განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100118002402988
საქმე №1ბ/878-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: თ--------------–--ის
ადვოკატის: გ---- ბ---------ის
მსჯავრდებულის: ქ-------------------ოს
თარჯიმნის: ი----------------ის
მონაწილეობით,თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ--------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ქ--------- ს------ს ასულ დ---------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------–------------ში; დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი);
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ივნისის განაჩენით, ქ-------------------ო ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ზ--------–------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (მ----------–---ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მ----------–---ის ეპიზოდისათვის დანიშნულმა სასჯელმა 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა სხვა ეპიზოდებისათვის დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ქ-------------------ოს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ქ-------------------ოს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 19 მაისიდან 2018 წლის 7 ივნისის ჩათვლით.
ქ-------------------ოს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (2 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 2 თებერვალს, დღის საათებში, ქ. თბილისში, ვ-–----–----–-------ში მდებარე მაღაზია ,,ც-–-------–-ში“ ქ-------------------ო მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ----------–-----ის კუთვნილ სასკოლო ჩანთას, მასში მოთავსებული სათვალითა და სხვა ნივთებით, რითაც დაზარალებულს მიაყენა 100 ლარის მატერიალური ზიანი.
2018 წლის 4 თებერვალს, ქ-------------------ო ქ. თბილისში, ლ--–-------–ის ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ზ--------–------ის კუთვნილ ჩანთას, ფულადი თანხით, მობილური ტელეფონითა და პირადი ნივთებით, რითაც დაზარალებულს მიაყენა 1440 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2018 წლის 4 თებერვალს, ქ-------------------ო ქ. თბილისში, ლ--–-------–ის ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ----------–---ის კუთვნილ ჩანთას, ფულადი თანხით, მობილური ტელეფონითა და პირადი ნივთებით, რითაც დაზარალებულს მიაყენა 1080 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ--------------–--ემ, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულ ქ-------------------ოს მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრის გაუქმება და უფრო მკაცრი სახის სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ზედმეტად ლმობიერი, არ არის სამართლიანი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვისას, დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ქ-------------------ოს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება მოწმების: ნ-----------–---–--ას, ნ-------------–---ს, ზ--------–------ის და მ----------–---ის გამოკითხვის ოქმებით; ამოღებისა და ამოცნობის ოქმებით, ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით, ასევე, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ქ-------------------ომ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები.
პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას, პირობითი მსჯავრის გაუქმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი. კერძოდ, სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ მიიჩნია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიუხედავად საზღვარგარეთ ყოფნისა, დაბრუნდა საქართველოში და თავი არ აარიდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, ასევე, განაჩენის დადგენის მომენტისათვის იგი იყო 7 თვის ფეხმძიმე. ამასთან, პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის ოჯახურ მდგომარეობაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქ-------------------ოს ჰყავს 4 მცირეწლოვანი შვილი, მათ შორის ერთი ახალშობილი, მოცემულ შემთხვევაში, არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრის გაუქმებას და სასჯელის დამძიმებას.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ივნისის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ--------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ქ-------------------ო ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ზ--------–------ის ეპიზოდი) - 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (მ----------–---ის ეპიზოდი) - 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მ----------–---ის ეპიზოდისათვის დანიშნულმა სასჯელმა - 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქოს სხვა ეპიზოდებისათვის დანიშნულ სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ქ-------------------ოს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
4. მსჯავრდებულ ქ-------------------ოს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 19 მაისიდან 2018 წლის 7 ივნისის ჩათვლით.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ქ-------------------ოს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
6.საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ქ-------------------ოს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. ნივთიერი მტკიცებულებები:
- ,,ს-------ის“ ფირმის მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა 90 ლარის ოდენობით, გადასაკიდიანი მცირე ზომის შავი ფერის ტყავის ჩანთა შიგნით არსებული ქ-------------------ოს პირადი ნივთებით, ლითონის მონეტები, 10-ლარიანი კუპიურა, ტუჩსაცხი და მზის სათვალე, მზის სათვალე თავის ჩასადებით, რომლებიც დალუქული სახით ინახება განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს;
- კომპიუტერული დისკი ვიდეოჩანაწერით - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი