განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310015001133963
საქმე №3ბ/375-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 ივლისი 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლე: ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი: რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;
მოწინააღმდეგე მხარე - ს-------–---–---ე;
წარმომადგენელი - მ---------------ძე;
მესამე პირი - ქ-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობა:
წარმომადგენელი - მარ------------–-ძე;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება; ქმდების განხორციელების დავალება - მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება.
1.სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ს-------–---–---ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 19 აგვისტოს №1--- ბრძანება, ასევე დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ს-------–---–---ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ და დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ს-------–---–---ისთვის დევნილის შემწეობის შეწყვეტის თვიდან მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე (იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენამდე) კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შ------ა მ---------ეს (ს-------–---–---ის დედას) 2009 წლიდან მინიჭებული ჰქონდა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დევნილობამდე ფაქტიურ და იურიდიულ მისამართად უფიქსირდებოდა - გ-----, სოფელი ქ-------.
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ სარეგისტრაციო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შ------ა მ---------ისა და ს-------–---–---ის დევნილობამდე მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა, შესაბამისად, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის მიღების მიზნით, 2014 წლის 12 ნოემბერს ქ-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაგზავნა №0------------- წერილი.
ქ-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 16 დეკემბრის №112/1 (რეგისტრაციის №5-------) წერილით დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ შ------ა მ---------ემ წარადგინა ნოტარიულად დამოწმებული განცხადება (რეგისტრაციის №1-----, 23.09.2008წ.), სადაც მეზობლები ადასტურებდნენ შ------ა მ---------ისა და მისი შვილის - ს-------–---–---ის მუდმივი ცხოვრების ფაქტს ქ-------ს მუნიციპალიტეტის სოფ. ქ-------ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე.
ს-------–---–---ესთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 24 ივნისის გასაუბრებისას, შესაბამის კითხვარში ს-------–---–---ემ აღნიშნა, რომ იგი დაიბადა 1989 წელს ც------–ში, საშუალო განათლება მიიღო ქ. თბილისში (1--------წწ.), 2006 წელს ჩააბარა საქ--------–---------–---------------------ში, სადაც ისწავლა ორი კურსი. იძულებით გადაადგილებამდე (2008 წლის აგვისტოს ომამდე) დედასთან, ბიძასთან და ბიძაშვილებთან ერთად ცხოვრობდა გ------ რაიონის სოფ. ქ-------ში.
დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარედგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა - ს-------–---–---ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის მიზანშეწონილობის თაობაზე. აღნიშნული დასკვნის თანახმად, ს-------–---–---ესთან მიმართებაში არ დასტურდებოდა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა, კერძოდ, არ დგინდებოდა ს-------–---–---ის მუდმივად ცხოვრების ფაქტი სოფ. ქ-------ში, ვინაიდან სამოქალაქო რეესტრის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში 2008 წლამდე ს-------–---–---ის რეგისტრაციის მისამართი იყო - ქ. თბილისი, მ-------, I-- მ/რ, კ---------- ბ-----. ამასთან, ს-------–---–---ის მამა ე-–-----ა ც---–--ძე არ იძებნებოდა დევნილთა მონაცემთა ბაზაში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 19 აგვისტოს №1--- ბრძანებით, ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 6 აგვისტოს №0------------- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ს-------–---–---ეს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
აღნიშნული ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იქნა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველასათვის გარანტირებულია თავისი უფლებებისა და თავისუფლებების სასამართლოს მეშვეობით დაცვის უფლება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე დავებს წყვეტს სასამართლო.
სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 19 აგვისტოს №1--- ბრძანებას - ს-------–---–---ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე, ხოლო იმავე კოდექსის 23-ე და 24-ე მუხლების მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების მოთხოვნით.
ამრიგად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს არსებობს, თუ არა მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენისა და მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებით გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება,ხოლო მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი პირი, რომელიც ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.
,,პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა ან აღდგენის შესახებ მინისტრის ინდივიდუალურ - სამართლებრივი აქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ ს-------–---–---ის მიერ შევსებული დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარის საფუძველზე, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადდა შესაბამისი დასკვნა და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა.
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების” მ--- მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ” ქვეპუნქტის თანახმად, მინისტრი კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტის ან საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 19 აგვისტოს №1--- ბრძანებით ს-------–---–---ეს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალებში დაცულია ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დოკუმენტი: ა) ქ-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 16 დეკემბრის №112/1 წერილი, რომლის თანახმად, შ------ა მ---------ემ (ს-------–---–---ის დედამ) წარადგინა ნოტარიულად დამოწმებული განცხადება (რეგგისტრაციის №1-----, 23.09.2008წ.), სადაც მეზობლები ადასტურებენ ს-------–---–---ის მუდმივ მაცხოვრებლობას ქ-------ს მუნიციპალიტეტის სოფ. ქ-------ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე და ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დასკვნა, რომლის თანახმად, ს-------–---–---ესთან მიმართებაში არ დასტურდებოდა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა.
სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კი საფუძვლად დაედო იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ არ დასტურდებოდა ს-------–---–---ის სოფ. ქ-------ში 2008 წლის ომამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ 2008 წლამდე მისი რეგისტრაციის მისამართად სამოქალაქო რეესტრის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აღნიშნული იყო ქ. თბილისი, საშუალო განათლება მიღებული ჰქონდა ქ. თბილისში (1--------წწ.), 2006 წელს ჩააბარა საქ--------–---------–---------------------ში ასევე ქ. თბილისში და ამასთან, მისი მამა - ე-–-----ა ც---–--ძე არ იძებნებოდა დევნილთა მონაცემთა ბაზაში.
ამრიგად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა ს-------–---–---ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შეფასების საფუძველზე, სადაც მუდმივად არ ცხოვრების დამადასტურებელ გარემოებად მიჩნეული იქნა ს-------–---–---ის ქ. თბილისში რეგისტრაციისა და მის მიერ ქ. თბილისში სწავლის გაგრძელების ფაქტები. ამდენად, სასამართლომ უნდა შეაფასოს ზოგადად პირის რეგისტრაციის ფაქტი, რამდენად არის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის უპირობო საფუძველი.
,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს პირის რეგისტრაციას არ უკავშირებს. ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრირებულ) მისამართს. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და იგი პირის ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური კავშირებით, საქმიანობის და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.
აღნიშნული საკითხი სწორედ ასეა განმარტებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით (იხ. თუნდაც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება საქმის ნომ----: ბს-1227-1213(კ-11)). აღნიშნულ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტატუსის მთხოვნელი პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, საკასაციო სასამართლო დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ცნებები „საცხოვრებელი ადგილი“ და „რეგისტრაციის ადგილი“.
საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება - მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მოცემული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირი თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს მისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილს, მას აქვს სრული თავისუფლება თვითონ გადაწყვიტოს სად იცხოვროს.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, პირის რეგისტრაცია განიხილება რეჟიმად, რომლის პირობებშიც პირი დამოუკიდებლად ირჩევს საცხოვრებელს, რის შესახებაც ატყობინებს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელიც ატარებს პირს რეგისტრაციაში და აძლევს რეგისტრაციის მოწმობას. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის პრინციპი წინ უსწრებს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მოწესრიგებას, რეგისტრაციით ეს უფლება არ იზღუდება, პირიქით, რეგისტრაციის უფლება ნაწარმოებია საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის მიზანია მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით პირის შესახებ მონაცემების, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილის დადგენა.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. ამასთან, აღნიშნული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის საფუძველზე, პირს მინიჭებული აქვს უფლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და ასეთ შემთხვევაში, პირი არ არის შეზღუდული, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობის შემთხვევაში საკუთარი არჩევანით რეგისტრაცია გაიაროს ერთ-ერთი მათგანის მიხედვით და სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს საკუთარი სურვილით არჩეული საცხოვრებელი ადგილის მისამართი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით,საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მინიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამოდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს, პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება, დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილად წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.“
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად (რეგისტრაციის №1-----, 23.09.2008წ.), შ------ა მ---------ისა და ს-------–---–---ის მეზობლები ადასტურებენ შ------ა მ---------ისა და მისი შვილის - ს-------–---–---ის მუდმივ მაცხოვრებლობას ქ-------ს მუნიციპალიტეტის სოფ. ქ-------ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირმა გ---–----ა კ-----–---–მა განმარტა, რომ ის არის იძულებით გადაადგილებული პირი და იძულებით გადაადგილებამდე მუდმივად ცხოვრობდა სოფ. ქ-------ში. ის იცნობდა შ------ა მ---------ის ოჯახს, ხშირად ხედავდა ს-------–---–---ეს სოფელში და ადასტურებს, რომ იგი 2008 წლის ომამდე ნამდვილად ცხოვრობდა მუდმივად სოფ. ქ-------ში.
აღნიშნული გარემოება დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა სხვა მოწმეებმაც, მათ შორის ს------ო ბ----–-ძე, რომელიც ქ-------ს თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობას იკავებდა და რომელიც ზემოთ აღნიშნული ცნობის ერთ-ერთი ავტორია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ს-------–---–---ის სოფ. ქ-------ში 2008 წლის ომამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული, ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეთანხმებით, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე საწინააღმდეგო, მითითებული მტკიცებულების საპირწონე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. რაც შეეხება, მოპასუხე - ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მითითებას იმ გარემოების შესახებ, რომ მოსარჩელე ს-------–---–---ე რეგისტრირებული იყო ქ. თბილისში და სწავლობდა ქ. თბილისში, რის გამოც მას არ უდასტურდებოდა სოფ. ქ-------ში 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი, სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთ აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მითითებული გარემოებები არ გამორიცხავს და შესაბამისად, არ აქარწყლებს ს-------–---–---ის სოფ. ქ-------ში 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტს, რაც, როგორც აღინიშნა დადგინდა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამრიგად, საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ არ არის წარმოდგენილი ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ს-------–---–---ემ დევნილის სტატუსი ყალბი დოკუმენტის ან ინფორმაციის საფუძველზე მიიღო.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ს-------–---–---ის სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 19 აგვისტოს №1--- ბრძანება და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს-------–---–---ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მიუღებელი შემწეობის თანხის ანაზღაურების თაობაზე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დევნილს უფლება აქვს მიიღოს დევნილის შემწეობა. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს , აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ბათილად იქნა ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 19 აგვისტოს №1--- ბრძანება და მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის აღდგენა, ამასთან, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და მოპასუხეს უნდა დაეკისრა ს-------–---–---ისთვის დევნილის შემწეობის შეწყვეტის თვიდან მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.
,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 30 ივნისის N 307 ბრძანების თანახმად, სამინისტრომ 2013 წლის 1 აგვისტოდან დაიწყო იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია (ახალი ნიმუშების მოწმობების გაცემა). აღნიშნული რეგისტრაცია გაირა როგორც მოსარჩელემ, ასევე მისმა დედამ შ------ა მ---------ემ.
იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის შესახებ მ--- მუხლის, მე-9 პუნქტის თანახმად: რეგისტრაციის დროს, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, დეპარტამენტის და/ან სარეგისტრაციო კომისიის მიერ ხორციელდება დევნილის სტატუსის საფუძვლიანი გადამოწმება. ვინაიდან სარეგისტრაციო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შ------ა მ---------ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა, სამინისტროს მიერ ქ-------ს გამგეობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2014 წლის 12 ნოემბერს გაგზავნილ იქნა N3---- წერილი. 2014 წლის 17 დეკემბრის ქ-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული საპასუხო წერილში განმარტებულია, რომ შ------ა მაისაურაძემ წარმოადგინა ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, სადაც მეზობლები ადასტურებენ, რომ შ------ა მ---------ე და ს-------–---–---ე 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრობდნენ სოფელ ქ-------ში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგლებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის „იძულებით გადაადგილებულ პირის-დევნილის სტატუსის ქონის კანონიერების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ „N434 ბრძანების შესაბამისად, ამავე ბრძანებით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ, ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში, 2014 წლის 29 ივლის შ------ა მ---------ეს , ხოლო 2015 წლის 24 ივლის ს-------–-–--–----ს ჩაუტარდათ გასაუბრება და შეივსო განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის „იძულებით გადაადგილებულ პირის-დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარის ფორმის დამტკიცებისა და დევნილის სტატუსის მინიჭების მიზნით გასაუბრებაზე და კითხვარის შევსებაზე, ასევე დენილის მოწმობის გაცემაზე სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთა განსაზღვრის შესახებ „ 2014 წლის 16 მაისის N826 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული კითხვარი.
ს-------–---–---ემ განმართა, რომ დაიბადა 1989 წელს ც------–ში. 1995 წელს სკოლაში შევიდა ქ. თბილისში და დაამთავრა 2006 წელს. სკოლის დამთავრების შემდგომ ჩააბარა საქ--------–---------–---------------------ში. ასევე აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე ცხოვრობდა სოფელ ქ-------ში, დედასთან შ------ა მ---------ესთან, ბიძასთან და ბიძაშვილებთან ერთად. ზემოაღნიშნული გასაუბრებისა და კითხვარების შევსების დროს, შ------ა მ---------ემ განმარტა, რომ 1967 წელს დაიბადა თბილისში. 1984 წლეს დაამთავრა სოფელ ქ-------ს საშუალო სკოლა. 1994 წელს დაამთავრა ქ. თბილისში უმაღლესი სასწავლებელი. სოფელ ქ-------ში შრომით საქმიანობას არ ეწეოდა, რადგან მუშაობდა კერძო უნივერსტიტეტში ქ. თბილისში (2002-2005წწ.), ასევე 2006 წლიდან 2008 წლამდე ქ. თბილისში მუშაობდა კერძო მასწავლებლად. მისმა ვაჟმა ს-------–---–---ემ საშუალო განალება მიიღო ქ.თბილისში. აღსანიშავია ასევე ის ფაქტი, რომ როგორც მოსარჩელეს, ასევე შ------ა მ---------ეს სამოქალაქო რეესტრის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში 2008 წლამდე უფიქსირდება მისამართი ქ. თბილისი მ------- მ--- ბ მ/რ კ------ი N-- ბინა N---. 2008 წლის 29 ოქტომბრიდან კი გ-----, სოფელი ქ-------. მისი განმარტებით სოფელ ქ-------ში ცხოვრობდა დედასთან მ---- წ---–-------ან, მამასთან გ------ მ---------ესთან, ძმასთან ტ------– მ---------ესთან, რძალთან ნ-------–---–---–თან და შვილთან ს-------–---–---ესთან ერთად.
აპელანტის განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირათა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1 ნაწილის თანახმად: იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ჩაითველება საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქების არ მქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნიოს მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის მასობრივი უფლებების დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მას ან მის ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოარნიშნული მიზეზების გათვალისიწნებით შეუძლებელია მისი მუდმივი საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
თავისთავად ცხადია მოსარჩელის შესახებ არსებული მონაცემები წინააღმდეგობაშია ზემომითითებულ კანონთან, რომლის თანახმად იმპერატრიულადაა დადგენილი, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი პირობაა, რომ პირს იძულებით ჰქონდეს დატოვებული მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. სტატუსის მინიჭების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სამინისტროში ჩატარებული გასაუბრების მასალებზე დაყრდნობით აპელანტს მიაჩნია, რომ ს-------–---–---ეს არ უდასტურდება სოფელ ქ-------ში 2008 წლის ომამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ასევე ხაზგასმულია, რომ მოსარჩელე თავად უთითებს სარჩელში, დედასთან ერთად ქ. თბილისში ცხოვრების ფაქტს. შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით, ალოგიკურია და დამაჯერებლობას მოკლებულია ის ფაქტი, რომ დედა-შვილი რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, დედა შრომით საქმიანობას ეწეოდა თბილისში, თავად მოსარჩელემ საშუალო განათლება მიიღო, ქ. თბილისში იმავდროულად ყოფილიყო სოფელი ქ-------ს მუდმივი მაცხოვრებელი პირი. რაც შეეხება ქ-------ს მუნიციპალიტეტიდან მიღებულ წერილს, აღნიშნული აპელანტის მიერ არ იქნა გაზიარებული, რამეთუ აპელანტის განმარტებით, წერილის შინაარსიდან ნათლად ჩანს, რომ ქ-------ს მუნიციპალიტეტს შ------ა მ---------ის მიმართ არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება და არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება - 2008 წლამდე სოფელ ქ-------ში ს-------–---–---ის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ქ-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობა საპასუხო წერილში არ ადასტურებს მოსარჩელის ქ-------ში ცხოვრების ფაქტს და უთითებს შ. მ---------ის (მოსარჩელის დედა) მეზობლების მიერ წარმოდგენილ ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებებზე, რომლებიც ადასტურებენ მოსარჩელის სოფელ ქ-------ში მუდმივად ცხოვრების ფაქტს. აღნიშნული კი არ წარმოადგენს საკმარის არგუმენტს იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოსარჩელე მიჩნეულ იქნეს 2008 წლამდე სოფელი ქ-------ს მუდმივ მაცხოვრებლად. მითუმეტეს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სამინისტროში ჩატარებული გასაუბრების დროს შ. მ---------ის მიერ მოცემული განმარტებებით დასტურდება სრულიად საპირისპირო გარემოებები. კერძოდ 1989 წელს დაამთავრა თბილისის უმაღლესი სასწავლებელი და მას შემდეგ შრომით საქმიანობას ეწეოდა ქ. თბილისში. მისმა შვილმა საშუალო განათლება მიიღო ქ. თბილისში. სამოქალაქო რეესტრის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში 2008 წლამდე უფიქსირდება მისამრთი - ქ. თბილისი მ------- მ------ კო----------, ბინა N---. ასევე, მოსარჩელე თავის საჩივარში განმარტავს, რომ თბილისში ზემომითითებულ მისამართზე არსებული უძავი ქონება წარმოადგენდა ნათესავის საკუთრებას და ის ამ მისამართზე მხოლოდ ფორმალურად იყო რეგისტრირებული 2008 წლამდე. ასევე აფიქსირებს რომ ქ-------დან იძულებით წამოსვლის შემდეგ სხვა დევნილებთან ერთად ჩაასახლეს მცხეთის რ/ნ სოფელ წ-------------------ში, სადაც დღემდე ცხოვრობს. აღნიშული კი ურთიერთშეუსაბამოა მის მეზობლების მიერ განცხადებაში მოთითებულ გარემოებასთან, სადაც მეზობლები აფიქისრებენ, რომ „. . . შ. მ---------ე მცხოვრები ქ. თბილისში მ-------ს მ--- მ/რ, კორპუსი N--, ბინა N--- მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ქ-------ში“, თუმცა განცხადების ბოლოს ასევე აფიქსირებენ რომ შ. მ---------ე ამჟამად დროებით არის რეგისტრირებული ზემოაღნიშნულ თბილისის მისამართზე. შ. მ---------ე პირადობის დამადასტურებელ მოწობაში კი 2008 წლის 29 ოქტომბრიდან რეგისტრაციის ადგილი დაფიქსირებულია გ------ რ/ნ სოფელი ქ-------. შესაბამისად აპელანტის განმარტებით, მოწმეების და თავად მოსარჩელის განმარტებები არ შეესაბამება რეალობას და სამინისტროს მიერ ვერ იქნება მიჩნეული სარწმუნოდ.
ყოველივე ზემომითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად აპელანტის განმარტებით, სამინისტრო სწორად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შ. მ---------ეს 2008 წლის აგვისტოს ომამდე სოფელ ქ-------ში ცხოვრების ფაქტი არ უდასურდება. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლები) მეორე პუნქტის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირად-დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015წლის 24 აგვისტოს N1--- ბრძანების შესაბამისად ს-------–---–---ეს ჩამოერთვა დევნილის სტატუსი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი, მე-2, მ--- და მე-5 ნაწილების თანახმად, "1. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. 2.დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. 4. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. 5. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს". გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ტექსტიდან დასტურდება, რომ მათში ამომწურავად არის დასაბუთებული თუ რატომ იქნა მიღებული კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება, მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა იქონიეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე და აქტი დაფუძნებულია მხოლოდ იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც გამოკვლეულ და შესწავლილ იქნა ადმინისტრაცული წარმოების დროს (ლტოლვილის სტატუსის მაძიებლის ბიოგრაფია, მისი ცხოვრებისა და საქმიანობის დეტალები წარმოშობის ქვეყანაში, მისი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხებისადმი, მისი სამომავლო მიზნები და სხვა). შესაბამისად მითითება, რომ სამინისტროს უარი არის დაუსაბუთებელი-არ შეესაბამება რეალობას.
იმავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად 1. „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. 2. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ". აღნიშნულთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელესთან მიმართებით, ადმინისტრაციული წარმოების დროს, სამინისტროს მიერ გამოკვლეულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. აღნიშნული დასტურდება მოსარჩელის ცხოვრების ყველა იმ დეტალის გამოკვლევით, რომელებსაც შეიძლება გავლენა მოეხდინა მასთან მიმართებით გადაწყვეტილების მიღების დროს.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად, აპელანტს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს სრულად ეთქმევა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა თვლის, რომ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მომხდარია არასწორად, რაც განაპირობებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.
დადგენილია, რომ დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარედგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა - ს-------–---–---ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის მიზანშეწონილობის თაობაზე. აღნიშნული დასკვნის თანახმად, ს-------–---–---ესთან მიმართებით არ დასტურდებოდა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა, კერძოდ, არ დგინდებოდა ს-------–---–---ის მუდმივად ცხოვრების ფაქტი სოფ. ქ-------ში, ვინაიდან სამოქალაქო რეესტრის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში 2008 წლამდე ს-------–---–---ის რეგისტრაციის მისამართი იყო - ქ. თბილისი, მ-------, I-- მ/რ, კ---------- ბ-----. ამასთან, ს-------–---–---ის მამა ე-–-----ა ც---–--ძე არ იძებნებოდა დევნილთა მონაცემთა ბაზაში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 19 აგვისტოს №1--- ბრძანებით, ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 6 აგვისტოს №0------------- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ს-------–---–---ეს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
აღნიშნული ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იქნა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი.
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს: პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზი სააპელაციო სასამართლოს არ ძლევს საფუძველს გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა ს-------–---–---ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობების არსებობის თაობაზე და თვლის, რომ საქმეში არსებული და სასამართლოს მიერ მოკვლეული გარემოებები არ იძლევა მტკიცების უპირობო საფუძველს, რომ სამინისტროს მიერ მოსარჩელისათვის სტატუსის ჩამორთმევა მოხდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირის დევნილად ცნობის, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონი „ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1. მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
მითითებული მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის დადგენისათვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის ფაქტს, რამდენადაც პირი იძულებული უნდა იყოს დატოვოს სწორედ ის ადგილი, სადაც ის მუდმივად ცხოვრობდა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირის განსაზღვრულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატული უნდა იყოს აღნიშულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც უნდა დადასტურდეს სხვადასხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით. აღნიშნული თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს საქმეში წარმოდგენილ იმ მტკიცებულებებს, რასაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის პროცესში და თვლის, რომ საქმეში დაცული მასალები არ ქმნის უდავო მტკიცების საფუძველს, რომ მოსარჩელე 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ქ-------ს მუნიციპალიტეტის სოფ. ქ-------ში.
აღნიშნული თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ მტკიცებულებებზე: საქმეში წარმოდგენილია გასაუბრების ოქმი, რომელშიც მოსარჩელე ს-------–---–---ე აღნიშნავს, რომ იგი დაიბადა 1989 წელს ც------–ში, საშუალო განათლება მიიღო ქ. თბილისში (1--------წწ.), 2006 წელს ჩააბარა საქ--------–---------–---------------------ში, სადაც ისწავლა ორი კურსი. იძულებით გადაადგილებამდე (2008 წლის აგვისტოს ომამდე) დედასთან, ბიძასთან და ბიძაშვილებთან ერთად ცხოვრობდა გ------ რაიონის სოფ. ქ-------ში.
სამოქალაქო რეესტრის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების თანახმად, 2008 წლამდე ს-------–---–---ის რეგისტრაციის ადგილია - ქ. თბილისი, მ-------, I-- მ/რ, კ---------- ბ-----.
საგულისხმოა ასევე მოსარჩელის დედის - შ------ა მ---------ის თაობაზე მოკვლეული ინფორმაცია. დადგენილია, რომ შ------ა მ---------ე 1967 წელს დაიბადა ქ. თბილისში, 1984 წელს დაამთავრა სოფელ ქ-------ს საშუალო სკოლა, 1994 წელს დაამთავრა თბილისის უმაღლესი სასწავლებელი და მას შემდეგ შრომით საქმიანობას ეწეოდა ქ. თბილისში. სამოქალაქო რეესტრის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, მას 2008 წლამდე უფიქსირდება მისამართი - ქ. თბილისი მ------- მ------ კო----------, ბინა N---, ხოლო 2008 წლის 29 ოქტომბრიდან გ-----, სოფ. ქ-------.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ ს-------–---–---ე 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრებდა ქ-------ს მუნიციპალიტეტის სოფ. ქ-------ში.
სააპელაციო სასამართლო თვლის, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ არსებითად განსხვავებულ გარემოებებს, მხოლოდ მოწმეთა ჩვენება არ ქმნის საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს, რამდენადაც მოწმეები წარმოადგენენ მოსარჩელესთან დაახლოებულ პირებს და მათ ჩვენებებს კრიტიკული შეფასების გარეშე, ვერ მიენიჭება უპირობო მტკიცებულების სტატუსი.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებულ ,,დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესზე”, რომლის მე-2 მუხლის მ--- პუნქტი ადგენს, რომ პირის განცხადებას დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ თან უნდა ერთოდეს: ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს და მათი შესაბამისი კომისიების მიერ გაცემული ცნობა/დასკვნა, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების იძულებით გადაადგილებამდე მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების ფაქტს და ოჯახის შემადგენლობას (ამ უკანასკნელის შესაძლებლობის შემთხვევაში).
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მხარისათვის წაყენებული მოთხოვნა განცხადებას დაურთოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს და მათი შესაბამისი კომისიების მიერ გაცემული ცნობა მიუთითებს სწორედ იმ გარემოებაზე, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში, ტერიტორიული ორგანოს ცნობას (ინფორმაციას) ენიჭება მტკიცებულებითი მნიშვნელობა.
საქმის მასალებსა და მოწმეთა ჩვენებეს შორის არსებული შეუსაბამობების აღმოფხვრის მიზნით, სააპელაციო სასამართლოს მოთხოვნით, ქ-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოქ. ს-------–---–---ე, 2006 წლიდან ცხოვრობდა ბებიისა და პაპის საცხოვრებელ სახლში სოფ. ქ-------ში 2008 წლის აგვისტომდე.
სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა აშკარა წინააღმდეგობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და ქ-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს შორის, რაც, სააპელაციო სასამართლოს არ აძლევს არსებითი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და ქმნის საფუძველს, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალოს საკითხის ხელახლა გამოკვლევა. ადმინისტრაციულმა ორგანომ ქ-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2018 წლის 09 ივლისის N121 დასკვნით მიღებული ინფორმაციის, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე უნდა დაადგინოს ს-------–---–---ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 2008 წლის აგვისტოს ომამდე.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი სასამართლოს მხრიდან მისთვის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მ--- ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისა. არსებობს გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს სათანადო ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახილებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ს-------–---–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 19 აგვისტოს N1--- ბრძანება ს-------–---–---ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ნინო ქადაგიძე