განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002364013
საქმე №1ბ/984-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
4 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: მაია თეთრაული
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: ვ-–--------------–-–---–ი (პირადი ნომერი: №0----------), დაბადებული 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–----------------------------------------------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით (დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ-–--------------–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--------------მა და ითხოვა მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესაგებელი დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის თებერვლის თვეში, ქ.თბილისში, გ-–--------------- მიკრორაიონში, №---- კორპუსის, ბინა №-------სთან ვ-–--------------–-–---–მა თ---------------–-–---–ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა. კერძოდ, ვ-–--------------–-–---–ი მიდიოდა თ---------------–-–---–ის საცხოვრებელ სახლთან და ემუქრებოდა მოკვლით, ყელის გამოჭრითა და ცემით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 25 თებერვალს დაახლოებით 23:30 სთ-ზე ქ.თბილისში, გ-–--------------- მიკრორაიონში, №---- კორპუსის, ბინა №-------სთან ვ-–--------------–-–---–ი კვლავ მოკვლით, ცემითა და ყელის გამოჭრით დაემუქრა თ---------------–-–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და დახმარებისთვის მიმართა პოლიციას. ვ-–--------------–-–---–ის ქმედებით თ---------------–-–---–ს მიადგა მორალური სახის ზიანი.
2018 წლის თებერვლის თვის მე-2 ნახევარში, ქ.თბილისში, გ-–--------------- მიკრორაიონში, №---- კორპუსის, ბინა №-------სთან ვ-–--------------–-–---–მა თ---------------–-–---–ის მიმართ განახორციელა სხვაგვარი ძალადობა, კერძოდ ვ-–--------------–-–---–მა არაერთხელ მოჰქაჩა თმა თ---------------–-–---–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მოწმის სახით დაკითხული თ---------------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ვ-–--------------–-–---–ის ძმისგან მის მეგობარს ჰქონდა ბინა ნაგირავები, სადაც ასევე ცხოვრობდა თ---------------–-–---–ი, ვ-–--------------–-–---–ი კი იყო მათი მეზობლი. მსჯავრდებულთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, იყვნენ შეყვარებულები. მას შემდეგ რაც თ----------–-–---–მა გაიგო, რომ ვ------–-–---–ი იყო წამალდამოკიდებული გადაწყვიტა დაშორება. აღნიშნულზე მსჯავრდებულს ჰქონდა ცუდი რეაქცია. დაშორების შემდეგ ურეკავდა და სთხოვდა შერიგებას, მიდიოდა მასთან ბინის კართან, იგინებოდა და ემუქრებოდა. ეუბნებოდა, რომ ცემდა, ყელს გამოჭრიდა. თ----------–-–---–ის განმარტებით, იგი რეალურად აღიქვამდა მუქარას და ეშინოდა. აღნიშნული ფაქტი ხდებოდა 2018 წლის თებერვლის თვეში, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობა, მაგრამ პოლიციაში გაცხადებისგან თავს იკავებდა, რადგან ეგონა, რომ მოგვარდებოდა. მხოლოდ მას შემდეგ მიმართა პოლიციას, რაც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და მუქარას. ვ-–--------------–-–---–ი უ-------–-–---–თან მივიდა სახლთან, უყვიროდა, ემუქრებოდა ცემით და სიცოცხლის მოსპობით, ამიტომ გამოიძახა პატრული, რის შემდეგაც მოხდა მისი დაკავება. უშუალოდ დაკავებას მოწმე ვერ ხედავდა, რადგან ბინაში იყო, გარეთ არ გავიდა, რადგან მისი რეაქციის შეეშინდა. მოწმის განმარტებით, მსჯავრდებულის მხრიდან სხვა მუქარის ფაქტებსაც ჰქონდა ადგილი, კერძოდ ემუქრებოდა, რომ დაურეკავდა მის ყოფილ მეუღლეს, მშობლებს და ყველაფერს მოუყვებოდა.
თ---------------–-–---–მა ასევე განმარტა, რომ ვ-–--------------–-–---–ის მხრიდან ერთხელ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. როდესაც თ------ მასთან სალაპარაკოდ არ გაჩერდა, მან თ-----ს თმაში მოჰკიდა ხელი, მოქაჩა და უთხრა, რომ გაჩერებულიყო და დალაპარაკებოდა. ამ დროს რა თქმა უნდა თ-----მა განიცადა ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მისი მეგობარი თ----------–----ე.
მოწმის - შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს 1-ლი განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ გამომძიებელის გ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 25 თებერვალს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იმყოფებოდა მორიგე ჯგუფში, გ------------ესთან ერთად, გლდანის მესამე მიკრო რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც რადიოკავშირის მეშვეობით გავიდა შეტყობინება, რომ მოქალაქე თ---------------–-–---–ის მიმართ მიმდინარეობდა მუქარის ფაქტი. რამდენიმე წუთში გამოცხადდნენ გ-–----------------------------------ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დახვდათ ახალგაზრდა პიროვნება, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა თ---------------–-–---–ს, აგრესიულად და ხმამაღლა ეუბნებოდა, რომ იყო ქუჩის ქალი და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ეუბნებოდა რომ მოკლავდა, მუქარა იყო რეალური. სიტყვიერი შეურაცხყოფა გამოიხატებოდა შემდეგში: ბრალდებული მოუწოდებდა, უ-------–-–---–ს, რომ გასულიყო სახლიდან, რომ იყო ქუჩის ქალი, რადგან მის გარდა სხვასთანაც ჰქონდა სექსუალური კავშირი. თ---------------–-–---–ი იყო ბანაში კორპუსის პირველ სართულზე და ესმოდა მუქარაც და სიტყვიერ შეურაცხყოფაც. გ--------------ემ განმარტა, რომ შეესწრო კონკრეტული მუქარის ფაქტს. მოწმისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მათ განყოფილებაში მიდიოდა გამოძიება ვ-–--------------–-–---–ის მიერ თ---------------–-–---–ის მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე მისვლისას იყვნენ პოლიციის ფორმაში, მამაკაცს განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, წარუდგინეს სამსახურეობრივი მოწმობა და ჰკითხეს ვინაობა, პიროვნებამ განმარტა, რომ იყო ვ-–--------------–-–---–ი. მათ მოუწოდეს, რომ შეეწყვიტა მუქარა, მიუხედავათ ამისა, მაინც განაგრძობდა მუქარას და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. აღნიშნულიდან გამომდინარე იძულებულნი გახდნენ მოეხდინათ მისი დაკავება ადგილზე, განუმარტეს უფლება-მოვალეობები, ასევე განუმარტეს, რომ დაკავებული იყო მუქარის ფაქტზე. დაკავების ოქმი შეადგინეს ადგილზე. ბრალდებულმა დაკავების ოქმს გაურკვეველი მიზეზით ხელი არ მოაწერა. გ--------------ის გარდა ოქმს ხელი მოაწერა დაკავებაში მონაწილე დეტექტივ- გამომძიებელმა გ------------ემ. შესაბამისი დოკუმენტების შევსების შემდეგ ბრალდებული გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში. გ--------------ის განმარტებით, დაკავების საფუძველი იყო განხორციელებული აშკარა მუქარა და მისი აზრით პოლიციის თანამშრომლები რომ არ მისულიყვნენ ბრალდებული შეეცდებოდა თ---------------–-–---–ის საცხოვრებელ სახლში შესვლას და მუქარის სისრულეში მოყვანას.
მოწმე გ--------------ის ჩვენება შესაბამისობაშია მოწმის - შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს 1-ლი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ გ------------ის ჩვენებასთან.
მოწმის შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს 1-ლი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელის რ-------–----ს ჩვენებით დადგენილია, რომ აღნიშნულ სს საქმესთან დაკავშირებით განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება მუქარისა და ძალადობის ფაქტზე. გამოძიებას საფუძვლად დაედო თ---------------–-–---–ის განცხადება. გამოკითხული იქნა დაზარალებული თ---------------–-–---–ი, ასევე თ----------–----ე და მ------------–---–---–ი. რ-------–----ს ასევე ბრალი აქვს წარდგენილი ბ----–-–---–-ს მიმართ. ჰყავს გამოკითხული ბრალდებული, რა დროსაც არ აღიარა დანაშაული და ასევე ხელი არ მოაწერა გამოკითხვის ოქმს.
მოწმის თ----------–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ თ---------------–-–---–ი არის მისი მეგობარი, ცხოვრობდნენ ერთად გ-–----------------------------------- კორპუსში. ვ-–--------------–-–---–ს იცნობს, მისი ძმისგან ჰქონდა ბინა ნაგირავები. ვ-–--------- და თ------ იყვნენ შეყვარებულები დაახლოებით 4 თვის განმავლობაში. როგორც თ------სგან იცის ვ-–--------- იყო ნარკომანი და ეს იყო მათი დაშორების მიზეზი. ქ-–----ის განმარტებით, თ---------------–-–---–მა და მსჯავრდებულმა იჩხუბეს, იყო აგრესია, გინება. თ------ს მხრიდანაც იყო აგრესია, რაზეც ვ-–--------- უფრო აგრესიული ხდებოდა, როგორც თ------, ასევე ვ-–---------ც ერთმანეთის მიმართაც იყვნენ აგრესიულები. თ----------–----ემ განმარტა, რომ თავადაც შეესწრო ვ-–--------------–-–---–ის მიერ თ------ს მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტს, კერძოდ, ბ----–-–---–- ემუქრებოდა, რომ ყველაფერს თ------ს ქმარს ეტყოდა, წაართმევდნენ შვილს, ასევე ემუქრებოდა, რომ მოკლავდა. თ------ს მიერ პოლიციის მიმართვის საფუძველი გახდა ვ-–---------ს მიერ მის სახლთან განხორციელებული მუქარა, რა დროსაც იგი ემუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ გასულიყო გარეთ. თ-----ს შეეშინდა და პოლიციაში დარეკა. მუქარა გამოიხატებოდა იმაში, რომ ვ-–--------- ეუბნებოდა, რომ დაურეკავდა მის ქმარს და ეტყოდა, რომ საყვარელი ჰყავდა და ბავშვს წაართმევდნენ. თ-----ს ეშინოდა და სახლიდან ვერ გადიოდა. შემაკავებელი ორდერი იყო გაცემული ვ-–---------ს მიმართ, რომ იგი არ უნდა შესულიყო ქ-–----ის და თ------ს საცხოვრებელ სახლში. მოწმე ამბობს, რომ იგი მუშაობდა როდესაც თ-----მა დაურეკა და უთხრა, რომ ვ-–--------- აწუხებდა, ამიტომ დარეკა პოლიციაში, რის შემდეგაც გამოიცა შემაკავებელი ორდერი. თ----------–----ე ურჩევდა თ-----ს, რომ უბანში არავისთან დაეჭირა ურთიერთობა. იყო ფაქტი, როდესაც თ-----მა დაურეკა და უთხრა, რომ ვ-–--------მა ტელეფონი წაართვა.
თ----------–----ემ ასევე განმარტა, რომ შეესწრო ფაქტს, როდესაც ვ-–--------მა თ-----ს თმები მოქაჩა და როგორც თ-----მა უთხრა ამით განიცადა ტკივილი. თ----------–----ესთან ერთად აღნიშნულ ფაქტს შეესწრო ასევე მ------------–---–---–იც.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებილი მ------------–---–---–ის წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ თ---------------–-–---–ი და თ----------–----ე ცხოვრობდნენ თბილისში, გ-–--------------------------------------------------------ში. აღნიშნულ სახლში გადასვლის შემდეგ თ-----მა გაიცნო ვ-–--------------–-–---–ი, რომელთანაც ჰქონდა ახლო მეგობრული ურთიერთობა დაახლოებით 4 თვის მანძილზე. მას შემდეგ რაც, თ-----მა გაიგო, რომ ვ-–--------- იყო ნარკომანი გადაწყვიტა დაშორებოდა. დაშორების შემდეგ ვ-–--------- მიდიოდა თ-----თან და სთხოვდა შერიგებას რაზეც იღებდა უარს. ამის შემდეგ ვ-–--------- გახდა აგრესიული. მ------------–---–---–ის განმარტებით, იგი რამდენჯერმე შეესწრო ფაქტს, როდესაც მსჯავრდებული მიდიოდა თ------ს სახლთან, გარედან ყვიროდა, აგინებდა და ემუქრებოდა ყელის გამოჭრითა და ცემით, ასევე მიდიოდა სახლის კართან და კარს ურტყავდა წიხლებს. მ------------–---–---–ი შეესწრო ფაქტს, როდესაც თ---------------–-–---–ი და თ----------–----ე გასულები იყვნენ სახლიდან, შინ დაბრუნებისას კართან ვ-–--------- შეხვდა მათ, ამ დროს მოწმე იმყოფებოდა სახლში რა დროსაც გაიგონა ყვირილის ხმა, რომ ხელი გაეშვა და - თ-------ის ყვირილი, რომ დაენებებინა თ------სთვის თავი. მ------------–---–---–მა სახლიდან გასვლისას დაინახა, რომ ვ-–--------- იწევდა თ------სკენ აგინებდა და ემუქრებოდა მოკვლით. თ------ შეშინებული შევიდა სახლში და ჩაიკეცა კართან. ვ-–--------- არ წყვეტდა გინებას და მუქარას, ასევე ვ-–--------- ეუბნებოდა თ-----ს, რომ მოუყვებოდა მის ყოფილ ქმარს და მშობლებს მათი სექსუალური ცხოვრების შესახებ, აღნიშნულით კი მიაღწევდა იმას, რომ ჩამოართმევდნენ დედის უფლებას.
ვ-–--------------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა ასევე დასტურდება: თ---------------–-–---–ის განცხადებით, ვ-–--------------–-–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და საქმეში არსებულ სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ-–--------------–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ვ-–--------------–-–---–ის გამართლების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ მოიპოვება საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდნენ მსჯავრდებულის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
კერძოდ, დაზარალებულ თ---------------–-–---–ის, მოწმეების გ--------------ის, გ------------ის, თ----------–----ის, მ------------–---–---–ის ჩვენებებით, უტყუარად დასტურდება, რომ ვ-–--------------–-–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაზარალებულ თ---------------–-–---–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას.
დაზარალებულ თ---------------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ვ-–--------------–-–---–ი იყო მისი შეყვარებული, რომელსაც დაშორდა მისი წამალდამოკიდებულობის გამო. აღნიშნულზე ბ----–-–---–ს ჰქონდა ცუდი რეაქცია. დაშორების შემდეგ, 2018 წლის თებერვლის თვეში, იგი ურეკავდა და სთხოვდა შერიგებას, მიდიოდა მისი ბინის კართან, იგინებოდა და ემუქრებოდა. ეუბნებოდა, რომ ცემდა, ყელს გამოჭრიდა. თ---------------–-–---–ი რეალურად აღიქვამდა მუქარას და ეშინოდა. სწორედ მუქარის რეალურად აღქმა დაედო საფუძვლად, რომ მიემართა პოლიციისთვის. დაზარალებულის ჩვენება შესაბამისობაშია, მოწმების თ----------–----ისა და მ------------–---–---–ის ჩვენებებთან, რომლებთან ერთადაც იგი ერთ სახლში ცხოვრობდა. მათი ჩვენებებით დადგენილია, რომ თ---------------–-–---–თან დაშორების შემდეგ, ვ-–--------------–-–---–ი იჩენდა აგრესიას თ---------------–-–---–ის მიმართ. თ----------–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი შეესწრო ვ-–--------------–-–---–ის მიერ თ------ს მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტს, კერძოდ ბ----–-–---–- ემუქრებოდა, რომ ყველაფერს თ------ს ქმარს ეტყოდა, წაართმევდნენ შვილს, ასევე ემუქრებოდა, რომ მოკლავდა. თ-----ს ეშინოდა და სახლიდან ვერ გადიოდა. ასევე, მ------------–---–---–ისჩვენებით დადგენილია, რომ დაშორების შემდეგ ვ-–--------- მიდიოდა თ-----თან და სთხოვდა შერიგებას რაზეც იღებდა უარს. ამის შემდეგ ვ-–--------- გახდა აგრესიული. იგი რამდენჯერმე შეესწრო, რომ ვ- ბ----–-–---–- მიდიოდა თ------ს სახლთან, გარედან ყვიროდა, აგინებდა და ემუქრებოდა ყელის გამოჭრითა და ცემით, ასევე მიდიოდა სახლის კართან და კარს ურტყავდა წიხლებს.
გარდა აღნიშნულისა, ვ-–--------------–-–---–ის მიერ თ---------------–-–---–ზე განხორციელებული მუქარის ფაქტი დადასტურებულია, შემთხვევის ადგილზე მისული გამომძიებლების გ--------------ის და გ------------ის ჩვენებებით, რომლებმაც განმარტეს, რომ 2018 წლის 25 თებერვალს, როდესაც მივიდნენ გამოძახებაზე, დახვდათ ახალგაზრდა პიროვნება, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა თ---------------–-–---–ს, აგრესიულად და ხმამაღლა ეუბნებოდა, რომ იყო ქუჩის ქალი და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ეუბნებოდა, რომ მოკლავდა. თ---------------–-–---–ი იყო ბანაში კორპუსის პირველ სართულზე და ესმოდა მუქარაც და სიტყვიერ შეურაცხყოფაც. მათ ვ-------–-–---–- მოუწოდეს, რომ შეეწყვიტა მუქარა, თუმცა იგი მაინც განაგრძობდა მუქარას და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, აღნიშნულიდან გამომდინარე იძულებულნი გახდნენ მოეხდინათ მისი დაკავება.
რაც შეეხება ვ-–--------------–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, აღნიშნული უტყუარად დასტურდება დაზარალებულ თ---------------–-–---–ის და თვითმხილველი მოწმეების: თ----------–----ის და მ------------–---–---–ის ჩვენებებით. კერძოდ, დაზარალებულ თ---------------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ვ-–--------------–-–---–ის მხრიდან ერთხელ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. როდესაც თ------ ვ- ბ----–-–---–თან სალაპარაკოდ არ გაჩერდა მან თმაში მოჰკიდა ხელი, მოქაჩა და უთხრა, რომ გაჩერებულიყო და დალაპარაკებოდა. აღნიშნულ ფაქტს, შეესწრო თ----------–----ე, რომლიც ჩვენებითაც დადგენილია, რომ როდესაც ვ-–--------მა თ-----ს თმები მოქაჩა, თ-----მა უთხრა რომ განიცადა ტკივილი. მოწმე მ------------–---–---–ის ჩვენებით კი დადგენილია, რომ შინ დაბრუნებულ თ---------------–-–---–სა და თ----------–----ე, კართან შეხვდათ ვ-–---------, მან გაიგონა ყვირილის ხმა, რომ ხელი გაეშვა და - თ-------ის ყვირილი, რომ დაენებებინა თ------სთვის თავი. სახლიდან გასვლისას დაინახა, რომ ვ-–--------- იწევდა თ------სკენ აგინებდა და ემუქრებოდა მოკვლით. თ------ შეშინებული შევიდა სახლში და ჩაიკეცა კართან.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ-–--------------–-–---–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით; მანვე ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ-–--------------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
ვ-–--------------–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ის, რომ დანაშაულებრივი ქმედება განახორციელა პირობითი მსჯავრის პერიოდში.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენი, ვ-–--------------–-–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - ერთი ცალი მობილური ტელეფონი, ერთი ცალი პლასტიკური ბარათი და ვ-–--------------–-–---–ის სახელზე გაცემული პასპორტის ასლი, რომლებიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ-–--------------–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ვ-–--------------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;
_ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შანთქოს მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ვ-–--------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელი, პირობითი მსჯავრი 4(ოთხი) წლის, 1(ერთი) თვის და 13(ცამეტი) დღის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელიდან - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ-–--------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.
ვ-–--------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 25 თებერვლიდან.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - ერთი ცალი მობილური ტელეფონი, ერთი ცალი პლასტიკური ბარათი და ვ-–--------------–-–---–ის სახელზე გაცემული პასპორტის ასლი, რომლებიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /მ. თეთრაული/