განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700065840
საქმე №1/ა.გ- 508-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვეფხია ლომიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ--–-- გ-----–---–ის შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 აპრილის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და განსასჯელ შ--–-- გ-----–---–ს შორის 2007 წლის 27 მარტს დადებული საპროცესო შეთანხმება.
შ--–-- თ------ს ძე გ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლით გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულ შ- გ-----–---–ს დამატებით სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება დადებული პროკურორსა და განსასჯელ შ--–-- გ-----–---–ს შორის.
შ--–-- გ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი) და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ–ის 67-ე მუხლის V ნაწილის საფუძველზე გაუქმდა 2007 წლის 05 აპრილის განაჩენით შ--–-- გ-----–---–ის მიმართ შეფარდებული პირობითი მსჯავრი 01 (ერთი) წელი. საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის II ნაწილის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ შ--–-- გ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თ/აღკვეთა 01 (ერთი) წლით და ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
შ--–-- გ-----–---–ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2007 წლის 29 ივლისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორ გ-----------–---–სა და განსასჯელ შ--–-- გ-----–---–ს შორის 2008 წლის 26 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.
განსასჯელი შ--–-- გ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ( ნარკოტიკული საშუალება-ბუპრენორფინის უკანონო შეძენა, შენახვა.) გათვალისწინებული მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებაში და სასჯელის სახედ და ზომად, სსკ–ის 55-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ამ მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი – 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი შ--–-- გ-----–---–ს, საქართველოს სსკ–ის 63-64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42–ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, შ--–-- გ-----–---–ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით.
საქართველოს კანონის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ მე–3 მუხლის თანახმად შ--–-- გ-----–---–ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა უფლებები: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელიდან მსჯავრდებულ შ--–-- გ-----–---–ს მოხდილად ჩაეთვალა მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის დრო 2008 წლის 06–დან 30 დეკემბრის ჩათვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 მაისის განაჩენით:
შ--–-- გ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ და „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება)გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის შესაბამისად ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს – ჯარიმას 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით მთლინად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით და შ--–-- გ-----–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 500(ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2008 წლის 6 დეკემბრიდან 2008 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
შ--–-- გ-----–---–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის თანახმად 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ბ) საექიმო საქმიანობის უფლება, გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება, დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, ვ) პასიური საარჩევნო უფლება, ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 06 მარტის განჩინებით:
2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 მაისის განაჩენში მსჯავრდებულ შ--–-- თ------ს ძე გ-----–---–ის მიმართ, კერძოდ:
შ--–-- გ-----–---–ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე–რ ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 დეკემბრის განაჩენით დანშნული ძირითადი სასჯელისაგან;
შესაბამისად, შ--–-- გ-----–---–ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 მაისის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრის მოხდისაგან.
შ--–-- გ-----–---–ს აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
სხვა ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 მაისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და შ--–-- გ-----–---–ს შორის 2013 წლის 1 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება.
შ--–-- გ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის უკანონო შეძენა შენახვა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ–ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის საახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64–ე მუხლების საფუძვლზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი.
მასვე, საქართველოს სსკ–ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის მე–41 ნაწილის თანახმად, შ--–-- გ-----–---–ს 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
შ--–-- გ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო 2013 წლის 29 აპრილიდან – 2013 წლის 1 მაისის ჩათვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 მაისის განაჩენით:
შ--–-- გ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.
შ--–-- გ-----–---–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის თანახმად, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა)სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ)საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, გ)საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ)პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; ე)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში- საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ)პასიური საარჩევნო უფლება; ზ)იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
შ--–-- გ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
2018 წლის 27 აგვისტოს მსჯავრდებულმა შ--–-- გ-----–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ შ--–-- გ-----–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გ----–----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 მაისის განაჩენით, შ--–-- გ-----–---–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანის) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათი.
ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, (იხ. გადაწყვეტილება) მსჯავრდებული შ--–-- გ-----–---–ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. თ---–------------–-------------------------–-–-------------–------ბინების მიხედვით, მსჯავრდებულ შ--–-- გ-----–---–სსათვის დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით, ამ ეტაპზე არ აქვს დაწყებული (არ უმუშავია არცერთი საათი) შესაბამისად მსჯავრდებული უნდა გათავისუფლდეს ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან.
ასევე შ--–-- გ-----–---–ს უნდა გაუუქმდეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებრივი შეზღუდვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ შ--–-- გ-----–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ შ--–-- გ-----–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებული შ--–-- გ-----–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 მაისის განაჩენი გაუქმდეს და გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 მაისის განაჩენი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, ჩამორთმეული უფლებების ნაწილში, რომლის საფუძველზეც შ--–-- გ-----–---–ს ჩამორთმეული ჰქონდა 3 (სამი) წლის ვადით შემდეგი უფლებები: ა)სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ)საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, გ)საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ)პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; ე)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში- საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ)პასიური საარჩევნო უფლება; ზ)იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვეფხია ლომიძე