განაჩენი

სისხლის სამართლის 28.09.2018
საქმის ნომერი
330100118002317617
ინსტანცია
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002317617

საქმე №1ბ/1015-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ქ. თბილისის გლდანი ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის და------------–იძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ვლ------------------ის მიმართ, საქართველოს მოქალაქის, პირადი N6----------, დაბადებულის 1--- წლის 21 მაისს, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ. ს--------------–-------------–--–----------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–-------------------------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის განაჩენით ვლ------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათი.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ვლ------------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2018 წლის 24 იანვრიდან - 2018 წლის 30 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 115 (ასთხუთმეტი) საათი.

 

ვლ------------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 23 იანვარს, დაახლოებით 11:00 საათზე, ვლ------------------ემ ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის ნა----–-----------–---–ის მიმართ, კერძოდ, თ---–-------–-------------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ოჯახში კონფლიქტის ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, ვლ------------------ემ ნა----–-----------–---–ს ხელი ერთხელ დაარტყა სახის არეში და მოქაჩა თმა, მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად ნა----–-----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ და------------–იძემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, ვლ------------------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვლოს, რადგან ვლ------------------ის მიერ ჩადენილია მომეტებული საშიშროების მატარებელი ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, მსჯავრდებულმა მეუღლეს - ნა----–-----------–---–ს, მათ საცხოვრებელ ბინაში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო, როცა ამ უკანასკნელმა სცადა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონიდან დედამისთან დარეკვას, ვლ------------------ემ დაამტვრია ტელეფონი, აგრეთვე ქსელიდან გამორთო სახლის ტელეფონი და დაზარალებულს მიაყენა ფიზიკურ შეურაცხყოფა - ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულს ტუჩიდან სისხლი წამოუვიდა, ასევე მოქაჩა თმები, თითოეული ქმედების შედეგად ნა----–-----------–---–მა განიცადა ფიზიკურ ტკივილი, მას შემდეგ რაც მსჯავრდებულისათვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულმა აღნიშნული ინციდენტის შესახებ აცნობა დედას, კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დატოვა შემთხვევის ადგილი; ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებამდე ვლ------------------ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რომელმაც დაიწყო ტირილი, თუმცა ეს არ აღმოჩნდა მსჯავრდებულის შემდგომი ქმედებების პრევენციისათვის საკმარისი; კონფლიქტის მაპროვოცირებელ გარემოებას წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ნიადაგი - კომუნალური გადასახადების გადახდის საკითხი, თუმცა ძირითადი მოტივი დაზარალებულისადმი უსაფუძვლო ეჭვიანობაა, მოტივის მხედველობაში მიღებით არსებობს საფრთხე იმისა, რომ იგი განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას, მსჯავრდებულის მხრიდან მეუღლეზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ადრეც არაერთხელ ჰქონია ადგილი, ერთ-ერთი კონფლიქტის დროს ნა----–-----------–---–ს ვლ------------------ის ქმედების შედეგად კბილიც კი მოტყდა; აპელანტი აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულმა არათუ აღიარა დანაშაული, არამედ შეეცადა მის მიერ განხორციელებული ქმედება გადაებრალებინა დაზარალებულისათვის, თითქოს დაზარალებული მისთვის შეფურთხებას ცდილობდა მან კი ხელი აიქნია, აღნიშნული ხაზს უსვამს მის პიროვნულ მახასიათებლებს და მეტყველებს მის საშიშროებაზე, ვ. ბ--------ე წარმოადგენს არამყარი ფსიქიკის მატარებელ პიროვნებას, რომელიც საკუთარი ემოციების უკონტროლობით, პრობლემის გადაჭრის გზად არაცივილიზებულ ხერხს ირჩევს, ცალსახაა მსჯავრდებულის მიდრეკილება დანაშაულის ჩადენისადმი, შესაბამისად აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და იგი უნდა გამკაცრდეს.

მსჯავრდებულ ვლ------------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მა---------ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ნა----–-----------–---–ის ჩვენება, მოწმეების: ნ---- ვ-------ის და გ------- მ----–--ის ჩვენებები, დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს, რომ ვლ------------------ეს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელ გარემოებები არ გააჩნია. ამასთან, იზიარებს პირველი ინსტანციის განაჩენის მოსაზრებას, რომ სასჯელის პროპორციულობის და თანაზომიერების პრინციპის მხედველობაში მიღებით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - და------------–იძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ვლ------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათი.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ვლ------------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 24 იანვრიდან - 2018 წლის 30 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 115 (ასთხუთმეტი) საათი.

 

ვლ------------------ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე