განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN 330100117001998360
საქმე №1ბ/271-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე : კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ვ-–------------
მსჯავრდებულის: კ--------------
ადვოკატების: ტ------–-------------------------–--------------–--–----–---–-----------------------–-------------–---------–---–---------------------–---–----------------------
მონაწილეობით,გამართლებულების: ბ------------------------------------–----–---–----- (მონაწილეობის გარეშე)
საქართველოს მ-----------------------------–----------–-----------–--–-- ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის ვ-–------------ და მსჯავრდებულ კ-------------- ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------------–------ სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ------------------------------ მიმართ (პ/ნ 6----------) - დაბადებული 1----–-–---------------–-- ნასამართლევი, რეგისტრირებული: თ---–--------------------------------------ში; ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თ---–------–-------------------------–------ში;
ბ-----------–---------------------- მიმართ (პ/ნ 6----------) - დაბადებული 1--------–-–-------------------- ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ---–---------–--------------------------------–--
რ------------–------------–----–---–----- მიმართ (პ/ნ 0----------- - დაბადებული 1----–-–-------------- ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები მისამართზე: ქ-------–-------------–--–-----------ში მიმართ.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლოს სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენით, ბ------------------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით; ასევე, სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
რ-----------–----–---–---- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით; ასევე, საქართველოს სსკ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
კ------------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
კ------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და სსკ 111,151-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით - 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლით - 1(ერთი)წლით თავისულების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით, კ------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2(ორი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 აგვისტოს განაჩენით კ-------------- მიმართ სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 1(ერთი)წელი და 6(ექვსი)თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ კ------------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 14 მაისიდან.
რ---------–----–---–----- ბ-------------------ს და კ------------- ბრალი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის და ქონებრივი უფლების გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით.
რ---------–----–---–-------ა ბ-------------------ს ასევე, ბრალი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კ------------- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის გახორციელების საფუძველი.
მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
კ--------------, რ---------–----–---–------------------------------- ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 10 აპრილს, დაახლოებით 12:00 საათზე, კ-------------, ბ------------------- და რ---------–----–---–---- მივიდნენ ქ------–--–--------------------------------------–---------------–-–----------- ოფისში, სადაც კ-------------------------–--–---–---–- განუცხადა, რომ კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით, მისთვის უნდა გადაეცა ქ.გ----–- მდებარე გაზგასამართი სადგურიდან ოცდახუთპროცენტიანი წილი. ა----------–--–---–---–-- უარი განაცხადა ქონებრივი უფლების გადაცემაზე, რა დროსაც ბ------------------------------------–----–---–---------------------------- დაარტყეს ხელი და მიაყენეს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები. ცემის შემდეგ, კ-------------- დანის გამოყენებით კისერზე და მარცხენა მტევნის მიდამოში მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით და მოითხოვეს სამეწარმეო საქმიანობიდან გადაეცა წილი, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ განხორციელდებოდა მის მიმართ ძალადობა.
აღნიშნულის შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - ბ------------------- და რ---------–----–---–---- კ-------------- დავალებით და მითითებით სისტემატურად ხვდებოდნენ ა---------–--–---–---–- და მოითხოვდნენ კ-------------- სასარგებლოდ დაეთმო წილი ან გადაეხადა დიდი ოდენობით თანხა - 200 000 აშშ დოლარი.
2017 წლის 14 მაისს, ღამის საათებში,---------–--–-----------------------------------ში, კ------------- იარაღის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორმა ვ-–------------ და მსჯავრდებულ კ-------------- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა.
ბრალდების მხარის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, სრულყოფილად ვერ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ბ-------------------, რ---------–----–---–---- და კ------------- უსაფუძვლოდ გაამართლა სსკ-ის 126-ე და სსკ-ის 181-ე მუხლებით წარდგენილ ბრალდებებში, შესაბამისად, ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, კ-------------- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუქნტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ასევე, რ---------–----–---–----სა და ბ-------------------- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ ქვეპუქნტებით და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
დაცვის მხარემ მოითხოვა კ-------------- გამართლება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული ბრალდების ნაწილში გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო ირიბი ჩვენებები.
დაცვის მხარემ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებულ მსჯავრდების ნაწილში, მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება ერთ წლამდე ვადით.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიხედვით, კ--------------, ბ------------------------------------–----–---–----- ქმედებაში მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ნიშნების ერთობლიობა დადგენილი ვერ იქნა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სსკ-ის 181-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების - გამოძალვის- ობიექტურ შემადგენლობაზე (,,მოთხოვნა’’ და ,,მუქარა’’) მსჯელობისას გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ კ-------------ა და დაზარალებულ ა---------–--–---–---–- შორის მომხდარი ჩხუბი და მის მიმართ განხორციელებული მუქარა, მათ შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგია და არა კ-------------- მიერ წინასწარ დაგეგმილი ძალადობრივი აქტი, რომელიც ფულის მიღების მიზნით დაზარალებულის დაშინებას და მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენას ემსახურებოდა. დაზარალებულის მხრიდან კ-------------- და მისი ნათლიის მ----------------- მიმართ გამოხატულმა უდიერმა დამოკიდებულებამ განაპირობა ჩხუბის დროს გადაზრდილ ურთიერთშელაპარაკებისას ა---------–--–---–---–-- მიმართ არსებული წყენის გახსენება და ,,ძველის და ახლის გახსენებით’’ დამუქრება.
ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კ-------------- მხრიდან დაზარალებულის მიმართ ადგილი ჰქონდა მატერიალურ მოთხოვნას, იმის ეჭვგარეშე მიჩნევა, რომ მსჯავრდებულის მოთხოვნა რეალურად მიზნად ისახავდა თანხის გადაცემის იძულებას, შესაძლებელი არ არის.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დადასტურებულად არ მიიჩნია ბ------------------------------------–----–---–----- მხრიდან დაზარალებულების მიმართ ცემა, ასევე მუქარა და კ-------------- სასარგებლოდ თანხის (წილი) მოთხოვნის ფაქტი იმ მოტივით, რომ მათი შეხვედრებისას, მოლაპარაკების დროს დარაზალებულის მიმართ აგრესიულობით არ გამოირჩეოდნენ და შესაბამისად, შემთხვევის დღესაც მათი მხრიდან დაზარალებულის მიმართ მუქარა და თანხის მოთხოვნა ნაკლებად სავარაუდოა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ, გამოძალვის, როგორც დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობაზე მსჯელობისას მიუთითა: „კ------------- დარწმუნებული იყო, რომ მას ა---------–--–---–---–--გან ეკუთვნოდა თანხა (წილი), რადგან ამ უკანასკნელმა მისი გვერდის ავლით დიდი უპირატესობა მიიღო იმ ,,არხების’’ გამოყენებით, რომელთა სანაცვლოდაც კ------------- მას პარტნიორობას სთავაზობდა. ამასთან, კ-------------- ფინანსური პრეტენზია არ იყო აშკარად უსაფუძვლო“.
პირველი ინსტანციის სასამართლომ , ბ------------------------------------–----–---–----- მიმართ სსკ-ის 126-ე მუხლით წარდგენილ ბრალდების ნაწილში ცალსახად გაიზიარა ბრალდებულების ჩვენებები და მიუთითა, რომ დაზარალებულისა და მისი ძმის ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდიოდნენ ბრალდებულების ჩვენებებთან. ამასთან, ბრალდების ამ ნაწილში რ---------–----–---–----ს და ბ--------------------- გამართლებას, სასამართლომ საფუძვლად დაუდო ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერები, რომლის მიხედვით, დაზარალებულ რ---------–----–---–----- და ბ-------------------ს შორის დაპირისპირებას და დაძაბულობას ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარე სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას სსკ-ის 181-ე და სსკ-ის 126-ე მუხლებით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში. ამასთან მიუთითა, რომ დაზარალებულის სასამართლოზე მიცემული ჩვენება იყო ურთიერთგამომრიცხავი, არასანდო, არაობიექტური. დაზარალებული თავად პროვოცირებდა დანაშაულის ჩადენისაკენ რ---------–----–---–----- და ბ-------------------ს, რაც გამოიხატებოდა მასში, რომ დაზარალებული თავად ურეკავდა მათ პირველად და უთქვამდა შეხვედრებს, ხოლო მოლაპარაკებისას თავად უხსენებდა ,,უფროსი ძმების’’ - ქურდების სახელებს.
პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს და დაცვის მხარის აღნიშნულ შეფასებებს და არგუმენტაციებს, ვინაიდან ისინი ურთიერთსაწინააღმდეგოა, დაუსაბუთებელია და ვარაუდზეა დამყარებული.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ა---------–--–---–---–-- უჩვენა, რომ ის არის დაკავებული ბიზნესით, კერძოდ, ქ. გ----–- ფლობს გაზგასამართი სადგურების ქსელს. 2007 წელს მისული იყო შპს „-------------–-- გაზის კომპრესორის შესაძენად, სადაც გაეცნო კ-------------. აღნიშნული ფირმის მეშვეობით შეიძინა კომპრესორი, რომელიც წუნიანი აღმოჩნდა, რის გამოც ხშირად უწევდა მისი შეკეთება და შესაბამისად, შპს „ს----------------- ურთიერთობა. ამ პერიოდში გაიცნო ფირმის სხვა თანამშრომელი, თ----------–------–- დაზარალებულის განმარტებით, კ--------------, რომელიც აღმოჩნდა მისი მეზობელი, შესთავაზა საერთო ბიზნესის წამოწყება - გაზის გასამართი სადგურის გახსნა, თუმცა იმ მიზეზით, რომ გ----–- არსებული გაზგასამართი სადგურები მისი ოჯახის ბიზნესს წარმოადგენდა, კ------------- შემოთავაზებაზე უარი უთხრა. თუმცა დაპირდა რომ, თუ სხვა ადგილზე დაიწყებდა ახალი სადგურის მშენებლობას, საქმის კურსში ჩააყენებდა. ამ მიზნით მათ ერთად მოინახულეს რამდენიმე ადგილი, თუმცა საერთო საქმიანობიდან არაფერი გამოუვიდათ. 2012 წელს, როდესაც კ------------- აღნიშნულ ფირმაში აღარ მუშაობდა და მივიდა შპს „-------------–--, ქ.გ----–- მდებარე კიდევ ერთი გაზგასამართი სადგურისთვის კომპრესორის შეძენის მიზნით, საბოლოოდ, მათ შორის მოლაპარაკება შედგა და კომპრესორი შეიძინა 168. 000 ევროდ. კომპრესორი ჩამოუტანეს დეკემბრის ბოლოს, რომლის თანხის ნაწილი 50 000 ევრო წინასწარ გადაიხადა, ხოლო დარჩენილი ნაწილი, შეთანხმებისამებრ ეტაპობრივად დაფარა. 2012 წლის ბოლოს კ------------- მივიდა მასთან აღელვებული და უსაყვედურა, თუ რატომ წამოიღო მისი ყოფილი ფირმიდან მის გარეშე კომპრესორი. აღნიშნული საუბარი მიმდინარეობდა დაახლოებით 10-15 წუთი. მან აუხსნა, თუ რა პირობებით შეიძინა კომპრესორი და ამის შემდეგ, ამ თემაზე მათ შორის საუბარი აღარ ყოფილა. აღნიშნულის შესახებ იცოდა მისმა ბიზნსეპარტნიორმა და კ-------------- ნათლიამ მ------------------–- ამის შემდეგ 2013 წელს კ------------- შეხვდა ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც შეეხებოდა გაზის იმპორტის საკითხს, ასევე შეხვდა 2016 წელს ლ------------- რა დროსაც კ-------------- დახმარება სთხოვა სხვა საკითხთან დაკავშირებით, თუმცა არც ერთი შეხვედრისას მის მიმართ, კომპრესორის ყიდვასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს.
2017 წლის 10 აპრილს, შემთხვევის დღეს, დაახლოებით დილის 12:00 საათისთვის იმყოფებოდა ოფისში, რა დროსაც იქ მივიდა კ-------------, რ---------–----–---–------- და იმ დროისათვის მისთვის უცნობ ბ-------------------სთან ერთად. კ-------------- მოიკითხა მისი ნათლია მ----------------- შეეკითხა მისი ოთახის გასაღები ჰქონდა თუ არა და გარეთ გავიდა. როდესაც კ------------- უკან შემოვიდა მასთან ოთახში, მისი ძმაც მ--------–--–---–---–-– შემოვიდა. ამ დროს ბ------------------- და რ---------–----–---–---- მაგიდასთან ისხდნენ. კ------------- მას მიუახლოვდა და აგრესიული ტონით შეეკითხა: ,,ქურდებს პატივს სცემ, თუ არაო’’ და უხსენა ,,--–------------------------ სახელები. ქურდების გადაწყვეტილებით, მისთვის უნდა გადაეცა გორის რაიონში მდებარე გაზგასამართი სადგურის 25%-იანი წილი, სადაც ბოლოს კომპრესორი დადგა, რადგან კომპრესორის შეძენა მოხდა მისი ყოფილი ფირმიდან, მის გარეშე. მან ფ------ უთხრა, რომ არავითარი წილი არ ეკუთვნოდა, რაზეც კ------------- გაბრაზდა და სახეში მუშტი რამდენჯერმე დაარტყა. ამ დროს მასთან მივარდნენ რ---------–----–---–---- და ბ------------------- და მათაც დაუწყეს ცემა. დაზარალებულის განმარტებით, მას არ დაუნახავს კონკრეტულად რომელი მხრიდან ურტყამდნენ მარცხნიდან თუ მარჯვნიდან, არ იცის, თუმცა ხვდებოდა, რომ ერთი ადამიანი არ სცემდა. კ-------------- ამოიღო დანა და მოუქნია, დაზიანება მიაყენა კისერზე და გაუჭრა მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი. ამის შემდეგ, კ-------------- ოფისში დააზიანა კომპიუტერის მონიტორი, გატეხა გამოსათვლელი აპარატი და ოფისში მდგარი დივნის ზედაპირი დაჭრა. შემდეგ გააფრთხილა, რომ პოლიციაში არ მისულიყო, უთხრა, რომ ქურდები სტამბულში ელოდებოდნენ და თანხას მაინც მიიღებდა და ოთახიდან გავიდა. დაზარალებულის განმარტებით, ბ-------------------მ და კ-------------- მის ძმასაც დაარტყეს და ხელი ჰკრეს. ამასთან, ბ-------------------მ და რ----------–----–---–----- მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს გაშველება, როდესაც მასზე სისხლი დაინახეს და შეეშინდათ. კ-------------- მუქარითა და გინებით, ოთახიდან გასვლის შმდეგ, რ---------–----–---–---- და ბ------------------- მასთან დარჩნენ და უთხრეს, რომ კ-------------- მოთხოვნა სამართლიანი იყო და ფული უნდა გადაეხადა, ,, შვილების მამა ხარ და თუ არ გადაიხდიდა უარესი იქნებოდა“. შესთავაზეს მისი მხრიდან ჩაერთო ვინმე ან მოსალაპარაკებლად ჩასულიყო ქურდებთან. შემდეგ გაცვალეს ტელეფონის ნომრები და წავიდნენ.
დაზარალებულმა ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ კ-------------- მხრიდან მუქარა და აგრესია გამოიხატა მასში, რომ დაემუქრა ,,თავს მოგაჭრიო’’ და აგინებდა.
ა---------–--–---–---–-- სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის შეკითხვაზე რამდენჯერმე დააკონკრეტა ოფისში განვითარებული მოვლენები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი. 20.10.17. 16:22:52 – 16:40:54; 21.11.18. 15:15:37. 16:0055). მანვე დაცვის მხარის შეკითხვაზე განმარტა, რომ რ---------–----–---–------- და ბ-------------------სთან შეხვედრისას მხოლოდ კ--------------- იმიტომ საუბრობდა და მათაც არ ადანაშაულებდა მის ცემაში და თანხის მოთხოვნაში, რომ არ დაეძაბა სიტუაცია და საუბარი არ გადაზრდილიყო კონფლიქტში (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 20.10.17. 17:08:39).
დაზარალებულის ჩვენებით დგინდება, რომ ოფისში მომხდარი ჩხუბის შემდეგ ის დაუკავშირდა მ-----------------, უამბო მომხდარის შესახებ. მეორე დღეს კი მიმართა სამართალდამცავ ორგანოს და მონაწილეობა მიიღო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს დაზარალებულისა და მისი ძმის ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. ეს იმ ფონზე, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ამის თაობაზე მითითებული არ არის და ამავე დროს დაცვის მხარე სრულად იზიარებს განაჩენში ჩამოყალიბებულ მსჯელობებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მოწმე მ--------–--–---–---–-- ჩვენება შესაბამისობაშია დაზარალებულის ჩვენებასთან. მოწმე ანალოგიურად აღწერს ა---------–--–---–---–-- და კ------------- შორის კონფლიქტამდე ურთიერთობას, ასევე 2017 წლის 10 აპრილს მისი ძმის ოფისში განვითარებულ მოვლენებს.
მოწმეების ჩვენებით დგინდება, რომ ის მენეჯერად მუშაობს თავის ძმასთან ერთად შპს „----------–--- 2017 წლის 10 აპრილს ის მივიდა სამსახურში, მისი ძმა კი უკვე მისული იყო. ოთახში შესულს მას დახვდა ფ------- რ---------–----–---–---- იგივე „ჯ----“ და უცნობი ახლაგაზრდა მამაკაცი, რომელიც გაეცნო ბ-------------------დ, კ-------------- მოიკითხა მ----------------- თუ სად იყო და ხომ არ ჰქონდა მისი ოთახის გასაღები. კ-------------- მის ძმას უთხრა, სცემდა თუ არა პატივს „ქურდებს“ და ითვალისწინებდა თუ არა მათ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ის მისული იყო მათი სახელით. მისი ძმის შეკითხვაზე, თუ რა შუაში იყვენე „ქურდები“ , კ-------------- უთხრა, რომ კანონიერმა ქურდებმა „--–--------------------- გადაწყვიტეს, რომ გორის გაზგასამართი სადგურიდან, რომელიც 2013 წელს გახსნა მისმა ძმამ, 25%-იანი წილი უნდა გადაეფორმებინათ მათთვის, ვინაიდან კომპრესორი ა---------–--–---–---–-- კ-------------- გარეშე წამოიღო კონსიგნაციით, მისი ყოფილი ფირმიდან. ასევე კ-------------- მოითხოვა სადგურის გახსნის დღიდან დღემდე ნამუშევარი მოგების 25%. როდესაც მისმა ძმამ უარით უპასუხა, კ-------------------------–--–---–---–- დაარტყა მუშტი რამდენჯერმე სახის არეში. მის ძმას ხელი დაარტყეს ჯ-------------------- ხოლო, როდესაც თავად მივიდა მისი ძმის საშველად, კ------------------- ხელი კრეს და დივანზე დავარდა. ამის შემდეგ კ-------------- ამოიღო დანა და დაუსვა ა---------–--–---–---–- კისრის არეში და გაუჭრა ხელი. სისხლის დანახვის შემდეგ ბ-------------------- კ------------- მოაშორეს ა---------–--–---–---–-. მოწმის განმარტებით, კ------------- ეუბნებოდა მის ძმას, რომ ქურდებთან თურქეთში უნდა გადასულიყო სალაპარაკოდ. მანვე დააზიანა ოფისში კომპიუტერის მონიტორი, გამოსათვლელი აპარატი და დანით დაჭრა დივანის ზედაპირი. კ-------------- ოთახიდან გასვლის შემდეგ ბ------------------ მის ძმას ეუბნებოდნენ, რომ კ------------- უსამართლოდ ფულს არ ითხოვდა, ეს ყველაფერი ქურდების მიერ იყო გადაწყვეტილი და 2-3 დღეში შეეხმიანებოდნენ და გაარკვევდნენ ყველაფერს.
პირველი ინსტანციის სასამრთლო მოწმის აღნიშნულ ჩვენებას აფასებს ისე, რომ ,,მან გაკვრით“ მოიხსენია ბ------------------- და რ---------–----–---–----ს ჩართულობა მომხდარ კონფლიქტში. პალატა ვერ გაიზიარებს განაჩენში ჩამოყალიბებულ ამ პოზიციას, ვინაიდან ლოგიკურად ჩნდება კითხვა: მოწმეს კიდევ რა ფორმით უნდა მიეცა ჩვენება რ---------–----–---–----სა და ბ-------------------- კონფლიქტში მონაწილეობასთან დაკავშირებით, როდესაც მან დეტალურად აღწერა მომხდარი ფაქტი.
სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ დააფიქსირა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოწმე მ--------–--–---–---–- ვერ დაიკითხა სასამართლოში, მისი ჩვენება სასამართლოს არ უნდა მიეღო მხედველობაში.
პალატა ზოგადად ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას იმ ნაწილში, რომ მხარეს უნდა ჰქონდეს საშუალება უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მოწმის დაკითვაში, თუმცა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილი უშვებს ასეთი ჩვენების საჯაროდ წაკითხვას გარკვეული პირობების არსებობის დროს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა, კერძოდ, მ--------–--–---–---–----ისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყნის საზღვარი დატოვებული ჰქონდა. აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხოლოდ ასეთ მტკიცებულება არ შეიძლებოდა გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს და ის შესაბამისობაში უნდა იყოს სხვა მტკიცებულებებთან. მოცემულ შემთხვევაში, მოწმე ა---------–--–---–---–-- ჩვენება შესაბამისობაშია როგორც დაზარალებულის, ისე ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებთან, რომლის მიხედვითაც დგინდება,რომ დაზარალებულს, რ---------–----–---–-------ა ბ-------------------ს შორის შეხვედრები სწორედ დაზარალებულის მიერ გარკვეული ქონებრივი უფლების დათმობას ემსახურებოდა.
ამდენად, დაცვის მხარის მტკიცება, რომ მოწმე მ--------–--–---–---–-- ჩვენება როგორც მტკიცებულება, სასამართლომ არ უნდა მიიღოს მხედველობაში, საფუძველს მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული.
პირველი ინსტაციის სასამრთლოს განაჩენში მოყვანილია მოწმე ს--------------–---- ჩვენება, თუმცა სასამართლომ გაიზიარა თუ არა აღნიშნული მტკიცებულება, განაჩენში შეფასებული არ არის.
მოწმე ს--------------–---- სასამართლოში უჩვენა, რომ მუშაობს შპს ,-----------–-- რომლის დირექტორია ა---------–--–---–---–- , 2017 წლის 10 აპრილს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც ოფისში შევიდა მისთვის უცნობი სამი მამაკაცი, რომლებიც შევიდნენ ა---------–--–---–---–-- ოთახში. თავად ცოტა ხნით აფთიაქში გავიდა და როცა დაბრუნდა, ორი მათგანი ოფისის ჰოლში შეხვდა, რომლებიც ვიღაცაზე საუბრობდნენ, რომ ,,კარგი დასამუშავებელი“ იყო. მათი გასვლის შემდეგ შევიდა ა---------–--–---–---–-- ოთახში , სადაც ს-------- და მისი ძმა, მ--------–--–---–---–- დახვდა, ს-------- ნაცემი იყო, კისრიდან და ხელიდან სისხლი მოსდიოდა, დაზიანებული ჰქონდა მაისური. მის შეკითხვაზე, თუ რა მოხდა, ს--------მ უპასუხა, რომ ის მამაკაცები მისგან ბიზნესიდან წილს ითხოვდნენ.
პალატა აღნიშნავს, მართალია, ს--------------–--- უშუალოდ არ შესწრებია ოფისში მომხდარ ჩხუბს, მაგრამ მისი ჩვენება შესაბამისობაში მოდის ა------- და მ--------–--–---–---–-- ჩვენებასთან იმ ნაწილში, რომ ოფისში ნამდვილად იმყოფებოდა სამი მამაკაცი (ჟ----–---–--------------------------), ასევე იმ ნაწილში, რომ ჯერ ოთახიდან გავიდა კ------------- და რამდენიმე წუთის შემდეგ ბ------------------- და რ---------–----–---–---- გავიდნენ. იგივე ფაქტი სააპელაციო სასამართლოში არ უარყო მსჯავრდებულმა კ--------------ც, რომელმაც განაცხადა, რომ ჯერ თვითონ გავიდა ოთახიდან და ეზოში უცდიდა ბ-------------------ს და რ---------–----–---–----- ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტსაც, რომ მოწმემ აღნიშნული პირების ოფისიდან გასვლის შემდეგ ნახა ა------- ლ--–---–---–--- განხორციელებული ფიზიკური ზემოქმედების შედეგი.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებები შესაბამისობაშია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლითაც დასტურდება ა------- ლ--–---–---–--- მიყენებული დაზიანების ფაქტი და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან, რომლითაც დასტურდება დაზარალებულის ოფისში გარკვეული ნივთების დაზიანების კვალი.
პირველი ინსტაციის სასამართლოში დაიკითხა მოწმე მ----------------- რომელმაც დაადასტურა როგორც ა------- ლ--–---–---–----, ისე------------------ ნაცნობობის ფაქტი, ასევე ისიც, რომ ა---------–--–---–---–--აგან და მოგვიანებით რ---------–----–---–----საგან შეიტყო ა---------–--–---–---–-- ოფისში მომხდარი ჩხუბის შესახებ. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ ა---------–--–---–---–- და კ------------- შორის იყო საუბრები, მათ შორის პარტნიორებთან დაკავშირებით და კ--------------გან იცოდა, რომ იგი ნაწყენი იყო ს-------- ლ--–---–---–---,რადგან ამ უკანასკნელმა მას გვერდი აუარა და საქმე ისე გააკეთა, რომ კ-------------- ინტერესები არ გაუთვალისწინებია.
პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოწმის ჩვენება როგორც პირდაპირი მტკიცებულება, ვერც გამამტყუნებელ განაჩენს დაედება საფუძვლად და ვერც დაცვის მხარის პოზიციის დასასაბუთებლად ვერ გამოდგება.
ამდენად, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს დაზარალებულის და მოწმეების ჩვენებების სანდოობაში და უტყუარობაშ ეჭვი არ შეაქვს, ამასთან, ვერ მიუთითებს მათ შორის არსებულ წინააღმდეგობებზე, ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს მხრიდან მათი როგორც მტკიცებულებებების გაუზიარებლობა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ისინი წინააღმდეგობაში მოდიან ბრალდებულების განმარტებებთან, ასევე, ფარულ ჩანაწერებთან და ამავდროულად, სასამართლოს მსჯელობა ზოგიერთ შემთხვევაში წინააღმდეგობრივია და ვარაუდზეა აგებული, სამართლებრივად მიუღებელია და ვერ იქნება გაზიარებული.
პალატა ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტაციის სასამართლოს მსჯელობაზე გამოძალვის, როგორც დანაშაულის ობიქტურ და სუბიექტურ შემადგენლობაზე.
პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა იყო დაზარალებულისა და მსჯავრდებულ კ---- ფ------ შორის მომხდარი ჩხუბის რეალური მიზანი.
სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას, დაცვის მხარემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ აღნიშნული მიზეზი იყო ა---------–--–---–---–-- მხრიდან მ----------------- შეურაცხმყოფელი მოხსენიება, რაც უპირობოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლომ.
პალატა აღნიშნულ არგუმენტაციას კატეგორიულად არ ეთანხმება, ვინაიდან ეს ფაქტი არ დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით და მით უმეტეს, ფარული ჩანაწერებით, რომელზედაც აპელირებს დაცვის მხარე. საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ფარული ჩანაწერი , რომელიც დაადასტურებდა, რომ დაზარალებულის ბ-------------------სთან და რ----------–----–---–------- შეხვედრები ემსახურებოდა მ----------------- უდიერად მოხსენიებიდან გამომდინარე დაზარალებულისა და კ-------------- შერიგებას. პირიქით, ყველა შეხვედრაზე, რ---------–----–---–----სა და ბ-------------------- მხრიდან საუბარი იყო მხოლოდ ა---------–--–---–---–-- მხრიდან წილის დათმობაზე ან თანხის გადახდაზე და არა ა---------–--–---–---–-- მხრიდან მ----------------- უდიერად მოხსენიებაზე. აღნიშნული დასტურდება თვით პირველი ინსტაციის განაჩენიდანაც, სადაც სასამართლო იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას და მიუთითებს, რომ კ-------------- ქმდებები მიმართული იყო არა დაზარალებულთან შერიგებისკენ, არამედ მიზნად ისახავდა კუთვნილი თანხის მიღებას და ამ მიზნით ორგანიზებას უკეთებდა რ---------–----–---–----ს და ბ-------------------ს შეხვედრებს დაზარალებულთან.
ამასთან, სასამართლოს ეს მსჯელობა წიანააღმდეგობაში მოდის თავად სასამართლოს მიერ ჩხუბის მიზეზად მიჩნეულ პოზიციასთან.
სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ბ------------------------------------–----–---–----- მიზანს წარმოადგენდა მხოლოდ კ--------------ა და ა---------–--–---–---–-- შერიგება, აღნიშნულის დასადასტურებლად დაცვის მხარემ რამდენჯერმე მოიყვანა ფარული ჩანაწერებიდან ამონარიდი, საიდანაც ჩანს, რომ რ---------–----–---–---- და ბ------------------- საუბრობდენენ შერიგებაზე და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე.
პალატა არ უარყოფს, რომ რ---------–----–---–----სა და ბ-------------------- მხრიდან მართლაც ჰქონდა საუბარი შერიგებაზე და ,,საქმის კაცურად დამთავრებაზე“, მაგრამ ისმის ლოგიკური კითხვა, თუ რაზე უნდა შერიგებულიყვნენ მხარეები.
სასამართლოში გამოკვლეული ფარული ჩანაწერებიდან ნათლად დასტურდება, რომ მოლაპარაკებები წარმოადგენდა დაზარალებულის მხრიდან წილის დათმობას ან 200 000 აშშ დოლარის გადახდას და სწორედ ეს საკითხი შეადგენდა შერიგების მიზანს და არა მ----------------- მიზეზით ვითომდა წამოჭრილი კონფლიქტი.
სააპელაციო ინსტანციაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსჯავრდებულმა თავის საბოლოო სიტყვაში ახალი ვერსია წამოაყენა და განაცხადა, რომ მას მართლაც სურდა ა------- ლ--–---–---–---- შერიგება, მაგრამ რ---------–----–---–----ს თქმით, დაზარალებულმა შემოუთვალა, რომ ,,თუ საქმიდან გავიდოდა, თავიდან მოაშორებინებდა“.
პალატისთვის გაუგებარია, თუ რომელი საქმიდან გასვლაზეა საუბარი, როდესაც კონფლიქტი მსჯავრდებულის მიზეზით მოხდა და შეხვედრებიც მისი ორგანიზებული იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით არც რო-------–----–---–---- განუცხადებია თავის ჩვენებაში. მსჯავრდებულის ეს ვერსია სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ნაკლებად დამაჯერებელია დაცვის მხარეს ეს ფაქტი თავისი პოზიციის დასადასტურებლად არ გამოეყენებინა.
ამასთან, ფარული ჩანაწერებიდანაც დასტურდება, რომ კ------------- არავითარი შერიგების მიზანი არ ამოძრავებდა, კერძოდ, 2017 წლის 28 აპრილის ჩანაწერების მიხედვით კ------------- რო-------–----–---–---- ეუბნება : ,,იმას კაროჩე ისე ჩაუტარდა , ღირსი იყო, ფული მოიტანოს თორემ ისევ გავუმეორებთ ხელმეორედ, თავისას არ ვთხოვთ“
რ---------–---------–----- ,,კი დღეს მაგას ვეტყვი ძმაო,თუ არა და ვსიო“
ბ-------------------: ,,ჩემი აზრი ის არის, რომ არ ვიხდი ფულსო“
კ-------------: ,,მაგის დედა მო-ნ, კარგითქო...გადი დაელაპარაკე და ჩამოდითქო იმ ქალაქში, სადმე იქნებ დაილაპარაკებთქო თუ არადა, ,, კაროჩე“ ვსიო მორჩა „ ზუბ და ზუბ“.
2017 წლის 5 მაისის ჩანწერი, რ---------–----–---–---- ,, კი ს--------ს ველაპარაკე პირადად“.
კ------------- : ,,მე მოვალ მე შევხვდები მაგ მაიმუნს, გავგლიჯავ შუაზე, მოიტანოს, თუ არა და გააფორმოს, არ მჭირდება თავისი არაფერი, რაც დაიმსახურა იმას მიიღებს წინ უდევს ამხელა გაკვეთილი“.
პალატის აზრით, აღნიშნული საუბრიდან გამომდინარე ნათლად დასტურდება, რომ კ-------------- მხრიდან რაიმე შერიგებაზეა საუბარი ყოველგვარ დამაჯერებლობას მოკლებულია.
პირველი ინსტანციის სასამართლო გამოძალვის სუბიექტურ შემადგენლობაზე მსჯელობისას მთლიანად ეყრდნობა მსჯავრდებულის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მას ა---------–--–---–---–--აგან ნამდვილად ეკუთვნოდა გარკვეული თანხა (წილი) და საბოლოოდ ასკვნის, რომ კ-------------- ფინანსური პრეტენზია არ იყო აშკარად უსაფუძვლოდ.
პალატა არ ეთანხმება განაჩენში მოყვანილ ამ არგუმენტაციას და აღნიშნავს, რომ თუ სასამართლო მსჯელობს და სამართლებრივ ჭრილში ასაბუთებს პირის მიერ რაიმე თანხის ან წილის კუთვნილების კანონიერ საფუძველს, ასეთ შემთხვევაში, უნდა არსებობდეს ამის დამადასტურებელი მტკიცებულება ან პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ ბრალდებულის (მსჯავრდებულის) ვერსიაზე დაყრდნობით საკითხის გადაწყვეტა სამართლებრივი ჩარჩოდან გადის და დაინტერესებული მხარის პოზიციას ,, გამართლებას“ ემსახურება.
გარდა ამისა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას როგორც სასამართლომ, ისე დაცვის მხარემ შეფასების გარეშე დატოვა დაზარალებულისა და მოწმე მ--------–--–---–---–-- ჩვენების ის ნაწილი, თუ როდის მოხდა დაზარალებულის მხრიდან კონსიგნაციის საფუძველზე შეძენილი კომპრესორის ჩამოტანა და ექსპლოატაციაში გაშვება. არადა, ფარული ჩანაწერების მიხედვით, დაზარალებულთან შეხვედრისას კ-------------ც, ბ-------------------ც და რ---------–----–---–----ც თავიანთი პოზიციის გასამყარებლად, რომ კ------------- ა---------–--–---–---–-დან ნამდვილად ეკუთვნოდა წილი ან ფული დაზარალებულს მიანიშნებდნენ იმ ფაქტზე, რომ იმ პერიოდში, როდესაც მან, ა---------–--–---–---–-- კომპრესორი შეიძინა კ-------------- „კანალის“ გამოყენებით ეს უკანასკნელი პატიმრობაში იმყოფებოდა და აღნიშნულის შესახებ ის საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინა.
დაზარალებულ ა------- ლ---–---–---–-- და მოწმე მ--------–--–---–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ დაზარალებულმა კომპრესორთან დაკავშირებით შპს ,,ს----------------- მოლაპარაკება დაიწყო 2012 წელს და კომპრესორი ჩამოიტანეს 2012 წლის დეკემბერში, ხოლო ექსლუატაციაში გაუშვა 2013 წელს, რაც დაცვის მხარის მიერ სადაოდ არ გამხდარა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2008 წლის შემდეგ კ------------- გასამართლებული იქნა 2011 წლის 5 ოქტომბერს და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდაა 2011 წლის 13 ოქტომბერს, ამის შემდეგ კ------------- გასამართლებული იქნა 2015 წლის 20 აგვისტოს და შეეფარდა პირობითი მსჯავრი. შესაბამისად, 2012 -2013 წლებში დაზარალებულის მიერ კომპრესორის ჩამოტანისა და ესპლუატაციაში გაშვებისას, კ------------- ვერანაირად ვერ იქნებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და იმაზე მითითება, რომ ა---------–--–---–---–-- კ-------------- გვერდით ავლით განახორციელა აღნიშნული ქმედებები, საფუძველს მოკლებულია. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ დაზარალებულის ჩვენების თანახმად, ის 2013 წელს და 2016 წელს კ------------- შეხვდა სხვა საკითხებთან დაკავშირებით, სადაც რაიმე წილის ან თანხის გადაცემაზე საუბარი არ ყოფილა.
პირველი ინსტაციის სასამართლო ბ------------------------------------–----–---–----- უდანაშაულობას სსკ-ის 181-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ასაბუთებს ფარულ ჩანაწერებზე დაყდნობით და მიუთითებს, რომ მთელი მოლაპარაკებების მანძილზე ბ------------------- და რ---------–----–---–---- დაზარალებულის მიმართ აგრესიულობით არ გამოირჩეოდნენ და შესაბამისად, შემთხვევის დღესაც მათი მხრიდან დაზარალალებულის მუქარა და თანხის მოთხოვნა, ნაკლებად სავარაუდოა.
რაც შეეხება სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდების ნაწილში, სასამართლომ ბრალდებულების ჩვენებები გაიზიარა იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ჩხუბში ჩაერთვნენ მხოლოდ გაშველების მიზნით.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ვარაუდზეა აგებული და გვერდს უვლის დზარალებულსა და მ--------–--–---–---–-- პირდაპირ ჩვენებებს, რომლის მიხედვითაც, ისინი ბ-------------------ს და რო-------–----–---–---- ამხელენ როგორც ძალადობის, ისე მუქარის განხორციელებაში.
სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ განაცხადა, რომ თავად დაზარალებული ახდენდა ბ--------------------ა და რ---------------–---–----- მიმართ დანაშაულის პროვოცირებას, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ თავად დაზარალებული ურეკავდა მათ, უთქვამდა შეხვედრებს. ამასთან, ის უხსენებდა მათ ქურდების სახელებს, რომლებსაც არც ბ------------------- და არც რ---------–----–---–---- არ იცნობდა, რაც ნათლად დასტურდება ფარული ჩანაწერებითაც. ასევე, ბ--------------------თვის და რ---------–----–---–----სთვის უცნობი იყო, თუ რისთვის ადიოდნენ ისინი 2017 წლის 10 აპრილს ა------- ლ--–---–---–----.
პალატა ცალსახად არ ითვალისწინებს დაცვის მხარის ამ პოზიციას. საქმეში მოთავსებული ფარული ჩანაწერების მიხედვით პირველი სატელეფონო კავშირი რ---------–----–---–----- და ა---------–--–---–---–- შორის შედგა 2017 წლის 15 აპრილს, რომლის მიხედვითაც რ---------–----–---–---- ურეკავს ა---------–--–---–---–-, სადაც თანხმდებიან აღდგომების დღესასწაულის შემდეგ შეხვედრაზე, სადაც ა---------–--–---–---–- ეუბნება, რომ გამოკეთდება და დაურეკავს, რაზედაც რ---------–----–---–---- ეთანხმება. ერთადერთი შემთხვევა ,როდესაც დაზარალებულმა თავად დაურეკა, იყო 18 აპრილი, იმის გასარკვევად,თუ სად უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს,რაც სასამართლოში თავად დაზარალებულმაც დაადასტურა. ამის შემდეგ 20 და 28 აპრილს, ასევე 5 და 6 მაისს ყოველთვის პირველად სატელეფონო ზარს ახორციელებს რ---------–----–---–----.
ამასთან, დაცვის მხარე აშკარად გვერდს უვლის შემთხვევის მეორე დღეს, 2017 წლის 11 აპრილს რ----------–----–---–----- მხრიდან ა------- ლ--–---–---–--- განხორციელებულ ზარს. საუბრის დროს რ----------–----–---–---- ინტერესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, ასევე შეატყობინა თუ არა ,,თანამშრომლებს“ მომხდარის შესახებ და მისული იყო თუ არა საავადმყოფოში.
რ---------–----–---–---- : ,,ს-------- მომისმინე , დარეკეს უფროსმა ძმებმა და საქმის კურსში არიან და ყველაფერი გავიაროთ ჩვენებური... ეხლა შელაპარაკება რომ მოხდა იქ ურთიერთი შენგან რომ ისეთი ,,ატვეტი’’ იყო უთხარი გამიგე ? რომ მაგანაც ვერ შეიკავა თავი გამიგე ?’’
ა---------–--–---–---–-: ,,რა ატვეტი ვუთხარი ? არაფერი არ მითქვამს იქ არ იყავი ჯ----? რა იყო პირიქით’’.
რ---------–----–---–-----ჯ----- ,,ჰო და იქ ფულზეა ლაპარაკი,ფულზე რომელიც 200 000 (?) რომელიც უშუალოთ ეს რომ იჯდა გამიგე რომ იჯდა მაგის ხალხი იყო ისინი ... მაგაში მე საქმის კურსში ვიყავი დიდიხანია რა ამ საქმის ირგვლივ, მერე ის ფული შენ აიღე 200 000 არი თუ არა ლიზინგით თუ ?? რო იქნები შენ ‘’ ,, სოსტაიანიეში’’ მე და ჩემი ძმაკაცი რომ მახლდა გუშინ, მოვალთ ჩვენ დავჯდეთ და ვილაპარაკოდ გემრიელად იქით კიდევ ჩვენი ძმები არიან საქმის კურშში ‘’.
ს-------- ლილუაშვილი - ,, და ვინაა ეხლა, გუშინ კი მიხსენა მაგრამ“.
ჯ---- ,,ნუ ახლა მაგას ტელეფონში ხომ ვერ გეტყვი ვინ არიან იმას ,,პრი ვსტრეჩე’’ რომ შევხვდებით მაშინ ვილაპარაკოთ.... ამას ჩემგან გაიგებ ვინ არიან და როგორ არიან. მე მაგას ხომ არ დაგიმალავ რახან ვამბობ რომ ჩემმი უფროსი ძმები არიან საქმის კურში მე ვალდებული ვარ უნდა გითხრა ...ზე ხომ იცი არ შეიძლება ‘’.
პალატის აზრით აშკარა დასტურდება რომ შეხვედრების ინიციატორი მხარე არ ყოფილა დაზარალებული ასევე დასტურდება ,რომ შემთხვევის დღე როგორც კ-------------- ისე ბ--------------------სა და რ---------–----–---–----საგან კარგად იყო ცნობილი თუ რა იყო ჩხუბის მიზეზი და ამასთან საქმეში ჩართულები იყვნენ ,,უფროსი ძმები’’ ანუ ქურდები უფროს ძმებში რომ ქურდებს გულისხმობდნენ ეს სასამართლოზე დაზარალებულმაც დაადასტურა.
,,უფროს ძმებთან’’ დაკავშირებით საუბრობს რ---------–----–---–---- 2017წლის 15 აპრილს ა------- ლ--–---–---–---- საუბარში ,,უფროსი ძმები და ისინი კაცო იმათ შემოევლოთ ჩვენი თავი,ისინი ხომ იციან ახლა უფროსი ძმები არიან, რაზეა ლაპარაკი’’.
პალატა მიიჩნევს, რომ ასეთ შინაარსის საუბრების შემდეგ დაცვის მხარის მიერ იმ ჩანაწერების მოშველიება, სადაც ბ------------------- და რ---------–----–---–---- უარყოფენ ჩხუბის დროს კ-------------- მხრიდან ქურდების სახელების ხსენებას, არადამაჯერებელია.
ამასთან, დაცვის მხარის მტკიცებით, ბ-------------------სთვის და რ---------–----–---–----სთვის უცნობი იყო და არ ესმოდათ ოფისში თუ რაზე საუბრობდნენ კ------------- და ა---------–--–---–---–-. ასეთ შემთხვევაში, ლოგიკურად მათი მტკიცებით ფირმაში არ უნდა სცოდნოდათ იყო თუ არა ქურდების სახელი ნახსენები და მით უმეტეს, ა---------–--–---–---–-- მხრიდან კ--------------თვის მიცემული ,, ატვეტი’’, როგორც ამას აღნიშნავს რ---------–----–---–---- 2017 წლის 11 აპრილის ჩანაწერში დაზარალებულთან საუბრისას. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ სხვადასხვა განმარტება მისცა ტერმინს „ უფროს ძმები“, კერძოდ, თუ პირველი ინსტანციის სასამართლოში რ----------–----–---–---- აღნიშნავდა, რომ „უფროს ძმებში“ ასაკით უფროსი პირები იგულისხმებოდნენ, სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ-ადვოკატმა ხ---------------–----- - განმარტა, რომ ამ ტერმინში „უფროსი ბიზნესმენები“ მოიაზრებოდა, რაც ცალსახად ხაზს უსვამ დაცვის მხარის არამყარ პოზიციას.
ამდენად, პალატა აანალიზებს რა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ 2017 წლის 10 აპრილს ა---------–--–---–---–-- მიმართ კ--------------, ბ------------------------------------–----–---–----- მხრიდან განხორციელდა გამოძალვა, დიდი ოდენობის ქონების გამოძალვის მიზნით ,რასაც თან ერთვოდა მის მიმართ განხორციელებული ძალადობა და მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დანაშაულის როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობა.
ამასთან, დაზარალებულის ბ-------------------- და რ---------–---------–------ შეხვედრების ამსახველი ფარული ჩანაწერებიდან დასტურდება, რომ მსჯავრდებულ კ-------------- ორგანიზებით რ---------–----–---–------------------------------- მხრიდან ა------- ლ--–---–---–--- ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, დაზარალებულის მხრიდან თანხის ან წილის დათმობის მიზნით.
ამდენად, პირველი ინსტაციის სასამართლოს და დაცვის მხარის მითითება, რომ კ-------------- მუქარას რ---------–----–---–---- და ბ------------------- არ გადასცემდნენ დაზარალებულს, მათ გამართლებას საფუძვლად ვერ დაედება, ვინაიდან 2017 წლის 10 აპრილს დაზარალებულზე მუქარაც და მოთხოვნაც უკვე განხორციელებული იყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კ-------------, ბ------------------- და რ---------–----–---–---- დამნაშავედ უნდა იქნენ ცნობილნი საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუქნტებით. ასევე, რ---------–----–---–---- და ბ------------------- ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამ მიმართებით ცვლილება უნდა შევიდეს პირველი ინსტაციიის სასამართლოს განაჩენში.
2. პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ კ-------------- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით.
აპელანტის -დაცვის მხარის მტკიცებით, პირველი ინსტაციის სასამართლოს განაჩენი აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით არის უკანონო და დაუსაბუთებული, ვინაიდან სასამართლომ გამამატყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო ირიბი მტკიცებულებები.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ამ არგუმენტაციას, ვინაიდან მართალია, მსჯავრდებულის მეუღლემ, დაზარალებულმა მ--------------- გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება და თავისი მეუღლის საწინააღმდეგოდ სასამართლოში ჩვენება არ მისცა, მაგრამ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება კ-------------- ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
პალატა უპირველესად, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არა დაზარალებულ მ----------------–ეტყობინება განხორციელებულ მუქარის თაობაზე, შესაბამისად, ვერც საპატრულო ეკიპაჟი გავიდოდა შემთხვევის ადგილზე და ვერ დააფიქსირებდა მომხდარი დანაშაულის ფაქტს.
პალატა იზიარებს პირველი ინსტაციის სასამართლოს შეფასებას და აღნიშნავს, რომ საპატრულო პოლიციიის თანამშრომლები თავად შეესწრნენ მ----------------- განხორციელებული მუქარის შედეგს, როდესაც ის ყვირილით გამორბოდა სადარბაზოდან და შველას ითხოვდა, ხოლო შემდეგ მათი თანდასწრებით კ------------- დაზარალებულს აგინებდა და ეუბნებოდა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ გაუსწორდებოდა.
ამდენად, აპელანტის აპელირება, რომ პოლიციის თანამშრომლებმა თითქოს მხოლოდ დზარალებულის სიტყვები გაიმეორეს, სინამდვილეს არ შეესაბამება.
მოწმე გ---------–-------- ჩვენებით , რომელიც დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია, დგინდება, რომ ი-------------------------------ში იყო ოჯახური კონფლიქტი. დაახლოებით 10 წუთში გამოცხადდა ზემოაღნიშნულ მისამართზე. სადარბაზოსთან მიახლოვებისას, სართულებიდან ქალბატონის ყვირილი შემოესმა, იგი შველას ითხოვდა. ლიფტით ავიდა და სართულზე შეეფეთა ქალბატონი, მ--------------- რომელიც შეშინებული სადღაც გარბოდა. ქალბატონმა მას შველა სთხოვა, უთხრა, რომ მისი მეუღლე ნასვამი იყო და იარაღით ემუქრებოდა. იარაღი დამუხტა და ღია კარში შევიდა. კ------------ისაღები ოთახის შესასვლელთან დახვდა ნახევრადშიშველი, ხელში არაფერი სჭერია. ჰკითხა: ჰქონდა თუ არა იარაღი, რაზეც კ-------------- განაცხადა, რომ ცეცხლსასროლ იარაღს მართლაც ფლობდა შენახვის უფლებით. როცა იარაღის წარმოდგენა სთხოვა, საძინებელ ოთახში შეუძღვა, სადაც დივანზე ბალიშის ქვეშ დამალული იარაღი ნახა და ამოიღო. ამ დროს შემოვიდა განერვიულებული ქალბატონი, მ--------------- რომელიც აყვირდა, რომ სწორედ ამ იარაღით ემუქრებოდა მეუღლე მოკვლით. კ---- ფ--------ას აჩუმებდა, აგინებდა და ემუქრებოდა, რომ ციხიდან გამოსული გაუსწორდებოდა. მათ კ------------- დააკავეს და გაჩხრიკეს. ბინაში იმყოფებოდნენ კ--------------ა და დაზარალებულის ვაჟები, რომელთაც ჰკითხეს მომხდარის შესახებ, თუმცა მათ არაფერი განუცხადებიათ.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე რ-------------- თავის ჩვენებაში.
გარდა ამისა, ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ ცეცხლსასროლი იარაღი აღმოჩენილ იქნა მსჯავრდებულის საძინებელ ოთახში მოთავსებულ დივანზე, რომელიც თავად კ-------------- გადასცა მათ. დაცვის მხარე მიუთითებს, რომ სასამართლოს არ უცდია თავად დაედგინა, თუ სად ინახავდა მუდმივად კ------------- ცეცხლსასროლ იარაღს .
პალატის აზრით, ცეცხლსასროლი იარაღის მუდმივი შესანახი ადგილი დივანის ზედაპირი რომ არ არის, ეს ცალსახაა და ნებისმიერი ჯანსაღი აზროვნების ადამიანში დავას არ უნდა იწვევდეს. სწორედ ამ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება პირველი ინსტაციის სასამართლომ.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ირიბია და ისინი გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ უნდა დადებოდა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით აბსოლუტურად არ გამორიცხა ირიბი ჩვენების დასაშვებობის და მისი, როგორც გამამტყუნებელ მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობა. გადაწყვეტილების 36-ე პუნქტში მითითებულია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობას, რომლის აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას მაშინ, როდესაც ინფორმაციის ავტორი -მოწმე- დაშინებულია, თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამ ჩვენებას ემყარება ირიბი ჩვენება და ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე“. რასაც ადგილი ჰქონდა მოცემულ შემთხვევაში.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდებულ კ-------------- უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი არ არსებობს.
პალატა ვერ დააკმაყოფილებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ კ-------------- მიმართ, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით დანიშნული სასჯელის კერძოდ, ერთ წლამდე შემსუბუქებასთან დაკავშირებით. ვინაიდან აღნიშნული დანაშაულის ჩადენის მომენტში, 2015 წლის 20 აგვისტოს განაჩენით კ------------- ნასამართვლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, რაც თვის მხრივ ქმნის დანაშაულის რეციდივის შემთხვევას.
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი სანქციის სახით ითვალისწინებს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის დროს მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის, ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მინიმალურ ვადას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს,რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებზე უნდა ეთქვას უარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენში ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ კ-------------- ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------------–------ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2.საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორის ვ-–------------ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;
3.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
4. რ-----------–----–---–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით - 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, რო-------–----–---–---- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;
5.მსჯავრდებულ რო-------–----–---–---- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის ვადა - 2017 წლის 29 მაისიდან 2018 წლის 2 თებერვლის ჩათვლით;
6.ბ------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით - 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ბ-------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;
7.მსჯავრდებულ ბ-------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის ვადა - 2017 წლის 29 მაისიდან 2018 წლის 2 თებერვლის ჩათვლით;
8.კ------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით; სსკ-ის 120-ე მუხლით; სსკ-ის 111,151-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
სსკ-ის 111,151-ე მუხლით - 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 120-ე მუხლით 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, კ------------- დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 აგვისტოს განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 1\(ერთი)წელი და 6(ექვსი)თვე და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით კ------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
9.მსჯავრდებულ კ------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 14 მაისიდან;
10.ნივთიერი მტკიცებულებები:
- მობილური ტელეფონები და ტანსაცმელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;
- დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით;
- სიგარეტის ნამწვები, დოლბანდის და ქაღალდის ნაგლეჯები, ნერწყვის და სისხლის ნიმუშები, დაქტილოფირები - განადგურდეს;
- ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდი და ვაზნები - შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცეს შს სამინისტროს რეაგირებისსათვის (პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით).
11.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
12.პალატის განაჩენი მსჯავრდებულ კ-------------- მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
პალატის განაჩენი მსჯავდებულების: რ----------–----–---–----- და ბ-------------------- მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მათი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში; ან განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებულები მოითხოვენ საკასაციო საჩივრის განხილვას მათი მონაწილეობის გარეშე;
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი