განაჩენი

სისხლის სამართლის 21.09.2018
საქმის ნომერი
140100118002250608
ინსტანცია
თარიღი
21.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N140100118002250608, №1/ბ-581-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

07 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორები - სა-–---ე ჩხ-----ე, გი-----ი წო–----–-----ი.

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ზუ---- ბე---- ძე კა----–--ე - დაბადებული 1------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ------------------------–---------–------;

 

ადვოკატი - ქე------ გა-----ი.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.

 

სასჯელი:

 

2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არ არის სამართლიანი და არ გამომდინარეობს დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან და მსჯავრდებულის პიროვნებიდან. ზუ---- კა----–--ე არის კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირი, გასამართლებულია არაერთხელ და მიდრეკილია დანაშაულის ჩადენისაკენ, რის გამოც როგორც დანიშნული სასჯელი, ისე შთანთქმის პრინციპის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

დაცვის მხარის პოზიცია - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულმა, როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე საქმის სასამართლოში განხილვის დროს აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავო გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, დაავადებულია C ჰეპატიტით. ბრალდების მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში ასევე არ დაუფიქსირებია პოზიცია შთანთქმის პრინციპის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით და ამ საკითხზე მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების თვალსაზრისით გასაჩივრება სამართლებრივად საფუძველს მოკლებულია (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ზუ---- კა----–--ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში: ზუ---- კა----–--ემ, დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,0073 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რაც 2017 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით 14:50 საათზე ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკის შედეგად გორში, შ-----------------–--–------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 აპრილის განაჩენით, ზუ---- კა----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3-4 ნაწილების შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ზუ---- კა----–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პირველი განაჩენით მოხდილი სასჯელი - 2015 წლის 2 აპრილიდან ამავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით და საბოლოო სასჯელის ათვლა დაეწყო ამ საქმეზე დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 2 დეკემბრიდან.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ კანონის საფუძველზე, მსჯავრდებულ ზუ---- კა----–--ეს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე -აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები - 10 (ათი) წლით.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მსჯავრდებულის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ზუ---- კა----–--ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებების - მოწმეების: ზ-----------–---–-------–------------------------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, ზუ---- კა----–--ის აღიარებითი ჩვენებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ ზუ---- კა----–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას - თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვს წლამდე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, შემამსუბუქებელი (აღიარა დანაშაული, მოინანია, მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას) გარემოების, რეციდივის გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი - 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის სახით და არ არსებობს სასჯელის დამძიმების საფუძველი.

 

რაც შეეხება შთანთქმის პრინციპის გამოყენებას, პალატა ამ ნაწილში ასევე ეთანხმება გორის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას და მიუთითებს შემდეგზე: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ზუ---- კა----–--ეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით, მაშინ, როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ჰქონდა ბრალდება და საქმე იხილებოდა სასამართლოში, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შედეგად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის. პალატას მიაჩნია, რომ შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით მიზანშეწონილი არ არის ნაწილობრივი ან სრული შეკრების გამოყენება. გარდა ამისა, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ დანიშნული სასჯელი ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, პალატა ვერ დაეთანხმება და განმარტავს, რომ კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის მინიმუმი სასჯელის დანიშვნა არ გულისხმობს მის უსამართლობას, ისევე როგორც სასჯელის მაქსიმუმის დანიშვნა ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 აპრილის განაჩენი.

 

ზუ---- კა----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3-4 ნაწილების შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქას მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთამ, რის შედეგად მსჯავრდებულ ზუ---- კა----–--ეს საბოლოოდ განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პირველი განაჩენით მოხდილი სასჯელი - 2015 წლის 2 აპრილიდან ამავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით და საბოლოო სასჯელის ათვლა დაეწყოს ამ საქმეზე დაკავების მომენტიდან 2017 წლის 2 დეკემბრიდან.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ კანონის საფუძველზე, მსჯავრდებულ ზუ---- კა----–--ეს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები - 10 (ათი) წლით.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე