განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100117001950742-1ბ/256-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
12 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი: ლელა ბახტაძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ვ------------------ე
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: შ-------------–---–ი, დაბადებული 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებულის: ოზურგეთის რ---------------–----–-----–ი, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.თბილისში, გ-–------------------------------------------------ში.
ადვოკატი: გ------------–---–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები.
დისპოზიცია: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება, ჩადენილი ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წელი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა შ-------------–---–მა და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
შ-------------–---–ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ-------------–---–მა ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება, ჩადენილი ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით;
ბრალდების დადგენილების თანახმად:
ბ------------–---–მა და სსკ-ის 212-ე მუხლით ნასამართლევმა შ-------------–---–მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში გასაღების მიზნით შეიძინეს 9 ცალი ყალბი 100 ლარიანი კუპიურა სერიული ნომრით: G-------- და 8 ცალი ყალბი 200 ლარიანი კუპიურა სერიული ნომრით H-------- და განიზრახეს მისი გასაღება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მათ ერთობლივად განახორციელეს შემდეგი არაერთჯერადი დანაშაულებრივი მოქმედებები: 2017 წლის 25 აპრილს ლ---------- რაიონის სოფელ გ------–-----ში მდებარე თ------------------–---–ის კუთვნილ ავტომანქანის სათადარიგო ნაწილების მაღაზიაში შ-------------–---–მა გაასაღა ერთი ცალი ყალბი 200 ლარიანი კუპიურა, სერიული ნომრით H--------. აგრძელებდნენ რა დანაშაულებრივ საქმიანობას, 2017 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 15:10 საათზე, ქ. თბილისში, I------------------ში მდებარე, შპს „რ----“ კუთვნილ მაღაზიაში გაასაღეს ერთი ცალი ყალბი 100 ლარიანი კუპიურა G--------, აგრძელებდნენ დანაშაულებრივ ქმედებას 2017 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 15:20 საათზე, ქ. თბილისში, ვ-------------------------- კორპუსის მიმდებარედ არსებულ ნ---------------------–-–---–ის კუთვნილ მაღაზიაში გაასაღეს ერთი ცალი ყალბი 100 ლარიანი კუპიურა G--------.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ დაადგინა:
ბ------------–---–მა და სსკ-ის 212-ე მუხლით ნასამართლევმა შ-------------–---–მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში გასაღების მიზნით შეიძინეს 9 ცალი ყალბი 100 ლარიანი კუპიურა სერიული ნომრით: G-------- და 8 ცალი ყალბი 200 ლარიანი კუპიურა სერიული ნომრით H-------- და განიზრახეს მისი გასაღება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მათ ერთობლივად განახორციელეს შემდეგი არაერთჯერადი დანაშაულებრივი მოქმედებები: 2017 წლის 25 აპრილს ლ---------- რაიონის სოფელ გ------–-----ში მდებარე თ------------------–---–ის კუთვნილ ავტომანქანის სათადარიგო ნაწილების მაღაზიაში შ-------------–---–მა გაასაღა ერთი ცალი ყალბი 200 ლარიანი კუპიურა, სერიული ნომრით H--------. აგრძელებდნენ რა დანაშაულებრივ საქმიანობას, 2017 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 15:10 საათზე, ქ.თბილისში, I------------------ში მდებარე, შპს „რ----“ კუთვნილ მაღაზიაში გაასაღეს ერთი ცალი ყალბი 100 ლარიანი კუპიურა G--------, ასევე 2017 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 15:20 საათზე, ქ.თბილისში, ვ-------------------------- კორპუსის მიმდებარედ არსებულ ნ---------------------–-–---–ის კუთვნილ მაღაზიაში გაასაღეს ერთი ცალი ყალბი 100 ლარიანი კუპიურა G--------.
სასამართლომ დაადგინა :
ბ------------–---–მა და სსკ-ის 212-ე მუხლით ნასამართლევმა შ-------------–---–მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში გასაღების მიზნით შეიძინეს 9 ცალი ყალბი 100 ლარიანი კუპიურა სერიული ნომრით: G-------- და 7 ცალი ყალბი 200 ლარიანი კუპიურა სერიული ნომრით H-------- და განიზრახეს მისი გასაღება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მათ ერთობლივად განახორციელეს შემდეგი არაერთჯერადი დანაშაულებრივი მოქმედებები: 2017 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 15:10 საათზე, ქ.თბილისში, I------------------ში მდებარე, შპს „რ----“ კუთვნილ მაღაზიაში გაასაღეს ერთი ცალი ყალბი 100 ლარიანი კუპიურა G--------, ასევე 2017 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 15:20 საათზე, ქ.თბილისში, ვ-------------------------- კორპუსის მიმდებარედ არსებულ ნ---------------------–-–---–ის კუთვნილ მაღაზიაში გაასაღეს ერთი ცალი ყალბი 100 ლარიანი კუპიურა G--------.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება, ჩადენილი ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ
მოწმე გ-----------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის იანვრის თვის დასაწყისში ნახა შ-------------–---–ი. სთხოვა ყალბი ფულის დამზადება, ვინაიდან იცოდა რომ ანალოგიურ დანაშაულზე იყო ნასამართლევი, რაზეც უარი განუცხადა და შემდეგ ტ--------------ესთან ერთად მარჯანიშვილზე ერთ-ერთ ქსეროქსის აპარატზე დაამზადებინა ყალბი კუპიურები. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც გაასაღა ყალბი 100 ლარიანი კუპიურა თბილისსა და ხაშურის ტერიტორიზე, ამ დროს კი საჭეს მართავდა შ-------------–---–ი, რომელმაც იცოდა, რომ ასაღებდა ყალბ კუპიურებს. მოწმემ შ------ს მხოლოდ საწვავი ჩაუსხა ა/მანქანაში, ხოლო მისი „პადელნიკი“ არ ყოფილა. თუმცა რაღაც თანხასაც აძლევდა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ შ--–-- ბ-----–---–ი იყო წილში. დაკავებამდე დაახლოებით 1 თვით ადრე შ-------------–---–მა გლდანის რაიონში, ახმეტელის თეატრის წინ გადასცა კონვერტით ყალბი 200 ლარიანი კუპიურები, ხოლო თავად ქაღალდი მისცა მანამდეც და შეხვედრის დროსაც. შეხვედრაზე ასევე, იმყოფებოდა ტ----- კ-------ეც, რომელიც ა/მანქანიდან არ გადმოსულა. შ-------------–---–თან ერთად გაასაღა მხოლოდ მისი და ტ--------------ესთან ერთად დამზადებული კუპიურა, ხოლო შ------ს გადაცემული 200 ლარიანი კუპიურა მან ტ-----სთან ერთად გაასაღა. შ------ს გაკეთებული კუპიურა უფრო კარგი დამზადებული იყო, ვიდრე მათი დამზადებული.
მოწმე ტ--------------ემ სასამართლო სხოდმაზე განმარტა, რომ შ-------------–---–ი გააცნო მეგობარმა გ-----------------ემ. შ------მ ასწავლა ყალბი ფულის დაბეჭდვა მას და გ-----------------ეს. მეტრო ახმეტელთან, დაახლოებით 15 ცალი 200 ლარიანი კუპიურები გადასცა შ-------------–---–მა გ-----------------ეს, რაც მასთან ერთად გაასაღა. პირადი ინეტერესი შ-------------–---–თან არ გააჩნია. შ------სთან ერთად არ გაუსაღებია ყალბი კუპიურები, მაგრამ ა/მანქანით დადიოდნენ და თვითონ ასაღებდა. ფულს გ-----------------ესათან ერთად იყოფდა და შ------ს ტაქსის ფულს აძლევდა. შ------სთვის ცნობილი იყო თუ რატომ დადიოდნენ. თუ ე--------ასთან გაიყოფდა 500-500 ლარს, შ------ს მისცემდა 100-150 ლარს.
მოწმე ბ------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ახდენდა ყალბი კუპიურების გასაღებას, რომელსაც თავად ამზადებდა პრინტერის საშუალებით, დებდა ჩვეულებრივ ქაღალდს, ხოლო შემდეგ საკანცელარიო დანით ჭრიდა, ვერცლისფერი პასტით უკეთებდა დამცავ ნიშანს უკანა და წინა მხარეს. დადიოდნენ შ-------------–---–ის ა/მანქანით. ყალბი კუპიურის გასაღების ორივე შემთხვევაში, მაღაზიაში მისული იყო ა/მანქანით შ------სთან ერთად. გასაღებებს შორის ინტერვალი დაახლოებით ნახევაარი საათი, 1 საათი იყო. ასევე, იყო ლა-------–-, 200 ლარიანი მიაწოდა ა/მანქანის მაღაზიაში და შეიძინა ნაწილები. შ-------------–---–მა არ იცოდა კოპიურების შესახებ. მართალია, იმყოფებოდა შ------ს ა/მანქანით, მაგრამ მაინც არ იცოდა თუ რაზე დადიოდა ის. იცოდა, რომ საფულეში იდო ყალბი ფული და შ-------------–---–ის ა/მანქანაში ჩადო.
მოწმე თ------------------–---–მა დისტანციური წესით დაკითხვისას სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის 25 აპრილს მასთან ტაქსით მივიდა მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელმაც შეიძინა ავტომანქანის ნაწილი და საფასურად გადასცა 200 ლარიანი კუპიურა. მოგვიანებით მან აღნიშნული კუპიურა თავის მხრივ გადასცა ჯ----------–--–--ეს, რომელმაც რამდენიმე ხანში უკან მიმართა და განუცხადა, რომ კუპიურა იყო ყალბი. მოწმის განმარტებით, იგი გამოძიების ეტაპზე გამოიკითხა და ასევე მიიღო მონაწილეობა ფოტოსურათით ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო ის მამაკაცი, რომელმაც გადასცა ყალბი 200 ლარიანი კუპიურა. თუმცა შესაძლოა შემცდარიყო ამოცნობისას, ვინაიდან ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, რაც ამოცნობის პროცედურაში მონაწილეობამდე არ განუცხადებია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისათვის.
მოწმე ჯ----------–--–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს ავტოსათადარიგო ნაწილების მაღაზიაში. მივიდა თ------------------–---–თან, ლა-------–-, სოფელ გ------–-----ში, რათა მიეტანა ა/მანქანის ნაწილები. თ------------------–---–ს უნდა მიეცა მისთვის დაახლოებით 60 ლარამდე თანხა, თ----------მა მისცა 200 ლარიანი კუპიურა და სთხოვა დახურდავება. მეორე დღეს როდესაც დახედა ფულს, არ მოეწონა, მიხვდა, რომ ყალბი იყო და განაცხადა პოლიციის განყოფილებაში. როდესაც დაურეკა თ------------------–---–მა, უთხრა რომ ამ საქმესთან დაკავშირებით იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში.
მოწმე მ-----–- ზ----–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, 2017 წლის 28 აპრილს იმყოფებოდა მაღაზიაში, როდესაც უცნობი პიროვნება, რომელსაც თავზე ეხურა „კეპკა“, იყო მელოტი და ტანზე შავი ქურთუკი ეცვა, შევიდა მასთან, შეიძინა 6,80 ლარის ღირებულების ნივთი და მიაწოდა 100 ლარიანი კუპიურა. ხალხმრავლობის გამო არ დახედა თანხას და ჩადო უჯრაში. რამდენიმე ხანში როდესაც ნახა 100 ლარიანი, მიხვდა, რომ ყალბი იყო. ამ დროს კი შევიდნენ მაღაზიაში პოლიციის თანამშრომლები და უთხრეს, რომ ენახებინა 100 ლარიანი კუპიურა. უთხრეს, რომ ყალბი იყო და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში დასაკითხად. ადასტურებს ამოცნობის ოქმის ნამდვილობას.
მოწმე ზ------ რ-----–---–მა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს ფ------------------------------------- სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს მე---------------–--–ი გამომძიებელად. დაადასტურა შ-------------–---–ის დაკავების ოქმის ნამდვილობა. ა/მანქანის ჩხრეკისას ესწრებოდნენ ზ------ ა---–-----–---–ი და შ-------------–---–ი. ამოღებულ იქნა სხვადასხვა კუპიურები, რომლებსაც ჰქონდა ერთი და იგივე სერიული ნომერი.
მოწმე გ------- მ-–---–---მა განმარტა, რომ არის საქართველოს ფ------------------------------------- სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს გამომძიებელი. ბ------------–---–თან ერთად იმყოფებოდა შ-------------–---–ი. ბ-----ის ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და მოთავსდა პოლიციის ა/მანქანაში.
2017 წლის 18 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, დ----- ო---–---–ისაგან ამოღებული იქნა 15 ცალი 100 (ასი) ლარიანი კუპიურა ერთი და იგივე სერიული ნომრით G--------.
2017 წლის 28 აპრილის ამოღების ოქმების თანახმად, მ-----–- ზ----–---–ისაგან ამოღებულ იქნა ერთი ცალი 100 ლარიანი კუპიურა სერიული ნომრით G--------,2017 წლის 28 აპრილის ამოღების ოქმების თანახმად, ნ---------------------–-–---–ისაგან ამოღებულ იქნა ერთი ცალი 100 ლარიანი კუპიურა სერიული ნომრით G--------. აღნიშნული კუპიურები მათ გადასცა ბ------------–---–მა, როცა იგი იმყოფებოდა შ-------------–---–თან ერთად ამ უკანასკნელის ავტომანქანით.
2017 წლის 26 აპრილის ამოღების ოქმების თანახმად, ჯ----------–--–--ისგან ამოღებულ იქნა ერთი ცალი 200 ლარიანი კუპიურა სერიული ნომრით H--------,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური 2017 წლის 23 მაისის დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 1 (ერთი) ცალი 200 (ორასი) ლარიანი კუპიურა H-------- დამზადებულია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურებს. (ქ. მ-–---–---ი)
2017 წლის 26 აპრილის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, თ------------------–---–ის მიერ ამოცნობილ იქნა შ-------------–---–ი.
2017 წლის 28 აპრილით დათარიღებული ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ბ------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 1 ცალი 100 ლარიანი კუპიურა სერიული ნომრით G--------
2017 წლის 28 აპრილით დათარიღებული ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, შ-------------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის სიჩქარეების გადამრთველთან მოთავსებული შ-------------–---–ის კუთვნილი ტყავის ყავისფერი საფულედან ამოღებულ იქნა კუპიურები, კერძოდ: 2 ცალი 100 ლარიანი კუპიურა ნომრით G--------; ავტომანქანის მარცხენა სამზეურის სათავსოდან ამოღებულ იქნა 6 ცალი 200 ლარიანი კუპიურა სერიული ნომრით H--------, 3 ცალი 100 ლარიანი კუპიურა სერიული ნომრით G--------. ავტომანქანის მარჯვენა სამზეურიდან ამოღებულ იქნა 1 ცალი 200 ლარიანი კუპიურა სერიული ნომრით H-------- და 1 ცალი 100 ლარიანი კუპიურა სერიული ნომრით G--------
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური 2017 წლის 20 აპრილის დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი 15 (თხუთმეტი) ცალი 100 (ასი) ლარიანი კუპიურა ერთიდაიგივე სერიითა და ნომრით G-------- არ შეესაბამება ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურებს. ისინი დამზადებულია არა სტამბური წესით, არამედ - კუსტარულად, ფერადი სამრავლებელი აპარატის გამოყენებით. (კ--------ე)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური 2017 წლის 25 აპრილის დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N5-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი 3 (სამი) ცალი 200 (ორასი) ლარიანი კუპიურა ერთიდაიგივე სერიითა და ნომრით G0------ და 1 (ერთი) ცალი 100 (ასი) ლარიანი კუპიურა სერიითა და ნომრით G--------, არ შეესაბამება ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურებს. ისინი დამზადებულია არა სტამბური წესით, არამედ - კუსტარულად, ფერადი სამრავლებელი აპარატის გამოყენებით. (კ--------ე)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური 2017 წლის 2 მარტის დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი 2 (ორი) ცალი 100 (ასი) ლარიანი კუპიურა ერთიდაიგივე სერიითა და ნომრით G-------- დამზადებულია არა სტამბური წესით, არამედ კუსტარულად, ფერადი სამრავლებელი აპარატის გამოყენებით და არ შეესაბამება ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურებს. (თ----------ე)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური 2017 წლის 25 აპრილის დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი 1 (ერთი) ცალი 200 (ორასი) ლარიანი კუპიურა სერიითა და ნომრით G0------- დამზადებულია არა სტამბური წესით, არამედ კუსტარულად, ფერადი სამრავლებელი აპარატის გამოყენებით და არ შეესაბამება ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურებს. (თ----------ე)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური 2017 წლის 18 აპრილის დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი 9 (ცხრა) ცალი 100 (ასი) ლარიანი კუპიურა ერთიდაიგივე სერიითა და ნომრით G-------- დამზადებულია არა სტამბური წესით, არამედ კუსტარულად, ფერადი სამრავლებელი აპარატის გამოყენებით და არ შეესაბამება ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურებს. (თ----------ე)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური 2017 წლის 2 მარტის დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი 1 (ერთი) ცალი 100 (ასი) ლარიანი კუპიურა სერიითა და ნომრით G-------- არ შეესაბამება ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურას და დამზადებულია კუსტარულად, ფერადი სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით. (ნ-----------–---–ი)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური 2017 წლის 14 მარტის დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი 1 (ერთი) ცალი 100 (ასი) ლარიანი კუპიურა ნომრით G-------- არ შეესაბამება ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ღირებულების მქონე კუპიურებს. იგი შესრულებულია კუსტარულად - ფერადი ასლგადამღები ტექნიკის გამოყენებით. (მ---------)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური 2017 წლის 14 მარტის დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი 100 (ასი) ლარიანი კუპიურა ნომრით G-------- არ შეესაბამება ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ღირებულების მქონე კუპიურებს. იგი შესრულებულია კუსტარულად, - ფერადი სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით. (ს------–-–---–-)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური 2017 წლის 6 თებერვლის დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი 2 (ორი) ცალი 100 (ასი) ლარიანი კუპიურა ნომრით G-------- არ შეესაბამება ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ღირებულების მქონე კუპიურებს. იგი შესრულებულია კუსტარულად, ფერადი სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით. (ს------–-–---–-)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური 2017 წლის 13 აპრილის დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N4-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი 9 (ცხრა) ცალი ერთიდაიგივე ნომრის G-------- მქონე 100 (ასი) ლარიანი კუპიურა დამზადებულია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ შეესაბამება ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურებს. (ქ.მ-–---–---ი)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური 2017 წლის 20 თებერვლის დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 11 (თერთმეტი) ცალი 100 (ასი) ლარიანი კუპიურა ერთი დაიგივე ნომრით G-------- დამზადებულია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურებს. (ქ.მ-–---–---ი)
2017 წლის 29 აპრილით დათარიღებული გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის №-------- დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი 9 (ცხრა) ცალი ერთი და იგივე ნომრის №G-------- მქონე 100 ლარიანი კუპიურა და 7 (შვიდი) ცალი ერთი და იგივე ნომრის №H-------- მქონე 200 ლარიანი კუპიურა დამზადებულია კუსტარულად, სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურებს. (ქ.მ-–---–---ი)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ------- მ-–---–---მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.
სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის №1/3269-17 განაჩენი, რომლის თანახმად, ბ------------–---–ი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის №1/1222-14 განაჩენით, შ-------------–---–ი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. აღნიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 20 იანვრიდან.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016)
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია შ-------------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით წარდგენილი ბრალდების ნაწილში განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებითა და შეფასებით მსჯავრდებულ შ-------------–---–ის მიერ 2017 წლის 25 აპრილის, ლ---------- რაიონ სოფელ გვ-------–-----–- მდებარე თ------------------–---–ის კუთვნილი სათადარიგო ნაწილების მაღაზიაში ყალბი 200 ლარიანი კუპიურის გასაღების ფაქტი ვერ იქნა დადასტურებული ეჭვის გამომრიცხავი და უტყუარი მტკიცებულებებით.
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია შ-------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ შ-------------–---–მა ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება, ჩადენილი ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის, მსჯავრდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, “საქართველოს მოქალაქე ზ------ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მოცემულ შემთვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა მსჯავრდებული შ-------------–---–ის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება, ჩადენილი ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ.
სასამართლო განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია ფულადი ნიშნების გაყალბებასთან ბრძოლის შესახებ 1929 წლის 20 აპრილის კონვენცია (აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ფარგლებში ასევე მოქმედებს, ევროკავშირის საბჭოს მიერ 2000 წლის 29 მაისს მიღებული ჩარჩო გადაწყვეტილება ფულის გაყალბებისაგან დაცვის გაძლიერების მიზნით დაწესებული სისხლისსამართლებრივი და სხვა სანქციების ევროს შემოღებასთან დაკავშირებით გამკაცრების შესახებ), რომლის თანახმადაც მისმა მონაწილე სახელმწიფოებმა პასუხისმგებლობა დაადგინეს ამ ქვეყნების მიმოქცევაში არსებული ფულის გაყალბებისთვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით კი, კრიმინალიზებული დანაშაულის დაცვის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს ფულად-საკრედიტო სისტემა, ხოლო ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა მომეტებული საშიშროების მატარებელია საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ვინაიდან, ის ართულებს ფულის მიმოქცევის რეგულირებას, ასევე ვალუტის სიმყარეს უშლის ხელს. აღნიშნული დანაშაული გამოიხატება მოქმედებით ჩადენაში, კერძოდ, ყალბი ვალუტის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება. ამასთან, ყალბი ვალუტის შენახვა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშულად, როდესაც პირს გააჩნია მისი გასაღების მიზანი. შენახვაში იგულისხმება ყალბი ფულის ამა თუ იმ ფორმით ადგილსამყოფელის მიჩენა. ყალბი ფულის გასაღება კი, ობიექტური მხრივ შეიძლება გამოიხატოს ყალბი ფულის ნიშნით საქონლის შესყიდვაში, სესხად გაცემაში, გაჩუქებაში, ვალის გადახდაში და ა. შ. ასევე, ყალბი ფულის ან ფასიან ქაღალდის რეალიზაციით გარკვეული საზღაურის მიღებაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 16 იანვრის 2კ-111კოლ-2001 განჩინება). შეძენა გულისხმობს ყალბი ფულის მოპოვებას სხვადასხვა გზით, კერძოდ, ყიდვით, გაცვლით, პოვნით, უსასყიდლოდ თუ სასყიდლიანად გადაცემით.
ამდენად ზემოაღნიშნული შემადგენლობა ნორმის შინაარსიდან და მისი კონსტრუქციიდან გამომდინარე, დანაშაული ფორმალურია და დამთვარებულია სწორედ ზემოთ მითითებული მოქმედებათა ჩადენისთანავე. რაც შეეხება ქმედების სუბიექტურ მხარეს, ეს დანაშაული შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ პირდაპირი განზრახვით, ვინაიდან გასაღების მიზანი, როგორც აღნიშნიშნა, დანაშაულის სავალდებულო ნიშანია.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხულ მოწმეებზე. კერძოდ, კი გ-----------------ემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ თბილისსა და ხაშურის ტერიტორიაზე 100 ლარიანების გასასაღებლად დადიოდა ტ----- კ-------ესთან და შ-------------–---–თან ერთად. მოწმემ ასევე, სასამართლოს განუმარტა, რომ შ-------------–---–ი არ იყო მათი „პადელნიკი“ და მხოლოდ საწვავს უსხამდნენ ა/მანქანაში, თორემ ფულს არ უყოფდნენ მას. თუმცა ასევე არც უარყო, რომ შ-------------–---–მა იცოდა, თუ რაზე დადიოდნენ ისინი და ყველაფრის საქმის კურსში იყო.
გ-----------------ემ ასევე დაადასტურა, რომ შ------მ მას კონვერტით გადასცა 200 ლარიანი ყალბი კუპიურები. ხოლო თვითონ მათ დასამზადებლად ქაღალდს აწვდიდა, ვინაიდან ძნელი საშოვი იყო და თვითონ შეეძლო მათი შოვნა. ხოლო, შ-------------–---–ის მიცემული 200 ლარიანი ყალბი კუპიურები ტ----- კ-------ესთან ერთად გაასაღა. მოწმე ტ--------------ემ დაუდასტურა სასამართლოს, რომ შ------მ გადასცა დაახლოებით 15 ცალი ყალბი 200 ლარიანი კუპიურები გ-----------------ეს. ასევე, ის ფაქტი, რომ შ-------------–---–თან ერთად დადიოდნენ ა/მანქანით ფულის გასასაღებლად არ უარყვია.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმე ბ------------–---–ის ჩვენებას, ვინაიდან ის წინააღმდეგობაში მოდის, როგორც საკუთარ ჩვენებასთან ასევე, მოწმე ტ----- კ-------ისა და გ-----------------ის ჩვენებეთან, რომელიც მართალია არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ შ------ს ა/მანქანით დადიოდნენ, როდესაც ასაღებდნენ ფულს, თუმცა მან უარყო ის ფაქტი, რომ შ------მ იცოდა აღნიშნულის შესახებ, თუ რაზე დადიოდნენ.
სასამართლო განმარტავს, რომ მოწმე მ-----–- ზ----–---–ისაგან ამოღებული ყალბი 100 ლარიანი კუპიურების სერია და ნომრები სრულად ემთხვევა შ-------------–---–ის ა/მანქანიდან და საფულიდან ამოღებული ყალბი კუპიურების სერიებსა და ნომრებს, ხოლო შემდგომ, როგორც დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზით დადგინდა, ისინი არიან კუსტარულად დამზადებული, სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ შეესაბამება ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურებს.
სასამართლო განსაკუთრებით ყურადღებას გაამახვილებას მოწმე ბ------------–---–ის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც ის აცხადებს, რომ შ-------------–---–ი მხოლოდ მძღოლის მოვალეობას ასრულებდა და მან არაფერი იცოდა ყალბი ფულის გასაღების შესახებ, თუმცა როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბ------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ყალბი ფული და შ-------------–---–ის საფულიდან და ა/მანქანიდან ამოღებული ყალბი ფულის კუპიურებს ერთიდაიგივე სერია და ნომერი აღენიშნება. შესაბამისად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ბ------------–---–ის ჩვენების არ გაზიარების ნაწილში.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმე თ------------------–---–ის მიერ მიცემულ ჩვენებაზე, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა ის შეცდა ფოტოსურათით ამოცნობის დროს, ვინაიდან ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და აღნიშნულის შესახებ მან არ განუცხადა სამართალდამცავი ორგანოს წარმოამდგენლებს. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმს, სადაც მოწმე თ------------------–---–მა ამოიცნო ის პირი, რომელმაც მას მისცა ყალბი 200 ლარიანი კუპიურა.
აქედან გამომდინარე, 2017 წლის 25 აპრილს, ლ---------- რაიონის სოფელ გვ-------–-----–- მდებარე თ------------------–---–ის კუთვნილი სათადარიგო ნაწილების მაღაზიაში ყალბი 200 ლარიან კუიპიურის გასაღებასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით და სამართლიანი სასამართლოს განხილვის უზრუნველყოფით, წამოდგენილი მიტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და შეფასებით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდასტისათვის საკმარისობის თვალსაზრისით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული მსჯავრდებულ შ-------------–---–ის მიერ ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტი, აღნიშნული გარემოება ემყარება, მხოლოდ ვარაუდს და ჰიპოტეტურად გულისხმობს ზემოაღნიშნული პირების ყალბი ვალუტის შეძენის შესძლებლობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ფაქტობრივ გარემოებების გაანალიზებით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი მუხლის დისპოზიციის შინაარსიდან - უნდა ამოირიცხოს თ------------------–---–ის კუთვნილი სათადარიგო ნაწილების მაღაზიაში ყალბი 200 ლარიან კუიპიურის გასაღებასთან დაკავშირებით ეპიზოდი.
რაც შეეხება აღნიშნულ ქმედებას ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებულია დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ამასთან, საკასაციო პალატის არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს (იხ. უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის N618აპ-15 და 2016 წლის 28 დეკემბრის 2კ-410აპ-16 გადაწყვეტილებები).
პალატა განმარტავს, რომ შ-------------–---–ისა და ბ------------–---–ის დანაშაულებრივი ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად დასტურდება ასევე იმ გარემოებით, რომ ისინი ერთად გადაადგიილდებოდნენ ფულის გასაღების მომენტში მსჯავრდებულის ა/მანქანით, რასაც არ უარყოფს არც ერთი მხარე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ იმ ობიექტებიდან ამოღებული ყალბი ფულის კუპიურები სრულად ემთხვევა შ-------------–---–ის ა/მანქანიდან და საფულიდან ამოღებულ ყალბ კუპიურებს, ვინაიდან მათ აღენიშნებათ საერთო სერია და ნომერი. დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებული მათ ემსახურებოდა მხოლოდ ა/მანქანით და თვითონ არ იღებდა მონაწილეობას აღნიშნული ყალბი ფულების გასაღებაში, მაგრამ პალატა ამასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ჯგუფურობის დამადასტურებელი გარემოება არ არის ის ფაქტი, რომ ყველას ხელში სჭეროდა გაყალბებული კუპიურა, არამედ მათ ზუსტად ჰქონდათ განაწილებული ფუნქციები და ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადიოდნენ ყალბი კუპიურების გასაღებას. აღნიშნული ფაქტი სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არაერთი მტკიცებულებით. მით უმეტეს, რომ მსჯავრდებულმა თავად განმარტა, რომ ის ანალოგიური დანაშაულის ჩადენისთვის იყო ნასამართლევი და არ უნდოდა კვლავ იგივე საქმეში ჩართულიყო. აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ ის ფრთხილობდა და ღიად არ ფიქსირდებოდა ყალბი კუპიურების გასაღების მომენტში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის N1/1222-14 განაჩენით, შ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით დაუდგინდა სასჯელის ნაწილი 3 (სამი) წლის თავისუფლების აღკვეთა პენიტენციური დაწესებულების მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი. აქედან, გამომდინარე დადასტურებულია, რომ შ-------------–---–მა ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება, ჩადენილი ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
შ-------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
რაც შეეხება შ-------------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებას, მართალია ის ნასამართლლევია ანალოგიური დანაშაულის ჩადენისათვის, მაგრამ ვინაიდან შეიცავს მაკვალიფიცირებელ ნიშნას, ის როგორც დამამძიმებელი გარემოება არ იქნება მიღებული სასამართლოს მიერ.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გააუქმა შ-------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი 2 (ორი) წელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნული სასჯელი 8 (რვა) წელი თავისუფლების აღკვეთას დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წელი თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ-------------–---–ს მოსახდელად განესაზღვრა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ შ-------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის მკაცრი, და მიიჩნევს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა იქნეს გამოყენებული სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადება, რომლის მიხედვით ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს და შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. ამავე მუხლის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის მიხედვით, სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების სახით არსებული 9 ცალი ყალბი 100 ლარიანი კუპიურა სერიული ნომრით G-------- და 8 ცალი 200 ლარიანი კუპიურა სერიული ნომრით H-------- (ინახება საქართველოს ფ------------------------------------- სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მე---------------–--–ი), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
-3 (სამი) ცალი DVD დისკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ შ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
2. მსჯავრდებულ შ-------------–---–ს ბრალდებიდან ამოერიცხოს 2017 წლის 25 აპრილს, ლ---------- რაიონ სოფელ გვ-------–-----–- მდებარე თ------------------–---–ის კუთვნილი სათადარიგო ნაწილების მაღაზიაში ყალბი 200 ლარიანი კუპიურის გასაღების ეპიზოდი.
3. შ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს შ-------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი 2 (ორი) წელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, შ-------------–---–ს მოსახდელად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. შ-------------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
6. შ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 28 აპრილიდან.
7. 9 ცალი ყალბი 100 ლარიანი კუპიურა სერიული ნომრით G-------- და 8 ცალი 200 ლარიანი კუპიურა სერიული ნომრით H-------- (ინახება საქართველოს ფ------------------------------------- სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მე---------------–--–ი), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო 3 (სამი) ცალი DVD დისკი, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს კასასაციო წესით უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი