განაჩენი

სისხლის სამართლის 12.09.2018
საქმის ნომერი
140100118002388250
ინსტანცია
თარიღი
12.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100118002388250

საქმე # 1ბ/674-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

12 სექტემბერი 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

სხდომის მდივანი - ეკატერინე დიხამინჯია

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენით;

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ-----–-------–---–-

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული - კ------------------------–---–ი - დ----------–-------–-–--------------------------------–----------–---------------------------------------–------------------------------------–---------------------------–------------–------------------------------------–-----------

ადვოკატი: გიორგი ჯეირანაშვილი

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, საქართველოს სისხლის სასმართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განაჩენში სასჯელის დამძიმების კუთხით ცვლილების შეტანა. მსჯავრდებულ კ------------------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და სპეციფიკის გათვალისწინებით სასჯელის დამძიმება და მისთვის ისეთი სასჯელის განსაზღვრა, რომლითაც უზრულველყოფილი იქნება სასჯელის მიზნები - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

მსჯავრდებულმა კ------------------------–---–მა და მისმა ადვოკატმა - გიორგი ჯეირანაშვილმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა და დამატებითი სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დაკისრება, ვინაიდან, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მისი ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, შეურიგდა დაზარალებული და არასაპატიმრო სასჯელითაც მიღწეული იქნება სასჯელის მიზენები.

სასამართლომ დაადგინა:

კ------------------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინაღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 18:30 საათზე, გორის რაიონის სოფელ ქვემო არცევის საუბნო გზაზე მთვარლმა კ------------------------–---–მა მეუღლის მშობელს - გ-------------–---–ს ოთხჯერ დაარტყა ხელი სახეში, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და დაუზიანდა ჯანმრთელობა;

ამავე დროს კ------------------------–---–მა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ს----------------ეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გაუწია წინააღმდეგობა, არ დაემორჩილა მის კანონიერ მოთხოვნას, დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, მიაყენა პოლიციელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა - ხელი დაარტყა სახეში და დაუზიანა სამსახურებრივი ფორმის მაისური.

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილით „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და საქმეში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე მხარეების მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, გორის რაიონული სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კ------------------------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

სასჯელის დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

სასჯელის დანიშვნისას პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ და მიაჩნია, რომ კ------------------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდა ერთ-ერთი დაზარალებული, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, რის გამოც მიაჩნია, რომ კ------------------------–---–ს სამართლიანად აქვს განსაზღვრული მინიმალური სასჯელი, რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის შესახებ, პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან მის მიერ ჩადენილი ქმედება - პოლიციის მუშაკის მიმართ წინაღმდეგობის გაწევა, წარმოადგენს ისეთ დანაშაულს, რაც წარმოაჩენს მსჯავრდებულის განსაკუთრებულ და მომეტებულ უარყოფით დამოკიდებულებას, როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველისადმი, ასევე საზოგადოებრივი წესრიგისადმი, რის გამოც ის არის საზოგადოებისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი და მან დანიშნული სასჯელი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში.

აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, მსჯავრდებული პიროვნების გათვალისწინებით, კ------------------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, კერძოდ, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და სამართლიანობის აღდგენას, ასევე დანაშაულის პრევენციას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის N1/120-17 განაჩენი დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის გიორგი ზუბიაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. მსჯავრდებულ კ------------------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გიორგი ჯეირანაშვილის სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს;

3. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის N1/120-17 განაჩენი დარჩეს უცვლელი;

4. კ------------------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და კ------------------------–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;

8. კ------------------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 23 თებერვლიდან;

9. საქმეზე მტკებულებად ცნობილი - კ------------------------–---–ის, გ-------------–---–ის და ს----------------ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს გორის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს;

10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე რევაზ ნადარაია