განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820--0118002036922
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-561-2018 25 სექტემბერი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტი - გ------- ქ------–--ე, დ-------- ქ------–--ე, თ----- ქ------–--ე, მ------ ქ------–--ე, ლ--–- ბ----–--ე, გ------- ქ------–--ე, ა--- ქ------–--ე
წარმომადგენელი - ე-----------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - რ--------- ქ------–--ე
წარმომადგენელი - დ----------–--–---–ი
დავის საგანი - ქმედების დავალდებულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით რ--------- ქ------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა. დავალდებულდნენ მოპასუხეები გ------- ქ------–--ე 6----------, დ-------- ქ------–--ე (6----------), თ----- ქ------–--ე(პ/ნ 6----------), მ------ ქ------–--ე (პ/ნ 6----------), ლ--–- ბ----–--ე (პ/ნ 6---------1), გ------- ქ------–--ე (პ/ნ 6----------), ა--- ქ------–--ე (პ/ნ 6----------) მოეხდინათ საჯარო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაცია მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ. 2-----------) ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის გზით, რომლის საზღვრები დაემთხვევა რ--------- ქ------–--ის მიერ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით 2017 წლის 04 აპრილს 8----------- განაცხადით წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში მოპასუხეების მიერ ცვლილებების განუხორციელებლობის შემთხვევაში მოსარჩელე რ--------- ქ------–--ეს მიეცა უფლება მოპასუხეებისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით, საჯარო რეესტრში თვითონ წარედგინა მოპასუხეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ. 2-----------) ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლის საზღვრები დაემთხვეოდა რ--------- ქ------–--ის მიერ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით 2017 წლის 04 აპრილს 8----------- განაცხადით წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის საზღვრებს. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 1958-1967 წლებში და 1996-2006 წლებში ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ქ------–---ში კომლის უფროსს ზ----- უ-----ის ასულ ქ------–--ესა და კომლის წევრ, მოსარჩელე რ--------- ქ------–--ის მამას, რ------– ქ------–--ეს ერიცხებოდათ მიწის ნაკვეთი 0,26 ჰა ოდენობით. 2.2. 1987 წლის 16 ივნისს ხელვაჩაურის რაიონის სახელმწიფო სანოტარო კანტორის ნოტარიუსის მიერ დამოწმეულ იქნა ზ----- ქ------–--ის ანდერძი, რომლითაც ზ----- ქ------–--ემ მთელი თავისი ქონება, რაც მისი სიკვდილის შემდეგ აღმოჩნდა, თანაბარ წილად უანდერძა მის შვილიშვილებს რ--------- რ------–ის ასულ ქ------–--ესა და ნ--- რ------–ის ასულ ქ------–--ეს. 2.3. ზ----- ქ------–--ე გარდაიცვალა 2010 წლის 13 აგვისტოს. რ--------- ქ------–--ემ ზ----- ქ------–--ის დანაშთი ქონება, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი სოფელი ჩ------თი, მიიღო ფაქტობრივი ფლობით. 2016 წლის 12 აგვისტოს ნოტარიუს თამარ ჩამბას მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა #1--------, რომლითაც განისაზღვრა რომ რ--------- ქ------–--ე არის ზ----- ქ------–--ის ანდერძისმიერი მემკვიდრე - შვილიშვილი, რომელმაც საკუთრებაში მიიღო სრულად - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები (ქონებრივი და არაქონებრივი არამატერიალური სიკეთე, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე განთავსებულ ანაბარზე და სხვა უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებლის მესამე პირთა მიმართ) პასივები (მამკვიდრებლის შესრულებული ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ - სამკვიდრო ქონების ღირებულების ფარგლებში) ყველა ის უფლება-მოვალეობები, რომელიც ფაქტიური ფლობით მემკვიდრემ მიიღო ზ----- ქ------–--ისაგან. 2.4. 2017 წლის 04 აპრილს რ--------- ქ------–--ისა და შპს „გ---“-ს წარმომადგენლის ე--------------ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარედგინა განცხადება და მასზე თანდართული შემდეგი დოკუმენტაცია: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სუბსიდირების პროექტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საარქივო ცნობა და შენობების აზომვითი ნახაზი. რ--------- ქ------–--ემ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონის სოფელი ქვედა ქ------–---ში არსებულ, ზ----- ქ------–--ისაგან მემკვიდრეობით მიღებულ 2600 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია და ამონაწერის გაცემა. 2.5. 2017 წლის 10 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რ--------- ქ------–--ის განცხადებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება N8------------03 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის დაწყების შესახებ, რა დროსაც N8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და რეგისტრირებული უძრავი ნივთის - გ-------, დ--------, თ-----, მ------, ლ--–-, გ------- და ა--- ქ------–--ეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (2----------- საკადასტრო კოდით) საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, რის გამოც ,,საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტისა და ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ,,სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მხარეთა შორის დავის გამოვლენის გამო“ სააგენტომ ამ დავის გადასაწყვეტად სავალდებულო წესით მიმართა სანოტარო მედიაციას და საქმეში ჩართო მედიატორი რომელმაც მხარეებს აცნობა მედიაციის პირობები და დანიშნა შეხვედრის დრო და ადგილი. 2.6. 2017 წლის 28 აპრილს რ--------- ქ------–--ემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარუდგინა განცხადება მედიატორის დანიშვნის მოთხოვნით. საქმეზე მედიატორად დანიშნული იქნა ნოტარიუს მედიატორი ხ------- კა-–--------შვილი. მედიატორი ნოტარიუსი/მედიატორი ხ------- კა-–--------შვილთან მხარეების შეხვედრა დანიშნულ იქნა 2017 წლის 11 მაისს 14:00-14:30 საათზე, ქ. ბათუმი, ნ----–--------იას ქუჩა N12. მედიატორთან გამოცხადდა მხოლოდ რ--------- ქ------–--ე, რის გამოც აღნიშნულ ეტაპზე მედიაციის პროცესი არ შედგა. მედიატორი ნოტარიუსი/მედიატორი ხ------- კა-–--------შვილის მიერ მხარეების განმეორებითი შეხვედრა დანიშნულ იქნა 2017 წლის 11 მაისს 14:00-14:30 საათზე, ქ. ბათუმი, ნ----–--------იას ქუჩა N12. აღნიშნულ დღესაც მედიაციის პროცესი არ შედგა მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო. 2.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რ--------- ქ------–--ის განცხადებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება 8------------16 (19.06.2017), რომლითაც რ--------- ქ------–--ეს ეცნობა, რომ წარმოსადგენი არის კორექტირებული აზომვითი ნახაზი, რადგან მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო მედიაციის პროცესი ზედიზედ ორჯერ უშედეგოდ დასრულდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 ივლისის 8------------17 გადაწყვეტილებით რ--------- ქ------–--ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, რადგანაც სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2.8. აჭარის ა.რ. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ხელვაჩაურის არქივის მიერ 07.10.2014 წელს გაცემული N A------------03 საარქივო ცნობით ირკვევა, რომ ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის მაჭახლის თემის საკრებულოს დოკუმენტებით, 1996-2006 წლების საკომლო წიგნებით დასტურდება, რომ ქ------–--ე გ------- ხ----ის ძე არის კომლის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან 1. გ------- ქ------–--ე, 2. დ-------- ქ------–--ე, 3. თ-----ი ქ------–--ე, 4. მ------ ქ------–--ე, 5. ლ--–- ქ------–--ე, 6. გ------- ქ------–--ე და 7. ა--- ქ------–--ე. კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართის რაოდენობა შეადგენს 1996-2001 წლებში 0,25 ჰა, 2005-2006 წლებში 0,50 ჰა. კომლს ერიცხება 160 კვ. მ. ფართის საცხოვრებელი სახლი. 2.9. მაჭახლის თემის საკრებულოს სოფელ ქვედა ქ------–---ის მიწის სარეფორმო კომისიის 15.04.2001 სხდომის ოქმი N3-ის საარქივო ამონაწერიდან ირკვევა „მოისმინეს მოსახლეობისთვის კერძო საკუთრებაში გასაცემი მიწის ფართობების შერჩევა- დათვალიერების აქტების განხილვისა და მოზომვის შესახებ. 1.1. ქ------–--ე გ------- ხ----ის ძეს პირველი კატეგორიის კომლს ერიცხებოდა 0,25 ჰა შეევსო 0,25 ჰა - საკარმიდამოს გაგრძელება. სულ ერიცხება 0,50 ჰა. 2.10. 2015 წლის 07 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოპასუხე თ----- ქ------–--ემ წარუდგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია 3600 კვ.მ-ი ფართობის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და ამონაწერის გაცემა. წარდგენილ განცხადებას დანართის სახით მოპასუხემ დაურთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და N A------------03 საარქივო ცნობა. 2.11. თ----- ქ------–--ის განცხადებაზე საქმის წარმოების რამდენჯერმე შეჩერებისა და განახლების შემდგომ 2015 წლის 07 ივლისის განცხადების საფუძველზე 2015 წლის 12 აგვისტოს განხორციელდა უფლების რეგისტრაცია და მოპასუხეებს ა--- ქ------–--ეს, გ------- ქ------–--ეს, გ------- ქ------–--ეს, დ-------- ქ------–--ეს, თ----- ქ------–--ეს, ლ--–- ბ----–--ესა და მ------ ქ------–--ეს საკუთრებაში დაურეგისტრირდათ 3600 კვ.მ-ი მიწის ფართობი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა საერთო ფართით 183.59 კვ.მ. (ს.კ.2-----------). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია N A------------03 საარქივო ცნობა. 2.12. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 07 აგვისტოს განხორციელდა უფლების რეგისტრაცია და მოპასუხეებს ა--- ქ------–--ეს, გ------- ქ------–--ეს, გ------- ქოქლაძეს, დ-------- ქ------–--ეს, თ----- ქოქლაძეს, ლ--–- ბ----–--ესა და მ------ ქ------–--ეს საკუთრებაში დაურეგისტრირდათ 901 კვ.მ-ი მიწის ფართობი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა საერთო ფართით 44.03 კვ.მ. (ს.კ.2-----------). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია NA------------03 საარქივო ცნობა. 2.13. 2015 წლის 17 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოპასუხე თ----- ქ------–--ემ მიმართა განცხადებით, წარადგინა საარქივო ცნობა და აზომვითი ნახაზები და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ხელვაჩაური ს. ჩ------თი. მიწის ფართობი შეადგენდა 500 კვ.მ-ს (ს.კ.2-----------). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით N8-------------- შეჩერებული განცხადებაზე წარმოება იქნა იმ საფუძვლით, ვერ ხერხდება უძრავი ნივთის იდენტიფიკაცია უფლების დამგენ დოკუმენტთან შესაბამისობაში, ორთო ფოტოს მიხედვით სავარაუდოდ ნაკვეთი მოიცავს გზის სავალ ნაწილს, ელ.ვერსია არ შეესაბამება ქაღალდის ვერსიას. განცხადებლის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების აღმოფხვრის დოკუმენტი, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N882015377711-11 (15.09.2015) გადაწყვეტილების საფუძველზე მითითებული სარეგისტრაციო წარმოება შეწყვეტილი იქნა და მოპასუხეს 500 კვ.მ-ი მიწის ფართობის რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 311-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის წესები და პირობები განისაზღვრება კანონით. კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების, ჩანაწერებში ცვლელების, სარეგისტრაციო წარმოების და მისი დაწყების წესსა და საფუძვლებს. საკუთრების რეგისტრაციის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია დაინტერესებული მხარის განცხადების საფუძველზე. თუ ცვლილების ხელშემშლელ პირობას წარმოადგენს სხვა პირის გარკვეული მოქმედების შეუსრულებლობა, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს ასეთი მოქმედების შესრულების განხორციელება. აღნიშნული გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2, მე-8, და 115-ე მუხლების დანაწესიდანაც, რომლის თანახმად დადგენილია, რომ ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები, სამოქალაქო უფლებები უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, დაუშვებელია უფლების ბოროტად გამოყენება მარტო იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. 2.15. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 111 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესადგენად უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრის იდენტიფიცირებისთვის პასუხისმგებელია ამ ნივთის მესაკუთრე/მართლზომიერი მფლობელი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელე რ--------- ქ------–--ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ აზომვით ნახაზში ასახული 2600 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთიდან 950,63 კვ.მ-ი ზედდებაშია მოპასუხეების - გ-------, დ--------, თ-----, მ------, ლ--–-, გ------- და ა--- ქ------–--ეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთან საკადასტრო კოდით 2-----------. დადგენილია, რომ 1958-1967 წლებში და 1996-2006 წლებში ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ქ------–---ში კომლის უფროსს ზ----- უ-----ის ასულ ქ------–--ესა და კომლის წევრ, მოსარჩელე რ--------- ქ------–--ის მამას, რ------– ქ------–--ეს ერიცხებოდათ მიწის ნაკვეთი 0,26 ჰა ოდენობით. 2.16. ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ’’ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის N949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის 29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენდა კომლის ქონებას და გახდა იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენდნენ. აღნიშნულ ქონებაზე გავრცელდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი. აღნიშნული ნორმის საფუძველზე ზ----- ქ------–--ის საკუთრებას წარმოადგენდა საარქივო ცნობაში აღნიშნული უძრავი ქონება 2600 კვ, მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. ზ----- ქ------–--ემ მთელი თავის ქონება ანდერძით გადასცა თავის შვილიშვილებს, ხოლო რ--------- ქ------–--ემ მიიღო სამკვიდრო მოწმობა, რითაც მოიპოვა საკუთრების უფლება ზ----- ქ------–--ის დანაშთ ქონებაზე. 2.17. მოპასუხე გ------- ქ------–--ის კომლს, რომლის შემადგენლობაში ირიცხებიან სხვა მოპასუხეებიც, 1996-2001 წლებში სარგებლობაში ჰქონდა 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი. მაჭახლის თემის საკრებულოს სოფელ ქვედა ქ------–---ის მიწის სარეფორმო კომისიის 15.04.2001 სხდომის ოქმი N3-ის მიხედვით, გ------- ქ------–--ის კომლს შეევსო 0,25 ჰა და საარქივო ცნობის მიხედვით კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართის რაოდენობა შეადგენს 2005-2006 წლებში 0,50 ჰა. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხეების სახელზე რეგისტრირებული 3600 კვ. მ. მიწის ნაკვეთი ამ ოდენობის ფართით ვერ განისაზღვრებოდა სხვისი ნაკვეთის გადაფარვის გარეშე, რადგან თავდაპირველი 2500 კვ. მეტრი მოთავსებული იყო მყარ საზღვრებში და გაფართოების საშუალება არ არსებობდა. ის გარემოება, რომ სარეფორმო კომისიის მიერ გადაცემული 2500 კვ. მეტრი არ არის ერთ ადგილას და საკარმოდამო ფართის გაგრძელება, დასტურდება იმითაც, რომ მოპასუხე თ----- ქ------–--ემ რეესტრში წარადგინა სამი სხვადასხვა ადგილას მდებარე ნაკვეთის ნახაზები, რომელთაგან ორი დაირეგისტრირა, ხოლო მესამე ნაკვეთის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრეს გ------- ქ------–--ემ, დ-------- ქ------–--ემ, თ----- ქ------–--ემ, მ------ ქ------–--ემ, ლ--–- ბ----–--ემ, გ------- ქ------–--ენ და ა--- ქ------–--ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად რ--------- ქ------–--ის მიერ 2017წლის 04-აპრილს საჯარო რეესტრში №8----------- განაცხადით წარდგენილ შ.პ.ს გ---ს მიერ შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით 2600კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 950,63 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ზედდებაში ყოფნა მოპასუხეების-გ-------, დ--------,თ-----,მ------,ლ--–-,გ------- და ა--- ქ------–--ეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ს/კ-თ 2-----------. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სასამართლოსათვის ცნობილი იყო საკადასტრო აზომვითი ნახაზის უზუსტობის ფაქტი. საკადასტრო აზომვითი ნახაზი შედგენილა ამზომველისა და დაინტერესებული პირის (მოსარჩელის) სადაო ობიექტზე მიუსვლ--–-დ აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების ჩატარების გარეშე, რასაც არ უარყოფს მოსარჩელე მხარე და შ.პ.ს გ---. ასევე ნახაზის უზუსტობა ცნობილი იყო სასამართლოსთვისაც. 3.2. მოსარჩელე მხარის არგუმენტების გამყარების მიზნით სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდაოდ „მოპასუხეებისთვის 500კვ.მ.მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარის თქმის ფაქტი“. სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ მოპასუხეებს 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარი ეთქვათ არა იმიტომ, რომ თითქოს მიწის ნაკვეთის ნაწილი მოიცავდა გზის სავალ ნაწილს, როგორც სადაო გადაწყვეტილებაშია მითითებული, არამედ იმის გამო, რომ მოსარჩელეს დედას და რ--------- ქ------–--ეს საჩივარი ჰქონდათ წარდგენილი პოლიციაში და მუნიციპალიტეტის გამგ---ბაში, რის გამოც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგ---ბამ არ გასცა იდენტურობის დადგენის შესახებ ცნობა საჯ.რეესტრში წარსადგენად მოპასუხეს. 3.3. ბუნდოვანია (გაუგებარია) სასამართლოს პოზიცია, მაშინ როცა სასამართლო ღებულობს გადაწყვეტილებას და ავალებს მოპასუხეებს შ.პ.ს გ---ს მიერ შესრულებული უზუსტო ნახაზის მიხედვით საზღვრების გამიჯვნას და თავად სადაო გადაწყვეტილების საპირისპიროდ, მოსარჩელის არგუმენტების გამყარების მიზნით განმარტავს და იზიარებს შ.პ.ს ციტრო ჩაი აჭარა 2006-ის მიერ გაცემულ ცნობას, რომლის მიხედვითაც თითქოსდა ლაშა ჭაღალიძემ შეასრულა დაკვალვა მიწის ნაკვეთზე რ--------- ქ------–--ის მიერ წარმოდგენილი სურათის და პარსელის მიხედვით და რ--------- ქ------–--ის მიერ მიწოდებული სურათისა და პარსელის მიხედვით თ----- ქ------–--ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 2-----------. არის გადაფარვაში 950კვ.მ-თ. აღნიშნული გარემოებით ერთხელ კიდევ დასტურდება, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. მისი და სასამართლოს განმარტებები ეწინააღმდეგება მის მიერვე სარჩელთან ერთად წარმოდგენილ მტკიცებულებებს. სამართლებრივი საფუძვლები 3.4. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა და არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. მოცემული დავის შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ გარემოებების დადგენას, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია ქმნიდა თუ არა საკუთრების უფლებით მათ სახელზე რეგიტრაციის საფუძველს. მაშინ როცა 2017 წლის 04 აპრილის №8----------- განაცხადით სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი იყო უზუსტო, რის თაობაზეც ინფორმირებული იყო სასამართლო მოპასუხის წერილობითი შუამდგომლობით. მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. სადაო მიწის ნაკვეთი მოპასუხეებს რეგისტრირებული აქვთ საჯარო რეესტრში. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩლის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება და ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. მაშინ, როცა მოსარჩელის დედის განცხადებით, მუნიციპალიტეტის წერილით და სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადაო იყო არა 950 კვ.მ ფართის მქონე მოპასუხის საკუთრება, არამედ 700 კვ.მ მ/შ 500 კვ.მ (საკადასტრო კოდი: 2-----------) და 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია ბოსელი და ფუტკრის ოჯახები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ქვედა ქ------–---ში (2005 წლამდე - ზედა ქ------–---ი) 0,26 ჰა მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი ეკუთვნოდა ზ----- ქ------–--ის საკოლმეურნეო კომლს. 4.2. ზ----- ქ------–--ე გარდაიცვალა 2010 წლის 13 აგვისტოს და მისი სამკვიდრო მიიღო რ--------- ქ------–--ემ, 4.3. ამავე სოფელში აპელანტებს ერიცხებოდათ 0,5 ჰა. მიწის ნაკვეთი. 4.4. 2015 წლის 12 აგვისტოს საარქივო ცნობის საფუძველზე აპელანტები დარეგისტრირდნენ N2----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების - 3600 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული 183,59 კვ.მ. შენობის მესაკუთრედ. 4.5. 2017 წლის 4 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა რ--------- ქ------–--ემ და უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. 4.6. განმცხადებელმა მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინა შპს გ---ს მიერ 2017 წლის 2 აპრილს შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელიც აპელანტების კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილს, 950.63 კვ.მ. ფართს მოიცავდა. 4.7. მხარეთა შორის არსებული დავის მოსაგვარებლად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დანიშნა მედიატორი, თუმცა მედიაცია უშედეგოდ დასრულდა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით რ--------- ქ------–--ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. 4.8. საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს, ხელვაჩაურის არქივის 2015 წლის 4 ნოემბრისა და 2017 წლის 19 ივლისის ცნობებით ირკვევა, რომ არც ზ----- ქ------–--ისა და არც გ------- ქ------–--ის თაობაზე არსებულ დოკუმენტებში მიწის მიღება-ჩაბარებისა და მოზომვის აქტები არ მოიპოვება. სამართლებრივი დასაბუთება 4.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. 4.9.1. ამის შესაბამისად, კანონის საფუძველზე ივარაუდება, რომ აპელანტების თაობაზე საჯარო რეესტრში არსებული მონაცემები სწორია. ამის საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კი მოსარჩელეს ეკისრება. 4.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. 4.10.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მიხედვით, უძრავი ნივთის შესაძენად წერილობითი ფორმის გარიგების დადებაა აუცილებელი. 4.10.2. ეს ნიშნავს, რომ უძრავ ნივთზე უფლება შეიძლება მხოლოდ წერილობითი მტკიცებულებით დადასტურდეს. ამ უფლების მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადგენა შეუძლებელია. 4.11. მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია არც-ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ზ----- ქ------–--ეს ეკუთვნოდა. 4.11.1. თავისი პოზიციის დასადასტურებლად მოსარჩელემ სასამართლოს მოწმეები, თ------ ქ------–--ე, ლ---- ფ------ და ნ--- ქ------–--ე წარუდგინა, თუმცა ამ მოწმეებმა სასამართლოს ჩვენება, მხოლოდ, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მფლობელობასთან დაკავშირებით მისცეს. 4.11.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 25 მარტის განჩინებაში, საქმეზე №ას-1343-1381-2014 კი განმარტა, რომ: „საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლებრივი მდგომარეობისაგან განსხვავებით მხარეთა ფაქტობრივი მფლობელობა გავლენას ვერ მოახდენს ამ ქონების საკუთრების რეჟიმზე. დაუშვებელია საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებაზე გავლენა მოახდინოს მხარეთა შორის ამ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივმა მფლობელობამ“. 4.12. ამის შესაბამისად, როგორიც არ უნდა ყოფილიყო სადავო ნაკვეთზე მხარეთა მფლობელობა, ეს მათ საკუთრების უფლებაზე გავლენას ვერ მოახდენდა. 4.13. ასეც რომ არ იყოს, მოწმეთა ჩვენებებით იმის დადგენა, რომ ზ----- ქ------–--ის ნაკვეთი, მაინცდამაინც, სადავო ნაკვეთს მოიცავდა, შეუძლებელია. 4.13.1. ამასთან დაკავშირებით, მოწმემ, თ------ ქ------–--ემ, მართალია, განმარტა, რომ ამზომველებს ზ----- ქ------–--ის ნაკვეთის საზღვრები მიუთითა, თუმცა, თუ სად აიღეს მათ კოორდინატები, მისთვის უცნობი იყო. 4.14. აღსანიშნავია ისიც, რომ საქმეში არის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი ცნობა (ტ 1, ს.ფ. 144), რომელშიც მითითებულია, რომ სპეციალისტმა აპელანტების კუთვნილი ნაკვეთების აზომვითი ნახაზი „რეალური ღობისა და საზღვრების მიხედვით... ჯერ აზომა, ხოლო შემდეგ, აღებული კოორდინატების მიხედვით... სწორი, რეალური ნახაზები“ შეადგინა. 4.14.1. ამ ცნობაში მითითებული გარემოებები მოსარჩელის პოზიციას ეწინააღმდეგება. 4.15. ამის შესაბამისად, რ--------- ქ------–--ემ სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტები ვერ დაამტკიცა. 4.16. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელეს სადავოდ არც აპელანტთა საკუთრების თაობაზე საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერი და არც უფლების დამდგენი საბუთი სადავოდ არ გაუხდია. 4.16.1. ამის შესაბამისად, უდავოა, რომ აპელანტები 3600 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები არიან. 4.17. 2013 წლის 11 ნოემბერს მსგავსი კატეგორიის საქმეზე №ას-365-347-2013 მიღებულ გადაწყვეტილებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმარტა: „მოსარჩელე სადავოდ არ ხდის არც საჯარო რეესტრის მიერ სადავო ფართის... მის საკუთრებაში რეგისტრაციაზე წარმოების შეჩერების შესახებ ადმინისტრაციული აქტის კანონიერებას და არც ამ ფართის მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრაციის ფაქტს. ასეთ ვითარებაში, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი ადგენს რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებს, რასაც ასევე ითვალისწინებს „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-17 მუხლი... მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ზემომითითებული ნორმებიდან გამომდინარე, საკადასტრო აზომვით ნახაზში ცვლილებების განხორციელება არ იწვევს იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს. მოსარჩელე სადავოდ ხდის მხოლოდ საკადასტრო აზომვითი ნახაზს, რაც თავისი სამართლებრივი მნიშვნელობით წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების დაწყების ერთ-ერთ (და არა ერთადერთ) საფუძველს („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი). მითითებული ნორმის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზის განხორციელების სამართლებრივი ნორმები წარმოადგენენ საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლების ერთ-ერთ მარეგულირებელ მექანიზმს, რითაც განისაზღვრება საჯარო რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული თავისებურებები. „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციისა და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია. აღნიშნული დანაწესი უზრუნველყოფს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრის დადგენის რეალიზაციას ... აქედან გამომდინარე, საკადასტრო აზომვითი ნახაზი უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ პირობებს, რომლის თანახმად, საკადასტრო აზომვითი ნახაზს თან უნდა ერთვოდეს წერილობითი ინფორმაცია საკადასტრო აღწერის უფლებამოსილი პირის, უძრავი ნივთის და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების აღწერილობისა და დაინტერესებული პირის შესახებ, აგრეთვე, დამსწრეთა და უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის არსებობის შესახებ („საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტი). საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ წარმოადგენს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს... ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზის ხარვეზიანობის დადგენა არ არის საკმარისი მოსარჩელის მიერ თავისი უფლების რეალიზაციისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ უსწორობით ილახებოდეს მოსარჩელის უფლება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლი), რომლის დაცვას ის უნდა ახორციელებდეს კანონის მოთხოვნათა დაცვით. საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება უძრავი ნივთის მესაკუთრეს („საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 30-ე მუხლი), მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე უთითებს საკუთრების უფლების დარღვევაზე მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტით, მხოლოდ საკადასტრო აზომვითი ნახაზში ცვლილებების განხორციელება არ არის საკმარისი მოსარჩელის მიერ იურიდიული ინტერესის დასაკმაყოფილებლად. ყოველივე ზემოაღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარმოადგენს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის ერთ-ერთ აუცილებელ ინფორმაციას, ხოლო მასში სასამართლო გადაწყვეტილებით განხორციელებული ცვლილებები არ არის საკმარისი მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დასაკმაყოფილებლად, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია“. 4.17.1. ასევე, 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინებაში საქმეზე №ას-798-765-2016 საკასაციო პალატამ განმარტა: „რაც შეეხებოდა მოსარჩელის მოთხოვნას საკადასტრო აზომვით ნახაზში ცვილებების შეტანის თაობაზე, ამით არ მიიღწევა ის იურიდიული შედეგი, რომლის ინტერესიც გააჩნია მოსარჩელეს. მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მიმართულია სადავო მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში თავის საკუთრებად რეგისტრაციისაკენ, რომელიც, არსებული მონაცემებით მოპასუხის სახელზეა აღრიცხული, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე სადავოდ არ ხდიდა საჯარო რეესტრის მიერ აპელანტის სახელზე სადავო მიწის ფართის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერებას, რასაც უფლების დამდგენ დოკუმენტებთან ერთ-ერთ საფუძვლად უდევს სადავო საკადასტრო აზომვითი ნახაზი. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“... შესაბამისად, ამ საკითხის გადაწყვეტა ასევე ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის გზით ხორციელდებოდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარმოადგენს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის ერთ-ერთ აუცილებელ ინფორმაციას, ხოლო მასში სასამართლო გადაწყვეტილებით განხორციელებული ცვლილებები არ არის საკმარისი მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დასაკმაყოფილებლად, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია“. 4.18. ამის შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და რაიონულმა სასამართლომ იგი შეცდომით დააკმაყოფილა. 4.19. პალატის აზრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული არ არის და, ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე იგი უნდა გაუქმდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ გ------- ქ------–--ის, დ-------- ქ------–--ის, თ----- ქ------–--ის, მ------ ქ------–--ის, ლ--–- ბ----–--ის, გ------- ქ------–--ისა და ა--- ქ------–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება და რ--------- ქ------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, რ--------- ქ------–--ეს გ------- ქ------–--ის, დ-------- ქ------–--ის, თ----- ქ------–--ის, მ------ ქ------–--ის, ლ--–- ბ----–--ის, გ------- ქ------–--ისა და ა--- ქ------–--ის სასარგებლოდ უნდა აპელანების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 209 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა
1. გ------- ქ------–--ის, დ-------- ქ------–--ის, თ----- ქ------–--ის, მ------ ქ------–--ის, ლ--–- ბ----–--ის, გ------- ქ------–--ისა და ა--- ქ------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება;
3. რ--------- ქ------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. რ--------- ქ------–--ეს გ------- ქ------–--ის, დ-------- ქ------–--ის, თ----- ქ------–--ის, მ------ ქ------–--ის, ლ--–- ბ----–--ის, გ------- ქ------–--ისა და ა--- ქ------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 209 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე