განაჩენი

სისხლის სამართლის 23.09.2018
საქმის ნომერი
330100117002189877
ინსტანცია
თარიღი
23.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 33010011777002189877 -1ბ/711-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

10 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

ვეფხია ლომიძე

სხდომის მდივანი: ლელა ბახტაძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: თო---------------–---–-

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული:მ-----–--------–-----------------–-------–-–------------–--------------–----------–--------------------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თ---–--------------------------------–---------------------------

 

ადვოკატი: დ-------------

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი;

 

დისპოზიცია: დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წელი;

 

თარჯიმანი: ნ-----------–---–-

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ-----–--------–----- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ-------------მ და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენში ცვლილებების შეტანა კვალიფიკაციის ნაწილში.

 

ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

მ-----–--------–---- ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

მან ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით;

 

სასამართლომ დაადგინა :

 

მ-----–--------–----ა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი აბი, საიდანაც ნაწილი - 0,0035 გრამი 2017 წლის 13 ოქტომბერს, თბილისში ა. წ-------–------------------ს კვეთის მიმდებარე მაღაზიის მეორე სართულზე, ფულადი თანხის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ლ----------–---–--აზე, ხოლო ნაწილი - აბის ნატეხი უკანონოდ შეინახა პირადად.

 

2017 წლის 13 ოქტომბერს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის მიერ მოწმე ლ----------–---–------- ამოღებული იქნა ზემოაღნიშნული 0,0035 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ,,ბუპრენორფინის“ შემცველი აბის ნატეხი, ხოლო 2017 წლის 24 ოქტომბერს თბილისში, ვანის ქ------- ეზოში მყოფი მ-----–--------–--------- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,0112 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი აბის ნატეხები.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება

 

მოწმე ლ----------–---–---- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იყო ნარკოტიკების მომხმარებელი. შემთხვევით გაიცნო მ-----–--------–---ი და ჰკითხა,თუ სად შეიძლებოდა ნარკოტიკულ საშუალებების შეძენა. მ-----–--------–---ისგან მიიღო დადებითი პასუხი და შესთავაზა სუბოქსინის შეძენა. 2017 წლის 9 ოქტომბერს მიმართა პოლიციას ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლის მხილების მიზნით. დაკითხეს, აღჭურვეს ვიდეო ჩამწერი აპარატურით, გადასცეს 350 ლარი, რის შემდეგაც შეხვდა მ-----–--------–----, რომელთანაც შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს 10:00 საათზე შეხვდებოდნენ კვლავ ერთმანეთს და მ-----–--------–---ი გადასცემდა ნარკოტიკულ საშუალებას. მეორე დღეს მსჯავრდებულმა გადასცა აბის ნახევარი ორ ნატეხად, ხოლო აბის ნახევარი თავად დაიტოვა. მოწმემ აღნიშნული ნარკოტიკი გადასცა გამომძიებელს. სასამართლო სხდომაზე მოწმემ დაადასტურა, რომ ნარკოტიკების შეძენა მ-----–--------–----ა შესთავაზა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----------------- განმარტა, რომ 2017 წლის 9 ოქტომბერს მიმართა ლ----------–---–---- განცხადებით, რომ მისმა ნაცნობმა მ-----–--------–----ა შესთავაზა ნარკოტიკული საშუალების შეძენა.განცხადების საფუძველზე დაწყებული იქნა გამოძიება.განცხადების ავტორმა თანხმობა განაცხადა სპეციალური ვიდეო-აუდიო მოწყობილობებით აღჭურვასა და მ-----–--------–---ის ნარკოტიკის გასაღების ფაქტზე გამოაშკარავებაზე. მას გადაეცა სპეცსახსრებიდან გამოყოფილი ფულადი თანხა. ოპერატიული თანამშრომლები მივიდნენ იმ ადგილას, სადაც ა------–---- უნდა შეხვედროდა ლ----------–---–----. ფ---–---–---- გადასცა ფულადი თანხა - 350 ლარი, რაც დაფიქსირებულია ვიდე-აუდიო ჩანაწერებში. მეორე დღეს ლ----------–---–--ა ისევ აღჭურვეს სპეციალური აუდიო-ვიდეო მოწყობილობებით, რის შემდეგაც ოპერატიულ ჯგუფთან და გამომძიებელთან ერთად გაემართნენ იმ ადგილზე, სადაც მ-----–--------–---- უნდა შეხვედროდა და ამ უკანასკნელს უნდა გადაეცა ნარკოტიკული საშუალება. ნარკოტიკის გადაცემის შემდედ ეს ნივთიერება ამოღებული იქნა ფ---–---–------ნ, ხოლო ექსპერტიზის შედეგად გაირკვა, რომ აბი შეიცავდა „ბუპრენორფინის“ შემცველ ნივთიერებას. აღნიშნულის შემდეგ აღებული იქნა განჩინებები მ-----–--------–---ის ჩხრეკის და დაკავების შესახებ. მ-----–--------–---ი შეჩერებული იქნა სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე, თარჯიმნის დახმარებით მის მიერ ჩატარებული იქნა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა აბის 6 ნატეხი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გაირკვა, რომ მათში იყო ბუპრენორფინის შემცველობა. ამოღებული იქნა ასევე მომწვანო ფერის ნივთიერება, მცენარეული მასა, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით იყო მარიხუანა. მ-----–--------–---ის ბინის ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოღებულა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე რ--------------–---–-ა განმარტა, რომ მუშაობს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. 2017 წლის 24 ოქტომბერს დილის საათებში შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სამსახურში შეიკრიბა ჯგუფი, მისი, ა-–------------–------------------------------- შემადგენლობით. ინფორმაციის თანახმად, მ-----–--------–---ი იმყოფებოდა თბილისში, ვ--------------–ი. ადგილზე მ-----–--------–---- გამომძიებელმა გააცნო სასამართლოს განჩინება თარჯიმანთან ერთად, ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და შარვლის უკანა ჯიბიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის ქაღალდში გახვეული აბის 6 ცალი ნატეხი, სპორტულის წინა მარჯვენა ჯიბიდან კი ამოღებული იქნა თეთრი ფერის ქაღალდში გახვეული მცენარეული მასა. ნარკოტიკული ნივთიერებები უშუალოდ მან ამოიღო. ოქმებს ხელი მოაწერა მ-----–--------–----ა და მას პრეტენზია არ გამოუთქვამს, არც წინააღმდეგობა გაუწევია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ალ------------–--------ანმარტა, რომ მუშაობს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. 2017 წლის 24 ოქტომბერს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავა ბრალდებული, რა დროსაც პირადი ჩხრეკისას, რომელშიც მონაწილოებას იღებდნენ: ალ------------–----------------------------------------------–---–-, ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან რე-------------–---–ის მიერ ამოღებული იქნა აბის 6 ცალი თეთრი ნატეხი, წინა ჯიბიდან კი მცენარეული მასა და სხვა პირადი ნივთები. დაკავებულმა ხელი მოაწერა ყველაფერს, უკმაყოფილება არ გამოუთქვამს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა გ--------------–---–------------------–--–--------–-–--------------–---–-- განმარტეს, რომ მოცემულ ს/ს საქმესთან დაკავშირებით 2017 წლის 24 ოქტომბერს ჩაატარეს ა------–----ს ბინის ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოუღიათ.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მ-----–--------–----ა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელია, თუმცა რეალიზაცია არასდროს არ მოუხდენია. ლ----------–---–--ა თანამშრომელმა გააცნო 2017 წლის სექტემბერში. ეს უკანასკნელი ასევე მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებას, მაგრამ მასთან ერთად არა. მ-----–--------–---- თანამშრომელმა სთხოვა, ლ----------–---–---- დახმარებოდა ნარკოტიკის ყიდვაში, რაზეც ბრალდებულმა უთხრა, რომ როდესაც თავისთვის შეიძენდა, ლ----ს ნახევარი თანხა დაედო და შესაბამისად, ნახევარს მისცემდა. 11 ოქტომბერს შეთანხმდნენ 12 ოქტომბრის შეხვედრაზე. ლ----მ მისცა 350 ლარი და ერთად ჩარიცხეს თანხა ,,paybox-ის“ საშუალებით. მეორე დღეს მოუტანეს ნარკოტიკულ საშუალება. შესაბამისად, დაურეკა ლ----ს, ამ უკანასკნელმა თავის ხელით გაყო ნარკოტიკული საშუალება და ნახევარი მისცა მას. შემდეგ სამსახურში მასთან მოვიდნენ პოლიციელები და ჯიბეში ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ კი ჩაუდო ჭაღარათმიანმა პოლიციელმა, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა სასამართლო პროცესზე.

 

ლ----------–---–---- 2017 წლის 9 ოქტომბრის განცხადებით დადგენილია, რომ მ-----–--------–---ი ახდენს ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციას და მასაც შესთავაზა ნარკოტიკული საშუალება - ,,სუბოქსინი“ ბუპრენორფინი, 1 აბი 700 ლარად შეძენა.

 

2017 წლის 12 ოქტომბრის გამომძიებელ დ----------------ს მიერ შედგენილი ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმით დადგენილია, რომ ლ----------–---–---- მ-----–--------–--------- ნარკოტიკული საშუალება - ,,სუბოქსინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადასცა ფულადი თანხა 350 ლარის ოდენობით, 5 ცალი 50 ლარიანი კუპიურებით და 5 ცალი 20 ლარიანი კუპიურებით.

 

2017 წლის 13 ოქტომბრის ამოღების ოქმის თანახმად, ლ----------–---–------- ამოღებული იქნა 1 ცალი აბის ნატეხი, რომელიც დაილუქა კანონის თანახმად.

 

2017 წლის 13 ოქტომბრის საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის N1703/სქ-N1997/ქრ დასკვნით დადგენილია, რომ ლ----------–---–----აგან ამოღებული: თეთრი ქაღალდის ნაჭერში გადახვეული ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე, თეთრი ფერის ერთ მხარეს წახნაგოვანი ფორმის (ერთ ზედაპირზე ლოგო ,,N“ ამონატვიფრით) ერთი ტაბლეტის ნატეხი, წონით - 0,1775 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება -ბუპრენორფინს 0,0035 გრამის ოდენობით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე პ-------–--–---–---მ დაადასტურა აღნიშნული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე ექსპერტიზას ატარებდა ნ-----–------------ ერთად, საკვლევი ობიექტი იყო დალუქული და დარღვევა ან დაზიანება არ ჰქონია. კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ლ----------–---–----აგან ამოღებული: თეთრი ქაღალდის ნაჭერში გადახვეული ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე, თეთრი ფერის ერთ მხარეს წახნაგოვანი ფორმის (ერთ ზედაპირზე ლოგო ,,N“ ამონატვიფრით) ერთი ტაბლეტის ნატეხი, წონით - 0,1775 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს 0,0035 გრამის ოდენობით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----–-------- დაადასტურა 2017 წლის 13 ოქტომბერს გაცემული N1703/სქ-N1997/ქრ დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას სხვა მინარევები ჰქონდა, ქრომატოგრამასა და მასსპექტრზე გამოვლინდა ნივთიერებების: ბუპრენორფინის, ნალოქსონის და ინერტული შემავსებლების შესაბამისი პიკები. ბუპრენორფინს, ნალოქსონს და ინერტულ შემავსებლებს შეიცავს ექვსკუთხა ტაბლეტები. ტაბლეტები არის მსხვრევადი, მყიფე და დავარდნისას შეიძლება დაიმსხვრეს.

 

2017 წლის 24 ოქტომბრის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად მ-----–--------–---ის ჯინსის შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში გახვეული აბის 6 ცალი ნატეხი, სპორტული მაისურის წინა გარეთა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში გახვეული მცენარეული მასა, ჯინსის შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ტყავის საფულე, მასში მოთავსებული თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში გადახვეული მცენარეული მასითა და პირადი ნივთებით. ოქმზე არის მ-----–--------–---ის ხელმოწერა და მისი და თარჯიმნის მინაწერი, იმასთან დაკავშირებით, რომ ოქმი ეთარგმნა მისთვის გასაგებ ენაზე და ადასტურებს ხელმოწერით.

 

2017 წლის 24 ოქტომბრის N 7022412 დასკვნის თანახმად მ-----–--------–---ი კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა: ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მარიხუანა), არ დადგინდა - ფსიქოტროპულ ნივთიერება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-–------------ დაადასტურა 2017 წლის 24 ოქტომბერს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურში მოქალაქე მ-----–--------–---ის მიმართ ჩატარებული კვლევა, რა დროსაც მ-----–--------–---ი კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ხოლო ბიოლოგიურ მასალა შარდში როგორც იმუნოქრომტესტით ასევე გაზური ქრომატოგრაფიით კვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინისა და ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი.

 

2017 წლის 25 ოქტომბრის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის N 1764/სქ-2071/ქრ დასკვნით დადგენილია, რომ მ-----–--------–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული: - თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში გახვეული მომწვანო ფერის მცენარეული მასა, მშრალ და დაქუცმაცებულ მდგომარეობაში, წარმოადენს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, წონით-0,4703 გრამს (ობ.№1); - თეთრი ფერის ხაზებიან ქაღალდის ნაჭერში გახვეული მომწვანო-მოყავისფრო მცენარეული მასა, მშრალ და დაქუცმაცებულ მდგომარეობაში, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას. წონიT-1,5682 გრამს (ობ.№2); - ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას საერთო წონაა - 2,03885 გრამი(ობ. №1-2); - თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში გახვეული თეთრი ფერის ტაბლეტის 7(შვიდი) ნატეხი, (ერთ ნატეხზე ნაწილობრივ აღინიშნება ამონატვიფრი ,,N“), საერთო წონით-0,5627 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის და არანარკოტიკული, არაფსიქოტროპული და არაფსიქოაქტიური ნივთიერება- ნალოქსონის შემცველ ტაბლეტის ნატეხებს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონაა - 0,0112 გრამი (ობ.№3).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ალ----------------------მ განმარტა, რომ 2017 წლის 25 ოქტომბერს ნი---------–---–ის მონაწილეობით გაცემული იქნა ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა 1764/სქ-2071/ქრ, რომლის თანახმადაც: მი----–---------------- ა------–----ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული: - თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში გახვეული მომწვანო ფერის მცენარეული მასა, მშრალ და დაქუცმაცებულ მდგომარეობაში, წარმოადენს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, წონით - 0,4703 გრამს (ობ.№1). - თეთრი ფერის ხაზებიან ქაღალდის ნაჭერში გახვეული მომწვანო-მოყავისფრო მცენარეული მასა, მშრალ და დაქუცმაცებულ მდგომარეობაში, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, წონით - 1,5682 გრამს. (ობ.№2) - ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას საერთო წონაა - 2,03885 გრამი (ობ. №1-2). - თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში გახვეული თეთრი ფერის ტაბლეტის 7 (შვიდი) ნატეხი, (ერთ ნატეხზე ნაწილობრივ აღინიშნება ამონატვიფრი ,,N“), საერთო წონით - 0,5627 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის და არანარკოტიკული, არაფსიქოტროპული და არაფსიქოაქტიური ნივთიერება - ნალოქსონის შემცველ ტაბლეტის ნატეხებს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონაა - 0,0112 გრამი (ობ.№3).

 

მოწმემ განმარტა, რომ აბს დამცავი გარსი არ გააჩნია, თავისუფლად შეიძლება გატყდეს, დაზიანდეს მექანიკური ზემოქმედების შედეგად, ტრანსპორტირების შემთხვევაში, არ არის მკვრივი და ძნელი გასატეხი.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 24 იანვრის №31/ჰ-ვ-ტ დასკვნით დადგენილია, რომ გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. სს №090091017001 საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებიდან ამოღებული გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნების გამოსახულება, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ №1 პაკეტში არსებულ DVD დისკზე არსებულ ვიდეოგრამიდან სახელწოდებით ,,Rec1_0001” ამოღებულ №10 ფოტოსურათზე და ჩვენს ხელთ არსებული მონაცემთა ბაზიდან ამოღებული 10---------–--–--------------–--------–----------------------------------------------- სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

 

2018 წლის 1 თებერვლის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის №39/ფ დასკვნით დადგენილია, რომ ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად წარმოდგენილ ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება და დათვალიერებული იქნა აუდიო-ვიდეო ჩანაწერები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

სასამართლო საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული თითოეული მტკიცებულების შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმებითა და მათში ასახული ძირითადი პრინციპებით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულ უნდა იქნეს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ მოპოვებული და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბრალდებულ მ-----–--------–---ის ბრალეულობა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და გასაღებაში.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ‘‘ კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შენახვაა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა, ხოლო, ამავე კანონის ,,ჰ13‘‘ პუნქტის მიხედვით, შეძენაა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება.

 

საქართველოში ნარკოტიკული საშუალება ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. მხოლოდ გარკვეული ნარკოტიკული საშუალების შეძენაა შესაძლებელი სპეციალური ნებართვით. ამდენად, ნებართვის გარეშე ამ ნივთების შენახვა და შეძენა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა რაიმე ფორმის სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალების შეძენისათვის და შენახვისთვის, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. ამის თაობაზე არც დაცვის მხარეს განუცხადებია, რის გამოც მ-----–--------–---ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა უტყუარად დადასტურებულია.

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება კი გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე.

 

მოწმეების სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები, რომლებიც წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს, სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და, ასევე, იმ წერილობით მტკიცებულებებთან. სასამართლოს არ აქვს საფუძველი, ეჭვი შეიტანოს დაკითხულ სამართალდამცველთა ჩვენებებში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---- ფ---–---–--ამ დაადასტურა, რომ არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი და მ-----–--------–--------- შეიძინა ნარკოტიკული საშუალება. ის წინასწარ დაუკავშირდა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, რომლებმაც აღჭურვეს შესაბამისი ტექნიკით, მისცეს 350 ლარი და მ-----–--------–--------- შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, რაც დაფიქსირებულია ასევე გამოკვლეულ ვიდეო მასალაში.

 

აღნიშნული გარემოება, ასევე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს პოლიციის თანამშრომლებმა. კერძოდ კი დ----------------- დაადასტურა, რომ გამოძიება დაიწყო ლ----------–---–---- განცხადების საფუძველზე, რომელსაც უნდა შეეძინა ნარკოტიკული საშუალება მ-----–--------–---------, რაც დადასტურდა კიდევაც და ლ----------–---–------- ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება.

 

მოწმე რ--------------–---–-ა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ის გარემოება, რომ 2017 წლის 24 ოქტომბერს მ-----–--------–---- ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და შრვლის უკანა ჯიბიდან ამოღებულ იქნა აბის 6 ნატეხი. ხოლო, მ-----–--------–---- პრეტენზია არ გამოუთქვამს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე ალ------------–-------ც.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე ედავება მსჯავრდებულს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში, თუმცა სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მართალია, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების თანახმად, დადასტურებულია, რომ ლ----------–---–------- ამოღებული ნივთიერება, ექსპერტიზის N1703/სქ-N1997/ქრ დასკვნის თანახმად შეადგენდა 0,0035 გრამ „ბუპრენორფინს“, რაც დაადასტურეს ექსპერეტებმა პ-------–--–---–---მ და ნ-----–--------. ასევე, სასამართლო სხდომაზე დადასტურდა მსჯავრდებულ მ-----–--------–---ისგან ამოღებული აბის 6 ნატეხი, რომელიც ექსპერტიზის N1764/სქ-2071/ქრ დასკვნის თანახმად შეადგენდა, 0,0112 გრამ „ბუპრენორფინს“. აღნიშნული დასკვნაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ალ----------------------მ.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებაა ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.

 

ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის ,,ზ‘‘ პუნქტის მიხედვით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებაა ბუნებრივი ან სინთეზური გზით მიღებული ყველა ნივთიერება, ფარმაცევტული პროდუქტი, მცენარეული მასალა და ნარევი, რომლებიც შეტანილია I, II, III და IV სიაში.

 

დასახელებული კანონის II სიაში ,,ბუპრენორფინი‘‘ მითითებულია მე-10 ნომრად, როგორც ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება. ამავე კანონის უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით, 0,012 გრამზე მეტი ოდენობით ,,ბუპრენორფინი‘‘ წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას.

 

პალატა მიუთითებს, რომ ლ----------–---–------- ნარკოტიკული ნივთიერება ამოღებული იქნა 2017 წლის 13 ოქტომბერს, ხოლო მსჯავრდებულისგან - 2017 წლის 24 ოქტომბერს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია საქმის მასალებით უტყუარად არის დადგენილი, რომ მ-----–--------–----ა ლ----------–---–--აზე გაასაღა ნახევარი აბი 0.0035 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, ხოლო მისგან მოგვიანებით დაახლოებით 10 დღის შემდგომ ამოღებული იქნა 0.0112 გრამი ნარკოტიკული საშუალება ასევე ბუპრენორფინი, თუმცა ცალ ცალკე აღებული არცერთი მათგანი არ იძლევა კანონით გათვალისწინებულ დიდ ოდენობას. სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია იმის უტყუარად დადასტურება, რომ მ-----–--------–----ა ერთად შეიძინა, ან ლ---- ფ---–---–------ გასაღების მომენტისთვის გააჩნდა (ინახავდა) ზემოთ აღნიშნული ორივე 0.0147 ოდენობის ნარკოტიკული საშუალებას. უფრო მეტიც არ არის გამორიცხული ვარაუდი, რომ მ-----–--------–----ა შეიძინა მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მას შემდეგ რაც ლ----------–---–--აზე გასაღებული ნარკოტიკული საშუალებიდან დარჩენილი ნაწილი მოიხმარა პირადად (შეიძინა მეორედ, თუმცა ბრალდება ედავება დიდი ოდენობით შეძენას ერთ ეპიზოდი). შესაბამისად, სასამართლო ვერ ადგენს იმ გარემოებას, თუ სად, როდის, რა ვითარებაში შეიძინა მსჯავრდებულმა მისგან 2017 წლის 24 ოქტომბერს ამოღებული 0.0112 ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი. ამდენად, პალატა განმარტავს, რომ შეძენა, როგორც ცალკე დანაშაული დამთავრებულად ითვლება გარკვეული რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენისთანავე, ხოლო შენახვა თავის თავში გულისხმობს გარკვეული ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ ფლობას, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ მ-----–--------–----ა ერთად შეიძინა 0.0147 გრამი ნარკოტიკული საშალება ბუპრენორფინი, ან თუნდაც დროის გარკვეულ მონაკვეთში ინახავდა (ფლობდა) იგივე რაოდენობის ნარკოტიკულ საშუალებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვისგამომრიცხავ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულმა მ-----–--------–----ა უკანონოდ, ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევითა და სათანადო ნებართვის გარეშე, შეიძინა და, ასევე, კანონით დადგენილი წესის დარღვევითა და სათანადო ნებართვის გარეშე, უკანონოდ შეინახა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“ , რაც უკანონოდ გაასაღა კიდევაც. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც მ-----–--------–---ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და გასაღებაში, (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ-----–--------–----ა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” პუნქტით;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ-----–--------–---- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

გამამტყუნებელი განაჩენის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს, შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი, პირველ რიგში, უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

პალატა თვლის, იმდენად რამდენადაც მ-----–--------–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ნაწილში უნდა შეიცვალოს კვალიფიკაცია შემსუბუქების კუთხით, ხოლო ნარკოტიკული საშაულების გასაღების ნაწილში მას ჩადენილი მან გაასაღა 0.0035 ნარკოტიკული საშაულება ბუპრენორფინი, მას უნდა შეუმსუბუქდეს სასჯელი.

 

ამასთან, მ-----–--------–----, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები კანონით დადგენილი ვადით.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. ამავე მუხლის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის მიხედვით, სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების სახით არსებული ლ----------–---–----აგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ საცავში, მ-----–--------–--------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

 

-მ-----–--------–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საფულე, ფულადი თანხა, პირადობის მოწმობა და მაჯის საათი, რომელიც ინახება დალუქული შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

-2 ცალი DVD ფორმატის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის ამსახველი დისკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ მ-----–--------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ-------------- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

3.მ-----–--------–----- ქმედება 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

4. მ-----–--------–---ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

5.საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

6. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ-----–--------–---- ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

8. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა მ-----–--------–---- დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან - 2017 წლის 24 ოქტომბრის 11 საათსა და 18 წუთიდან.

 

9. მ-----–--------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.

 

10. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, მ-----–--------–---- როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15(თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20(ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაეწყოს საქმეზე საპატიმრო სასჯელის მოხდისთანავე.

 

11. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ლ----------–---–----აგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ საცავში, მ-----–--------–--------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

 

-მ-----–--------–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საფულე, ფულადი თანხა, პირადობის მოწმობა და მაჯის საათი, რომელიც ინახება დალუქული შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

-2 ცალი DVD ფორმატის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის ამსახველი დისკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

12. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

13. განაჩენი მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადში შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: ვ. ლომიძე

 

ნ. სანდოძე