განაჩენი

სისხლის სამართლის 21.09.2018
საქმის ნომერი
330100118002355820
ინსტანცია
თარიღი
21.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002355820

საქმე №1ბ/638-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ--------------–ის

მსჯავრდებულის: ა-–-------------------ის

ადვოკატის: მ---–----------------ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის გლდა---ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, გა--ხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ა-–-------------------ის, დ----------–--------–-–---------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი #0----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის: ს--------------------------–---------–----------–------------–-, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-----–-------------------------------------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–-------------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

 

ა-–-------------------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 16:45 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევმა ა-–-------------------ემ ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ე-–--------–---–ის მიმართ, კერძოდ, ქ-------–--–----–--------------------–----------ში მდებარე ინდ. მეწარმე „რ----------------ის“ კუთვნილ სილამაზის სალონში - „ა--“, ა-–-------------------ემ ე-–--------–---–ს ორჯერ დაარტყა შეკრული ხელის მტევა-- შუბლის არეში და სამჯერ გაარტყა გაშლილი ხელის მტევა-- სახის არეში, რის შემდგომაც ფეხი დაარტყა მას სხეულზე, რის შედეგადაც ე-–--------–---–ი დაეცა სილამაზის სალონში განთავსებულ სავარძელზე. მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად ე-–--------–---–მა გა--ცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით:

 

ა-–-------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით და--შნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენით და--შნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–-------------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ა-–-------------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 8 თებერვლიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდა---ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--------------–მა.

 

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ა-–-------------------ის მიმართ გამოტა--ლ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით და--შნული სასჯელის ზომის გამკაცრების თვალსაზრისით. სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულს არ განესაზღვროს სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა.

 

შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულება--, შეაფასა თითოეული მათგა-- საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენში ა-–-------------------ის მიმართ მისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით და--შნული სასჯელის ზომის გამკაცრების თვალსაზრისით, ცვლილება უნდა იქნას შეტა--ლი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი და დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა-–-------------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეში არსებული და მხარეთა მიერ პრეიუდიციულად მიჩნეული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - ე-–--------–---–ის, ქ-------------------ის, ი---------–-ს, რ----------------ის გამოკითხვის ოქმების, ა-–-------------------ის მიერ დანაშაულის აღიარების, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის, ა-–-------------------ის მიმართ გამოტა--ლი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენის, ვიდეო-სათვალთვალო კამერის ჩანაწერების დათვალიერების ოქმის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა-–-------------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა-–-------------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით და--შნული სასჯელის ზომის გამკაცრების თაობაზე. პალატა მიუთითებს, რომ ა-–-------------------ე ნასამართლევია ოჯახში ძალადობისათვის, რა დროსაც ძალადობრივი ქმედება განახორციელა ე-–--------–---–ის მიმართ და რომლისთვისაც და--შნული სასჯელი ვერ აღმოჩნდა ეფექტური და შემაკავებელი ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და მან პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში ჩაიდინა ახალი, ანალოგიური განზრახი დანაშაულებრივი ქმედება - ოჯახში ძალადობა იგივე დაზარალებულ ე-–--------–---–ის მიმართ, რისთვისაც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მიესაჯა სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმუმი - 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ა-–-------------------ისთვის და--შნული სასჯელის ზომა არ არის სამართლია--. საქართელოს სსკ-ის 64-ე მუხლის მიხედვით, სასჯელად პირობითი მსჯავრის გამოყენებისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. სააპელაციო პალატის აზრით, თუკი პირი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში ჩაიდენს ახალ განზრახ დანაშაულს, აღნიშნული გარემოება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადეკვატურად უნდა აისახოს არა მარტო განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის და--შვნის წესზე, არამედ ახალი დანაშაულის ჩადენისათვის და--შნული სასჯელის სახესა და ზომაზეც და მოცემულ შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი, დამნაშავეს იმავე დაზარალებულის მიმართ იგივე დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის ზომად განესაზღვროს სანქციის მინიმალური ზღვარი. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრს კარგავს პირობითი მსჯავრის და გამოსაცდელი ვადის, როგორც სისხლის სამართლის კოდექსში არსებული დამოუკიდებელი სამართლებრივი ინსტიტუტის, არსი და და--შნულება, რომლის შემოღებითაც კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ და--შნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ა-–-------------------ეს უნდა გაუმკაცრდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით და--შნული სასჯელის ზომა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით სასჯელის ზომად და--შნული სანქციის მინიმალური ზღვარის ნაცვლად, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული იქნება, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. იმავდროულად, ახალი სასჯელის და--შვნისას სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ა-–-------------------ეს მოცემული დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი სასჯელის დადგენიდან ხუთ დღეში, ამასთან, ა-–-------------------ემ ე-–--------–---–ის მიმართ ძალადობა განახორციელა ამ უკანასკნელის სამუშაო ადგილზე, თანამშრომლების თვალწინ.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამია--სათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, ა-–-------------------ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. და--შნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვა-- საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მსჯავრდებულ ა-–-------------------ისთვის სასჯელის და--შვნისას ასევე ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ა-–-------------------ემ თავი ცნო დამნაშავედ აღიარა და მოინა--ა ჩადენილი დანაშაული, საგამოძიებო მოქმდებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენი ა-–-------------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო და--შნული სასჯელი არ არის სამართლია--, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში ა-–-------------------ის მიმართ, და--შნული სასჯელის ზომის გამკაცრების თვალსაზრისით, ცვლილება უნდა იქნას შეტა--ლი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის გლდა---ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენში მსჯავრდებულ ა-–-------------------ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტა--ლი;

 

ა-–-------------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენით და--შნული პირობითი მსჯავრი;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით და--შნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენით და--შნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–-------------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

ა-–-------------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 8 თებერვლიდან;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ა-–-------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე