განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.09.2018
საქმის ნომერი
330310016001280197
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
21.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001280197

საქმე N3ბ/2060-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

21 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ზ----- ზ-------–---–ი;

წარმომადგენლები - მ----- ჯ--–--–--–---–ი

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობა;

წარმომადგენელი - შ------- ვ------–-–---–ი

 

მესამე პირი (16.1) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენლები- ე----- ფ------–---–ი, ე------ ბ-----–---–ი;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2016 წლის 18 თებერვლის №-- ბრძანება.

 

1.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობას დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ზ----- ზ-------–---–ის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის ს---------- გ---------–---- უ--------ს თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

 

1.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობას დაევალოს ზ----- ზ-------–---–ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძველი. ასევე, განაცდური თანხის გაცემის საფუძველი.

 

2.2. მესამე პირმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ----- ზ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2016 წლის 18 თებერვლის №-- ბრძანება და მოპასუხეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სარჩელი სხვა მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. ვაკის რაიონის გამგეობის გამგებლის 2013 წლის 1 მარტის №-- განკარგულებით, ზ----- ზ-------–---–ი, „საჯარო ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 1 მარტიდან დაინიშნა ვაკის რაიონის გამგეობის ს---------- გ---------–---- უ--------ს თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად. საფუძველი: პირადი განცხადება (01.03.2013 წ. №-----------); „საჯარო ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი.

 

ვაკის რაიონის გამგეობის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 31 დეკემბრის №--- განკარგულებით, 2013 წლის 1 ოქტომბერს, ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობაში კონკურსის შედეგად (ორი თვის გამოსაცდელი ვადით) დანიშნული ს---------- გ---------–---- უ-------- - ზ----- ზ-------–---–ი საგამოცდო ვადის წარმატებით გავლასთან დაკავშირებით ჩაითვალა დანიშნულად განუსაზღვრელი ვადით. (ტ. I, ს.ფ. 66), (ტ. I, ს.ფ. 67-68);

 

4.2 ვაკის რაიონის გამგეობის გამგებლის 2014 წლის 11 ივლისის №--- განკარგულებით, „საჯარო ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგებლის 2014 წლის 2 ივლისის №--- განკარგულების შესაბამისად, ვაკის რაიონის გამგეობის ა--------ს უ--------ს - თ----- ი----–---–----------–---–-ს შვებულებასთან დაკავშირებით, 2014 წლის 14 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით, ა--------ს უ--------ს დროებით მოვალეობის შესრულება დაევალა ვაკის რაიონის გამგეობის ს---------- გ---------–---- უფროსს - ზ----- ზ-------–---–ს. (ტ. I ს.ფ. 70).

 

4.3 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საიდუმლო- სამობილიზაციო ს----------- უ--------ს 2016 წლის 9 თებერვლის №--------- მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უ--------ს მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 1 თებერვლის N--------- წერილის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N----- დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის ს--------–-----------–----–--- ს----------- მ------------–---–-----ს - ზ---- კ-----–---–ის მიერ, მიმდინარე წლის 2 თებერვლიდან 5 თებერვლის ჩათვლით განხორციელდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის ს---------- გ---------–---- საქმიანობის შერჩევითი შემოწმება, რომელსაც ხელმძღვანელობდა გ---------–---- უ-------- - ზ----- ზ-------–---–ი.

 

მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ ს---------- განყოფილება თავისი საქმიანობის პროცესში იყენებდა თბილისის მერიის სისტემაში დანერგილ, მოქალაქეთა პირველად ს---------- აღრიცხვაზე აყვანის, ს---------- სამსახურში გაწვევის და სამობილიზაციო რესურსის (რეზერვის) აღრიცხვის ელექტრონულ პროგრამას. მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხების შემოწმებისას გამოვლინდა რიგი დარღვევა-ნაკლოვანებები, კერძოდ: ს---------- განყოფილება არასწორი ფორმით აწარმოებდა მოქალაქეთა პირველად ს---------- აღრიცხვაზე ასაყვან მოქალაქეთა საერთო სიას (დანართი 1). ამასთან, აღნიშნულ საერთო სიაში უნდა ფიქსირდებოდნენ მხოლოდ სტრუქტურული ერთეულის სამოქმედო ტერიტორიაზე (მათ შორის მისამართის გარეშე) რეგისტრირებული მოქალაქეები, ხოლო სხვა სამოქმედო ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები უნდა იქნენ შეტანილი ცალკე სიაში. ამ შემთხვევაში კი, ს---------- გ---------–---- მიერ არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის N--- დადგენილებით დამტკიცებული „მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის შესახებ დებულების“ მე-7 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები. ასევე, ამავე დებულებით დამტკიცებული სპეციალური ფორმა (დანართი 4).

 

ს---------- განყოფილება ვალდებულია მოქალაქის მიერ რეგისტრაციის ადგილის შეცვლის შემთხვევაში, 3 დღის ვადაში გადასცეს ინფორმაცია (მოქალაქის ს---------- აღრიცხვის ბარათი) შესაბამისი რაიონის სტრუქტურულ ერთეულს.

 

შემოწმებისას გამოვლინდა, რომ: მოქალაქეებმა - ლ---- ჯ--------- (პ/ნ:------------), ა-–---------- ე-–------–---–მა (პ/ნ:------------), ვ------- კ--–--მ (პ/ნ:------------) და დ-------- კ--------–--ემ (პ/ნ:------------) შეიცვალეს რეგისტრაციის ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ ს---------- განყოფილებამ ს---------- ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მიიღო აღნიშნული ინფორმაცია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან, არ გადაუგზავნია ზემოხსენებული მოქალაქეების ს---------- სააღრიცხვო ბარათები სხვა რაიონის სტრუქტურული ერთეულისათვის. ამ შემთხვევაში, ს---------- გ---------–---- მიერ უგულებელყოფილი იქნა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის #247 დადგენილებით დამტკიცებული „მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის შესახებ დებულების“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა (დანართი 2).

 

შემოწმებისას გამოვლინდა, რომ ს---------- განყოფილებას ს---------- აღრიცხვიდან მოხსნილი არ ჰყავდა 5 მოქალაქე, რომლებიც იხდიდნენ სისხლის სამართლის სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით. „ს---------- ვალდებულებისა და ს---------- ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეები არ ექვემდებარებიან სახმედრო აღრიცხვას (დანართი-3).

 

მოქალაქეთა ს---------- სავალდებულო სამსახურში 2015 წლის საგაზაფხულო გაწვევის პროცესის შემოწმებისას გამოვლინდა 12 მოქალაქე, ხოლო საშემოდგომო გაწვევის პროცესის შემოწმებისას გამოვლინდა 4 მოქალაქე, რომელთა მიმართ არ იქნა გატარებული კანონით გათვალისწინებული ზომები. კერძოდ, აღნიშნულ მოქალაქეებს ჩაბარდათ უწყებები, რის შემდგომაც შესაბამისი რეაგირება არ განხორციელდა (არ იქნენ გადაყვანილი ჯანმრთელობის დამდგენ ცენტრალურ საექსპერტო-სამედიცინო კომისიაზე, სასამართლოს არ გადასცეს დოკუმენტაცია მათ მიმართ ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების თაობაზე, ხოლო რაიონულ გამწვევ კომისიას არ მიუღია არანაირი გადაწყვეტილება). (დანართი-4, დანართი-5). ამ შემთხვევაში, ს---------- განყოფილებამ დაარღვია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 მაისის #12-47 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №4-ის „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - ს---------- გ---------–---- ტიპიური დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971-ე მუხლის და 239-ე მუხლის 67-ე პუნქტის მოთხოვნები.

 

შემოწმებისას გამოვლენილი იქნა 5 მოქალაქე, რომელთაც ვერ ჩაბარდათ უწყება ფაქტობრივი მისამართის დაუდგენლობის გამო, რის შემდგომაც ს---------- განყოფილებამ არ გადასცა აღნიშნულ მოქალაქეთა მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებს, მათი მოძიებისა და ს---------- განყოფილებაში წარდგენის მიზნით. (დანართი-6). ამ შემთხვევაში, არ შესრულდა „ქალაქ თბილისიდან ს---------- სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2015 წლის საშემოდგომო გაწვევისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობების ს---------- განყოფილებათა საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 31 ივლისის #3272 ბრძანების პირველი მუხლის „დ“ პუნქტის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 მაისის #12-47 დადგენილებით დამტკიცებული დანართი #4-ის „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის-ს---------- გ---------–---- ტიპური დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები.

 

ს---------- გ---------–---- ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მოქალაქეებზე ს---------- ბილეთებისა და მიწერის მოწმობების გაცემა კანონმდებლობით დადგენილი ფორმით. ს---------- გ---------–---- მიერ არასწორი ფორმით წარმოებდა ს---------- სააღრიცხვო მოწმობების გაცემა (დანართი-7). კერძოდ, ს---------- განყოფილებას შემუშავებული აქვს განსხვავებული ფორმა, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის #247 დადგენილებით დამტკიცებული „მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის შესახებ დებულების“ დანართი №---ის ფორმას. შემოწმებისას ასევე გამოვლინდა, რომ მოქალაქე - ლ-–- ი-–---–ზე (პ/ნ:------------) (რომელმაც შსს-ს ორგანოებში იმსახურა 7 წელი) გაცემულ ს---------- ბილეთში დაშვებული იქნა შეცდომა. კერძოდ, ს---------- ბილეთი უნდა გაცემულიყო „რიგითის“ წოდების მითითებით, ხოლო ს---------- განყოფილებამ ს---------- ბილეთი გასცა წოდების გარეშე (დანართი-8). ამ შემთხვევაში, დაირღვა „ს---------- ვალდებულებისა და ს---------- ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა. (ტ. I, ს.ფ. 58-60).

 

4.4. 2016 წლის 9 თებერვალს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უ--------ს №--------- სამსახურებრივი ბარათით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნა ქ. თბილისის მერიის საიდუმლო- სამობილიზაციო ს----------- უ--------ს 2016 წლის 9 თებერვლის №--------- მოხსენებითი ბარათი, რომელშიც ასახული იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის ს---------- გ---------–---- საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოვლენილი დარღვევები.

 

შიდა აუდიტისა და მონიტორინგის ს----------- მიერ შესწავლილი იქნა წერილში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები, ახსნა-განმარტებები ჩამოერთვათ გ---------–---- თანამშრომლებს და სამსახურმა დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის ს--------–-----------–----–--- სამსახურმა 2016 წლის 2 თებერვლიდან 5 თებერვლის ჩათვლით მოახდინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის ს---------- გ---------–---- საქმიანობის შემოწმება, რა დროსაც გამოვლინდა, რომ 1) 2015 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევის პერიოდში გ---------–---- მიერ მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის, ს---------- სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და ს---------- ბილეთების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას მოხდა პირველად ს---------- აღრიცხვაზე ასაყვან მოქალაქეთა საერთო სიის არასწორი ფორმით წარმოება; 2) ს---------- ვალდებულთა მიერ რეგისტრაციის ადგილის შეცვლისას არ შესრულდა ს---------- სააღრიცხვო ბარათების შესაბამისი რაიონისათვის გადაგზავნის ვალდებულება; 3) არ მოხდა იმ მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვიდან მოხსნა, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის სახით იხდიდნენ სასჯელს ჩადენილი დანაშაულისთვის; 4) გ---------–---- მიერ 2015 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევის პერიოდში კანონით გათვალისწინებული ს---------- აღრიცხვიანობისა და ს---------- სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესების დამრღვევი 16 მოქალაქის მიმართ არ განხორციელდა შესაბამისი ღონისძიებები; 5) გ---------–---- მიერ არასწორი ფორმით წარმოებდა ს---------- სააღრიცხვო მოწმობათა გაცემა და გ---------–---- უფროსმა, მოქალაქე - ლ-–- ი-–---–ზე რეზერვისტის დროებითი მოწმობის გაცემისას დაუშვა შეცდომა, როდესაც ბილეთში „რიგითის“ წოდების ნაცვლად მიუთითა „წოდების გარეშე“.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა, იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ ზ----- ზ-------–---–ის ხელმძღვანელობის პერიოდში გ---------–---- მიერ ვერ ხერხდებოდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 მაისის №12-47 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის-ს---------- გ---------–---- ტიპიური დებულების“ მე-3 მუხლით განსაზღვრულ ძირითად ამოცანათა და ფუნქციათა ჯეროვანი შესრულება, დასტურდებოდა გ---------–---- უ--------ს - ზ----- ზ-------–---–ის მიერ სტრუქტურული ერთეულის ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფისა და ს---------- გ---------–---- საქმიანობის წარმართვის სამსახურებრივ მოვალეობათა უხეში დარღვევა, აღნიშნული მიუთითებდა მის, როგორც გ---------–---- უ--------ს არადამაკმაყოფილებელ პროფესიული ჩვევების შესახებ, რის გამოც ზ----- ზ-------–---–ი უნდა გათავისუფლებულიყო დაკავებული თანამდებობიდან, რითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა გ---------–---- ნორმალური მუშაობისათვის ხელშეშლის აღკვეთა და თავიდან იქნებოდა აცილებული საჯარო ს----------- ძირითადი პრინციპების დარღვევა. (ტ. I, ს.ფ. 15-17).

 

4.5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის გამგებლის 2016 წლის 18 თებერვლის №-- ბრძანებით, „საჯარო ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მულის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 98-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 99-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო ს----------- ანალიტიკური სამმართველოს უ--------ს 16.02.2016 წლის დასკვნის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის ს---------- გ---------–---- უ-------- - ზ----- ზ-------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2016 წლის 18 თებერვლიდან. (ტ. I, ს.ფ. 14).

 

4.6. საქმის მასალების და მხარეთა ახსნა-განმარტების თანახმად მოსარჩელე - ზ----- ზ-------–---–ი გამოკითხული არ ყოფილა არც თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო ს----------- მიერ დასკვნის შედგენისას და არც ვაკის რაიონის გამგებლის მიერ სადაო ბრძანების გამოცემისას.

 

4.7. ზ----- ზ-------–---–ის განმარტებით - მის მიმართ დასკვნაში მითითებულ არც ერთ დარღვევას არ ეთანხმება და მიუთითა, რომ ვინაიდან ლ---- ჯ-------ე აღრიცხვაზე იმყოფებოდა ჯერ დიდგორის, ხოლო შემდგომ მთაწმინდის რაიონში (სოფ. ო---------), იგი ვაკის რაიონში აღრიცხვაზე არ ყოფილა, რაც წარმოადგენს ე.წ. პროგრამულ ხარვეზს. ა-–---------- ე-–------–---–ი საერთოდ არ იდგა ს---------- აღრიცხვაზე (უაღრიცხვო), აქედან გამომდინარე ვერ მოხდებოდა მისი აღრიცხვიდან მოხსნა და რომელიმე რაიონის ს---------- განყოფილებაში გადაგზავნა. ვ------- კ--–--სთან დაკავშირებით - მისი ახალი რეგისტრაციის ადგილს სამოქალაქო რეესტრისა და მერიის პროგრამის მიხედვით წარმოადგენდა ვაკის რაიონს, შესაბამისად არ ექვემდებარებოდა აღრიცხვიდან მოხსნას და გადაგზავნას. დ-------- კ--------–--ე, ლ---- ჯ-------ის მსგავსად სხვა რაიონში იყო რეგისტრირებული და აქაც სახეზე იყო პროგრამული ხარვეზი.

 

რაც შეეხება დასკვნაში მითითებულ ფაქტს, თითქოს ს---------- აღრიცხვიდან არ იყო მოხსნილი 5 მსჯავრდებული, ზ-------–---–ის განმარტებით დარღვევას ადგილი არ ქონია, რადგან აღნიშნულ 5 წვევამდელთან დაკავშირებით პროგრამულად, კანონის შესაბამისად ოქმშივეა მითითებული, რომ ეს პიროვნებები გათავისუფლებულები არიან გაწვევისაგან შესაბამისი კანონის ნორმაზე მითითებით.

 

ასევე, იმ 16 წვევამდელთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩაბარდათ უწყებები და გამოუცხადებლობის გამო მათ მიმართ არ გატარდა კანონით გათვალისწინებული ზომები, განმარტა, რომ დარღვევას არც ამ შემთხვევაში აქვს ადგილი, რადგან ამათგან 9 საერთოდ არ იმყოფებოდა ს---------- აღრიცხვაზე (უაღრიცხვოა), რადგან ისინი 5 წელზე მეტია არ იმყოფებოდნენ საქართველოში და შესაბამისად პირადად არ ჩაბარებიათ უწყებები, ხოლო დანარჩენებს მიეცათ გონივრული ვადა სათანადო დოკუმენტაციის წარმოსადგენად და მოხდა მათი დაჯგუფება შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში გადასაყვანად. ამასთან ზ-------–---–ის განმარტებით, 2015 წლის საშემოდგომო გაწვევის გეგმა ვაკის რაიონის ს---------- განყოფილებამ შეასრულა გადაჭარბებით - 105%-ით და ქ. თბილისის 10 რაიონის ს---------- განყოფილებებს შორის გეგმა-დავალების შესრულების შედეგით დაიკავა პირველი ადგილი.

 

დასკვნაში და ს--------–-----------–----–--- ს----------- უ--------ს მოხსენებით ბარათებში წარმოდგენილ დანართ-7-ში მითითებულ ს---------- სააღრიცხვო მოწმობების გაცემის ფორმასთან დაკავშირებით განმარტა, რომ არანაირ დარღვევას ადგილი არ აქვს, ვინაიდან ს---------- სააღრიცხვო მოწმობების გაცემა ხორციელდება დადგენილი წესით და ხელმოწერასთან ერთად ფიქსირდება მათი გაცემის თარიღი, რაც საჭიროა პერიოდული ანგარიშის მოსამზადებლად.

 

რაც შეეხება დანართ-8-ში მითითებულ ს---------- ბილეთს, რომელიც თითქოსდა გაცემული იქნა ,,ს---------- ვალდებულებისა და ს---------- ს----------- შესახებ" საქართველოს კანონის მე-10(1) მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის დარღვევით, განმარტა, რომ მითითებული მუხლი ძალაში შევიდა 2015 წლის 1 აგვისტოდან, ხოლო ს---------- ბილეთი გაცემულია 2015 წლის 7 ივლისს და აღნიშნულ კანონის ნორმას უკუქცევითი ძალა არ გააჩნია.

 

ასევე მისივე განმარტებით, ლ-–- ი-–---–ს არ წარუდგენია შესაბამისი მტკიცებულება იმისა, რომ იგი მუშაობდა შს სამინისტროში და მინიჭებული ქონდა რიგითის წოდება.

 

საბოლოოდ, ზ----- ზ-------–---–ის განმარტებით მისთვის გაუგებარია, იმ პირობებში, როდესაც მისი კვალიფიკაცია არავის გაუხდია სადაოდ, იგი თნამდებობაზე დაინიშნა 2013 წლის კონკურსის საფუძველზე, რა დროსაც ტესტირებაში მიიღო 50 ქულა (100%), შემდეგ კი წარმატებით გაიარა გასაუბრება, ხოლო 2014 წლის ატესტაციის დროს ტესტირებაში მიიღო 49 ქულა (82%) და ასევე წარმატებით გაიარა გასაუბრება, საჯარო სამსახურში ყოფნის დროს ასრულებდა ზემდგომი თანამდებობის პირის მოვალეობას, მუდმივად ხდებოდა მისი დაწინაურება განხორციელებული სამიანობის შესაბამისად და ამ დროის განმავლობაში არასდროს მიუღია შენიშვნა, ან საყვედური, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნებოდა გარკვეული სახის დარღვევას, რატომ არ იქნა გამოყენებული მის მიმართ დისციპლინური პასუხიმგებლობის სხვა, უფრო მსუბუქი ღონისძიება.

 

4,8. საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო ს----------- მონიტორინგის სამმართველოს 2016 წლის 18 მაისის დასკვნით დადგინდა, რომ 2015 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევის პერიოდში, დიდუბის რაიონის განყოფილებამ მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის, ს---------- სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და ს---------- ბილეთების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას მოახდინა პირველად ს---------- აღრიცხვაზე ასაყვან მოქალაქეთა საერთო სიის არასწორი ფორმით წარმოება, რითაც დარღვეულ იქნა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №-47 დადგენილებით დამტკიცებული „მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის შესახებ დებულების მე-7 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები. ასევე ამავე დებულებით დამტკიცებული სპეციალური ფორმა, დანართი 4.

 

დიდუბის რაიონის ს---------- განყოფილებამ 3 ს---------- ვალდებული პირის მიერ რეგისტრაციის ადგილის შეცვლისას არ შეასრულა ს---------- სააღრიცხვო ბარათების შესაბამისი რაიონისათვის გადაგზავნის ვალდებულება, რითაც დარღვეული იქნა საქართველოს მთავრობის 2015 წლის №-47 დადგენილებით დამტკიცებული „მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის შესახებ დებულების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა.

 

ასევე, განყოფილებამ არ მოახდინა სამი მსჯავრდებული მოქალაქის ს---------- აღრიცხვიდან მოხსნა, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის სახით იხდიდნენ სასჯელს ჩადენილი დანაშაულისთვის და ხუთი მსჯავრებულის გათავისუფლება ს---------- სავალდებულო ს-----------აგან, რომლებმაც ჩაიდინეს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რითაც გ---------–---- მიერ დაირღვა „ს---------- ვალდებულებისა და ს---------- ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონის მე-----თმეტე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტებისა და 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

ამასთან, გ---------–---- მიერ 2015 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევის პერიოდში კანონით გათვალისწინებული ს---------- აღრიცხვიანობისა და ს---------- სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესების დამრღვევი 12 მოქალაქის მიმართ არ განხორციელებულა შესაბამისი ღონისძიებები, რითაც გ---------–---- მიერ დაირღვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 მაისის №12-47 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის-ს---------- გ---------–---- ტიპიური დებულებისა და ქ. თბილისის მერის 2015 წლის 31 ივლისის №3272 ბრძანების მოთხოვნები.

 

საქალაქო სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, დიდუბის გამგეობის ს---------- გ---------–---- უ--------ს - მ-----– ქ------–--ის მიმართ გამოყენებულიყო „საჯარო ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისიწნებული დისციპლინური სასჯელის ზომა - „გაფრთხილება“.

(ტ. I, ს.ფ. 136-137).

 

4.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო ს----------- მონიტორინგის სამმართველოს 2016 წლის 18 მაისის დასკვნით დადგინდა, რომ 2015 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევის პერიოდში, საბურთალოს რაიონის განყოფილებამ მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის, ს---------- სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და ს---------- ბილეთების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას მოახდინა პირველად ს---------- აღრიცხვაზე ასაყვან მოქალაქეთა საერთო სიის არასწორი ფორმით წარმოება, ს---------- ვალდებულთა მიერ რეგისტრაციის ადგილის შეცვლისას არ შეასრულა ს---------- სააღრიცხვო ბარათების შესაბამისი რაიონისათვის გადაგზავნის ვალდებულება და არ მოახდინა იმ მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვიდან მოხსნა, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის სახით იხდიდნენ სასჯელს ჩადენილი დანაშაულისთვის, რითაც გ---------–---- მიერ დაირღვა „ს---------- ვალდებულებისა და ს---------- ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის

№-47 დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებები.

 

ამასთან, გ---------–---- მიერ 2015 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევის პერიოდში კანონით გათვალისწინებული ს---------- აღრიცხვიანობისა და ს---------- სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესების დამრღვევი 13 მოქალაქის მიმართ არ განხორციელებულა შესაბამისი ღონისძიებები, რითაც გ---------–---- მიერ დაირღვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 მაისის №12-47 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის-ს---------- გ---------–---- ტიპიური დებულებისა და ქ. თბილისის მერის 2015 წლის 31 ივლისის №3272 ბრძანების მოთხოვნები.

 

დადგინდა, რომ რაიონის გამწვევ კომისიას 5 მოქალაქესთან მიმართებაში ს---------- სავალდებულო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით მიღებული აქვს არასწორი გადაწყვეტილება, კერძოდ, „ს---------- ვალდებულებისა და ს---------- ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად „მოქალაქე ს---------- სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან თავისუფლდება თუ იგი სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის არის ნასამართლევი“. ხოლო რაიონის გამწვევმა კომისიამ კი ს---------- სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გაათავისუფლა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირები, რითაც დაირღვა „ს---------- ვალდებულებისა და ს---------- ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

 

დადგინდა, რომ განყოფილებას შემუშავებული ჰქონდა ს---------- სააღრიცხვო მოწმობათა გაცემის განსხვავებული ფორმა, რომელიც არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №-47 დადგენილებით დამტკიცებულ „მოქალაქეთა

ს---------- აღრიცხვის შესახებ დებულების“ დანართი №---ის ფორმას, შესაბამისად განყოფილება თავის საქმიანობაში არღვევდა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №-47 დადგენილებით განსაზღვრულ ვალდებულებებს.

 

საქალაქო სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია საბურთალოს გამგეობის ს---------- გ---------–---- უ--------ს - გ------- ქ-------ის მიმართ გამოყენებულიყო „საჯარო ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სასჯელის ზომა - „გაფრთხილება“. (ტ. I, ს.ფ. 138-140).

 

4.10. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო ს----------- მონიტორინგის სამმართველოს 2016 წლის 18 მაისის დასკვნით დადგინდა, რომ 2015 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევის პერიოდში, ჩუღურეთის რაიონის მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის, ს---------- სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და ს---------- ბილეთების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას მოახდინა გ---------–---- სამოქმედო ტერიტორიის გარეთ მცხოვრებ მოქალაქეთა დამატებითი სიის არასწორი ფორმით წარმოება, რითაც დარღვეული იქნა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №-47 დადგენილებით დამტკიცებული „მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის შესახებ დებულების მე-7 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები.

 

განყოფილებამ 1 ს---------- ვალდებული პირის მიერ რეგისტრაციის ადგილის შეცვლისას, არ შეასრულა ს---------- სააღრიცხვო ბარათების შესაბამისი რაიონისათვის გადაგზავნის ვალდებულება, რითაც დარღვეული იქნა საქართველოს მთავრობის 2015 წლის №-47 დადგენილებით დამტკიცებული „მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის შესახებ დებულების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა.

 

გარდა ამისა, განყოფილებამ „ს---------- ვალდებულებისა და ს---------- ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონის მეთოთხმეტე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ ორი წვევამდელი, რომლებიც არ იყვნენ ს---------- აღრიცხვაზე, ისე გაიწვიეს ს---------- სავალდებულო სამსახურში, რომ მათი პირველად ს---------- აღრიცხვაზე დაყენების შესახებ არ იყო რაიონის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ჩუღურეთის გამგეობის ს---------- გ---------–---- მიერ, 2015 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევის პერიოდში კანონით გათვალისწინებული ს---------- აღრიცხვიანობისა და ს---------- სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესების დამრღვევი 5 მოქალაქის მიმართ არ განხორციელებულა შესაბამისი ღონისძიებები, რითაც გ---------–---- მიერ დაირღვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 მაისის №12-47 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის-ს---------- გ---------–---- ტიპიური დებულებისა და ქ. თბილისის მერის 2015 წლის 31 ივლისის

№3272 ბრძანების მოთხოვნები. აღსანიშნავია, რომ შემოწმების აქტში სადავო იყო რეაგირების განხორციელების ფაქტი 14 წვევამდელის მიმართ, თუმცა 9 მათგანის თაობაზე წარდგენილი იყო დოკუმენტები, რაც ადასტურებდა გ---------–---- მოქმედების კანონიერებას.

 

საქალაქო სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, ჩუღურეთის გამგეობის ს---------- გ---------–---- უ--------ს - ა---------– ნ---------ის მიმართ გამოყენებულიყო „საჯარო ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სასჯელის ზომა - „გაფრთხილება“. (ტ. I, ს.ფ. 141- 143).

 

4.11. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო ს----------- მონიტორინგის სამმართველოს 2016 წლის 18 მაისის დასკვნით დადგინდა, რომ 2015 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევის პერიოდში, კრწანისის რაიონის განყოფილებამ მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის, ს---------- სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და ს---------- ბილეთების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას მოახდინა პირველად ს---------- აღრიცხვაზე ასაყვან მოქალაქეთა საერთო სიის არასწორი ფორმით წარმოება, რითაც დარღვეულ იქნა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №-47 დადგენილებით დამტკიცებული „მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის შესახებ დებულების მე-7 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები. ასევე ამავე დებულებით დამტკიცებული სპეციალური ფორმა, (დანართი 4).

 

კრწანისის რაიონის ს---------- განყოფილებამ 3 ს---------- ვალდებული პირის მიერ რეგისტრაციის ადგილის შეცვლისას, არ შეასრულა ს---------- სააღრიცხვო ბარათების შესაბამისი რაიონისათვის გადაგზავნის ვალდებულება, რითაც დარღვეული იქნა საქართველოს მთავრობის 2015 წლის №-47 დადგენილებით დამტკიცებული „მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის შესახებ დებულების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა.

 

ასევე, განყოფილებამ არ მოახდინა ოთხი მსჯავრდებული მოქალაქის ს---------- აღრიცხვიდან მოხსნა, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის სახით იხდიდნენ სასჯელს ჩადენილი დანაშაულისთვის და ორი მსჯავრებულის გათავისუფლება ს---------- სავალდებულო ს-----------აგან, რომლებმაც ჩაიდინეს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რითაც გ---------–---- მიერ დაირღვა „ს---------- ვალდებულებისა და ს---------- ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონის მე-----თმეტე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტებისა და 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

კრწანისის ს---------- გ---------–---- შემოწმების დროს დაფიქსირდა ასევე „ს---------- ვალდებულებისა და ს---------- ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1 პუნქტის დარღვევა, კერძოდ, ამ ნორმის მიხედვით რაიონული გამწვევი კომისია იღებს გადაწყვეტილებებს მოქალაქის ს---------- სავალდებულო სამსახურში გაწვევის, გაწვევისგან გადავადების, გაწვევისგან გათავისუფლების და ს---------- ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ, რაც ფორმდება „ს---------- აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის №-47 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის შესაბამისად. შემოწმებისას გამოვლინდა, რომ მოქალაქეთა ს---------- სავალდებულო სამსახურში 2015 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევის პერიოდში რაიონული გამწვევი კომისიის მიერ დანართი №1-ით მიღებული გადაწყვეტილებები მოქალაქეთა პირველად ს---------- აღრიცხვაზე აყვანის, ს---------- სამსახურში გაწვევის და სამობილიზაციო რესურსის (რეზერვის) აღრიცხვის ელექტრონულ პროგრამის მეშვეობით ამობეჭდილი იყო, თუმცა რაიონული გამწვევი კომისიის არცერთი წევრის მიერ არ იყო ხელმოწერილი.

 

საქალაქო სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, კრწანისის გამგეობის ს---------- გ---------–---- უ--------ს - კ--- მ----ის მიმართ გამოყენებულიყო „საჯარო ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სასჯელის ზომა - „გაფრთხილება“. (ტ. I, ს.ფ. 144-146).

 

4.12. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო ს----------- მონიტორინგის სამმართველოს 2016 წლის 18 მაისის დასკვნით დადგინდა, რომ 2015 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევის პერიოდში, მთაწმინდის რაიონის განყოფილებამ მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის, ს---------- სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და ს---------- ბილეთების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას მოახდინა პირველად ს---------- აღრიცხვაზე ასაყვან მოქალაქეთა საერთო სიის არასწორი ფორმით წარმოება, რითაც დარღვეულ იქნა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №-47 დადგენილებით დამტკიცებული „მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის შესახებ დებულების მე-7 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები. ასევე ამავე დებულებით დამტკიცებული სპეციალური ფორმა, დანართი 4.

 

მთაწმინდის რაიონის ს---------- განყოფილებამ 4 ს---------- ვალდებული პირის მიერ რეგისტრაციის ადგილის შეცვლისას არ შეასრულა ს---------- სააღრიცხვო ბარათების შესაბამისი რაიონისათვის გადაგზავნის ვალდებულება, რითაც დარღვეული იქნა საქართველოს მთავრობის 2015 წლის №-47 დადგენილებით დამტკიცებული „მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის შესახებ“ დებულების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა.

 

ასევე, განყოფილებამ არ მოახდინა ორი მსჯავრდებული მოქალაქის ს---------- აღრიცხვიდან მოხსნა, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის სახით იხდიდნენ სასჯელს ჩადენილი დანაშაულისთვის და ორი მსჯავრებულის გათავისუფლება ს---------- სავალდებულო ს-----------აგან, რომლებმაც ჩაიდინეს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რითაც გ---------–---- მიერ დაირღვა „ს---------- ვალდებულებისა და ს---------- ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონის მე-----თმეტე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტებისა და 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

ამასთან, გ---------–---- მიერ 2015 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევის პერიოდში კანონით გათვალისწინებული ს---------- აღრიცხვიანობისა და ს---------- სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესების დამრღვევი 2 მოქალაქის მიმართ არ განხორციელებულა შესაბამისი ღონისძიებები, რითაც გ---------–---- მიერ დაირღვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 მაისის №12-47 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის-ს---------- გ---------–---- ტიპიური დებულებისა და ქ. თბილისის მერის 2015 წლის 31 ივლისის №3272 ბრძანების მოთხოვნები. აღსანიშნავია, რომ შემოწმების აქტში სადავო იყო რეაგირების განხორციელების ფაქტი 9 წვევამდელის მიმართ, თუმცა 7 მათგანის თაობაზე წარდგენილი იყო დოკუმენტები, რაც ადასტურებდა გ---------–---- მოქმედების კანონიერებას.

 

ს---------- სააღრიცხვო მოწმობების გაცემასთან დაკავშირებული საკითხების შემოწმებისას განყოფილებაში გამოვლინდა შემდეგი ნაკლოვანება: ცნობილია, რომ ს---------- გ---------–---- ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ს---------- ბილეთების და მიწერის მოწმობების გაცემა კანონმდებლობით დადგენილი ფორმით, გ---------–---- მიერ სააღრიცხვო მოწმობების გაცემა წარმოებს არასწორი ფორმით ანუ შემუშავებულია ისეთი ფორმა, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №-47 დადგენილებით დამტკიცებული „მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის შესახებ დებულების დანართ №-- ფორმას.

 

საქალაქო სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, მთაწმინდის გამგეობის ს---------- გ---------–---- უ--------ს - ბადრი გოგუაძის მიმართ გამოყენებულიყო „საჯარო ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სასჯელის ზომა - „გაფრთხილება“. (ტ. I, ს.ფ. 147-149).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა სადაო პერიოდში მოქმედ „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის ა--------სა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების - ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 მაისის №12-47 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის ტიპური დებულება“, დანართი 1-ის შესაბამისად.

 

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია, სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევას კანონი არ განმარტავს, მაგრამ სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევად უნდა იქნეს მიჩნეული ისეთი შემთხვევები, როდესაც დაწესებულებას მნიშვნელოვანი მატერიალური თუ სხვა სახის ზიანი ადგება ან/და ამით მნიშვნელოვნად ეშლება ხელი ადმინისტრაციულ ორგანოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში, მნიშვნელოვნად ილახება მოქალაქეთა უფლებები, ს----------- პრესტიჟი, დარღვევა გამოიხატება მოხელის მხრიდან მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შეგნებულ უგულებელყოფაში ან უხეშ დაუდევრობაში და სხვა.

 

5.2 სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ დასკვნაში ასახული დარღვევები, რომლებიც საფუძვლად დაედო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას დეტალურად უნდა ყოფილიყო განხილული:

 

1. 2015 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევის პერიოდში გ---------–---- მიერ მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის, ს---------- სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და ს---------- ბილეთების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას პირველად ს---------- აღრიცხვაზე ასაყვან მოქალაქეთა საერთო სიის არასწორი ფორმით წარმოება.

 

სასამართლო მიუთითა „მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №-47 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის შესახებ დებულება და რომელიც არეგულირებს მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვისა და ს---------- სამსახურში გაწვევის წესებს.

 

აღნიშნული დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოქალაქეთა შესახებ მიღებული მონაცემების შეჯერების საფუძველზე, სტრუქტურული ერთეული ადგენს წვევამდელის (პირველად) ს---------- აღრიცხვაზე ასაყვან მოქალაქეთა საერთო სიას (დანართი 4). დანართი 4 მოიცავს წვევამდელის (პირველად) ს---------- აღრიცხვაზე ასაყვან მოქალაქეთა შემდეგ მონაცემებს: სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), პირადი №, მისამართი, პირის შესახებ მიღებული მონაცემების წყარო, პირის გამოძახების საშუალება და შენიშვნის გრაფა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილია 1998 წელს დაბადებულ, პირველად ს---------- აღრიცხვაზე ასაყვან მოქალაქეთა საერთო სია, ფორმა №3 (ტ. I, ს.ფ. 259-289), რომელშიც მითითებულია მოქალაქეთა გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონი და ასევე მოცემულია შენიშვნის გრაფა. ასევე წარმოდგენილია 1999 წელს დაბადებულ, პირველად ს---------- აღრიცხვაზე ასაყვან მოქალაქეთა საერთო სია (ვაკის რაიონი) (ტ. I, ს.ფ. 290-325), რომელშიც მითითებულია მოქალაქეთა გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), პირადი ნომერი, მისამართი, პირის შესახებ მიღებული მონაცემების წყარო, პირის გამოძახების საშუალება და ასევე მოცემულია შენიშვნის გრაფა. განსხვავება ის არის, რომ 1999 წლის სიაში წყარო და საშუალება მითითებულია, ხოლო 1998 წლის სიაში არა.

 

2. ს---------- ვალდებულთა მიერ რეგისტრაციის ადგილის შეცვლისას არ შესრულდა ს---------- სააღრიცხვო ბარათების შესაბამისი რაიონისათვის გადაგზავნის ვალდებულება. კერძოდ, მოქალაქეებმა - ლ---- ჯ--------- (პ/ნ:------------), ა-–---------- ე-–------–---–მა (პ/ნ:------------), ვ------- კ--–--მ (პ/ნ:------------) და დ-------- კ--------–--ემ (პ/ნ:------------) შეიცვალეს რეგისტრაციის ადგილი. მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ს---------- განყოფილებამ ს---------- ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მიიღო აღნიშნული ინფორმაცია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან, არ გადაუგზავნა ზემოხსენებული მოქალაქეების ს---------- სააღრიცხვო ბარათები სხვა რაიონის სტრუქტურულ ერთეულს.

 

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №-47 დადგენილებით დამტკიცებული „მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის შესახებ დებულების” მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ ს---------- აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქე შეიცვლის რეგისტრაციის ადგილს სტრუქტურული ერთეულის სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში, სააგენტოდან ან მისი ტერიტორიული სამსახურებიდან მიღებული შესაბამისი მონაცემები აისახება სააღრიცხვო ანბანურ წიგნში (დანართი №8) და ს-----------სააღრიცხვო ბარათში (დანართი №6). ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოქალაქის მიერ რეგისტრაციის ადგილის შეცვლის შემთხვევაში, სტრუქტურული ერთეული ვალდებულია 3 დღეში გადასცეს ინფორმაცია (მოქალაქის ს-----------სააღრიცხვო ბარათი და სააგენტოდან ან მისი ტერიტორიული სამსახურებიდან მიღებული შეტყობინების ასლი პირის რეგისტრაციის ადგილის შეცვლის შესახებ) იმ სტრუქტურულ ერთეულს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც გაიარა პირმა რეგისტრაცია.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 8 თებერვალს მომზადებულ ლ---- ჯ-------ის №----------- ს---------- სააღრიცხვო ბარათში (ტ. I, ს.ფ. 88) მისამართად მითითებულია - ქ. თბილისი, ს. ო---------, მ. გ--–------ს II ჩიხი, №-, ბ. №-. 2016 წლის 8 თებერვალს მომზადებულ ა-–---------- ე-–------–---–ის №----------- ს---------- სააღრიცხვო ბარათში (ტ. I, ს.ფ. 89) მისამართად მითითებულია - ქ. რ-------ი, ლ. ი-------ის ქ. კორ. №-, ბ. №-. დ-------- კ--------–--ის №----------- ს---------- სააღრიცხვო ბარათში (ტ. I, ს.ფ. 91) თვითმმართველ ერთეულად მითითებულია ვაკის რაიონი, მისამართად კი ფიქსირდება - ქ. თბილისი, დიღმის მასივი,---- კვარტალი, კორპუსი №--, ბინა №--. ამასთან, ს---------- სააღრიცხვო ბარათში არ არის მითითებული, თუ როდის იქნა აყვანილი ს---------- აღრიცხვაზე. რაც შეეხება ვ------- კ--–--ს, საქმეში წარმოდგენილ №----------- ს---------- სააღრიცხვო ბარათში (ტ. I, ს.ფ. 90) თვითმმართველ ერთეულად მითითებულია ქ. თბილისი, თბილისის რაიონი, ხოლო მისამართად მითითებულია - ქ. თბილისი, ლ---------ს დას.

 

დადგენილია, რომ ა-–---------- ე-–------–---–ი ვაკის რაიონის აღრიცხვიდან მოიხსნა 07.04.2016 წელს (ტ. II, ს.ფ. 35), ლ---- ჯ-------ე 13.04.2016 წელს (ტ. II, ს.ფ. 37) და დ-------- კ--------–--ე 07.04.2016 წელს (ტ. II, ს.ფ. 39). ხოლო რაც შეეხება ვ------- კ--–--ს, მისი პირადი დოკუმენტაცია საბურთალოს რაიონის ს---------- განყოფილებაში გადაგზავნილი იქნა 05.02.2016 წელს (ტ. II, ს.ფ. 41). შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარღვევა აღმოფხვრილ იქნა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ.

 

3. არ მოხდა იმ მოქალაქეთა (დანართი №3-ში მითითებული 5 მოქალაქე) ს---------- აღრიცხვიდან მოხსნა, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის სახით იხდიდნენ სასჯელს ჩადენილი დანაშაულისთვის.

 

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებით დამტკიცებული „მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის შესახებ დებულების” მე-7 მუხლის მე-7 პუნქტით, საერთო სიაში არ შედიან ის მოქალაქეები, რომლებიც „ს---------- ვალდებულებისა და ს---------- ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონით არ ექვემდებარებიან ს---------- აღრიცხვას.

 

„ს---------- ვალდებულებისა და ს---------- ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყველა მოქალაქე ვალდებულია იმყოფებოდეს ს---------- აღრიცხვაზე. ს---------- აღრიცხვას არ ექვემდებარება პირი, რომელიც იხდის სისხლის სამართლის სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

საქმეში წარმოდგენილი რ----- ბ------–---ის (პ/ნ:------------) №----------- (ტ. I, ს.ფ.92), დ-------- ლ-----ის (პ/ნ:------------) №----------- (ტ. I, ს.ფ. 93), გ------- ჭ--–--–-–---–ის (პ/ნ:------------) №----------- (ტ. I, ს.ფ. 94), გ---------- შ------–--ის (პ/ნ:------------) №----------- (ტ. I, ს.ფ. 95) და ა---- პ-----–---–ის (პ/ნ:------------) №----------- (ტ. I, ს.ფ. 96) ს---------- სააღრიცხვო ბარათებში ს---------- სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია „ს---------- ვალდებულებისა და ს---------- ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც ს---------- სამსახურში გაწვევისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი.

 

4. გ---------–---- მიერ, 2015 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევის პერიოდში, კანონით გათვალისწინებული ს---------- აღრიცხვიანობისა და ს---------- სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესების დამრღვევი 16 მოქალაქის მიმართ არ განხორციელდა შესაბამისი ღონისძიებები.

 

საქმეში წარმოდგენილია ვაკის რაიონის გამგეობის ს---------- გ---------–---- მიერ გაგზავნილი უწყებები გ------- ქ--------–--ის (პ/ნ:-------------), გ--- ა-----------ის (პ/ნ:----------5), ი-–--------------–----ს (პ/ნ:---------------), ი-----–- ყ---------ს (პ/ნ:-----------), ლ-–- მ----------ს (პ/ნ:------------), ლ---- ი--------ის (პ/ნ:------------), ჯ--- ე---------ის (პ/ნ:--------------), გ------- ც-------------ს (პ/ნ:--------------), გ------- ჯ--------ის (პ/ნ:------------), ი-----–- ბ--------ის (პ/ნ: 0----------), ე-–------ ა--------–---–ის (პ/ნ: 0----------), გ---- ქ---------ის (პ/ნ: 0----------), ბ------ა ნ----------ის (პ/ნ: 0----------), გ---- ხ--–---ს (პ/ნ: 0----------), ნ-----–---- ქ---------–--ის (პ/ნ: 0----------) და ს-------- ზ-------–---–ის (პ/ნ: 0----------) მიმართ, რომელთა ოჯახის წევრებსაც ჩაბარდათ აღნიშნული უწყებები და ეცნობათ გამწვევ კომისიაზე გამოცხადების დრო (ტ. I, ს.ფ. 97-112).

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 მაისის №12-47 დადგენილების დანართი 4-ით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - რაიონის გამგეობის ს---------- გ---------–---- ტიპური დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით, გ---------–---- ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა მოამზადოს და გამგებელს წარუდგინოს ინფორმაცია, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემის მიზნით იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ ს---------- აღრიცხვიანობისა და ს---------- სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესებს.

 

მოცემულ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რა ქმედება განხორციელდა ზემოაღნიშნულ პირთა მიმართ ს---------- გ---------–---- მიერ გაგზავნილი უწყებათა ჩაბარების შემდგომ.

 

5. გ---------–---- მიერ არასწორი ფორმით წარმოებდა ს---------- სააღრიცხვო მოწმობათა გაცემა. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ს-----------სააღრიცხვო მოწმობის გაცემის უწყისში (ტ. I, ს.ფ. 118) მითითებულია მონაცემები: სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, ს---------- სააღრიცხვო მოწმობის ნომერი, წვევამდელის ხელმოწერა, მოწმობის გაცემის თარიღი. ხოლო საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №-47 დადგენილებით დამტკიცებული „მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის შესახებ დებულების“ დანართი #10 ს-----------სააღრიცხვო მოწმობის გაცემის უწყისში მითითებულია მონაცემები: სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, ს-----------სააღრიცხვო მოწმობის ნომერი, წვევამდელის ხელმოწერა.

 

ამასთან, გ---------–---- უფროსმა, მოქალაქე - ლ-–- ი-–---–ზე რეზერვისტის დროებითი მოწმობის გაცემისას დაუშვა შეცდომა, როდესაც ბილეთში „რიგითის“ წოდების ნაცვლად მიუთითა „წოდების გარეშე“.

 

საქმეში წარმოდგენილია ლ-–- ი-–---–ის (პ/ნ:------------) რეზერვისტის დროებითი მოწმობა (ტ. I, ს.ფ. 119), რომელიც აღრიცხვაზე აყვანილია 07.07.2015 წელს და მასში აღნიშნული პირის ს---------- წოდება მითითებული არ არის.

 

„ს---------- ვალდებულებისა და ს---------- ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონის (2015 წლის 22 მაისის რედაქცია) მე-101 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიციაში ჩარიცხულ წვევამდელს პოლიციაში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება ს---------- სავალდებულო ს----------- მოხდად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით მას მიენიჭება რიგითის ს---------- წოდება.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ მასთან ლ-–- ი-–---–ის მიერ, წოდების მინიჭების ბრძანების წარუდგენლობის შემთხვევაში იგი ვერ მიუთითებდა აღნიშნული მოქალაქის წოდებას რეზერვისტის დროებით მოწმობაში.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ზ----- ზ-------–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ წარმოების არცერთ ეტაპზე მოსარჩელე მიწვეული არ ყოფილა განხილვაზე, მისთვის არ ჩამოურთმევიათ ახსნა-განმარტება და გადაწყვეტილების მიმართ კანონიერი ინტერესის მქონე პირის პოზიცია მოსმენილი არ ყოფილა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის საიდუმლო- სამობილიზაციო ს----------- მიერ ვაკის რაიონის გამგეობის ს---------- განყოფილებასთან ერთად, ასევე განხორციელდა დიდუბის, საბურთალოს, ჩუღურეთის, კრწანისის და მთაწმინდის რაიონის გამგეობის ს---------- განყოფილებების შემოწმება.

 

ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო ს----------- მიერ გამოთხოვილი იქნა ახსნა-განმარტება დიდუბის (ტ. I, ს.ფ. 184-187), საბურთალოს (ტ. I, ს.ფ. 194-196), ჩუღურეთის (ტ. I, ს.ფ.

174-178) და მთაწმინდის (ტ. I, ს.ფ. 164-168) რაიონის გამგეობის ს---------- განყოფილებების უფროსების მხრიდან, ხოლო კრწანისის რაიონის გამგეობის ს---------- გ---------–---- წამყვანი სპეციალისტის მხრიდან (ტ. I, ს.ფ. 155-158)

 

ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო ს----------- მიერ თითოეული გ---------–---- უ--------ს მიმართ გამოცემულ იქნა შესაბამისი დასკვნა. სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, გადაწყვეტილებაში ასახულიყო შემოწმების შედეგად თითოეულ განყოფილებაში აღმოჩენილი დარღვევა-ნაკლოვანების შესახებ.

 

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო ს----------- მონიტორინგის სამმართველოს 2016 წლის 18 მაისის დასკვნით დადგინდა, რომ 2015 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევის პერიოდში, დიდუბის რაიონის განყოფილებამ მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის, ს---------- სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და ს---------- ბილეთების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას მოახდინა პირველად ს---------- აღრიცხვაზე ასაყვან მოქალაქეთა საერთო სიის არასწორი ფორმით წარმოება; ს---------- განყოფილებამ 3 ს---------- ვალდებული პირის მიერ რეგისტრაციის ადგილის შეცვლისას, არ შეასრულა ს---------- სააღრიცხვო ბარათების შესაბამისი რაიონისათვის გადაგზავნის ვალდებულება; განყოფილებამ არ მოახდინა სამი მსჯავრდებული მოქალაქის ს---------- აღრიცხვიდან მოხსნა, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის სახით იხდიდნენ სასჯელს ჩადენილი დანაშაულისთვის და ხუთი მსჯავრებულის

გათავისუფლება ს---------- სავალდებულო ს-----------აგან, რომლებმაც ჩაიდინეს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული; გ---------–---- მიერ 2015 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევის პერიოდში კანონით გათვალისწინებული ს---------- აღრიცხვიანობისა და ს---------- სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესების დამრღვევი 12 მოქალაქის მიმართ არ განხორციელებულა შესაბამისი ღონისძიებები.

 

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო ს----------- მონიტორინგის სამმართველოს 2016 წლის 18 მაისის დასკვნით დადგინდა, რომ 2015 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევის პერიოდში, საბურთალოს რაიონის განყოფილებამ მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის, ს---------- სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და ს---------- ბილეთების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას მოახდინა პირველად ს---------- აღრიცხვაზე ასაყვან მოქალაქეთა საერთო სიის არასწორი ფორმით წარმოება, ს---------- ვალდებულთა მიერ რეგისტრაციის ადგილის შეცვლისას არ შეასრულა ს---------- სააღრიცხვო ბარათების შესაბამისი რაიონისათვის გადაგზავნის ვალდებულება და არ მოახდინა იმ მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვიდან მოხსნა, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის სახით იხდიდნენ სასჯელს ჩადენილი დანაშაულისთვის; გ---------–---- მიერ 2015 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევის პერიოდში კანონით გათვალისწინებული ს---------- აღრიცხვიანობისა და ს---------- სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესების დამრღვევი 13 მოქალაქის მიმართ არ განხორციელებულა შესაბამისი ღონისძიებები; რაიონის გამწვევ კომისიას 5 მოქალაქესთან მიმართებაში ს---------- სავალდებულო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით მიღებული აქვს არასწორი გადაწყვეტილება, ხოლო რაიონის გამწვევმა კომისიამ კი ს---------- სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გაათავისუფლა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირები; განყოფილებას შემუშავებული ჰქონდა ს---------- სააღრიცხვო მოწმობათა გაცემის განსხვავებული ფორმა, რომელიც არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №-47 დადგენილებით დამტკიცებულ „მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის შესახებ დებულების“ დანართი №---ის ფორმას.

 

3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო ს----------- მონიტორინგის სამმართველოს 2016 წლის 18 მაისის დასკვნით დადგინდა, რომ 2015 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევის პერიოდში, ჩუღურეთის რაიონის მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის, ს---------- სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და ს---------- ბილეთების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას მოახდინა გ---------–---- სამოქმედო ტერიტორიის გარეთ მცხოვრებ მოქალაქეთა დამატებითი სიის არასწორი ფორმით წარმოება; განყოფილებამ 1 ს---------- ვალდებული პირის მიერ რეგისტრაციის ადგილის შეცვლისას, არ შეასრულა ს---------- სააღრიცხვო ბარათების შესაბამისი რაიონისათვის გადაგზავნის ვალდებულება; ორი წვევამდელი, რომლებიც არ იყვნენ ს---------- აღრიცხვაზე, ისე გაიწვიეს ს---------- სავალდებულო სამსახურში, რომ მათი პირველად ს---------- აღრიცხვაზე დაყენების შესახებ არ იყო რაიონის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ჩუღურეთის გამგეობის ს---------- გ---------–---- მიერ 2015 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევის პერიოდში კანონით გათვალისწინებული ს---------- აღრიცხვიანობისა და ს---------- სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესების დამრღვევი 5 მოქალაქის მიმართ არ განხორციელებულა შესაბამისი ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ შემოწმების აქტში სადავო იყო რეაგირების განხორციელების ფაქტი 14 წვევამდელის მიმართ, თუმცა 9 მათგანის თაობაზე წარდგენილი იყო დოკუმენტები, რაც ადასტურებდა გ---------–---- მოქმედების კანონიერებას.

 

4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო ს----------- მონიტორინგის სამმართველოს 2016 წლის 18 მაისის დასკვნით დადგინდა, რომ 2015 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევის პერიოდში, კრწანისის რაიონის განყოფილებამ მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის, ს---------- სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და ს---------- ბილეთების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას მოახდინა პირველად ს---------- აღრიცხვაზე ასაყვან მოქალაქეთა საერთო სიის არასწორი ფორმით წარმოება; 3 ს---------- ვალდებული პირის მიერ რეგისტრაციის ადგილის შეცვლისას, არ შეასრულა ს---------- სააღრიცხვო ბარათების შესაბამისი რაიონისათვის გადაგზავნის ვალდებულება; განყოფილებამ არ მოახდინა ოთხი მსჯავრდებული მოქალაქის ს---------- აღრიცხვიდან მოხსნა, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის სახით იხდიდნენ სასჯელს ჩადენილი დანაშაულისთვის და ორი მსჯავრებულის გათავისუფლება ს---------- სავალდებულო ს-----------აგან, რომლებმაც ჩაიდინეს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული; მოქალაქეთა ს---------- სავალდებულო სამსახურში 2015 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევის პერიოდში რაიონული გამწვევი კომისიის მიერ დანართი №1-ით მიღებული გადაწყვეტილებები მოქალაქეთა პირველად ს---------- აღრიცხვაზე აყვანის, ს---------- სამსახურში გაწვევის და სამობილიზაციო რესურსის (რეზერვის) აღრიცხვის ელექტრონულ პროგრამის მეშვეობით ამობეჭდილი იყო, თუმცა რაიონული გამწვევი კომისიის არცერთი წევრის მიერ არ იყო ხელმოწერილი.

 

5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო ს----------- მონიტორინგის სამმართველოს 2016 წლის 18 მაისის დასკვნით დადგინდა, რომ 2015 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევის პერიოდში, მთაწმინდის რაიონის განყოფილებამ მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის, ს---------- სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და ს---------- ბილეთების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას მოახდინა პირველად ს---------- აღრიცხვაზე ასაყვან მოქალაქეთა საერთო სიის არასწორი ფორმით წარმოება; 4 ს---------- ვალდებული პირის მიერ რეგისტრაციის ადგილის შეცვლისას, არ შეასრულა ს---------- სააღრიცხვო ბარათების შესაბამისი რაიონისათვის გადაგზავნის ვალდებულება; განყოფილებამ არ მოახდინა ორი მსჯავრდებული მოქალაქის ს---------- აღრიცხვიდან მოხსნა, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის სახით იხდიდნენ სასჯელს

ჩადენილი დანაშაულისთვის და ორი მსჯავრებულის გათავისუფლება ს---------- სავალდებულო ს-----------აგან, რომლებმაც ჩაიდინეს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული; გ---------–---- მიერ 2015 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევის პერიოდში კანონით გათვალისწინებული ს---------- აღრიცხვიანობისა და ს---------- სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესების დამრღვევი 2 მოქალაქის მიმართ არ განხორციელებულა შესაბამისი ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ შემოწმების აქტში სადავო იყო რეაგირების განხორციელების ფაქტი 9 წვევამდელის მიმართ, თუმცა 7 მათგანის თაობაზე წარდგენილი იყო დოკუმენტები, რაც ადასტურებდა გ---------–---- მოქმედების კანონიერებას. გ---------–---- მიერ სააღრიცხვო მოწმობების გაცემა წარმოებს არასწორი ფორმით ანუ შემუშავებულია ისეთი ფორმა, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №-47 დადგენილებით დამტკიცებული „მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის შესახებ დებულების დანართ №-- ფორმას.

 

ამასთან, დადგენილია, რომ ვაკის რაიონის გამგეობის ს---------- გ---------–---- უ--------ს მიმართ მიზანშეწონილი იქნა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება (ტ. I, ს.ფ. 15-17), ხოლო დიდუბის, საბურთალოს, ჩუღურეთის, კრწანისის და მთაწმინდის რაიონის გამგეობის ს---------- განყოფილებების უფროსების მიმართ დისციპლინური სახდელის სახით - „გაფრთხილების“ გამოყენება (ტ. I, ს.ფ. 136-149), ანუ სასამართლოსთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით და გარემოებების გათვალისწინების მოხდა დაახლოებით ერთი და იგივე დარღვევებთან დაკავშირებით შედეგობრივად ასეთი რადიკალურად განსხვავებული დასკვნის მიღება.

 

5.3 სასამართლომ დაადასტურა ის გარემოება, რომ ვაკის რაიონის გამგეობა, ზ----- ზ-------–---–ის მიმართ ,,საჯარო ს----------- შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის შეფარდებისას სარგებლობდა დისკრეციული უფლებამოსილებით, მაგრამ მითითებული უფლებამოსილება არ შეიძლება იქცეს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ ზომად და დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორცილება მან აღნიშნული უფლებამოსილება.

 

დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოსარჩელის მიმართ სახდელის შეფარდებისას აუცილებელია ყურადღება მიექცეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს, ანუ იმ საკითხს, ზ----- ზ-------–---–ის ქმედებამ რა ზიანი მიაყენა სახელმწიფოსა და საჯარო წესრიგს, დაცულია თუ არა თანაზომიერების პრინციპი.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ბრძანება არ შეიცავს ზ----- ზ-------–---–ის მიმართ ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან განთავისუფლების გამოყენების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით დასაბუთებას.

 

შესაბამისად სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2016 წლის 18 თებერვლის №-- ბრძანება ზ----- ზ-------–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და ვაკის რაიონის გამგეობას დაევალა გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, თანაზომიერების და პროპორციულობის პრინციპის დაცვით, კანონით დადგენილი წესით გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია სამსახურში აღდგენასთან. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სადაო აქტი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადაო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი და არ მომხდარა ზ----- ზ-------–---–ის სამსახურში აღდგენა, სასამართლო ვერ იმსჯელებს იძულებით განაცდურის ანაზღაურებაზე.

 

6. ზ----- ზ-------–---–ისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის სააპელაციო მოთხოვნები:

 

6.1. ზ----- ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

 

6.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის სააპელაციო მოთხოვნას წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებელ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

 

6.3. ზ----- ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები სრულად იძლეოდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ისე რომ საკითხი კვლავ ადმინისტრაციული ორგანოს არ დაბრუნებოდა განსახილველად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება გათავისუფლების ორ სამართლებრივ საფუძველთან დაკავშირებით. კერძოდ, ზ----- ზ-------–---–ი სამსახურიდან გათავისუფლდა, 98-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან პროფესიული ჩვევების შეუსაბამობის გამო. ასევე, საჯარო ს----------- შესახებ კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმადაც მოხელე შეიძლება სამსახურიდან გაათავისუფლონ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად არღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.

 

აპელანტის განმარტებით დაუსაბუთებელია ზ----- ზ-------–---–ის გათავისუფლება პროფესიული უნარჩვევების შეუსაბამობების მოტივით, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც ობიექტურად დაადასტურებდა მის შეუსაბამობას დაკავებულ თანამდებობასთან მიმართებით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ზ----- ზ-------–---–ის ხელმძღვანელობის პირობებში ვაკის რაიონის ს---------- განყოფილება გეგმას ასრულებდა 105 %-ით, მისი გათავისუფლების შემდგომ გ---------–---- მიერ შესრულებული გეგმა 39%-მდეა შემცირებული, რაც ადასტურებს, რომ აპელანტი გამოცდილი კვალიფიციური და პროფესიონალი კადრია.

 

6.4 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ცალსახად დადგინდა დასკვნაში მითითებული დარღვევები, აღნიშნულს იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოც და გაუგებარია, თუ რა გარემოებები უნდა შეისწავლოს და გამოიკვლიოს ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის ხელახლა განხილვისას. რაც შეეხება დარღვევისა და დისციპლინური სახდელის თანაზომიერებას, საქმეში არსებობს მყარი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად არის დადგენილი ის გარემოება, რომ ზ----- ზ-------–---–ის ხელმძღვანელობის პერიოდში ს---------- გ---------–---- მიერ ვერ ხდებოდა ძირითადი ფუნქციებისა და ამოცანების შესრულება. მის მიერ არაერთჯერადად ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობების მრავალმხრივ დარღვევას. განყოფილება საქმიანობის პროცესში მუდმივად არღვევდა გაწვევის მომწესრიგებელ კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებს. დარღვევბის შინაარსიდან გამომდინარე ზ. ზ-------–--–ის მოქმედება შეფასდა სამსახურებრივი უფლება- მოვალეობის უხეშ დარღვევად. აღნიშნული მიუთითებს გ---------–---- უ--------ს არადამაკმაყოფილებელ პროფესიულ ჩვევებზე, რაც საჯარო ს----------- შესახებ საქართველოს კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია.

 

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ადგილი ჰქონდა გ---------–---- არა მთლიან, არამედ შერჩევით შემოწმებას. მიუხედავად ამისა, შემოწმების შედეგად გამოვლინდა სერიოზული მრავალჯერადი და მრავალმხრივი დარღვევები. შესაბამისად, გამოყენებული იქნა მოსარჩელის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით განთავისუფლება.

 

აპელანტის განმარტებით, ზ----- ზ-------–---–ის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევა და მის მიმართ გამოყენებული სახდელი თანაზომიერია.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

განსახილველ შემთხვევაში, ზ----- ზ-------–---–ს, ვაკის რაიონის გამგეობიდან გათავისუფლებამდე ეკავა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის ს---------- გ---------–---- უ--------ს თანამდებობა. ამდენად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

7.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა ის გარემოება, რომ განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები, კერძოდ, არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები ამართლებდა თუ არა პირის შრომითი უფლების შეზღუდვას - სამსახურიდან გათავისუფლებას, დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელებული ქმედება არის თუ არა ადეკვატური შექმნილ ვითარებაში და ხომ არ მოხდა დასაქმებულის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების - შრომის თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვა.

 

დადგენილია, რომ ზ----- ზ-------–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების მიღების საფუძველად მითითებულია: „საჯარო ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მულის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 98-ე მუხლის პირველი პუნქტის

„ვ“ ქვეპუნქტი, 99-ე მუხლის მე-3 პუნქტი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო ს----------- ანალიტიკური სამმართველოს უ--------ს 16.02.2016 წლის დასკვნა.

 

„საჯარო ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.

 

„საჯარო ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საჯარო მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით - არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა - არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე. თავის მხრივ, დისციპლინური გადაცდომისათვის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები განსაზღვრულია „საჯარო ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლით, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა; ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევას კანონი არ განმარტავს, მაგრამ სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევად უნდა იქნეს მიჩნეული ისეთი შემთხვევები, როდესაც დაწესებულებას მნიშვნელოვანი მატერიალური თუ სხვა სახის ზიანი ადგება ან/და ამით მნიშვნელოვნად ეშლება ხელი ადმინისტრაციულ ორგანოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში, მნიშვნელოვნად ილახება მოქალაქეთა უფლებები, ს----------- პრესტიჟი, დარღვევა გამოიხატება მოხელის მხრიდან მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შეგნებულ უგულებელყოფაში ან უხეშ დაუდევრობაში და სხვა.

 

ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აუცილებელია, რომ მის კომპეტენციაში შემავალი საკითხი გადაწყვიტოს კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი კანონის მოთხოვნებს. სამართლებრივი აქტი უნდა პასუხობდეს მიზანშეწონილობისა და კანონიერების მოთხოვნებს. მიზანშეწონილობა

გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ოპტიმალურად გადაწყვიტოს სადავო საკითხი და განახორციელოს შესაბამისი მმართველობითი ღონისძიება.

 

იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა, გაანალიზება და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შემდეგ, რადგან თავიდან იქნას აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობის აუცილებლობა, კერძოდ, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, რომელიც წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. დარღვევისა და გამოყენებული ზომის ადეკვატურობის თვალსაზრისით ბრძანების დასაბუთების მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება მაშინ, როდესაც სახეზეა პირის სამსახურიდან განთავისუფლება დისციპლინური გადაცდომის საფუძვლით.

 

ამავე კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო. ამავე კანონის 99-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვლებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო ს----------- ანალიტიკური სამმართველოს უ--------ს 16.02.2016 წლის დასკვნაზე, რომელშიც გაზიარებული იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საიდუმლო- სამობილიზაციო ს----------- უ--------ს 2016 წლის 9 თებერვლის №--------- მოხსენებით ბარათში მითითებული გარემოებები: კერძოდ, ქ. თბილისის მერიის ს--------–-----------–----–--- ს----------- მიერ 2016 წლის 2-5 თებერვალს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის სამხედო გ---------–---- საქმიანობის შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევები.

 

7.3 სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასკვნაში ასახული დარღვევები, რომლებიც საფუძვლად დაედო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას, დეტალურად იქნას განხილული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ და სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მათ, კერძოდ:

 

1. 2015 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევის პერიოდში გ---------–---- მიერ მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის, ს---------- სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და ს---------- ბილეთების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას პირველად ს---------- აღრიცხვაზე ასაყვან მოქალაქეთა საერთო სიის არასწორი ფორმით წარმოება.

 

„მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №-47 დადგენილებით დამტკიცდა მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის შესახებ დებულება და რომელიც არეგულირებს მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვისა და ს---------- სამსახურში გაწვევის წესებს.

 

აღნიშნული დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოქალაქეთა შესახებ მიღებული მონაცემების შეჯერების საფუძველზე, სტრუქტურული ერთეული ადგენს წვევამდელის (პირველად) ს---------- აღრიცხვაზე ასაყვან მოქალაქეთა საერთო სიას (დანართი 4). დანართი 4 მოიცავს წვევამდელის (პირველად) ს---------- აღრიცხვაზე ასაყვან მოქალაქეთა შემდეგ მონაცემებს: სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), პირადი №, მისამართი, პირის შესახებ მიღებული მონაცემების წყარო, პირის გამოძახების საშუალება და შენიშვნის გრაფა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილია 1998 წელს დაბადებულ, პირველად ს---------- აღრიცხვაზე ასაყვან მოქალაქეთა საერთო სია, ფორმა №3 (ტ. I, ს.ფ. 259-289), რომელშიც მითითებულია მოქალაქეთა გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონი და ასევე მოცემულია შენიშვნის გრაფა. ასევე წარმოდგენილია 1999 წელს დაბადებულ, პირველად ს---------- აღრიცხვაზე ასაყვან მოქალაქეთა საერთო სია (ვაკის რაიონი) (ტ. I, ს.ფ. 290-325), რომელშიც მითითებულია მოქალაქეთა გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), პირადი ნომერი, მისამართი, პირის შესახებ მიღებული მონაცემების წყარო, პირის გამოძახების საშუალება და ასევე მოცემულია შენიშვნის გრაფა. განსხვავება ის არის, რომ 1999 წლის სიაში წყარო და საშუალება მითითებულია, ხოლო 1998 წლის სიაში არა.

 

2. ს---------- ვალდებულთა მიერ რეგისტრაციის ადგილის შეცვლისას არ შესრულდა ს---------- სააღრიცხვო ბარათების შესაბამისი რაიონისათვის გადაგზავნის ვალდებულება. კერძოდ, მოქალაქეებმა - ლ---- ჯ--------- (პ/ნ:------------), ა-–---------- ე-–------–---–მა (პ/ნ:------------), ვ------- კ--–--მ (პ/ნ:------------) და დ-------- კ--------–--ემ (პ/ნ:------------) შეიცვალეს რეგისტრაციის ადგილი. მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ს---------- განყოფილებამ ს---------- ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მიიღო აღნიშნული ინფორმაცია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან, არ გადაუგზავნა ზემოხსენებული მოქალაქეების ს---------- სააღრიცხვო ბარათები სხვა რაიონის სტრუქტურულ ერთეულს.

 

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №-47 დადგენილებით დამტკიცებული

„მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის შესახებ დებულების” მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ ს---------- აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქე შეიცვლის რეგისტრაციის ადგილს სტრუქტურული ერთეულის სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში, სააგენტოდან ან მისი ტერიტორიული სამსახურებიდან მიღებული შესაბამისი მონაცემები აისახება სააღრიცხვო ანბანურ წიგნში (დანართი №-) და ს-----------სააღრიცხვო ბარათში (დანართი №6). ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოქალაქის მიერ რეგისტრაციის ადგილის შეცვლის შემთხვევაში, სტრუქტურული ერთეული ვალდებულია 3 დღეში გადასცეს ინფორმაცია (მოქალაქის ს-----------სააღრიცხვო ბარათი და სააგენტოდან ან მისი ტერიტორიული სამსახურებიდან მიღებული შეტყობინების ასლი პირის რეგისტრაციის ადგილის შეცვლის შესახებ) იმ სტრუქტურულ ერთეულს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც გაიარა პირმა რეგისტრაცია.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 8 თებერვალს მომზადებულ ლ---- ჯ-------ის №----------- ს---------- სააღრიცხვო ბარათში (ტ. I, ს.ფ. 88) მისამართად მითითებულია - ქ. თბილისი, ს. ო---------, მ. გ--–------ს II ჩიხი,№-, ბ. №-. 2016 წლის 8 თებერვალს მომზადებულ ა-–---------- ე-–------–---–ის

№----------- ს---------- სააღრიცხვო ბარათში (ტ. I, ს.ფ. 89) მისამართად

მითითებულია - ქ. რ-------ი, ლ. ი-------ის ქ. კორ. №-, ბ. №-. დ-------- კ--------–--ის

№----------- ს---------- სააღრიცხვო ბარათში (ტ. I, ს.ფ. 91) თვითმმართველ ერთეულად მითითებულია ვაკის რაიონი, მისამართად კი ფიქსირდება - ქ. თბილისი, დიღმის მასივი,---- კვარტალი, კორპუსი №--, ბინა №--. ამასთან, ს---------- სააღრიცხვო ბარათში არ არის მითითებული, თუ როდის იქნა აყვანილი ს---------- აღრიცხვაზე. რაც შეეხება ვ------- კ--–--ს, საქმეში წარმოდგენილ №----------- ს---------- სააღრიცხვო ბარათში (ტ. I, ს.ფ. 90) თვითმმართველ ერთეულად მითითებულია ქ. თბილისი, თბილისის რაიონი, ხოლო მისამართად მითითებულია - ქ. თბილისი, ლ---------ს დას.

 

დადგენილია, რომ ა-–---------- ე-–------–---–ი ვაკის რაიონის აღრიცხვიდან მოიხსნა

07.04.2016 წელს (ტ. II, ს.ფ. 35), ლ---- ჯ-------ე 13.04.2016 წელს (ტ. II, ს.ფ. 37) და დ-------- კ--------–--ე 07.04.2016 წელს (ტ. II, ს.ფ. 39). ხოლო რაც შეეხება ვ------- კ--–--ს, მისი პირადი დოკუმენტაცია საბურთალოს რაიონის ს---------- განყოფილებაში გადაგზავნილი იქნა 05.02.2016 წელს (ტ. II, ს.ფ. 41). შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარღვევა აღმოფხვრილ იქნა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ.

 

3. არ მოხდა იმ მოქალაქეთა (დანართი №3-ში მითითებული 5 მოქალაქე) ს---------- აღრიცხვიდან მოხსნა, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის სახით იხდიდნენ სასჯელს ჩადენილი დანაშაულისთვის.

 

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №-47 დადგენილებით დამტკიცებული

„მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის შესახებ დებულების” მე-7 მუხლის მე-7 პუნქტით, საერთო სიაში არ შედიან ის მოქალაქეები, რომლებიც „ს---------- ვალდებულებისა და ს---------- ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონით არ ექვემდებარებიან ს---------- აღრიცხვას.

 

„ს---------- ვალდებულებისა და ს---------- ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყველა მოქალაქე ვალდებულია იმყოფებოდეს ს---------- აღრიცხვაზე. ს---------- აღრიცხვას არ ექვემდებარება პირი, რომელიც იხდის სისხლის სამართლის სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

საქმეში წარმოდგენილი რ----- ბ------–---ის (პ/ნ:------------) №----------- (ტ. I, ს.ფ.

92), დ-------- ლ-----ის (პ/ნ:------------) №----------- (ტ. I, ს.ფ. 93), გ------- ჭ--–--–-–---–ის (პ/ნ:------------) №----------- (ტ. I, ს.ფ. 94), გ---------- შ------–--ის (პ/ნ:------------) №----------- (ტ. I, ს.ფ. 95) და ა---- პ-----–---–ის (პ/ნ:------------)

№----------- (ტ. I, ს.ფ. 96) ს---------- სააღრიცხვო ბარათებში ს---------- სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია „ს---------- ვალდებულებისა და ს---------- ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც ს---------- სამსახურში გაწვევისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი.

 

4. გ---------–---- მიერ, 2015 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევის პერიოდში, კანონით გათვალისწინებული ს---------- აღრიცხვიანობისა და ს---------- სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესების დამრღვევი 16 მოქალაქის მიმართ არ განხორციელდა შესაბამისი ღონისძიებები.

 

საქმეში წარმოდგენილია ვაკის რაიონის გამგეობის ს---------- გ---------–---- მიერ გაგზავნილი უწყებები გ------- ქ--------–--ის (პ/ნ:-------------), გ--- ა-----------ის (პ/ნ:

0----------), ი-–--------------–----ს (პ/ნ:---------------), ი-----–- ყ---------ს (პ/ნ:

0----------), ლ-–- მ----------ს (პ/ნ:------------), ლ---- ი--------ის (პ/ნ:------------), ჯ--- ე---------ის (პ/ნ:--------------), გ------- ც-------------ს (პ/ნ:--------------), გ------- ჯ--------ის (პ/ნ:------------), ი-----–- ბ--------ის (პ/ნ: 0----------), ე-–------ ა--------–---–ის (პ/ნ: 0----------), გ---- ქ---------ის (პ/ნ: 0----------), ბ------ა ნ----------ის (პ/ნ: 0----------), გ---- ხ--–---ს (პ/ნ: 0----------), ნ-----–---- ქ---------–--ის (პ/ნ: 0----------) და ს-------- ზ-------–---–ის (პ/ნ: 0----------) მიმართ, რომელთა ოჯახის წევრებსაც ჩაბარდათ აღნიშნული უწყებები და ეცნობათ გამწვევ კომისიაზე გამოცხადების დრო (ტ. I, ს.ფ. 97-112).

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 მაისის №12-47 დადგენილების დანართი 4-ით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - რაიონის გამგეობის ს---------- გ---------–---- ტიპური დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით, გ---------–---- ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა მოამზადოს და გამგებელს წარუდგინოს ინფორმაცია, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემის მიზნით იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ ს---------- აღრიცხვიანობისა და ს---------- სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესებს.

 

მოცემულ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რა ქმედება განხორციელდა ზემოაღნიშნულ პირთა მიმართ ს---------- გ---------–---- მიერ გაგზავნილი უწყებათა ჩაბარების შემდგომ.

 

5. გ---------–---- მიერ არასწორი ფორმით წარმოებდა ს---------- სააღრიცხვო მოწმობათა გაცემა. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ს-----------სააღრიცხვო მოწმობის გაცემის უწყისში (ტ. I, ს.ფ. 118) მითითებულია მონაცემები: სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, ს---------- სააღრიცხვო მოწმობის ნომერი, წვევამდელის ხელმოწერა, მოწმობის გაცემის თარიღი. ხოლო საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №-47 დადგენილებით დამტკიცებული „მოქალაქეთა ს---------- აღრიცხვის შესახებ დებულების“ დანართი #10 ს-----------სააღრიცხვო მოწმობის გაცემის უწყისში მითითებულია მონაცემები: სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, ს-----------სააღრიცხვო მოწმობის ნომერი, წვევამდელის ხელმოწერა.

 

ამასთან გ---------–---- უფროსმა, მოქალაქე - ლ-–- ი-–---–ზე რეზერვისტის დროებითი მოწმობის გაცემისას დაუშვა შეცდომა, როდესაც ბილეთში „რიგითის“

წოდების ნაცვლად მიუთითა „წოდების გარეშე“.

 

საქმეში წარმოდგენილია ლ-–- ი-–---–ის (პ/ნ:------------) რეზერვისტის დროებითი მოწმობა (ტ. I, ს.ფ. 119), რომელიც აღრიცხვაზე აყვანილია 07.07.2015 წელს და მასში აღნიშნული პირის ს---------- წოდება მითითებული არ არის.

 

„ს---------- ვალდებულებისა და ს---------- ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონის (2015 წლის 22 მაისის რედაქცია) მე-101 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიციაში ჩარიცხულ წვევამდელს პოლიციაში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება ს---------- სავალდებულო ს----------- მოხდად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით მას მიენიჭება რიგითის ს---------- წოდება.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ-–- ი-–---–ის მიერ, წოდების მინიჭების ბრძანების წარუდგენლობის შემთხვევაში ზ----- ზ-------–---–ი ვერ მიუთითებდა აღნიშნული მოქალაქის წოდებას რეზერვისტის დროებით მოწმობაში.

 

7.4 სააპელაციო სასამართლო მიუთიტებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტზე, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა - ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას, ანუ - იმ წესების ერთობლიობას, რაც განსაზღვრავს იმ უფლება-მოვალეობებს, რომლითაც სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცმა კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების ყველა სტადიაში, რითაც შეძლებს ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რაც შესაძლოა დადგეს მის მიმართ.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ზ----- ზ-------–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ წარმოების არც ეტაპზე მოსარჩელე მიწვეული არ ყოფილა განხილვაზე, მისთვის არ ჩამოურთმევიათ ახსნა-განმარტება და გადაწყვეტილების მიმართ კანონიერი ინტერესის მქონე პირის პოზიცია მოსმენილი არ ყოფილა.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს,თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ბუნებრივია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც ხდება საჯარო მოხელის მიმართ დაკავებული თანამდებობიდან ჩამოშორება, აუარესებს მის სამართლებრივ მდგომარეობას. სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო მოხელის თანამდებობიდან ჩამოშორების საკითხის განხილვისას ადმინისტრაციულ ორგანოს ყოველთვის ეკისრება მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ საჯარო მოხელის ინფორმირებისა და მისი პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფის ვალდებულება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის საიდუმლო- სამობილიზაციო ს----------- მიერ ვაკის რაიონის გამგეობის ს---------- განყოფილებასთან ერთად, ასევე განხორციელდა დიდუბის, საბურთალოს, ჩუღურეთის, კრწანისის და მთაწმინდის რაიონის გამგეობის ს---------- განყოფილებების შემოწმება.

 

ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო ს----------- მიერ გამოთხოვილი იქნა ახსნა-განმარტება დიდუბის (ტ. I, ს.ფ. 184-187), საბურთალოს (ტ. I, ს.ფ. 194-196), ჩუღურეთის (ტ. I, ს.ფ.

174-178) და მთაწმინდის (ტ. I, ს.ფ. 164-168) რაიონის გამგეობის ს---------- განყოფილებების უფროსების მხრიდან, ხოლო კრწანისის რაიონის გამგეობის ს---------- გ---------–---- წამყვანი სპეციალისტის მხრიდან (ტ. I, ს.ფ. 155-158)

 

ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო ს----------- მიერ თითოეული გ---------–---- უ--------ს მიმართ გამოცემულ იქნა შესაბამისი დასკვნა.

 

აღსანიშნავია, რომ ამ დასკვნებში ასახული გადაცდომები არსებითად თითქმის იგივეა, რაც ზ----- ზ-------–---–ტან მიმართებით.

 

7.5. სააპელაციო სასამართლო მიუთითბს, რომ ვაკის რაიონის გამგეობა ზ----- ზ-------–---–ის მიმართ ,,საჯარო ს----------- შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის შეფარდებისას სარგებლობდა დისკრეციული უფლებამოსილებით, მაგრამ მითითებული უფლებამოსილება არ შეიძლება იქცეს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ ზომად და დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორცილება მან აღნიშნული უფლებამოსილება.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების გაკონტროლება, რომლის დადგენა უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უნდა გამოირიცხოს თვითნებური, მიკერძოებული და არაკვალიფიციური გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისად უნდა მოხდეს აღნიშნული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობის კუთხით და ასევე მიღებული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობის დასაბუთება, სადაც არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისად იქნა მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას.

 

ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სახდელი ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი მიზნების მიღწევას.

 

ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რა დროსაც იგი ყველა შესაძლებლობას უნდა იყენებდეს ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი განსაზღვრავს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის სავალდებულობას.

 

შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოსარჩელის მიმართ სახდელის შეფარდებისას აუცილებელია ყურადღება მიექცეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს, ანუ იმ საკითხს, ზ----- ზ-------–---–ის ქმედებამ რა ზიანი მიაყენა სახელმწიფოსა და საჯარო წესრიგს, დაცულია თუ არა თანაზომიერების პრინციპი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ბრძანება არ შეიცავს ზ----- ზ-------–---–ის მიმართ ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან განთავისუფლების გამოყენების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით დასაბუთებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დაუსაბუთებელია მოსარჩელის მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება რატომ ვერ უზრუნველყოფდა ჩადენილი გადაცდომისათვის სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას, რადგან სამსახურიდან განთავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს ადეკვატური და დარღვევის სიმძიმის პროპორციული.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვაკის რაიონის გამგეობამ გამოყენებული დისციპლინური სახდელის თანაზომიერება უნდა შეაფასოს იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის დათხოვნის ბრძანებაში მითითებული საფუძველი რამდენად ქმნიდა მისი სამსახურიდან განთავისუფლების უპირობო საფუძველს, რა ზიანი მიადგა ადმინისტრაციულ ორგანოს ან სხვა პირს მითითებული ქმედებებიდან გამომდინარე.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ სხვა გამგეობებში ანალოგიურ თანამდებობაზე გამწესებულ პირებს მსგავსი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო მიეცათ დისციპლინური სახდელის სახით მიეცათ გაფრთხილება განსხვავებით აპელანტი ზ----- ზ-------–---–ისაგან. ზემოაღნიშნული საკითხის რეგულირება კი ცალსახად წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას და სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის რეგულირება ცდება სასამართლოს მოქმედების არეალის ფარგლებს.

 

ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტების მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, აპელანტები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 2124, 2125, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ზ----- ზ-------–---–ისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -