განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700066180
საქმე №1აგ/522-18აგ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ნათია ბარბაქაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ--------------–-–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლოს სხდომის კოლეგიის 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება - თ--------------–-–---–ი (დაბადებული 24.06.1991 წელი. პირადი ნომერი 0----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე თ--------------–-–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.
თ--------------–-–---–ს 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თ--------------–-–---–ს ძირითადი სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2016 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით.
მითითებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა დაეწყო გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის განჩინებით, თ--------------–-–---–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათი შეეცვალა ჯარიმით 1650 (ათას ექვსასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება - თ--------------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად ასევე დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის განჩინებით შეცვლილი ჯარიმა 1650 (ათასექვსასორმოცდაათი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით თ--------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით და ჯარიმა 1650 (ათას ექვსასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
თ--------------–-–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. ხოლო „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 ნაწილის საფუძველზე 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2018 წლის 6 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა თ--------------–-–---–მა და მოითხოვა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სმართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვა.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ თ--------------–-–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
როგორც საქმის მასალებით დგინდება, თ--------------–-–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალების - ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანის) უკანონო მოხმარებისთვის - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ხანგრძლივობით, რომლის აღსრულება თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 10 სექტემბრის #63806 მომართვის თანახმად დაწყებული არ არის.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების - „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის. ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება გავლენას ახდენს მსჯავრდებულ თ--------------–-–---–ის საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე თ--------------–-–---–ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სმართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელისაგან. ასევე უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დანიშნულ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის განჩინებით შეცვლილ სასჯელებს, პალატას აღნიშნულზე ვერ ექნება მსჯელობა, ვინაიდან თ--------------–-–---–ი მსჯავრდებულია ახალი ფსიქოტროპული ნივთიერება ,,a- PVP“ უკანონო შეძენა-შენახვისათვის, რომელიც მიეკუთვნება ამინოფენილეთანონის ქიმიურ ნაერთთა კლასს (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით), ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ ნივთიერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რომელიც მსჯავრდებულის მდგომარეობას გააუმჯობესებდა, არ მიუღია.
ამდენად, მსჯავრდებულ თ--------------–-–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს - იგი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელისაგან და აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ--------------–-–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
თ--------------–-–---–ი განთავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და დანიშნული სასჯელისაგან;
თ--------------–-–---–ს აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ნ. ბარბაქაძე