განაჩენი

სისხლის სამართლის 24.09.2018
საქმის ნომერი
200100117001925925
ინსტანცია
თარიღი
24.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1ბ/61-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მოსამართლე: შორენა ყაველაშვილი

 

თამთა სირაძე მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: შ------------ს

მსჯავრდებულის: ჰ----–-----------ს

ადვოკატის: დ-------------–---–ის

თარჯიმნის: ა---------–--------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ჰ----–-----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჰ----–-----------ს (დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ს-----------------------------–-----–--) მიმართ, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჰ----– ა--------მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 9 აპრილს ღამით, დაახლოებით 01:20 საათზე, თ--–----------------------– ყ--------–-–- მდებარე რესტორან „ს--------“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი რ----ნ ა------ის კუთვნილი „ვ---------“ მოდელის ავტომობილიდან, სახელმწიფო ნომრით K--------, ჰ----– ა--------ი შეეცადა ფარულად მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა „სონის“ ფირმის მაგნოტოფონს, ღირებულს 250 ლარად.

თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის განაჩენით:

ჰ----–----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

ჰ----– ა--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან -2017 წლის 9 აპრილიდან.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ჰ----– ა--------მა და მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ჰ----–-----------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ჰ----–-----------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იგი უნდა გამართლდეს შერაცხულ ბრალდებში, ვინაიდან მიაჩნია, რომ აღნიშნული პოზიცია არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში სასამართლო სხდომაზე დაკითხული რ----ნ ა------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 8 აპრილს საღამოს საათებში, საკუთარი „ვ---------“ მარკის ავტომანქანით მივიდა თ--–----------------------– ყ--------–-–- მდებარე რესტორან „ს-------–-“, სადაც იყვნენ მისი მეგობრები რ---- მ-------, ს-----, ა-------------ი და იყო კიდევ სხვა პიროვნება, რომლის სახელი არ იცის. მან ავტომანქანა რესტორნის ეზოში გააჩერა. რესტორანში ყოფნიდან რამოდენიმე საათის შემდეგ ისინი ს-----ს ავტომანქანით წავიდნენ „ს-------ს“ ბენზინ გასამართ სადგურზე მდებარე მაღაზიაში, ხოლო საკუთარი ავტომანქანა დატოვა რესტორანთან. მოწმის განმარტებით მაღაზიიდან დაბრუნებისას ისინი პოლიციამ გააჩერა, ხოლო ვინაიდან მძღოლი ნასვამი იყო, მას ავტომანქანა ჩამოართვეს, რის გამოც მათთან მივიდა ნაცნობი, რომლის ავტომანქანითაც დაბრუნდნენ რესტორანთან. მოწმის განმარტებით, როდესაც ისინი მიუახლოვდნენ მის კუთვნილ ავტომანქანას, დაინახა, რომ ავტომანქანაში მძღოლის გვერდით სავარძელზე მისთვის უცნობი პირი იჯდა, ხოლო სალონში შეხედვისას დაინახა, რომ ავტომანქანაში ნივთები არეული იყო, ამასთან უცნობ პიროვნებას ხელში მანქანის მაგნიტოფონის პანელი ეჭირა, რაც ხსენებულმა პირმა მათ დანახვაზე დააგდო ავტომანქანის სავარძელზე. მოწმის განმარტებით ამის შემდეგ მათ გამოიძახეს პოლიცია, რომელიც მალევე მივიდა ადგილზე და ავტომანქანაში მჯდომი უცნობი პირი დააკავეს.

 

მოწმე ა-------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 8 აპრილს იგი, რ----ნ ა------ი და რ---- მ------- იყვნენ თ--–----------------------– ყ--------–-–- არსებულ რესტორანში. დაახლოებით 23:00 საათზე მისი კუთვნილი „ვ--------“ მარკის ავტომობილით წავიდნენ სოფ. ვ------------–- მდებარე „ს-------ს“ ავტოგასამართ სადგურზე არსებულ მაღაზიაში, სადაც შეიძინეს ლუდი. მოწმის განმარტებით უკან დაბრუნებისას ისინი პატრულმა გააჩერა. ვინაიდან ნასმავი იყო, მისი ავტომანქანა წაიყვანეს, ხოლო სოფელ ყ--------–-–- მათი ნაცნობის ავტომანქანით დაბრუნდნენ. როდესაც მიუახლოვდნენ რესტორანს, დაახლოებით ორ მეტრში ავტომანქანის შუქზე დაინახა, რომ რ----ნ ა------ის ავტომანქანაში იჯდა მისთვის უცნობი პიროვნება, რის გამოც გამოიძახეს პოლიცია, რომელიც რამდენიმე წუთში მივიდა ადგილზე და ხსენებული პირი დააკავა. მოწმის განმარტებით, როდესაც იგი მიუახლოვდა ავტომანქანას, მან დაინახა, რომ მსჯავრდებულს ხელში ეჭირა მანქანის მაგნიტოფონის პანელი, რომელიც მათ დანახვაზე ავტომანქანის სავარძელზე დააგდო.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე რ---- მ-------ა.

 

მოწმე ვ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 8 აპრილს საღამოს საათებში, მისი ავტომანქანით თელავიდან მიდიოდა სოფელ ყ-------ლის მიმართულებით, რა დროსაც სოფლის თავში იგი გააჩერა რ---- მ-------ა და რ----ნ ა------მა, სადაც ასევე იყო საპატრულო პოლიციის მანქანა. მათ სთხოვეს გაყოლოდნენ თელავში ვინაიდან ა-------------ს დაუწერეს ჯარიმა და შემდეგ დაბრუნებულიყვნენ სოფ. ყ--------–-–-. ყ--------–-–- დაბრუნებისას, როდესაც მიუახლოვდნენ რესტორანს სადაც დატოვებული იყო მათი თანასოფლელის ავტომანქანა, ავტომანქანის შუქების მინათებისას დაინახა, რომ გაჩერებულ ავტომანქანაში იჯდა უცხო პიროვნება, რომელსაც ხელში ეჭირა მაგნიტაფონის პანელი, რაზეც გამოიძახეს პოლიცია. მოწმის განმარტებით ავტომანქანის ე.წ ,,ბარდაჩოკი“ ასევე იყო გახსნილი, ასევე ავტომანქანის წინა სავარძლებს შორის არსებული ბარი იყო მოხსნილი, ხოლო მანქანის მაგნიტოფონს მოხსნილი ჰქონდა მხოლოდ პანელი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა გ------ი ჭ----–-–---–მა, ნ-----–---- ტ-----–---–მა და გ------ი ჩ------ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. გ------ი ჭ----–-–---–მა დამატებით დანმარტა, როდესაც იგი მივიდა შემთხვევის ადგილზე ნახა, რომ ავტომანქანის სალონი იყო არეული, ამასთან მაგნიტოფონის პანელი იყო მოხსნილი და ეგდო სავარძელზე, რაც ამოღებული იქნა კანონით დადგენილი წესების სრული დაცვით.

 

ჰ----– ა--------მა თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2017 წლის 9 აპრილს მართალია იგი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, მაგრამ იგი მანქანას არ მიჰკარებია და არც მასში ჩამჯდარა, შესაბამისად მისი მხრიდან არანაირი დანაშაულის მცდელობას არ ქონია ადგილი.

 

ქიმიური ექსპერტიზის N1--/ქმ დასკვნის და ექსპერთ თ--------ის ჩვენებით დასტურდება, რომ ავტომანქანა ვ--------- სახ. N-----------ის წინა მარჯვენა სავარძლიდან დაქტილოფირებით ამოღებული ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის ჰ----–-----------ს უსახელოებო ქურთუკის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ბოჭკოს მსგავსი მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა. ავტომანქანა ვ--------- სახ. NK---------ის წინა მარჯვენა სავარძლიდან დაქტილოფირებით ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის არსებული მუქი ლურჯი ფერის ბამბის და ლურჯი ფერის ბამბის ბოჭკოს მიკრონაწილაკები, კონკრეტულად დატოვებულია თუ არა ჰ----–-----------ს ჯინსის შარვლის ქსოვილიდან, დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან ჯინსის ქსოვილის ნაწარმი ფართოდ არის გავრცელებული, სერიული წარმოებისაა და ქსოვილში შემავალი ბოჭკოები ხასიათდებიან ერთნაირი გვაროვნული ნიშნებით.

 

2017 წლის 9 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თ--–-------------- სოფ. ყ--------–-–-, რესტორან ს-------- მიმდებარე ტერიტორიაზე. ამავე ოქმის თანახმად ასევე დათვალიერდა „ვა-------------“ მოდელის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით K--------, რომლის სალონშიც აღინიშნებოდა არეულობის კვალი, რაც ასევე დადასტურებულია ოქმზე თანდართული ფოტოცხრილით. დათვალიერების შემდეგად ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლიდან ამოღებული იქნა ავტომანქანის მაგნიტოფონის პანელი.

 

შეტყობინების N8----- ოქმის თანახმად, 2017 წლის 9 აპრილს თელავის რაიონულ სამმართველოში 01:18:37 საათზე შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც თ--–-------------- სოფ. ყ--------–-–- უცნობი პირი ავტომანქანიდან ცდილობდა მოპარვას.

 

დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 9 აპრილს 01:21 საათზე, თ--–-------------- სოფ. ყ--------–-–-, რესტორან ს-------- მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ჰ----–-----------.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, ჰ----– ა--------ს ქურდობა არ ჩაუდენია, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

 

უპირველეს ყოვლისა პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოწმეების რ----ნ ა------ის, ა-------------ის, რ---- მ-------ს, ვ---------------ს ჩვენებებს, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ მომხდარ შემთხვევას. მათ თავად დაინახეს სხენებულ ავტომანქანაში მყოფი ჰ----– ა--------ი, რომელსაც ხელში მანქანის მაგნიტოფონის პანელი ეჭირა და რომელმაც მათ დანახვაზე იგი ავტომანქანის სავარძელზე დააგდო. ამასთან მოწმე ვ----- ო-------მა აღნიშნა, რომ ავტომანქანის ,,ბარდაჩოკი“ გახსნილი იყო, ხოლო წინა სავარძლებს შორის არსებული ბარი მოხსნილი.

 

მოწმეების რ----ნ ა------ის, ა-------------ის, რ---- მ-------ს, ვ---------------ს ჩვენებების უტყუარობა დაადასტურეს ასევე შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა გ------ი ჭ----–-–---–მა, ნ-----–---- ტ-----–---–მა და გ------ი ჩ------ემ, რომლებმაც ნახეს არეული მანქანის სალონი და სავარძელზე დაგდებული მოხსნილი მაგნიტაფონის პანელი.

 

მოწმეთა მიერ მითითებული გარემოება, ავტომანქანაში არეულობის კვალის არსებობის თაობაზე დადასტურებულია ასვე 2017 წლის 9 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ოქმზე თანდართული ფოტოცხრილით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობის დასადასტურებლად აუცილებელია მისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2.ქმედების ფარულად განხორცილება, 3 მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა.

 

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ჰ----–-----------ს მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება დაზარალებულ რ----ნ ა------ის კუთვნილი ავტომობილიდან, „სონის“ ფირმის მაგნიტოფონის ქურდობის მცდელობაში გამოიხატა. დადგენილია, რომ მსჯავრდებულს არავითარი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდა დაუფლებული მოცემული ნივთის მიმართ. ქმედების ფარულად განხორციელება დადასტურდა დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით. ამასთან, ჰ----–----------- სუბიექტური შეგნებით დარწმუნებული იყო, რომ მისი ქმედება არავისთვის იყო ხილვადი, არ ატარებდა აშკარა ხასიათს და სხვა პირებისთვის შეუმჩნეველი იყო. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა სამართლებრივად გულისხმობს მომენტს, როდესაც პირი არ არის კონკრეტული ნივთის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი და მის მიერ ხდება სხვისი ქონების უკანონო დაუფლება. ამ შემთხვევაში ჰ----–-----------ს მიერ მოძრავი ნივთის დაუფლება არამართლზომიერი და მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა.

 

საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. საქმის მასალებით, კერძოდ, მოწმეების: რ----ნ ა------ის, ა-------------ის, რ---- მ-------ს, ვ---------------ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ჰ----–----------- ცდილობდა რესტორან „ს--------“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი რ----ნ ა------ის კუთვნილი „ვ---------“ მოდელის ავტომობილიდან დაუფლებოდა „სონის“ ფირმის მაგნოტოფონს, რის განხორციელებაშიც ხელი შეუშალეს ადგილზე მისულმა დაზარალებულმა და მოწმეებმა და მის მიერ დაგეგმილი დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ: დანაშაულებრივ ქმედებაში, ქურდობის მცდელობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი ფარულად დაუფლებასაც ცდილობდა მსჯავრდებული. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს კერძოდ, ქურდობის მცდელობის შედეგად დაზარალებულ რ----ნ ა------ს მიადგებოდა 250 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე ჰ----–-----------ს დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ჰ----– ა--------მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით.

 

პალატას ასევე მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი ოჯახური მდგომარეობა, ის გარემოება, რომ ჰ----– ა--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მას განესაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის განაჩენი ჰ----–-----------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ჰ----–-----------სსააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის განაჩენი ჰ----–-----------ს მიმართ.

 

ჰ----–----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ჰ----– ა--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან -2017 წლის 9 აპრილიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

მიკრონაწილაკები და სისხლის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

მაგნიტაფონის პანელი, ტანსაცმელი და ავტომანქანა ვაზ-21-06 სახელმწიფო ნომრით K-------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /შ. ყაველაშვილი/