განაჩენი

სისხლის სამართლის 24.09.2018
საქმის ნომერი
330100117002220531
ინსტანცია
თარიღი
24.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100117002220531

საქმე №1ბ/978-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მსჯავრდებულის მ-------------–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ---------–---–------------–------ მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქის, პირადი №5----------- ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–-------–---------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „ე” ქვეპუნქტებით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის განაჩენით:

 

მ-------------–----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა მ-------------–----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ-------------–----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ მ-------------–----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 17 ნოემბრიდან.

 

მ-------------–----ს მსჯავრი დაედო მასში რომ მან ჩაიდინა:

 

ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის განაჩენით, მ-------------–----ი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისათვის, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

2017 წლის 17 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ-------–--–-----–---------------------------ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა მ-------------–----მა, ოჯახური კონფლიქტის დროს, მეუღლის დედას, - ნ--------------–---–ს, თავისივე არასრუწლოვანი შვილის - 13 წლის ა-–-----------–----ის თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გულ-მკერდის არეში დაარტყა ფეხი, რითაც დაზარალებულმა ნ--------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ-------------–----მა. მსჯავრდებულმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს მის ბრალეულობას. მსჯავრდებული ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ნ--------------–---–ის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ მ-------------–----ს მის მიმართ არანაირი აგრესია არ გამოუხატავს და მ-------------–----ის ფეხიც შემთხვევით მოხვდა. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ ნ-------------–---–ი დაეთანხმა დედის, - ნ--------------–---–ის მიერ მიცემულ ჩვენებას და დამატებით განმარტა, რომ მ-------------–----ის მხრიდან ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. აპელანტი აღნიშნავას, რომ მოწმეების ს-----------------–------------------------–-------------------- ოქმში მითითებულია, რომ სასწრაფოს გამოძახება მოხდა ნ--------------–---–ის მაღალი წნევის გამო, ბინაში მისულებს დახვდათ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, რომელიც იყო აგრესიული და მათი მიმართულებითაც გაიწია. იმისათვის, რომ პაციენტისათვის დახმარება აღმოეჩინათ გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. საპატრულო პოლიცის თანაშრომლებმა კი განმრატეს, რომ ბინაში მისვლისას მათ დახვდათ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ-------------–----ი, რომელიც იყო აგრესიული და რის გამოც მოუწიათ მისი დაკავება. რაც შეეხება შემაკავებელ ორდერებს, სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ შემაკავებელ ორდერებს არანაირი კავშირი არ აქვს 2017 წლის 17 ნოემბრის ფაქტთან.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ მსჯავრდებულ მ-------------–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება მ-------------–----ის მიერ საქართველოს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ნ--------------–---–მა (ბრალდებულის სიდედრი) და მოწმე ნ-------------–---–მა (ბრალდებულის მეუღლე) არ დაადასტურეს გამოძიებაში მიცემული ჩვენებების სისწორე და განმარტეს, რომ არც 2017 წლის 17 ნოემბერს და არც მანამდე მ-------------–----ის მხრიდან ოჯახის არცერთი წევრის მიმართ არ ჰქონია ადგილი ფიზიკურ შეურაცხყოფას, თუმცა არ უარყვეს სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები. ნ--------------–---–ის განმარტებით, 2017 წლის 17 ნოემბერს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი და ფინანსური პრობლემებით გაღიზიანებული მ-------------–----ი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ოჯახის წევრებს და ცდილობდა სახლიდან წასვლას, რის უფლებასაც არ აძლევდნენ. ამ სიტუაციაში ბრალდებული წაიქცა და როდესაც იგი (ნ----------–---–-- ცდილობდა მის აყენებას, ,,მ------ წიხლებს იქნევდა, არ უნდოდა აგვეყენებინა, გაქნეული ფეხი მომარტყა, მომხვდა.“ ნ-------------–---–ის განმარტებით, „დედამ ჰაერის უკმარისობა მაქვსო, მგონი ფეხი მომხვდა და მაწუხებსო“.

 

მოწმეებმა დაადასტურეს, რომ გამოძიებაში ბრალდებულის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენებები არ არის მათ მიმართ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განხორციელებული უკანონო ქმედების (წამების, მუქარის, ზეწოლის და ა.შ.) შედეგი, ჩვენებებს ხელი მოაწერეს წაკითხვის გარეშე და არასათანადო მოპყრობასთან და ჩვენებებში გამომძიებლის მხრიდან არასწორი ინფორმაციის დაფიქსირებასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია დღემდე არსად დაუფიქსირებიათ. მოწმეებმა უარყვეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული შემაკავებელი ორდერებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და განმარტეს, რომ ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ძალადობის გამო არასოდეს მიუმართავთ დახმარებისათვის სამართალდამცავი ორგანოებისათვის და თავად პოლიციის თანამშრომლები, გამომძიებლები და ექიმები არიან დაინტერესებულები მ-------------–----ის პატიმრობაში ყოფნით.

.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, ე--------------–----- და ს-----------------–--ე. აღნიშნულ მოწმეთა განმარტებით, 2017 წლის 17 ნოემბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაახლოებით ღამის ორ-სამ საათზე, დაფიქსირდა გამოძახება ი-–-----------------ში ქალბატონს ესაჭიროებოდა სამედიცინო დახმარება. დაახლოებით ხუთ წუთში ადგილზე მისულებმა, ბინის კართან მიახლოვებისას, შიგნიდან გაიგეს მამაკაცის ყვირილისა და გინების ხმა. კარზე დააკაკუნეს, შევიდნენ და დახვდათ შემდეგი სიტუაცია: ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი, აგრესიული მამაკაცი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ბინაში მყოფ ქალბატონებს (ბრალდებულის მეუღლეს და სიდედრს) და იწევდა ხელის დასარტყმელად, მათ შორის კი იდგა არასრულწლოვანი ბიჭი (ბრალდებულის შვილი), რომელიც ტიროდა და მამას სთხოვდა გაჩერებულიყო. პაციენტისაგან მხოლოდ იმის მოსმენა მოახერხეს, რომ გულ-მკერდის არეში ტკივილს განიცდიდა, შემდეგ კი ვინაიდან ბრალდებული მათ მიმართაც გამოხატავდა აგრესიას და იწევდა ფიზიკური შეურაცხყოფის მისაყენებლად (რა დროსაც მეუღლე აკავებდა), ჩათვალეს, რომ გარემო არ იყო მათთვის უსაფრთხო და ბინა დატოვეს. ბინიდან გამოსულებმა გამოიძახეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, ხოლო ნ--------------–---–ს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს მათსავე სამსახურებრივ ა/მანქანაში. დაახლოებით ათ წუთში, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ისინი (ექიმები) საპატრულო პოლიცასთან ერთად შევიდნენ ბინაში, სადაც განაგრძეს პაციენტის მომსახურება. ნ--------------–---–ი უჩიოდა ძლიერ ტკივილს გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში, ტკივილი კიდევ უფრო იმატებდა სუნთქვისას, მოძრაობისას და პალპაციისას (ხელით გასინჯვისას). მათ (ექიმების) შეკითხვაზე თუ რას უკავშირებდა პაციენტი ტკივილს, აღელვებული ნ--------------–---–ი ატირდა და განაცხადა, რომ სიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, გულ-მკერდის არეში წიხლი დაარტყა. ნ--------------–---–ის განმარტება მომხდართან დაკავშირებით დაადასტურა მისმა შვილმა ნ----მაც, რაც შეეხება ბავშვს, არაფერს ამბობდა, მხოლოდ ტიროდა და ბებიას ეფერებოდა, მოწმეთა განმარტებით, არასრულწლოვანი იმდენად ცუდად იყო, რომ დამამშვიდებელი მისცეს. დაზარალებულის სხეულის ვიზუალური დათვალიერებისას მტკივნეულ უბანზე დააფიქსირეს შესიება და სიწითლე, ე.წ. ჰიპერემია. პაციენტის ჩივილების, დიაგნოზისა და გაწეული დახმარების თაობაზე ინფორმაცია ე--------------–-----მ ასახა პაციენტის სამედიცინო ბარათში, სადაც ასევე მიეთითა ნ--------------–---–ის განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რას უკავშირდებოდა ტკივილი. პაციენტმა უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე, წაიკითხა სამედიცინო ბარათი და დაადასტურა ხელმოწერით. ნ--------------–---–მა მათთვის (ექიმებისათვის) ნაამბობი, მათივე თანდასწრებით, გაიმეორა პატრულის თანამშრომლებთანაც. ბრალდებული სამედიცინო დახმარების გაწევის დროსაც, პოლიციის თანდასწრებით, აგრძელებდა, როგორც ოჯახის წევრების, ისე მათ (ექიმების) მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც სამართალდამცველებმა იგი სხვა ოთახში გაიყვანეს, თუმცა არც იქ შეწყვიტა აგრესიული ქცევა. ს-----------------–--ის განმარტებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განუმარტეს ნ--------------–---–ს მისი უფლებები, რაზეც ქალბატონმა განაცხადა, რომ ბრალდებულისაგან ეს არ იყო ძალადობის პირველი შემთხვევა და ამჯერად აღარ აპირებდა გაჩერებას. სამედიცინო დახმარების გაწევისა და პაციენტის მიერ ჰოსპიტალიზაციაზე უარის გაცხადების შემდეგ, მათ (ექიმებმა)ბინა დატოვეს.

 

საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ბ----------–---–მა და ზ---------------–---–-, რომლებმაც განმარტეს, რომ 2017 წლის 17 ნოემბერს, ღამის საათებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოიძახეს ი-–----------------, ბ--------ში, გამოძახების ინიციატორი კი იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. ადგილზე მისულებს, ექიმები გარეთ დახვდნენ, რომელთა განმარტებით, ბინის დატოვება მოუწიათ იქ მყოფი, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მამაკაცის აგრესიულობისა და გინების გამო. ბინაში შესულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დახვდათ მ-------------–----ი, რომელიც მეუღლესა და სიდედრს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, იქვე იყო ბრალდებულის არასრულწლოვანი შვილიც. ქალბატონების განმარტებით, ბრალდებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ნ-------------–---–ს, ხოლო სიდედრს, ნ--------------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გულ-მკერდის არეში ფეხი ჩაარტყა, რის გამოც ეს უკანასკნელი განიცდიდა ტკივილს. ქალბატონების ნაამბობში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, გამოიძახეს საგამოძიებო სამსახური და მოხდა მ-------------–----ის დაკავება ბრალდებულის სახით. მოწმეთა განმარტებით, მ-------------–----ი პოლიციის თანდასწრებითაც აგრესიული იყო და მათი არაერთი მოწოდების მიუხედავად, განაგრძობდა ქალბატონების მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ბ----------–---–ის ჩვენებით, ადრეც არიან ნამყოფები ბრალდებულთან სხვა მისამართზე, თუმცა მეუღლესთან და სიდედრთან გასაუბრებით დადგინდა, რომ მცირე კონფლიქტს ჰქონდა ადგილი და პრეტენზიას არ აფიქსირებდნენ, რის გამოც დატოვეს ბინა. ბ----------–---–ის განმარტებით, ბრალდებულმა პოლიციის მისვლისას თავი მოიმძინარა, თუმცა არ ეძინა, უბრალოდ ტახტზე იყო ჩამომჯდარი, მაგრამ მალევე ისევ აგრესიული გახდა, ვინაიდან სამართალდამცველების დანახვა არ ესიამოვნა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ა-–-------------------–---–მა და ი-----–-----–-----მ დაადასტურეს მ-------------–----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. მოწმე ი-----–-----–-----მ დამატებით განმარტა, რომ ოჯახური კონფლიქტის თაობაზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა ი-–-----------------ში, სადაც უშუალოდ, - ნ---- და ნ--------------–---–ებისაგან მიიღო ინფორმაცია, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ-------------–----მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სიდედრს - ნ--------------–---–ს, რის გამოც იგი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. ქალბატონებმა ასევე დაადასტურეს, რომ ძალადობის ფაქტს შეესწრო ბრალდებულის არასრულწლოვანი შვილი. გამომძიებლის მისვლის მომენტისათვის, სამედიცინო დახმარება ნ--------------–---–ისათვის უკვე გაწეული იყო და ექიმები ტოვებდნენ შემთხვევის ადგილს. მოწმის განმარტებით, მ-------------–----ი მისი თანდასწრებით აგინებდა ოჯახის წევრებს, საცემრად იწევდა და ეუბნებოდა: „თქვენ ვის გამოუძახეთ პოლიცია, ნახეთ თქვენს რას გიზამთ“-ო. მისივე განმარტებით, ნ----- და ნ-------------–---–ებმა გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია მას მიაწოდეს ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, წაიკითხეს ოქმები და ხელმოწერით დაადასტურეს, არავითარი შენიშვნა და პრეტენზია არ განუცხადებიათ.

 

ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმის თანახმად, 2017 წლის 17 ნოემბერს, მ-------------–----ს დაუდგინდა სიმთვრალე (5,304 %).

 

სსიპ პაციენტის სამედიცინო ბარათი №5--------ის თანახმად, მისამართზე დახვდათ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, აგრესიული მამაკაცი, რომლის მხრიდანაც იყო ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობა ექიმების მიმართ. ექიმებმა დაუყოვნებლივ დატოვეს მისამართი და გამოიძახეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. პაციენტ ნ--------------–---–ს სამედიცინო დახმარება გაეწია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ა/მანქანაში, პაციენტი იყო აფორიაქებული, შფოთავდა, ტიროდა, უჩიოდა ტკივილს გულმკერდის მარცხენა ნახევარში, ტკივილის ინტენსივობის მატებას მოძრაობისას და პალპაციისას. IV-V ნეკნის დონეზე გამოხატული იყო ჰიპერემიული უბანი. პაციენტის გადმოცემით, სიძემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა („წიხლი“ მიარტყა ზ/აღნიშნულ მიდამოში), რასაც უკავშირდება ჩივილები. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ბარათი ხელმოწერილია სამედიცინო ბრიგადის უფროსი ექიმის ე----–-----ს და ნ---------–---–ის მიერ.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №007119517 დასკვნის თანახმად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი №5--------ის ასლის შესაბამისად, მოქ. ნ--------------–---–ს სამედიცინო დახმარება გაეწია 17.11.17წ-ს და დაუდგინდა დიაგნოზი: გულ-მკერდის სხვა დაუზუსტებელი ტრავმები. სიმპტომები და ნიშნები, რომლებიც მიეკუთვნება ემოციურ მდგომარეობას. სხვა დაზუსტებული დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარ განზრახული - დიაგნოზი დაუზუსტებელია, ამდენად, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის განსაზღვრისას მას ექსპერტიზა მხედველობაში ვერ მიიღებს. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტების მონაცემებში, მოქ. ნ--------------–---–ის სხეულზე, მექანიკურ დაზიანებათა რაიმე ობიექტური ნიშნების არსებობის შესახებ მითითებული არ არის. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ---------------–-–---–მა.

 

სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და ნ-------------–---–ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ მ-------------–----ის მხრიდან მასზე განხორციელებული ქმედებები შეიცავს შეურაცხყოფისა და დამცირების ელემენტებს, რაც არ ატარებდა სისტემატურ ხასიათს და ვერ მიაღწევდა ფსიქოლოგიური (მორალური) ტანჯვის ხარისხს.

 

აღნიშნული დასკვნის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიურ კვლევით ნაწილში აღნიშნულია:

„ნ-------------–---–თან საუბრისას თვალშისაცემია არსებული სიტუაციით დაუკმაყოფილებლობა, თუმცა თხრობა არ იტვირთება უარყოფითი ემოციების დემონსტირებით. საუბრისას არათანმიმდევრულად აღწერს მის ირგვლივ არსებულ სიტუაციას და მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის არსებით კომპონენტებს. ზოგიერთი ეპიზოდის გახსენებისას იბნევა, ყოვნდება, მაგრამ გარკვეული პაუზის შემდეგ განაგრძობს თხრობას. ცდილობს აქცენტი გააკეთოს მეუღლის პასუხისმგებლობაზე ოჯახის და შვილის მიმართ და რაც შეიძლება სრულად და ამომწურავად მოგვაწოდოს მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის უარყოფითი შედეგები. გამოსაკვლევი პირის თვითშეფასება არ არის მყარი და შესაბამისად არ არის ძნელი მისი გადარწმუნება.“

 

კლინიკური საუბრისას, ნ-------------–---–ი მის მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით იძლევა შემდეგ ინფორმაციას: „...ჩემს ქმართან დიდხანს უპრობლემოდ ვცხოვრობდი. შემიძლია ვთქვა, რომ მე ძალიან კარგი ქმარი მყავდა. ბევრი შემომნატროდა. ძალიან მოსიყვარულე და კარგი მამა იყო და ოჯახისათვის არასოდეს არაფერი ენანებოდა, მაგრამ ბიზნესის დასაწყებად ბინა ბანკში ჩავდეთ, არ გაგვიმართლა და ბინა დავკარგეთ. ამის მერე მატერიალურადაც გაგვიჭირდა და ამან მ------ზე ძალიან იმოქმედა, შეეცვალა ხასიათი, ალკოჰოლსაც მერე მიეტანა და სიმთვრალეში ძალიან ცუდი ხასიათი დასჩემდა. რომ დათვრება, თავს ვერ ერევა, უმიზეზოდ ეჭვიანობს და აგრესიული ხდება ოჯახის წევრების მიმართ. იმ დღესაც მთელი დღე სვამდა და უკვე ჭკუა აღარ მოეკითხებოდა. მე დედაჩემს რომ შეეხო ეს ვერ ვაპატიე, თუმცა ასეთი რამ მას ადრე არ ჩაუდენია. ჩემი შვილის მამაა და ოჯახის დანგრევა არ მინდა. ალბათ სამკურნალოა და მიხედვა სჭირდება, მაგრამ მე ამჟამად ამის მატერიალური საშუალება არა მაქვს...“. (აღსანიშნავია, რომ ნ-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ ფსიქოლოგს ესაუბრა. მისივე განმარტებით, მან ფსიქოლგს ნებაყოფლობით უამბო რა პრობლემები იყო და საიდან. რაც ესაუბრა სიმართლეს შეესაბამება). აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-------------ემ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის განაჩენით, მ-------------–----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე. ხსენებული განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2017 წლის 25 აპრილს, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა მ-------------–----მა, ოჯახური კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს - ნ-------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფეხის არეში დაარტყა ფეხი, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს უფროსის ო--------–-–---–ის 2017 წლის 22 ნოემბრის წერილის თანახმად, სსიპ 112-ში დაფიქსირებულია შემდეგი შეტყობინებები:

 

2017 წლის 13 იანვარს 2:40 საათზე, მოქ. ნ-------------–---–ის განცხადებით, მისამართზე: თ---–---------------------–---–--------ში ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს, მისი მეუღლე იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. ასევე ითხოვა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რადგან ბავშვს აღენიშნებოდა ნევროტულობა. გამოძახებაზე გავიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, შედგა რეაგირების ოქმი. 13.01.2017 წ რეაგირების ოქმის თანახმად, მ-------------–----სა და ნ-------------–---–ს მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება, ოჯახში მომხდარი უთანხმოების გამო, ინერვიულა მათმა 12 წლის შვილმა ა-–-----------–----მა და ამ მიზნით გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ნ-------------–---–მა უარი განაცხადა შემაკავებელი ორდერის შედგენაზე და ითხოვა მეუღლის მხოლოდ სიტყვიერად გაფრთხილება (აღსანიშნავია, რომ ოქმი ხელმოწერილია ნ-------------–---–ისა და მ-------------–----ის მიერ).

 

2017 წლის 25 აპრილს 15:30 საათზე, მოქ. ა-–-----------------–----ის განცხადებით, მისამართზე, თბილისში, ი-–-----------------ში ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს, მოძალადე შეიარაღებული იყო ცივი იარაღით (დანით). გამოძახებაზე გავიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და შედგა შემაკავებელი ორდერი.

 

2017 წლის 23 მაისს 15:27 საათზე, მოქ. ლ---------–-----ს (გამომძიებელი) განცხადებით, მას დაუკავშირდა მ-------------–----ის სიდედრი (ნ--------------–---–ი), რომლის განმარტებითაც, თბილისში, ი-–----------------, ბ--------ში ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს, რის შესახებაც მას შეატყობინა შვილიშვილმა. გამოძახებაზე გავიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და შედგა რეაგირების ოქმი.

 

2017 წლის 16 ნოემბერს 17:39 საათზე, უცნობი მოქალაქის განცხადებით (რომელმაც ითხოვა ანონიმურობა), თბილისში, ი-–-----------------ში, მეზობლის ბინიდან გამოდიოდა ჩხუბის ხმა, სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს. გამოძახებაზე გავიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და შედგა რეაგირების ოქმი (ეკიპაჟის გადმოცემით, ფაქტი არ დადასტურდა).

 

16.11.2017წ რეაგირების ოქმის თანახმად, ნ---- და ნ--------------–---–ებმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს განუმარტეს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ-------------–----ის მხრიდან ცოტა ხნით ადრე ადგილი ჰქონდა ხმამაღალ საუბარს, თუმცა მათი მისვლის დროისათვის დახმარებას აღარ საჭიროებდნენ (აღსანიშნავია, რომ ოქმი ხელმოწერილია ნ----- და ნ-------------–---–ების მიერ).

 

2017 წლის 17 ნოემბერს 3:06 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ითხოვა პოლიციის გამოძახება თბილისში, ი-–-----------------ში. გამოძახებაზე გავიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და შედგა შემაკავებელი ორდერი, გამოვლინდა მოძალადე მ-------------–----ი და მსხვერპლები: ნ-------------–---–ი და ნ--------------–---–ი. საქმე გადაეცა საგამოძიებო სამსახურს.

 

სააპელაციო პალატა, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის #397აპ-14 განაჩენი), რომლის მიხედვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით, კერძოდ, თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია.

 

სააპელაციო პალატა მიზანშოწონიალდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. ამასთანავე, დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს (იხ. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენი).

 

სააპელაციო პალატა, ააანალიზებს რა ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ოჯახის წევრების, - ნ---- და ნ--------------–---–ების მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებები წინააღმდეგობაშია ბრალდების მხარის მიერ შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მათი ჩვენებები ცალსახად არასანდო და არაგულწრფელია. ხსენებულ პირთა მიერ გამოძიების დროს, როგორც მათი გამოკითხვის დროს, ასევე, პატრულ - ინსპექტორებისათვის, ექიმებისათვის და ექსპერტისათვის მიცემული განმარტებების რადიკალურად შეცვლა სასამართლოს შეფასებით ემსახურება ერთადერთ მიზანს, მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან იხსნან მათი ოჯახის წევრი, - მ-------------–----ი.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სასამართლომ გამონაკლის შემთხვევებში არ გამორიცხა, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება და მიუთითა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი, როგორც მოწმის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს [...].თითოეული საგამონაკლისო შემთხვევის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის შეფასება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნების და ამ მიზნების მისაღწევად გამოყენებული საშუალებების კონტექსტში უნდა მოხდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება, პარ. 36, 38).

 

მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები ე--------------–----- და ს-----------------–--ე, ასევე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ბ----------–---–ი და ზ---------------–---–- არ შესწრებიან ფაქტს, - თუ როგორ ჩაარტყა ფეხი გულ-მკერდის არეში მ-------------–----მა ნ--------------–---–ს, თუმცა, მათი ჩვენებები მნიშვნელოვანია, ვინაიდან გადმოსცემენ უშუალოდ ნანახს კერძოდ, ადასტურებენ რომ მათი მისვლის დროს მ-------------–----ი იმყოფებოდა რა მთვრალ მდგომარეობაში სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ოჯახის წევრებს, უფრო მეტიც დასარტყმელად იწევდა მათზე, ამავე დროს ხსნებული მოწმეები აღწერენ დაზარალებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. საგულისხმოა ის გარემოება, რომ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან.

 

ამასთანავე, მართალია, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულს განცდილ ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებით არ უსაუბრია, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ ფიზიკური ტკივილი უნდა შეფასდეს არამარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებითაც. ის ფაქტი, რომ ნ--------------–---–მა მისი სიძის, მ-------------–----ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებით გულ-მკერდის არეში ფეხის დარტყმით განიცადა ფიზიკური ტკივილი, დააფიქსირა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებთან, რაც ასახულია სსიპ პაციენტის სამედიცინო ბარათი №5--------ში და ექსპერტიზის დასკვნაშიც.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს მ-------------–----ის ბრალეულობას. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ დაზარალებულ ნ--------------–---–ის და შემთხვევის უშუალო მოწმის, - ნ-------------–---–ის პოზიციის მიუხედავად (შეცვალეს გამოძიბაში მიცემული ჩვენება), სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით - მოწმეების: ე--------------–-----ს, ს-----------------–--ის, ბ----------–---–ის, ზ--------------–---–ის, სსიპ პაციენტის სამედიცინო ბარათი №5--------ით, ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ 2017 წლის 17 ნოემბერს, თბილისში, ი-–----------------, ბ--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში განვითარებული კონფლიქტის დროს, მეუღლის დედას, - ნ--------------–---–ს, თავისივე არასრუწლოვანი შვილის - 13 წლის ა-–-----------–----ის თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გულ-მკერდის არეში დაარტყა ფეხი, რითაც დაზარალებულმა ნ--------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა მ-------------–----ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს მ-------------–----ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულის მ-------------–----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

მ-------------–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს მ-------------–----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ-------------–----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ მ-------------–----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 17 ნოემბრიდან.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი