განაჩენი

სისხლის სამართლის 26.09.2018
საქმის ნომერი
330100117002182532
ინსტანცია
თარიღი
26.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100117002182532

საქმე №1ბ/1059-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მსჯავრდებულ ი------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი------------–-------------- მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------- საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლევის, რეგისტრირებულის: ქ-------–---------------–----------------------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–---------------–--–---------–-----–------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენით ი------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 ივლისის განაჩენით და 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წელი და ჯარიმა 1800 (ათას რვაასი) ლარი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა 2015 წლის 27 ივლისის განაჩენით და 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ძირითადი და დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, ი------------ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ი------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 13 ოქტომბრის 11:50 საათიდან.

 

ი------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 12 ოქტომბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ-------–--–----–--------------------------–-----------------------------ში ი------------ემ არასრულწლოვანი შვილის - ა--------------ის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეს, - თ--------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მოქაჩა თმებში, ყელის არეში მოუჭირა ხელები და ჩაარტყა თავში რამდენჯერმე, რის შედეგადაც თ--------------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ი------------ის ქმედებით თ--------------ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ----------------მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით. კერძოდ, ადვოკატმა მოითხოვა ი------------ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენება.

 

აპელანტი აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ი------------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას აღიარა და მოინანია დანაშაულის ჩადენა, მან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი სადავოდ არ გახადა. გარდა ამისა, ი------------ე არის მზრუნველი მამა, იგი დაკავებამდე მატერიალურ დახმარებას უწევდა მის შვილს. ი------------ის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა ზიანს აყენებს მისი შვილის ინტერესებს. აპელანტი აღნიშნავს, რომ მართალია მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, მაგრამ იგი არასოდეს ყოფილა გასამართლებული ოჯახური ძალადობისათვის, მის მიმართ არ გამოყენებულა შემაკავებელი და დამცავვი ორდერები.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ი------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ი------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, დაზარალებულის და მოწმეების: თ--------------ის, ი------–--–--–---–-----------------–---–-----------------–-–---–------–----------------–----------------------–---–-- ჩვენებებით, ასევე, იმ მტკიცებულებებით, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა (მოწმეების: მ--------------------–-----------------------–----–----- დაკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით), ვინაიდან მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას შთანთქმის პრინციპის გამოყენებას, პალატა ვერ გაიზიარებს. სააპელაციო პალატა თავდაპირველად ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ი------------ემ მეუღლის მიმართ ძალადობა ოჯახის წევრების და მეზობლების თვალწინ განახორციელა, რითაც კიდევ უფრო დაამცირა მისი პატივი და ღირსება. რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ ი------------ე წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი ოჯახში ჩადენილი ძალადობისათვის, აღნიშნული გარემოება ვერ გახდება დანიშნული სასჯელის შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან დანაშაულის არჩადენა ამა თუ იმ ასპექტში ადამიანს რაიმე უპირატესობას არ ანიჭებს, არამედ ყოველი მოქალაქე მოვალეა დაიცვას მართლწესრიგი, საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს (საქართველოს კონსტიტუციის 44–ე მუხლი).

 

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, ი------------ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ი------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ი------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო რეციდივის წესით და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო განსაზღვრული სასჯელის შემცირების საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ი------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ი------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 ივლისის განაჩენით და 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წელი და ჯარიმა 1800 (ათას რვაასი) ლარი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს 2015 წლის 27 ივლისის განაჩენით და 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ძირითადი და დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, ი------------ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ი------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;

 

ი------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 13 ოქტომბრის 11:50 საათიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი