---------------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 23 მაისს, 09:25 საათიდან 09:40 საათამდე დროის შუალედში ქ----------–----–--------------- მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შპს ,,მ-----------------------------–----–------ს” რ--------ს ფილიალში შეიჭრა გამოძიებით დაუდგენელი ტიპის იარაღით შეირაღებული ზ---------------ე, რომელიც იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხა შპს ,,მ-----------------------------–----–------ს“ რ--------ს ფილიალში მყოფ ნ-----–-----------სა და ლ--–--------–-–---–ს და მათგან მოითხოვა ,,მ-----------------------------–----–------ს“ კუთვნილი დიდი ოდენობით ფულის მისთვის გადაცემა. ზ---------------ის ქმედებით შპს ,,მ-----------------------------–----–------ს“ მიადგა 28710 (ოცდარვაათას შვიდას ათი) ლარის და 10 (ათი) თეთრის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
რ--------ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის განაჩენით:
ზ---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179 -ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ზ---------------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 29 მაისიდან
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ---------------ის ინტერსების დაცველმა ადვოკატმა გ----------------–---–მა.
დაცის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნაა ზ---------------ის მიმართ გამოტანილი გამატყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან მტკიცებულებები, რომლებზე დაყრდნობითაც სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, არ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რომლებიც დაადასტურებდნენ ზ---------------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტს. მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება ეფუძნება მხოლოდ ცხოველის (ძაღლის) მოქმედების შედეგზე დაყრდნობით შედგენილ ოდოროლოგიური და მეორე შემთხვევაში სრულიად გაუგებრად ჩატარებულ, ბოლომდე პასუხგაუცემელ, კანონის დარღვევით შედგენილ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებს. აღნიშნული დასკვნები წარმოადგენენ დაუშვებელ მტკიცებულებებს, რომლებიც პალატის მიერ განაჩენის გამოტანისას არ უნდა იქნას გაზიარებული. გარდა ამისა, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გამოირიცხება მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის ფაქტი, რის გამოც ზ---------------ე უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი.
ბრალდების მხარემ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა და ითხოვა რ--------ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის განაჩენის ძალაში დატოვება როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ზ---------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ აპელანტი სადავოდ არ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 23 მაისს, დილის საათებში ქ----------–----–--------------- მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შპს ,,მ-----------------------------–----–------ს“ რ--------ს ფილიალზე განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა, რა დროსაც აღნიშნული ორგანიზაციის თანამშრომლებს დამნაშავემ იარაღის დემონსტირებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცა ორგანიზაციის კუთვნილი ფულადი თანხა - 28710 ლარი. თუმცა აპელანტი გამორიცხავს აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების მსჯავრდებულის მიერ ჩადენის ფაქტს, რადგან მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის დასკვნები არ უნდა იქნას გაზიარებული მათში ასახული ინფორმაციების არადამაჯერებლობის და დაუშვებლობის მოტივით, ხოლო სხვა მტკიცებულებები, რომელიც საკმარისი იქნებოდა მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობისთვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ვერსიები არ უნდა იქნას გაზიარებული, რადგან ისინი დაფუძნებულია მხოლოდ მსჯავრდებულის ჩვენებაზე, რომლებიც წინააღმდეგობაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. ასევე უსაფუძვლოა დაცვის არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზები საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით წარიმართა და არადამაჯერებელია.
პალატა მხარეთა მიერ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის კუთხით წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/გაანალიზებამდე მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადასტურებულად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა კი სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით, რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზეც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
აღნიშნული პრინციპის/სტანდარტების გაანალიზებით და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, პალატა დაცვის მხარის არგუმენტებს ვერ გაზიარებს, რადგან:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა. ქ-----–---–ის და დ.გ--–---ს ჩვენებებით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ხელის კვლები და დასურათდა შემთხვევის ადგილი. ა---------------–-–---–ის განმარტებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობდა კონოლოგი, რომელმაც ძაღლის მეშვეობით აიღო სუნის კვალი, ძაღლი შემთხვევის ადგილიდან გაუყვა ლეონიძის ქუჩას, გადაკვეთა გზა, შევიდა ყოფილი ,,ემბავუდის“ ტერიტორიაზე და შემდეგ დაკარგა სუნის კვალი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხული რ-----–------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 23 მაისს ა---------------–-–---–მა გამოიძახა ქ----------–----–-------- მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შპს ”-–-------- ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით. მისი შემთხვევის ადგილზე გასვლის მიზანი იყო სუნის ნიმუშის აღება და ძაღლის მიერ სუნის კვალის აღების კონტროლი. ოფისში მისვლისას მან ჯერ დაყარა აქტივირებული ნახშირი და დაელოდა დაახლოებით ნახევარი საათი, რადგან მომხდარიყო სუნის შეწოვა და შემდეგ გაუშვა სამსახურებრივი ძაღლი. სუნის ნიმუშები დაილუქა და გადაეცა გამომძიებელს. ზოგადად შესაძლებელია, რომ თუ ორ ადამიანს ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, სუნი ერთმანეთზე გადავიდეს, ასევე არსებობს მოსაზრება, რომ დამნაშავე უფრო მეტ სუნს ტოვებს შემთხვევის ადგილზე, ვიდრე სხვა ადამიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხული ნ-----–-----------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 23 მაისს მან პირადად ნიმუშის ასაღებად გამომძიებლის მიერ მითითებული პირისაგან აიღო სუნის ნიმუში. არ ახსოვს ბრალდებულის სახელი და გვარი და თარიღი, თუმცა როდესაც გამოცხადდა საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად, მიუთითეს, რომ უნდა აეღო სუნის ნიმუში და შეასრულა მოქმედება დადგენილი წესით. ნიმუშის აღების დროს არანაირი პრეტენზია პირს, ვისთანაც ჩაატარა საპროცესო მოქმედება, არ გამოუთქვამს და არც ხელის მოწერაზე განუცხადებია უარი. ხელმოწერები გაკეთდა საპროცესო მოქმედების დასრულების შემდეგ. ახსოვს, რომ პირმა, რომლისგანაც აიღო სუნის ნიმუში, ნებაყოფლობით გაიხადა ფეხსაცმელი და სტერილური დოლბანდიც ნებაყოფლობით მოითავსა ხელის გულზე და საზარდულში. ამ საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად მხოლოდ ერთხელ იყო მისული განყოფილებაში. ოქმი შეადგინა გამომძიებელმა. არანაირი
შენიშვნა არ გაცხადებულა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხული ლ-----------------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 23 მაისს მომხდარი ყაჩაღობის საქმეზე ჩაატარა რამდენიმე საპროცესო მოქმედება, მათ შორის შეადგინა ზ---------------ისაგან სუნის ნიმუშის აღების ოქმი. ნიმუში აიღო კინოლოგმა ნ-----–-----------–---–მა, ხოლო მან შეადგინა შესაბამისი ოქმი. ადასტურებს, რომ პირი, რომლისგანაც მოხდა სუნის ნიმუშის აღება, არის ბრალდებული ზ---------------ე. მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს და ოქმზე ხელი ნებაყოფლობით მოაწერა.
,--–-------- ოფისის დათვალიერების 2017 წლის 23 მაისის ოქმის თანახმად დათვალიერდა ქ.რუსთავში მდებარე ,--–-------- ოფისი, სადაც გამოძახებული იქნა კინოლოგის სამსახური და სათავსო ოთახში, სეიფის წინ, მეტლახის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა სუნის ნიმუში. სამსახურებრივმა ძაღლმა სუნის აღების შემდგომ დატოვა ,--–-------- ოფისის შენობა. საექსპერტო-კრიმინალური სამსახურის თანამშრომლების მიერ დამუშავდა შემთხვევის ადგილი, სათავსო ოთახში შესასვლელი კარის დამუშავებისას აღნიშნული კარის მარცხენა მხარეს, ჩარჩოს გარე ზედაპირიდან აღებულ იქნა ერთი ცალი დაქტილოფირი ხელის კვლებით, რომელიც დაილუქა.
ზ---------------ისაგან სუნის ნიმუშის აღების 2017 წლის 29 მაისის ოქმის მიხედვით, სტერილური დოლბანდითა და აქტივირებული ნახშირის გამოყენებით ზ---------------ის მარცხენა ხელის გულიდან, საზარდულიდან და ფეხის ტერფიდან აღებულ იქნა სუნის ნიმუშები, რომელიც მოთავსდა 0,5 მლ ტევადობის მინის ქილაში და დაილუქა №2 ლუქით. ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები, მიეთითა საქმის ნომერი და გაკეთდა ხელმოწერები. სუნის ნიმუშის აღების პროცესში მონაწილეობდნენ თავად ზ---------------ე, გამომძიებელი ლ-----------------ე და კინოლოგი ნ-----–-----------–---–ი.
ოდოროლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 7 ივნისის დასკვნით დგინდება, რომ 2017 წლის 23 მაისს ქ. რ-------–----–----------------- მდებარე შპს ,,მ-----------------------------–----–------ში” განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ზ---------------ისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა.
,,მ-----------------------------–----–------დან” გამოთხოვილი 2017 წლის 23 მაისის გარე და შიდა ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმისა და ამავე ინფორმაციის ამსახველი დისკების სასამართლო სხდომაზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ქ. რ-------–----–--------------- მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე „მ-----------------------------–----–------ში” ოპერატორი ლ--–--------–-–---–ი მიდის კართან, გასაღების საშუალებით აღებს კარს და შედის ოფისში. შემდეგ ოფისში შედის დამლაგებელი ნ-----–-----------. ჩანაწერის 09:26:22 საათზე კადრში ჩნდება მამაკაცი, რომელსაც ეტყობა, რომ აქვს მოშვებული წვერი. მას აცვია მუქი ფერის ”კაპიშონიანი” სპორტული ზედა, მამაკაცს ორივე ხელზე უკეთია თეთრი ფერის ხელთათმანი. იგი უახლოვდება „მ-----------------------------–----–------ს” რ--------ს ფილიალში შესასვლელ კარს, რომელსაც აღებს მარჯვენა ხელით, ხოლო მარჯვენა ხელით სახეზე იფარებს ნაჭერს და შედის ოფისში. 09:36:53 საათზე ზ/ხსენებული მამაკაცი გამოდის ოფისიდან, რომელსაც მარჯვენა ხელში უკავია იასამნისფერის პარკი და ფეხით მიდის „მ-----------------------------–----–------ს” რ--------ს ფილიალის მარცხენა მხარეს არსებული გასასვლელისკენ, რის შემდგომაც იგი კადრიდან გადის. მამაკაცს ოფისში შესვლისას სახეზე აფარებული აქვს მუქი ფერის ნაჭერი. შესვლისთანავე იგი მარჯვენა ხელით შარვლის მარჯვენა მხრიდან იღებს შავი ფერის პისტოლეტს. ამის დანახვაზე ნ-----–----------- იხევს უკან, სალაროსკენ. მას ფეხდაფეხ მიჰყვება თავდამსხმელი. თავდამსხმელი უახლოვდება სალარო განყოფილებაში მჯდომ ლ--–--------–-–---–ს, მარცხენა ხელით სპორტული ზედა ტანსაცმლის მარცხენა ჯიბიდან იღებს პარკს და მაგიდაზე უგდებს ლ--–--------–-–---–ს, ხოლო მარჯვენა ხელით პისტოლეტს იშვერს ლ--–--------–-–---–ის მიმართულებით. ლ--–--------–-–---–ი იღებს პარკს და გადის კადრიდან. თავდამსხმელი მარცხენა ხელს უჭერს კისერში ნ-----–-----------ს, მისი მიმართულებით მიშვერილი აქვს პისტოლეტი და ასეთ მდგომარეობაში მასთან ერთად მიდის სალაროების შიგნითა შესასვლელისკენ. ამ დროს კადრში ჩნდება ლ--–--------–-–---–ი და სამივენი კადრიდან გადიან. 09:27:57 საათზე კადრში ჩნდება თავდამსხმელი, რომელსაც მარცხენა ხელში უკავია პარკი. იგი სწრაფი ნაბიჯებით მიდის გასასვლელი კარისაკენ. კართან მიახლოებისას პარკი გადააქვს მარჯვენა ხელში და ოფისიდან გადის 09:28:02 საათზე.
სეიფის ოთახის ჩანაწერის მიხედვით, 09:26:58 საათზე კადრში ჩნდება ლ--–--------–-–---–ი, რომელსაც ხელში უკავია პოლიეთილენის პარკი, ჩანს ნ-----–----------- და თავდამსხმელი, რომელსაც პისტოლეტი მიმართული აქვს ხან ნ-----–----------ისკენ, ხან კი -ლ--–--------–-–---–ისკენ. თავდამსხმელი ხელით კისერში უჭერს ნ-----–-----------ს. ლ--–--------–-–---–ი მაგიდის უჯრიდან იღებს გასაღებს, გასაღებით ხსნის სეიფის კარს და სეიფიდან იღებს კუპიურების დასტას და დებს პარკში, შემდგომ სეიფიდან გამოაქვს ოთხკუთხედი ფორმის 2 საგანი, რომელშიც აწყვია ფულის კუპიურები და მონეტები. მათ დებს მაგიდაზე და იწყებს ფულის კუპიურების ამოღებას და პარკში ჩაწყობას. ფულის ჩაწყობაში ეხმარება ნ-----–-----------. აღნიშნული ნივთებიდან ფულის კუპიურების სრულად ამოღების შემდგომ ლ--–--------–-–---–ს სეიფიდან კვლავ გამოაქვს ანალოგიური ნივთი ფულით, რა დროსაც მას თავდამსხმელი ართმევს პარკს, სადაც მოთავსებულია ფული. მას პარკი უკავია ორივე ხელით ისე, რომ იარაღი მიშვერილია ლ--–--------–-–---–ის მიმართულებით. პარკში ლ--–--------–-–---–ი და ნ-----–----------- აწყობენს ფულს. პარკში ფულის სრულად მოთავსების შემდგომ თავდამსხმელი გადის ოთახიდან 09:27:53 საათზე. 09:28:08 საათზე ლ--–--------–-–---–ი გასაღებით კეტავს სეიფის კარს და ნ-----–-----------სთან ერთად გადის ოთახიდან. ხმოვანი ჩანაწერი არის შემდეგი შინაარსის: თავდამსხმელი - დროზე, დროზე თორე გაგიხვრიტე შუბლი! ლ--–--------–-–---–ი - ახლავე, ახლავე. ნ-----–----------- - ნუ მიჭერ რა. თავდამსხმელი - დროზე, დროზე. ხურდა არ მინდა, ქაღალდის ფული; მიდი მიეხმარე (მიმართავს ნ-----–-----------ს) მიეხმარე დროზე, ჩააწყვე დროზე; ტელეფონები სად გაქვთ!? ლ--–--------–-–---–ი და ნ-----–----------- - არ გვაქვს. თავდამსხმელი - დროზე, დროზე ჩააწყვეთ ფულები, თორემ გაგიხვრიტეთ შუბლები! ტელეფონები სად გაქვთ!? ლ--–--------–-–---–ი და ნ-----–-----------: - არ გავაქვს. თავდამსხმელი - დროზე, დროზე. ჩადე, აღარ გინდა ეგ; დარჩით აქ.
შპს ,,ჯეოსთილიდან” გამოთხოვილი 2017 წლის 23 მაისის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმისა და ამავე ინფორმაციის ამსახველი დისკების სასამართლო სხდომაზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ქ.რ-------–-------------------------ში მდებარე შ--------------–--- მომსახურე პერსონალის შესასვლელ-გამოსასვლელში დამონტაჟებული ვიდეო კამერაში 11:08:18 საათზე კადრში ჩნდება ზ---------------ე, რომელიც ელექტრონული საშვს ადებს საშვის წამკითხველს და შედის შ--------------–--- ტერიტორიაზე. იგი არის წვერით. აცვია მუქი ფერის ქურთუკი, მუქი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და მოთეთრო ფერის სპორტული ფეხსახმელი. მარჯვენა ხელში უკავია მობულური ტელეფონი და საუბრობს. იგი ადებს საშვს საშვის წამკითხველს და გადის შ--------------–--- ტერიტორიიდან.
2017 წლის 3 ივლისს გამომძიებელ გ------------–--ს მიერ შედგენილია ოქმი, რომლის მიხედვით შსს საინფორმაციო პორტალიდან, სადაც თავმოყრილია მოქალაქეთა დემოგრაფიული მონაცემები, ფოტოსურათები, ასევე დროებით იზოლატორში მყოფ პირთა მონაცემები, გადმოწერილი იქნა ზ---------------ის ფოტოსურათი, რომელიც გადაღებულია 2017 წლის 30 მაისს ქვემო ქართლის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში, რათა ექსპერტისათვის გადაეცა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. მოწმე გ------------–--მ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე ჩაატარა რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა რეალობასაც ადასტურებს. ჰაბიდოსკოპიურ ექსპერტიზაზე გაგზავნილ საკვლევ ობიექტებთან დაკავშირებით განმარტა, რომ დაუკავშირდა ექსპერტი და უთხრა, რომ ვერ გამოიყენებდნენ მის მიერ გადაგზავნილ ბრალდებულის ფოტოსურათს და გაუგზავნა წერილი, რომ ფოტოს მოძიების მიზნით გამოეყენებინათ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზა. ბრალდებულმა უარი განაცხადა სურათის გადაღებაზე.
2017 წლის 29 მაისს, 18:32-19:15 დროის შუალედში საქართველოს შსს რ--------ს საქალაქო სამმართველოს მ----- განყოფილების გამომძიებლის რ-------------–---–ის მიერ ქ.რუსთავში, დ---–----–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა ზ---------------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი, საფულე მასში მოთავსებული დოკუმენტებით, კერძოდ: მართვის მოწმობა, საქართველოს ბანკის ექსპრეს ბარათი, სლოტ კლუბის “las vegas-ის” VIP ბარათი, პლასტიკური ბარათი, ფულადი თანხა 5 ცალი ხუთ ლარიანი და ერთი ცალი ლარიანი მონეტა, პლასტიკური ბარათი, პინ კოდი, სს ”--------------–-----ს” სწრაფი გადახდის ქვითარი პროვაიდერი “--------- იდენტიფიკატორით 1----------, თიბისი ბანკის გადახდის ქვითარი აბონენტზე N------------------- თიბისი ბანკის გადახდის ქვითარი აბონენტით 1---------- - ზ---------------ე, სს ”--------------–-----ს ” გადახდის ქვითარი უნიკალური კოდით 7---------------- ამავე დღეს ჩატარდა ზ---------------ის ა/მანქანის ჩხრეკა და შემდეგ მისი ამოღება.
ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ფირმის დასახელებაა შ------------ დირექტორი ზ---------------ე, პირადი ნომერი 1----------, მესაკუთრე ზ---------------ე, 100 % წილის მმართველი.
ქ.რ-------–----------------------- კორპუსის პირველ სართულზე მდებარე საკანცელარიო მაღაზიის ჩხრეკისას 2017 წლის 29 მაისს ამოღებული იქნა: თიბისი ბანკის სალაროს შემოსავლის ორდერი N1---------, გაცემის თარიღი, 25.05.2017წ, შემომტანი ზ---------------ე, მიმღები შ------------ სალაროს შემოსავლის საგადასახადო დავალება, თარიღი 25.05.2017, გადამხდელი ბანკი - სს ”თიბისი ბანკი”, გადახდის დანიშნულება - იჯარის საფასური, ქირავნობის ხელშეკრულება - ქირავნობის საგანი - ქ----------------------------------–- მდებარე ფართი, ქ-----–-–---–--------------------------–------------------------------------
,--–-------- საოპერაციოს დირექტორ ი-----–-----–----–-----ს განცხადების მიხედვით ქ----------–----–--------------- ტერიტორიაზე მდებარე ფილიალში მომხდარი დაყაჩაღების შედეგად ”---------------–----–-------- განიცადა 28 710 ლარის და 10 თეთრის ზარალი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ზ-----------–-–---–მა განმარტა, რომ გამოკვლევის დაწყებამდე, როგორც წესი, უნდა გამოირიცხოს ვიდეოჩანაწერზე მონტაჟის არსებობა და ამ შემთხვევაშიც, დარწმუნდა რა, რომ გამოსაკვლევად გაგზავნილი დისკები არ შეიცავდა მონტაჟის კვალს, დაიწყო გამოსახულებების კვლევა და მათი შედარება. დისკები იყო დალუქული. ”---------------–----–-------- გარე სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული და ფოტოსურათზე ასახული მამაკაცის იდენტურ ნიშნებს წარმოადგენს ნიკაპის ფორმა, ქვედა ტუჩის ფორმა, ზედა ტუჩზე არსებული შრამი, მარცხენა ლოყაზე არსებული ხალი. ძირითადად ამ ნიშნებით მოხდა იდენტიფიკაცია და მათი ერთობლიობა გამორიცხავს ანალოგიური ნიშნებით მეორე ადამიანის არსებობას.
მოწმე რ-------------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო ზ---------------ის მიმართ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში. იგი მოძრაობდა ა/მანქანით, რა დროსაც შესთავაზეს, რომ გადმოსულიყო, თუმცა ჩაკეტა მანქანის კარებები და ცდილობდა გაქცევას. მისი გაქცევის თავიდან აცილების მიზნით, ვინაიდან მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ”---------------–----–-------- ყაჩაღობა შეიძლება ჩადენილი იყო მის მიერ, ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს მანქანიდან და წაიყვანეს განყოფილებაში. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს გ------------–---–მა. საპროცესო მოქმედებების ირგვლივ ასევე დაიკითხა ი---------------–---–ი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა ზ---------------ემ სასამართლო სხდომაზე თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ იგი დააკავეს 2017 წლის 29 მაისს და დაკავებისას დაირღვა მისი უფლებები. მან საღამოს 6 საათისთვის დაკეტა მაღაზია, გამყიდველი გვანცა კირთაძე მანქანით მიიყვანა სახლში და გზად მიმავალს პოლიციის თანამშრომლებმა გზა გადაუკეტეს, მანქანაში ჩაუმსხვრიეს მინები და ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს მანქანიდან ისე, რომ არავის განუმარტავს მისი დაკავების მიზეზი. წაიყვანეს მდინარე მტკვრის მიმდებარედ, აყენებდნენ შეურაცხყოფას და აიძულებდნენ, რომ ეღიარებინა დანაშაული. მას აქვს გარკვეული სესხი, მათ შორის მ/ს ორგანიზაცია ლენდოშიც”, თუმცა აქვს შემოსავალიც და ახერხებს ვალის დაფარვას. მანვე განმარტა, რომ დოკუმენტები, სადაც მისი ხელმოწერა ფიქსირდება, არის მისი შეცდომაში შეყვანის შედეგი.
პალატა ზემოაღნიშნული, ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და გაანალიზების შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში ასახული ინფორმაციის ნამდვილობაში/სარწმუნობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. 2017 წლის 23 მაისის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ დათვალიერებული იქნა ქ.რუსთავში მდებარე ,--–-------- ოფისი, სადაც გამოძახებული იქნა კინოლოგის სამსახური და სათავსო ოთახში, სეიფის წინ მეტლახის ზედაპირიდან ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა სუნის ნიმუში, რომელიც დაილუქა სათანადო წესით და გაკეთდა ხელმოწერები, დაესვა საქმის ნომერი და თარიღი. აღნიშნული გარემოების ნამდვილობა დადასტურებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მასზე დართული ფოტო-ცხრილით და აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირველი ინსტანიციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით (მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს იმას, რომ მოცემული გარემოებების ნამდვილობაში ეჭვი დაცვის მხარეს არ შეუტანია). დადგენილია ისიც, რომ 2017 წლის 29 მაისს ზ---------------ისგან მისივე თანხმობით ექსპერტების მიერ აღებული იქნა სუნის ნიმუში, რომელიც დაილუქა რ--------ს საქალაქო სამმართველოს მე-3 განყოფილების N2 ლუქით, ლუქზე გაკეთდა მონაწილეთა ხელმოწერები, საქმის ნომერი და დაესვა თარიღი.
2017 წლის 30 მაისის ოდოროლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებით და შესაბამისი მიმართვით დგინდება, რომ შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორს გაეგზავნა აღნიშნული დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუში (დალუქული სახით) და ზ---------------ისგან აღებული სუნის ნიმუში (დალუქული სახით). ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი გამოსაკვლევი ნიმუშები ექსპერტს წარედგინა დალუქულ მდგომარეობაში (ორივე შემთხვევაში - ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა). მოცემული გარემოებების ანალიზი ცხადყოფს და აშკარა ფორმით წარმოაჩენს ექსპერტიზაზე წარდგენილი ნიმუშების წარმომავლობას, მათ ნამდვილობას და იმ გარემოებას, რომ ექსპერტიზა ჩატარდა სწორედ იმ ნიმუშების გამოყენებით (ურთიერთშედარების სახით), რომლებიც მოპოვებული იქნა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგად კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პალატა ყურადღებას მიაქცევს ოდოროლოგიური ექსპერტიზის გამოკვლევის ნაწილში მოცემულ ინფორმაციაზე, სადაც აღწერილია ექსპერტიზის ჩატარების მეთოდები და პროცედურები. კერძოდ, ექსპერტი უთითებს, რომ შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის კვალის ნიმუში მოთავსდა ოდოროლოგიური ექსპერტრიზის განყოფილების ლაბორატორიაში არსებულ კონტეინერში სხვადასხვა სუნის კვალის ნიმუშებთან ერთად და სამჯერ სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების მეშვეობით მოხდა მისი შედარება ზ---------------ისგან აღებულ სუნის კვალის ნიმუშთან. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ბ----------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და მართებულობა, ხოლო დამატებით განმარტა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი ობიექტის ლუქის ან სხვა სახის დაზიანების შემთხვევაში ექსპერტიზა არ ტარდება. ასევე, გამოკვლევამდე მოწმდება ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ძაღლი სუნის მითითებას ახდენს სამი ცდის შედეგად და ამ შემთხვევაში სამივეჯერ ერთიდაიგივე სუნზე მიანიშნა. დასკვნა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სუნის ნიმუშები იდენტური ან არაიდენტურია.
აღნიშნული გარემოებების ურთიერთშეჯერება ცხადყოფს, რომ მოცემული შემთხვევის დროს გამოკვეთილია, თუ რა ობიექტები გამოიკვლია ექსპერტმა, რა გამოკვლევა ჩაატარა და რა მეთოდები გამოიყენა, რის შემდეგაც დასაბუთებული პასუხი დასკვნის სახით გასცა მის წინაშე დასმულ შეკითხვებს, რაც ცალსახად მიუთითებს მასზედ, რომ მოცემული შემთხვევის დროს დაცული იქნა საპროცესო მოქმედების - ექსპერტიზის დასკვნის გაცემისათვის კანონმდებლის მიერ საქართველოს სსსკ-ის 146-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
პალატა აღნიშნავს, რომ ექსპერტი არის სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე პირი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მოიწვევა მხარის მიერ, ან მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ, რაც გულისხმობს იმას, რომ მოცემული საკითხის შეფასებისას ექსპერტი მის მიერ საკვლევ ობიექტთან მიმართებით არის უფრო მეტი გამოცდილების და კომპეტენციის მქონე პირი, ვიდრე ეს შესაძლებელია, იყოს დაცვის და ბრალდების მხარე, რის გამოც ექსპერტი მის მიერ განხორცილებული კვლევისა და შესაბამისი დასკვნის გარშემო აკეთებს მხარეთა და პროცესის მონაწილეთათვის გასაგები ფორმით განმარტებებს სასმართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვს, მტკიცებულებების აღმოჩენის, გამოკვლევისა და დემონსტრირებისას გამოიყენოს სამეცნიერო-ტექნიკური საშუალება (რაც შესაძლოა, იყოს კომპიუტერული მოწყობილობა, სხადასხვა დანადგარი, ხელსაწყო, გაწვრთნილი ძარლები და ა.შ.), სპეციალური ცოდნა და გამოცდილება. საგულისხმოა ისიც, რომ იმისთვის, რათა არასარწმუნოდ და არადამაჯერებლად იქნას მიჩნეული შესაბამისი მეთოდების გამოყენების შედეგად მიღებული ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტთა მიერ საქმის არსებითი სხდომაზე მიცემული ჩვენება, საჭიროა, საპირისპირო გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურება (მოცემულ შემთხვევაში ისიც, რომ გარდა დაცვის მხარის პოზიციისა სხვა მტკიცებულებები: ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ., რომლებიც გახდებოდა მოცემულ დასკვნაში ან ექსპერტის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა).
აპელანტმა ცხოველის (ძაღლის) მოქმედებაში და მის მიერ სუნის კვალის აღების უნარში ეჭვის შეტანის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ძაღლი სუნის კვალს გაჰყვა შენობის გარეთ, თუმცა იგი არ მივიდა დაზარალებულთან, რომელიც ამ დროს შენობაში იმყოფებოდა და, ბუნებრივია, მისი სუნიც დაფიქსირებული უნდა ყოფილიყო შემთხვევის ადგილზე სეიფის ოთახში, საიდანაც ძაღლი მიჰყვა სუნის კვალს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ არ არის იდენტიფიცირებული ის სუნი, რომლის კვალსაც გაჰყვა ძაღლი სეიფის ოთახიდან. შესაბამისად დაცვის მიერ ჩამოყალიბებული ეს არგუმენტი ვერ გახდება ძაღლის მიერ სუნის კვალის აღების უნარში ეჭვის შეტანის საფუძველი. როგორც აღინიშნა, კინოლოგის მიერ ოდოროლოგიური ექსპერტიზის ჩატარებამდე შემოწმდა ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის შემდეგაც ძაღლმა სამივე ცდაზე მიუთითა ერთიდაიგივე სუნზე, რაც გამორიცხავს რაიმე შეცდომას და დასკვნის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველის არარსებობას.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებსდაცვის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საბანკო დაწესებულებაში მომხმარებელთა სიმრავლის გამო არ იყო გამორიცხული მსჯავრდებულს წინა დღეებში დაეტოვებინა სუნი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სუნის ნიმუში აღებული იქნა არა შ------–-------- მომხმარებელთათვის განკუთვნილ საერთო სივრციდან, არამედ სეიფის ოთახიდან, სადაც თავდამსხმელი იყო შესული დაზარალებულებთან ერთად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ მოცემული შემთხვევის დროს მიუხედავად იმისა, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გაიცა ცხოველის (გაწვრთნილი ძაღლების) მონაწილეობით, აღნიშნულ დასკვნაში მოყვანილი კვლევა, გამოყენებული მეთოდები და შესაბამისი ექსპერტის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გაცხადებული პოზიცია დასკვნის კატეგორიულობის თაობაზე (რაზედაც მიუთითებს ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილიც) ცალსახად მიუთითებს მასზედ, რომ ობიექტური პირისათვის სარწმუნოობის კუთხით დასკვნაში ასახული ინფორმაციის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. უფრო მეტიც, დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები არ არის დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით.
როგორ აღინიშნა, დაცვის მხარემ მიუთითა, რომ ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა დაუშვებელი მტკიცებულებაა, რადგან ვიდეოჩანაწერში არსებული პიროვნების იდენტიფიკაციის კუთხით ექსპერტის მიერ ამ უკანასკნელისათვის წარდგენილი ვიდეომასალის შედარება მოხდა არაუფლებამოსილი პირის მიერ საკუთარი ინიციატივით მოპოვებულ მსჯავრდებულის ფოტოსურათთან, კერძოდ, გამომძიებლის მიერ წარდგენილი ფოტოსურათი არ აღმოჩნდა კვლევისთვის ვარგისად, რის შემდეგაც ექსპერტმა თავისი ინიციატივით მოახდინა მონაცემთა ბაზიდან სურათის ამოღება, რითიც მოახდინა მსჯავრდებულის იდენტიფიცირება.
დაცვის მხარის მითითებულ არგუმენტაციასთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემას წინ უძღოდა გარკვეული საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების განხორციელება, კერძოდ, შპს ,,მიკროსაფინანსო როგანიზაცია ლენდოდან“ და შ---------------–------ სასამართლოს განჩინებების საფუძველზე გამოთხოვილი იქნა გარე და შიდა კამერების ვიდეოჩანაწერები, შსს მონაცემთა ბაზიდან ამოღებულ იქნა ზ---------------ის ფოტოსურათი, რის შემდეგაც 2017 წლის 3 ივლისს დადგენილებით დაინიშნა კომპლექსური (ფონო) ვიდეოსკოპიური, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა, რა დროსაც შესაბამისი მიმართვით საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენს დადგენილებასთან ერთად გაეგზავნა: 1) შპს ,,მ-----------------------------–----–------ს“ შიდა და გარე კამერების 2017 წლის 23 მაისის ჩანაწერი 2 დისკად, დალუქული სახით; 2) შ---------------–--- კამერების 2017 წლის 23 მაისის ჩანაწერი 1 დისკად, დალუქული სახით; 3) რ--------ს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 ივნისის სასამართლო სხდომის ჩანაწერი 1 დისკად და 4) ზ---------------ის ფოტოსურათი მიბმულ ფაილებში.
მოწმე ზ-----------–-–---–ისა და ვ------გ ბ----------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით და ჰაბიდოსკოპიურ და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის ჩასატარებლად გამომძიებელმა გ-----–--მ გამოსაკვლევად გააგზავნა ”---------------–----–---------- განხორციელებული თავდასხმის დროს გარე სათვალთვალო კამერების, ამავე ოფისის შიდა სათვალთვალო კამერების და შ--------------–--- სათვალთვალო კამერებიდან გამოთხოვილი 2017 წლის 23 მაისის ვიდეო-ჩანაწერები, ასევე, ზ---------------ის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაღებული ფოტოსურათი და დადგენილებით ექსპერტს დაევალა იმის დადგენა, ვიდეო-ჩანაწერებში აღბეჭდილი მამაკაცი იყო თუ არა 25.05.1991 წელს დაბადებული ზ----------------------------. მოწმე ვ------გ ბ----------ის დაკითხვით გაირკვა, რომ ექსპერტიზის ჩასატარებლად გამოუსადეგარი იყო დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაღებული ფოტოსურათი და ვინაიდან გამომძიებელმა სხვა ფოტოსურათი ვერ მიაწოდა და ამასთან განუმარტა, რომ შეეძლო, გამოეყენებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებებისათვის ხელმისაწვდომი მოქალაქეთა მონაცემთა ბაზიდან სხვა ფოტოსურათი, შესადარებლად police.ge -დან მოიპოვა 1----–-–----------ს დაბადებული ზ---------------------------ის ფოტოსურათი. ბაზაში არსებული სურათი შეადარა გამომძიებლის მიერ თავდაპირველად გაგზავნილ ფოტოსურათს (ზ---------------ის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაღებულ ფოტოს) და ვინაიდან ფოტოებზე აღბეჭდილი მამაკაცი იყო ერთიდაიგივე, მან და ზ-----------–-–---–მა ჩაატარეს ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა. ვ. ბ----------ის განმარტებით, ფოტო, რომელიც შეადარა მონაცემთა ბაზიდან მოპოვებულ სურათს, კვლევის დასრულების შემდეგ დასკვნას არ დაურთო, რადგან თავდაპირველი სურათი გამოსაკვლევად უვარგისი იყო და მასზე ექსპერტიზა არც ჩატარებულა, იგი გამოიყენეს მხოლოდ დამხმარე საშუალებად. შესაბამისად, არ მიიჩნია იგი კვლევის ობიექტად. რა ნიშნების მიხედვით შეიძლება სურათის შერჩევა, ამაზე, როგორც წესი, პასუხის გაცემა შეუძლებელია, ვიდრე არ დაიწყება ექსპერტიზა. ასევე კვლევის პროცესში ხდება იდენტური და განმასხვავებელი ნიშნების დადგენა და კვლევის დროს შეიძლება, გაირკვეს, არის თუ არა საკვლევი მასალა სათანადო ხარისხის. მოცემულ შემთხვევაშიც პოლიციის პორტალიდან მოძიებული სურათი უკეთესი ხარისხის იყო, ვიდრე გამომძიებლის მიერ თავდაპირველად გაგზავნილი. კვლევა ჩატარდა და შედარებული იქნა ”---------------–----–----------- ამოღებული ვიდეოჩანაწერები, შ--------------–------ ამოღებული ვიდეოჩანაწერები და police.ge -დან მოპოვებული ფოტოსურათი, რომელზეც გამოსახული იყო 1----–-–----------ს დაბადებული ზ---------------ე. ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ”---------------–----–-------- გარე სათვალთვალო კამერების მეშვეობით დაფიქსირებულ კადრში გამოსახული მამაკაცი იდენტურია მათ მიერ მონაცემთა ბაზაში რიცხული 1----–-–----------ს დაბადებული ზ---------------------------ისა. რაც შეეხება შ--------------–--- ვიდეო-ჩანაწერებში გამოსახულ მამაკაცს, სავარაუდოდ იდენტურია მათ მიერ მონაცემთა ბაზაში რიცხული 1----–-–----------ს დაბადებული ზ---------------------------ისა. გამოკვლევას საფუძვლად უდევს დისკზე და ელ/ბაზაში რიცხული ფოტოსურათზე გამოსახული მონაცემების თანადამთხვევები, როგორც პიროვნების საიდენტიფიკაციო საინფორმაციო ნიშნები, ისევე გარეგნობისათვის მახასიათებელი ცალკეული ელემენტების ურთიერთგანლაგება, მათი კონტურები, ფორმები, ზომები და მიმართულებები.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საგულისხმოა ექსპერტის წინაშე დასმული კითხვის კონტექსტი, კერძოდ, ბრალდების მხარე ექსპერტს (სპეციალური ცოდნის მქონე პირს, სხვა საკითხებთან ერთად) თხოვს, დაადგინოს, არის თუ არა ვიდეოჩანაწერებში გამოსახული მამაკაცი მსჯავრდებული და არა იმას, რომ ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება და ვიდეომასალაში გამოსახული მამაკაცი არის თუ არა ერთი და იგივე პირი.
ბაზიდან გამოთხოვილ ფოტოსურათზე რომ ნამდვილად მსჯავრდებულია გამოსახული, ეს გარემოება უდავოა. ექსპერტის საკვლევ ობიექტს წარმოადგენდა ვიდეოჩანაწერები, რომელთა შედარებაც უნდა მომხდარიყო ბაზაში არსებულ მსჯარდებულის ფოტოსურათთან.
უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ გარკვეული სახის ექსპერტიზების დანიშვნების შემთხვევაში, მაგალითად: დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დროს პირის იდენტიფიცირების მიზნით ექსპერტს წარედგინება მხოლოდ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული საკვლევი ნიმუში (დაქტილოფირები, ხელის კვლები) რომლის შედარებას შემდეგ სპეციალური ცოდნის მქონე პირი/ექსპერტი პირის იდენტიფიკაციის მიზნით ახდენს შსს სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებთან (მოცემულ შემთხვევაშიც ექსპერტიზის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა ვიდეოჩანაწერებში გამოსახული პირის იდენტიფიკაცია), ხოლო მონაცემებში საკვლევი ობიექტის მსგავსი ხელის კვლის მქონე პიროვნების აღმოჩენის შემთხვევაში გაიცემა დადებითი დასკვნა, ან - პირიქით. დადგენილია ისიც, რომ ჰაბიდოსკოპიურ და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა მოცემულ შემთხვევაში გაცემულია შსს საექსპერტო-კიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, ექსპერტს მოცემული შემთხვევის დროს ზემოაღნიშნული კითხვის შინაარსიდან (კონტექსტიდან) გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საექსპერტო დეპარტამენტი შსს დაქვემდებარებაშია, ექსპერტს გააჩნდა წვდომა და უფლებამოსილება (როგორც ეს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის შემთხვევებში ხდება) ესარგებლა ელექტრონული მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციებით - შედარების ნიმუშ(ებ)ით.
პალატას ზემოაღნიშნულის და საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შემდეგ მკაფიოდ დადგენილად მიაჩნია, რომ კონკრეტული გარემოებების დადგენის კუთხით სპეციალური ცოდნისა და გამოცდილების მქონე პირების/ექსპერტების მიერ გამოკვლევის შედეგად მიღებული ზემოაღნიშნული დასკვნა კატეგორიული ხასიათით გამოირჩევა, სადაც დეტალურად არის აღწერილი ექსპერტების მიერ კვლევის პროცესში გამოყენებული მეთოდები, ასევე რა მასალები გამოიყენეს, რა გამოიკვლიეს და გამოკვლევის შედეგად რა შედეგები მიიღეს, რაც პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით იძლევა დამაჯერებლობის მაღალ ხარისხს, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაში მოცემული ინფორმაციების ნამდვილობაში.
ამდენად ნათელია, რომ დაცვის მხარის მიერ ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის არგათვალისწინების შესახებ გაჟღერებული არგუმენტები წარმოადგენს საქმის ბედით დაინტერესებული მხარის მოსაზრებებს/ვარაუდებს კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით, რომელიც არ გამომდინარეობს ექსპერტიზის დასკვნის დასკვნით ნაწილში მითითებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის შემდგენი პირების ჩვენებებიდან. გარდა ამისა, აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ინფორმაციის გაუზიარებლობის საფუძველი (სხვა მტკიცებულება) დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბაზიდან მსჯავრდებულის ფოტოსურათის ამოღებით ექსპერტმა მოიპოვა მტკიცებულება, რისი უფლებამოსილებაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად მას არ გააჩნდა. როგორც უკვე აღინიშნა, ექსპერტმა გამოიკვლია გამოძიების მიერ საპროცესო კანონმდებლობის დაცვით მოპოვებული მტკიცებულება - ვიდეოჩანაწერები, რომლებზე გამოსახული მამაკაცი შეუდარა შსს -ს ბაზაში არსებულ მსჯავრდებულის ფოტოსურათს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების გაუზიარებლობის შესახებ დაცვის მხარის არგუმენტები დაუსაბუთებელია, რადგან ექსპერტიზის დასკვნებში ასახული ინფორმაცია კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კუთხით ხასიათდება ურთიერთშეთანხმებულობის მაღალი ხარისხით. მისი ნამდვილობის და სისწორის ხარისხი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერებით იძლევა დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს, რომელიც მტკიცებულებათა ერთობლიობით ობიექსტურ პირს დაარწმუნებდა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების უტყუარობაში.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე დაცვის მხარის არგუმენტებზე იმის შესახებ, რომ დაზარალებულის და მსჯავრდებულის ჩვენებებით თითქოსდა გამოირიცხება ზ---------------ის ბრალეულობა მისთვის წარდგენილ ბრალდებაში, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ნ-----–-----------მ განმარტა, რომ შ-----–------–-- მუშაობს დამლაგებლად, სადაც შემთხვევის დღეს იმყოფებოდა დაახლოებით 09:30 საათიდან. ახსოვს, რომ დასუფთავებისას კარი ვიღაცამ გააღო და უთხრა, რომ ოფისი ჯერ ისევ დაკეტილი იყო. მარჯვენა მხარეს ტუმბოების წმენდისას ისევ კარის ხმა გაიგო და რომ მიტრიალდა, მამაკაცმა მას იარაღი დაადო და ფული მოითხოვა. მას მხოლოდ თვალები უჩანდა. თავზე იარაღის მიბჯენით და მუქარით მამაკაცი გაემართა სეიფის ოთახისკენ, ამ პერიოდში მისმა თანამშრომელმა ლ--–--------–-–---–მა მოასწრო და ღილაკს დააჭირა ხელი, თუმცა დაცვის მოსვლამდე თავდამსხმელის მოთხოვნით ლ--–-მ გახსნა სეიფი და ფული თავდამსხმელის მიერვე მიწოდებულ პაკეტში ჩაუყარა. მისთვის უცნობია, ცეცხლსასროლი იარაღი ნამდვილი იყო თუ არა. თავდამსხმელის ხმა, აღნაგობა და სიარული დაამახსოვრდა და შეეძლო მისი ამოცნობა. რაც შეეხება სახის ნაკვთებს, მას მხოლოდ თვალები უჩანდა, რადგან აფარებული ჰქონდა შავი ნაჭერი, დაინახა მხოლოდ მისი თვალის ფერი და მიუთითა კიდეც გამომძიებელს, რომ დარწმუნებით არ შეეძლო მისი ამოცნობა. სურათებზე გამოსახული ერთ-ერთი მამაკაცი თვალებით ჰგავდა თავდამსხმელს, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ სწორედ ის იყო თავდამსხმელი. კითხვაზე, სხდომაში მონაწილე ბრალდებული იყო თუ არა ის, ვინც მას თავს დაესხა, მოწმემ განმარტა, რომ მას მისი სახე არ დაუნახავს და არ შეეძლო ამ ფაქტის დადასტურება.
მოცემული ჩვენების გაანალიზება და შეფასება ცხადყოფს, რომ დაზარალებული თავის ჩვენებაში დეტალურად აღწერს შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებს. მას დაზუსტებით არ შეუძლია დაასახელოს დამნაშავის ვინაობა ან აღწეროს მისი ვიზუალური მონაცემები (სახის მოყვანილობა, ტუჩების ფორმა, და ა.შ.) რადგან დამნაშავეს სახე შავი ნაჭრით ჰქონა დაფარული. ეს კი აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ მისი ჩვენება კატეგორიული ფორმით გამორიცხავს მსჯავრდებულის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტს. უფრო მეტიც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იძლევა შესაძლებლობას, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს იმაში, რომ ჩადენილი დანაშაულის განმახორციელებელი სუბიექტი სწორედაც რომ არის ზ---------------ე. რაც შეეხება მსჯავრდებულის ჩვენებას, მის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია განსხვავებულია და წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, დაცვის მხარის არგუმენტები მსჯავდრებულის ჩვენების საანდოობის თვალსაზრისით არ არის დადასტურებული არცერთი სხვა მტკიცებულებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის პოზიცია, თითქოსდა დაზარალებულის და მსჯავრდებულის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციით მტკიცდება ზ---------------ის უდანაშაულობა, პალატას დაუსაბუთებლად და არადამაჯერებლად მიაჩნია, რის გამოც მას ვერ გაიზიარებს, რადგან იგი ეწინააღმდეგება საქმეზე შეკრებილი, ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ამასთან, მითითებული გარემოებების შეფასების შემდეგ პალატა ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე, რა დროსაც სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).).
პალატამ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ზ---------------ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ზ---------------ის მიერ ბრალად შერაცხული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რომლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ყაჩაღობას, ე.ი. თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილს სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაზარალებულ ლ--–--------–-–---–ის ჩვენებას, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამორიცხა სხდომის დარბაზში თავდამსხმელის ყოფნის ფაქტი. დაზარალებულმა მანამდე თავის ჩვენებაში მიუთითა, რომ ვერ შეძლებდა თავდამსხმელის ამოცნობას, რის გამოც მას არ შეეძლო კატეგორიულად უარყოფა ან დადასტურება თავდამსხმელის სხდომის დარბაზში ყოფნისა.
სასამართლო განმარტავს, რომ ზ---------------ის ქმედება შეიცავს მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის - ყაჩაღობის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტები მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ უტყუარ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც მათ პალატა ვერ გაიზიარებს.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ---------------ისათვის დანიშნულ სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულების მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება და განუსაზღვრა შესაბამისი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს. პალატა თვლის, რომ მოცემული სასჯელის სახე და ზომა ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია და წარმოადგენს ოპტიმალურ ღონისძიებას სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მისაღწევად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ რ--------ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის განაჩენი ზ---------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რასაც პალატა ეთანხმება. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ---------------ის ინტერსების დაცველი ადვოკატის გ----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
რ--------ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ ზ---------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
ზ---------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179 -ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ზ---------------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 29 მაისიდან.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ზ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთმტკიცება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ: ზ---------------ის ავტომანქანა (დალუქულ მდგომარეობაში განთავსებულია საქართველოს შსს რ--------ს საქალაქო სამმართველოს მ----- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში), ზ---------------ის პირადი ჩხრეკისას და მაღაზიის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს რ--------ს საქალაქო სამმართველოს მ----- განყოფილებაში, დაუბრუნდეს მათ მფლობელებს, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში და ზ---------------ის სუნის ნიმუში განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო საქმეზე დართული დისკები შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: გ. ჯეირანაშვილი
ნ. სანდოძე