განაჩენი

სისხლის სამართლის 20.09.2018
საქმის ნომერი
330100116001298817
ინსტანცია
თარიღი
20.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100116001298817

საქმე № 1ბ/466-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივნები ლელა ბახტაძე და ეკატერინე უკლება

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: მ-----------------–---ი.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: პ--------- ი-–------ ო-------ი, დაბადების თარიღი: 1------------- წელი, ნ------ის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, არასრული უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული: ნ--------------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, დ---–------------------------------------ სართული.

 

ადვოკატი: მ------------–---–ი.

 

თარჯიმნები: გ-------------------–ი და გ---------–-----ე.

 

კვალიფიკაცია:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი 1-ლი ნაწილი.

 

განაჩენის მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მჯავრდებულ პ--------- ი-–------ ო-------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------------–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და პ--------- ი-–------ ო-------ის მიმათ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამრთლოს 2018 წლის 26 მარტის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მოთხოვნები, რომლეთა მიხედვით განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო მხოლოდ ვარაუდი, ვინაიდან ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა საფუძველზე ვერ დადასტურდა პ--------- ი-–------ ო-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი და სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ საეჭვო მტკიცებულებებს. აპელანტი თვლის, რომ პ--------- ი-–------ ო-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება არ დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. ამასთან, აპელანტმა განამარტა, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები ძირითადად არიან პოლიციის თანამშრომლები, რომელთა ნაწილი ადასტურებს მათ მიერ ჩატარებული საგამოძებო მოქმედებების სისწორეს, თუმცა მათ ჩვენებებში არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები. ამასთან, სასამართლოს მიერ არ მოხდა მტკიცებულებათა სწორად შეფასება, ხოლო საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება - წებოვან ლენტში გახევული ნარკოტიკული საშუალება კანონის არსებითი დარღევვით იქნა გამოკვლეული. აპელანტმა ასევე განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ხასიათდება დადებითად, არ ეწევა სიგარეტს და მითუმეტეს ,,მარიხუანას“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა პ--------- ი-–------ ო-------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ადვოკატმა მ------------–---–მა და მსჯავრდებულმა პ--------- ი-–------ ო-------მა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს პ--------- ი-–------ ო-------ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. ამასთან, მისი მოთხოვნის არ გაზიარების შემთხვევაში აპელანტმა ითხოვა პ--------- ი-–------ ო-------ის მიმართ დანიშნული სასჯელის მინიმუმადე შემცირება.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა მ-----------------–---მა ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ მოტივით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული.

 

სასამართლომ დაადგინა:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, პ--------- ი-–------ ო-------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

პ--------- ი-–------ ო-------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 34,9 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა. 2016 წლის 15 იანვარს საქართველოს შს სამინისტორის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა პ--------- ი-–------ ო-------ს, რა დროსაც ამოღებულ იქნა 34,9 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა, ხოლო ეს უკანასკნელი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ--------- ი-–------ ო-------მა ჩაიდინა მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

პ--------- ი-–------ ო-------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 34,9 გრამი ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა, რაც 2016 წლის 15 იანვარს საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის განაჩენით, პ--------- ი-–------ ო-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.

 

პ--------- ი-–------ ო-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 2150 (ორიათას ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2016 წლის 15 იანვრიდან 2016 წლის 17 იანვრის ჩათვლით) გათვალისწინებით, პ--------- ი-–------ ო-------ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 150 (ასორმოცდაათი) ლარით და საბოლოოდ პ--------- ი-–------ ო-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

მსჯავრდებულმა პ--------- ი-–------ ო-------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ შობის ღამეს მასთან დარჩა ო------------ პ------ ო--------, რომელიც მეორე დღეს დაბრუნდა ბათუმში. ო------------ პ------ ო--------მ ახალი წლის ღამეს კვლავ დაურეკა მას. მან ამ უკანასკნელს უთხრა, რომ ორ საათში იქნებოდა სახლში. სახლში დაბრუნებულს კი ო------------ პ------ ო-------- დახვდა პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. ამასთან, განმარტა, რომ მას ლიფტში შესვლისას შეყვა ერთი პოლიციელი, ხოლო ბინის კართან მისვლისას კიდევ ორი პოლიციელი მივიდა მასთან, რომლებმაც განუმარტეს, რომ უნდა გაეჩხრიკათ მისი ბინა. ბინის ჩხრეკისას პოლიციელებმა სკამის ქვეშ იპოვეს რაღაც და დაუძახეს თარჯიმანს, რის შემდეგაც პოლიციელმა ოქმში აღნიშნა, რომ ბინაში ნაპოვნი იყო ,,მარიხუანა“, ხოლო ერთი პოლიციელი გავიდა სახლიდან და დაბრუნდა დაახლოებით ორი საათის შემდეგ. იგი პოლიციელმა შეიყვანა საპირფარეშოში და თხოვა გაეხადა ყველაფერი. მისი პირადი ჩხრეკისას პოლიციელის მიერ ვერაფერი იქნა აღმოჩენილი, რის შემდეგაც თხოვეს ჩაეცვა ჯინსის შარვალი. მანვე განმარტა, რომ იგი ეჭვობს, რომ პოლიციის თანამშრომელმა ,,მარიხუანა“ ჩაუდო ჯინსის შარვალში, რადგან სანამ ტანსაცმელს გაახდევინებდნენ, მანამდე ჩატარებული პირადი ჩხრეკისას პოლიციის თანამშრომლებმა ვერაფერი იპოვეს, ხოლო მას შემდეგ რაც გაახდევინეს ტანსაცმელი და იდგა შიშველი, სწორედ ამ დროს დაიწყო პოლიციელმა ყვირილი, თითქოსდა იპოვა ,,მარიხუანა“, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მას რომ ნარკოტიკული საშუალება ჰქონოდა პოლიცია იპოვიდა პირველივე ჩხრეკისას. მისთვის ასევე უცნობია თუ საიდან აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება სავარძელში, რადგან ბინის გასაღები ჰქონდა მხოლოდ მას. იმ დროს, როდესაც პოლიცილები უტარებდნენ ჩხრეკას, თარჯიმანი მასთან არ იყო, მხოლოდ ჩხრეკის დასრულების შემდეგ მივიდა, რის გამოც მსჯავრდებულმა ჩხრეკის ოქმს არ მოაწერა ხელი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

მოწმე შ--–----------ს ჩვენებით დასტურდება, რომ იგი დეტექტივ-გამომძიებლად მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მ------- სამმართველოში. 2016 წლის 15 იანვარს მიღებული ოპერატიული ინფორმაციით შეიტყო, რომ თბილისში, „ვაგზლის“ მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა ნ------ის მოქალაქე - ო------------ პ------ ო--------, რომელსაც თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. იგი ნარკოტიკულ საშუალებებს ასევე ინახავდა ბათუმში მდებარე მის დროებით საცხოვრებელ სახლში და ასევე თბილისში, დ-----–---–ის ქუჩაზე მდებარე მისი მეგობრის, ნ------ის მოქალაქე პ--------- ი-–------ ო-------ის დროებით საცხოვრებელ ბინაში. ამავე ინფორმაციით იგი ნარკოტიკულ საშუალებას ასევე ინახავდა ქ.ბათუმში მცხოვრები მეგობრის დროებით საცხოვრებელ ბინაში.

 

მოწმე ი--------------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მ------- სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლად. 2016 წლის 15 იანვარს ნ-------------ესთან და ალ-----------------ესთან ერთად საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად მივიდა თბილისში, დ-----–---–ის ქუჩა N1ა-ში. ხსენებული ბინის ჩხრეკა ჩატარდა თარჯიმნის მონაწილეობით, რა დროსაც ბინაში მდებარე სავარძლის ღრუბლის ქვედა მხრიდან ამოღებულ იქნა თეთრი ფერის ზოლებიანი ქაღალდი, რომელშიც გახვეული იყო მომწვანო-მოყავისფრო ფერის ბალახის მსგავსი ნივთიერება. ხოლო პ--------- ი-–------ ო-------ის პირადი ჩხრეკისას მისი შარვლის უბიდან ამოღებულ იქნა თეთრი ფერის ქაღალდი, რომელშიც მოთავსებული იყო მომწვანო-მოყავისფრო ნივთიერება. ბინიდან ასევე ამოღებული იქნა კომპიუტერი და პ--------- ი-–------ ო-------ის სხვა პირადი ნივთები.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ-------------ემ და დამატებით განმარტა, რომ მან შეადგინა პ--------- ი-–------ ო-------ის ბინის ჩხრეკის, ასევე მისი დაკავებისა და პირადის ჩხრეკის ოქმები. მოწმემ განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას პ--------- ი-–------ ო-------ი ტიროდა და ამბობდა, რომ ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება არ იყო მისი, თუმცა ამ უკანასკნელის პირადი ჩხრეკისას მისი შარვლის უბიდან ამოღებული იქნა ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერების მსგავსი ნივთიერება. მოწმის განმარტებით, პ--------- ი-–------ ო-------ს წინააღმდეგობა არ გაუწევია და მას თარჯიმნის მეშვეობით სრულად ეთარგმნა საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობა, თუმცა მან უარი განაცხადა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმებზე მოეწერა ხელი.

 

მოწმე ალ-----------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მ------- სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლად. 2016 წლის 15 იანვარს გამომძიებელ შ--–----------ს მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, იგი ი--------------–--ესთან და ნ-------------ესთან ერთად მივიდა თბილისში, დ-----–---–ის ქუჩაზე მდებარე პ--------- ი-–------ ო-------ის სახლში. მათ პ--------- ი-–------ ო-------ს თარჯიმნის მეშვეობით განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და უნდა ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები. ჩატარებული ბინის ჩხრეკისას სავარძლის ღრუბლიდან ი--------------–--ის მიერ ამოღებულ იქნა თეთრი ფერის ზოლებიან ქაღალდში გახვეული მომწვანო-მოყვითალო ფერის ნივთიერება. ამის შემდეგ მან ჩაატარა პ--------- ი-–------ ო-------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამ უკანასკნელის შარვლის უბიდან ამოიღო მოთეთრო ფერის ქაღალდში გახვეული მომწვანო-მოყვითალო ფერის ნივთიერება, რომელსაც ზემოდან გადახვეული ჰქონდა გამჭირვალე წებოვანი ლენტი. ამის შემდეგ მათ მიერ პ--------- ი-–------ ო-------ი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. პ--------- ი-–------ ო-------მა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმებს ხელი არ მოაწერა და განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალება იყო მისი მეგობრის.

 

მოწმე გ---------------–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2016 წლის 15 იანვარს მიიღო ინფორმაცია, რომ ნ------ის მოქალაქე ო------------ პ------ ო-------- უნდა ყოფილიყო თბილისში და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება, იგი ნარკოტიკულ საშუალებას ინახავდა ასევე ქ.ბათუმში მდებარე საცხოვრებელ ბინაში. მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ო------------ პ------ ო--------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“. ამავე ინფორმაციით, იგი ნარკოტიკულ საშუალებებს ინახავდა ქ.ბათუმში მცხოვრები მეგობრის საცხოვრებელ ბინაში, რის საფუძველზეც ჩატარდა ზემოხსენებული ბინის ჩხრეკაც, რა დროსაც როგორც მისი მეგობრის პირადი ჩხრეკისას, ასევე ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“. მიღებული ინფორმაციის თანახმად, ო------------ პ------ ო-------- უნდა დარჩენილიყო პ--------- ი-–------ ო-------ის საცხოვრებელ სახლში. რის გამოც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და პ--------- ი-–------ ო-------ის როგორც პირადი, ისე მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“.

 

მოწმე ო------------ პ------ ო--------ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი იცნობს პ--------- ი-–------ ო-------ს, რომლის ბინაშიც მიიტანა ,,მარიხუანა“, თუმცა ამის შესახებ მეგობრისთვის არ უცნობებია. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ პ--------- ი-–------ ო-------ის სახლის ჩხრეკისას. მას ზუსტად არ ახსოვს, როდის მიიტანა პ--------- ი-–------ ო-------ის ბინაში ნარკოტიკული საშუალება, ასევე არ ფლობს ინფორმაციას პ--------- ი-–------ ო-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,მარიხუანას“ წარმომავლობის შესახებ.

 

ბინის ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2016 წლის 15 იანვარს 16:50-18:35 საათზე ჩატარდა ბინის ჩხრეკა, კერძოდ გაჩხრეკილ იქნა თბილისში, დ-----–---–ის ქუჩა, კორპუსი N-------------ში მდებარე პ--------- ი-–------ ო-------ის საცხოვრებელი ბინა, რა დროსაც მისაღებ ოთახში განთავსებული სავარძლის დასაჯდომი ადგილის ღრუბლის ქვედა მხრიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის ზოლებიან ფურცელში გახვეული მომწვანო-მოყავისფრო ფერის ნივთიერება. ბინის ჩხრეკის ოქმზე და ლუქებზე ხელის მოწერაზე პ--------- ი-–------ ო-------მა განაცხადა უარი.

 

პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2016 წლის 15 იანვარს 18:40-19:10 საათზე ჩატარდა პ--------- ი-–------ ო-------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ჯინსის შარვლის უბიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის ფურცელში გახვეული მომწვანო-მოყავისფრო ფერის ნივთიერება, რომელსაც შემოხვეული ჰქონდა გამჭვირვალე წებოვანი ლენტი. შარვლის ჯიბიდან ასევე ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები, თუმცა პ--------- ი-–------ ო-------მა უარი განაცხადა პირადი ჩხრეკის ოქმზე და ლუქებზე ხელის მოწერაზე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 16 იანვრის ექსპერტის N------------ დასკვნით დასტურდება, რომ ნ------ის მოქალაქე პ--------- ი-–------ ო-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული სპეციფიკური სუნის მქონე მომწვანო-მოყავისფრო ფერის გამომშრალი და დაქუცმაცებული მცენარეული მასა, წონით - 34,9 გრამი და ბინის ჩხრეკისას ამოღებული სპეციფიკური სუნის მქონე მომწვანო-მოყავისფრო ფერის გამომშრალი და დაქუცმაცებული მცენარეული მასა, საერთო წონით - 53,65 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, საერთო წონით 88,55 გრამი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ი------------მ და მ----------–--მ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ პ--------- ი-–------ ო-------ის გამართლების თაობაზე, რომ თითქოსდა მას დანაშაული არ ჩაუდენია. პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით და ემსახურება პ--------- ი-–------ ო-------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.

 

პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების შეძენას და შენახვას, როგორც წესი ასეთი ქმედებების განხორციელება ხდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა მოწმეთა თანდასწრებით და საჯაროდ. მოცემული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში.

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ნებისმიერი საშუალებით შეძენას, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვას, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ვერ გაიზიარებს პ--------- ი-–------ ო-------ის ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს პოლიციის თანამშრომლებმა. ასევე ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის განმარტებას, რომ თითქოსდა მის პირად ჩხრეკას არ ესწრებოდა თარჯიმანი, რის გამოც ხელი არ მოაწერა საგამოძიებო მოქმედებების ოქმებს, შემდეგ გარემოებათა გამო: იმ პირის (ბრალდებულის) ჩვენება, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, ხშირ შემთხვევაში, არ არის სარწმუნო, ვინაიდან მისი როგორც საქმეში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა, ნაკარნახევი იყოს დარღვევის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით. ასეთი პირის ჩვენება ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან. მოცემულ შემთხვევაში კი, მსჯავრდებულის ჩვენება წინააღმდეგობაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით და 2016 წლის 15 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმით უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ პ--------- ი-–------ ო-------ის პირადი ჩხრეკისას მისი ჯინსის შარვლის უბიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის ფურცელში გახვეული მომწვანო-მოყავისფრო ფერის ნივთიერება, რაც საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნით წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ ,,მარიხუანას“, წონით - 34,9 გრამი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებას მიეკუთვნება მარიხუანა. ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი ,,მარიხუანა“ 5 გრამზე მეტი ოდენობით კი, ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, შესაბამისად, პ--------- ი-–------ ო-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება გამომშრალი ,,მარიხუანა“, წონით - 34,9 გრამი, მიეკუთვნება ამ დანაშაულისათვის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობას.

 

პალატა თვლის, რომ პ--------- ი-–------ ო-------ის უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად ასევე ვერ გამოდგება მოწმე ო------------ პ------ ო--------ს ჩვენება. მართალია, მან დაადასტურა პ--------- ი-–------ ო-------ის ბინაში ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას“ მიტანის ფაქტი, თუმცა მანვე აღნიშნა, რომ იგი არ ფლობს ინფორმაციას პ--------- ი-–------ ო-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,მარიხუანას“ წარმომავლობის შესახებ.

 

პალატა ასევე არ იზიარებს აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდება ემყარება მხოლოდ დაინტერესებული პირების - გამომძიებლების ჩვენებებს, რომლებიც არის წინააღმეგობრივი. მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებებში არ იკვეთება ისეთი არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც საფუძვლად დაედებოდა მათი ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იმ პირისაგან განსხვავებით, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა და რომელიც არ აგებს პასუხს ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ნეიტრალური და საქმის შედეგით არა დაინტერესებული მოწმის ჩვენება, როგორც წესი გამოირჩევა მაღალი ინფორმაციულობით და ამ ტიპის მოწმე ჩვენებას იძლევა არა უფლების, არამედ თავისი მორალური და იურიდიული ვალდებულებების გამო, რომლის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს მის მიმართ სახელმწიფო იძულების ზომების გამოყენება, მათ შორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11).

 

მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

 

მსჯავრდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისას პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის განჩინებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნისთვის უკანონო შეძენა-შენახვის გამო. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ პ--------- ი-–------ ო-------ის ქმედება დააკვალიფიცირა განაჩენის გამოტანის მომენტისათვის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით (2017 წლის 26 ივლისის კანონი), რისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 160-დან 220 საათამდე. სააპელაციო პალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს პ--------- ი-–------ ო-------ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით (2017 წლის 26 ივლისის კანონი) დაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან მართალია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას, თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის შემთხვევაში არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, ხსენებული მუხლით გათვალისწინებული ერთადერთი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, რაც ამსუბუქებს პ--------- ი-–------ ო-------ის სამართლებრივ მდგომარეობას, ვინაიდან არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი პ--------- ი-–------ ო-------ს დაენიშნოს სასჯელი.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, პ--------- ი-–------ ო-------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ პ--------- ი-–------ ო-------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა და იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სასჯელის დაუნიშნავად.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

პ--------- ი-–------ ო-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება უნდა განადგურდეს.

 

პ--------- ი-–------ ო-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,აიფონის“ და ,,ბლექბერის“ ფირმის მობილური ტელეფონები, მათში მოთავსებული სიმბარათებით, ასევე ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნოუთბუქი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 1 (ერთ) ცალ CD დისკად – შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის განაჩენში პ--------- ი-–------ ო-------ის მიმართ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ პ--------- ი-–------ ო-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის განაჩენში პ--------- ი-–------ ო-------ის მიმართ.

 

პ--------- ი-–------ ო-------ის ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

პ--------- ი-–------ ო-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის დაუნიშნავად.

 

მსჯავრდებულ პ--------- ი-–------ ო-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.

 

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პ--------- ი-–------ ო-------ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

პ--------- ი-–------ ო-------ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

პ--------- ი-–------ ო-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება - განადგურდეს.

 

პ--------- ი-–------ ო-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,აიფონის“ და ,,ბლექბერის“ ფირმის მობილური ტელეფონები, მათში მოთავსებული სიმბარათებით, ასევე ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნოუთბუქი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 1 (ერთ) ცალ დისკად – შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე