განაჩენი

სისხლის სამართლის 26.09.2018
საქმის ნომერი
010141318700066319
ინსტანცია
თარიღი
26.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010141318700066319

საქმე № 1აგ/528-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

ნათია ბარბაქაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ვას--–--------–---–ის (პ/ნ 5----------) შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის განაჩენით, ვას--–--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესასაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისფულების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ვას--–--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 09 ივლისის განაჩენით ვას--–--------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის განაჩენი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 09 ივლისის განაჩენში და ვას--–--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 05 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ვას--–--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

ვას--–--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2013 წლის 23 დეკემბრიდან.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქების დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 იანვრის განაჩენით ვას--–--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

2016 წლის 18 აპრილს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დ----------------------------–---–მა და ითხოვა მსჯავრდებულ ვას--–--------–---–ის მიმართ დადგენილი რამდენიმე განაჩენის მიხედვით სასჯელის განასაზღვრა.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დ--------------------------–--ლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მსჯავრდებულ ვას--–--------–---–ის მიმართ, გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 იანვრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 06 (ექვსი) თვის ვადით, ნაწილობრივ დაემატა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის, 02 (ორი) თვის და 04 (ოთხი) დღის ვადით და საბოლოდ ვას--–--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის, 08 (რვა) თვის და 04 (ოთხი) დღის ვადით.

 

ვას--–--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2016 წლის 19 აპრილიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ვას--–--------–---–ის მიმართ არ გავრცელდა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის მოქმედება.

 

2018 წლის 10 სექტემბერს მსჯავრდებულმა ვას--–--------–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ვას--–--------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისთვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ვას--–--------–---–ი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“–ს (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.

 

ამდენად, 2017 წლის 30 ნოემბრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ვას--–--------–---–ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან. მასვე უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამ განაჩენით ჩამორთმეული უფლებები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ ვას--–--------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და ცვლილება უნდა შევიდეს საქართველოს უზენაესი სასამართოს 2016 წლის 16 მარტის განაჩენში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ვას--–--------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

ვას--–--------–---–ი გათავისუფლდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 06 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან.

 

ვას--–--------–---–ს აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 06 მარტის განაჩენით ჩამორთმეული უფლებები.

 

დანარჩენ ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნ. სანდოძე

 

მოსამართლეები: ვ.ლომიძე

 

ნ.ბარბაქაძე