განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002280950
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
საქმე №2ბ/1699-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი,სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი - მ---------------
წარმომადგენელი - რ-----------------
მოწინააღმდეგე მხარე – გ----–-------
წარმომადგენელი – მ-------------–---
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი
1. გ----–------- და მ---------------- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში
2007 წლის 02 თებერვლიდან.
2. გ----–------სა და მ----------------ს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები - 2000 წლის 29 თებერვალს დაბადებული გ----–------ი და 2001 წლის 25 აპრილს დაბადებული ა------–------ი.
3. გ----–------- და მ--------------- ცხოვრობენ ცალ-ცალკე; არასრულწლოვანი შვილები, გ----–------ი და ა------–------ი ამჟამად ცხოვრობენ დედასთან ერთად. მ--------------- 2012 წლის 01 მარტიდან დღემდე მუშაობს შპს ,,ჯ--------------–--ს“ მ--------–----------–---------------------------–-----------– სამედიცინო ცენტრში, მ--------------–----ს თანამდებობაზე. მისი ფაქტობრივი მისამართია - მარნეულის რაიონი, ს------–------------.
4. გ----–-------ს ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს - ქ. თბილისი ნ--–-----------------, პ------–-----------–-------------------------. იგი, 2017 წლის 02 დეკემბრიდან ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფება სხვა პირთან.
5. გ----–------მა 2009 წლის 19 იანვარს შეიტანა განაცხადი ქ.თბილისში მდებარე პ---–-------ს რესპუბლიკის საელჩოში რეპატრიაციის მიზნით ვიზის გაცემის შესახებ, პ---–------ში სამუდამოდ გადასახლების განზრახვასთან დაკავშირებით. პ---–-------ს შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრის 2009 წლის 05 მარტის დადგენილებით, გ----–------ის სახელზე რეპატრიაციის მიზნით გაიცა ვიზა. დადგენილება გავრცელდა პირის არასრულწლოვან შვილებზე, გ----–------ზე, დაბადებული 2000 წლის 28 თებერვალს და ა-------–------ზე, დაბადებული 2001 წლის 25 აპრილს.
6. მოსარჩელე გ----–------მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მ---------------სა (პ/ნ 0----------, დაბადებული 09.07.1970 წ.) და გ----–------ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 21.10.1968 წ.) შორის რეგისტრირებული 2007 წლის 02 თებერვალს (სააქტო ჩანაწერი №0------) ქორწინების შეწყვეტა. გ----–------- და მ---------------- 1999 წლიდან იმყოფებიან ფაქტობრივ, ხოლო 2007 წლის 02 თებერვლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ ორი შვილი, 2000 წლის 29 თებერვალს დაბადებული გ----–------ი და 2001 წლის 25 აპრილს დაბადებული ა------–------ი. ხასიათების შეუთავსებლობისა და კონფლიქტური ურთიერთობის გამო, მეუღლეთა შორის ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია 2003 წლიდან. მას შემდეგ მხარეთა შორის რამოდენიმეჯერ იყო შერიგების მცდელობა, მაგრამ უშედეგოდ. მოსარჩელე ამჟამად, 2017 წლის 2 დეკემბრიდან ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფება და ცხოვრობს სხვა პირთან. შესაბამისად, მეუღლეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია და შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოპასუხის უარი ქორწინების ნებაყოფლობით შეწყვეტაზე განპირობებულია არა ოჯახის აღდგენის სურვილით, არამედ პ---–-------ს სახელმწიფოდან მიღებული, გ----–-------ს ოჯახის რეპატრიაციის მიზნით გაცემული კონკრეტული შეღავათების სამომავლოდ გამოყენებით.
7. მოპასუხე მ---------------მ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მიუხედავად მხარეთა შორის წლების განმავლობაში არსებული კონფლიქტური ურთიერთობისა, ქორწინების შეწყვეტის სურვილი გ----–------ს არასდროს გასჩენია, იგი ყოველთვის თავად მიმართავდა მ---------------ს შერიგების თხოვნით, მისი ამჟამინდელი კატეგორიული გადაწყვეტილება კი, მესამე პირის ზეგავლენის შედეგია. გ----–------ს მეუღლესა და შვილებთან ერთად რამოდენიმე წლის წინ, პ---–-------ს საკონსულოში შეტანილი ჰქონდა რეპატრიაციის თაობაზე მოთხოვნა, ოჯახი იმყოფებოდა მოლოდინის რეჟიმში და განქორწინების სარჩელის აღძვრამდე მცირე ხნით ადრე, მიიღეს დადებითი პასუხი. მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მ--------------- ბავშვებთან ერთად იღებს პ---–-------ს მოქალაქეობას, 3000 ევროს ოდენობით სოციალურ დახმარებას, საცხოვრებელ ფართს, ხოლო ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაში ისინი კარგავენ ხსენებულ უფლებებს, რითაც მიადგებათ პირდაპირი და უშუალო ზიანი. ამასთან, მოსარჩელეს აქვს დაგროვილი სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული საალიმენტო დავალიანება - 5964.12 ლარის ოდენობით და დღემდე თავს არიდებს მის გადახდას. მშობლებს შორის ქორწინების მოსალოდნელ შეწყვეტას განიცდიან ბავშვებიც, რაც განქორწინებაზე მოპასუხის უარყოფითი პოზიციის საფუძველია.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით გ----–-------ს სარჩელი მ---------------ს მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდა. შეწყდა ქორწინება მ---------------სა (პ/ნ 0----------, დაბადებული 09.07.1970 წ.) და გ-----–------ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 21.10.1968წ წ.) შორის, რეგისტრირებული 2007 წლის 02 თებერვალს, სააქტო ჩანაწერი №0------.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:
8.1 მხარეთა ახსნა -განმარტების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია გარემოება იმის შესახებ, რომ გ-----–------სა და მ----------------ს შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს, მოსარჩელე კატეგორიულად მოითხოვს განქორწინებას. აღნიშნულის გარემოების დადგენისას სასამართლომ შეფასება მისცა ფაქტებს იმის თაობაზე, რომ მხარეები 2003 წლიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მიუხედავად შერიგების რამოდენიმე მცდელობისა, ოჯახის აღდგენა ვერ მოხერხდა. მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა. გ----–------- 2017 წლის 02 დეკემბრიდან ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფება სხვა პირთან. სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას მხარეთა შერიგების ვარაუდი არ გამოიკვეთა. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე კვლავ დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ და კატეგორიული უარი განაცხადა ოჯახის შენარჩუნებასა და მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრებაზე.
8.2 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო- სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ შეძლო მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება, ვინაიდან მას არ წარმოუდგენია სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება.
8.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 1122-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით, ხოლო 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1” (პარიზი, 1952 წლის 20 მარტი) მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ კერძოსამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, დაქორწინების დროს, ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ ბავშვების ინტერესებისათვის აუცილებელი ღონისძიებანი. 1966 წლის 16 დეკემბრის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად, 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან, საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც დაქორწინებისათვის ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხის განმარტებას მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობის თაობაზე დაადასტურებდა. უდავოა, რომ მხარეები 2003 წლიდან ცხოვრობენ ცალ- ცალკე და ქორწინება მათ შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მიუხედავად შერიგების რამოდენიმე მცდელობისა, ოჯახის აღდგენა ვერ მოხერხდა, მათ შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა. მოსარჩელე გ----–------- ცხოვრობს მისამართზე თბილისი, ნ--–-----------------, პ------–-----------–-------------------------, ხოლო მ---------------ს ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია თბილისი, ნ-----–-----ს ქ. მიმდებარე, კორპ 9, ბინა 6, სამუშაო ადგილიდან
გამომდინარე კი - მარნეულის რაიონი, ს---------------. მართალია, მოპასუხე მიუთითებს მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობის შენარჩუნების შესაძლებლობაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოსარჩელის ნება, სურვილი მოპასუხე მ---------------სთან ოჯახის აღდგენისა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ მოპასუხე მხარის ნება არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისა, რომ მოსარჩელე გ----–------- და მოპასუხე მ--------------- ერთ ოჯახად განიხილებოდნენ. აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარე მ---------------ს მეუღლედ აღარ აღიქვამს, არ უშვებს მასთან ოჯახის აღდგენის შესაძლებლობას და კატეგორიული წინააღმდეგია საოჯახო მეურნეობის მასთან ერთად გაძღოლისა. მოპასუხე შესარიგებელი ვადის მიცემის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს გარემოებას იმის შესახებ, რომ ქორწინების შეწყვეტით იგი, შვილებთან ერთად დაკარგავს პ---–-------ს სახელმწიფოს მხრიდან გ----–-------ს ოჯახისათვის დადგენილ შეღავათებს. არგუმენტთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ შესარიგებელი ვადის განსაზღვრა ემსახურება მხოლოდ ოჯახის აღდგენის რეალურ მიზანს, რაც მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის კატეგორიული პოზიციისა და მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტობრივად შეწყვეტის პერიოდის გათვალისწინებით (2003 წლიდან), არ გამოკვეთილა. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ შესარიგებელი ვადის მიცემა მხარეთათვის, შედეგს ვერ გამოიღებდა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. მოსარჩელე წინააღმდეგია ოჯახის აღდგენის და მხოლოდ მოპასუხის სურვილი მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობაში ყოფნისა, არ არის საკმარისი ოჯახის შესანარჩუნებლად. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, ვინაიდან გ----–-------სა და მ---------------ს ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, სარჩელი ქორწინების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ---------------მ.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
9.1. აპელანტის განმარტებით, გ----–------- და მ--------------- 1999 წლიდან 2007 წლამდე იმყოფებოდნენ არარეგისტირებულ ქორწინებაში და სასამართლოს მიერ მითითებულ გარემოებას, თითქოს ოქრწინება შეწყდა 2003 წელს ვერ გაიზიარებს, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება 2007 წლის ქორწინების მოწმობა ადასდტურებს სრულიად სხვა ფაქტობრივ გარემოებას. ამასთან სასამართლოს მითითება იმაზე, რომ ოჯახის აღდგენა და შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს არ გამოიღებს აპელანტს მიაჩნია უსაფუძვლოდ. სასამართლო ყოველთვის უნდა ცდილობდეს შესარიგებელი ვადის მიცემას, რათა ხელი შეუწყოს ოჯახის შენარჩუნებას, შესაბამისად აპელანტი კვლავ ითხოვს შესარიგებელი ვადის მიცემას და მას 6 თვის ვადა მიაჩნია გონივრულად.
სამოტივაციო ნაწილი
10. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
11. მოცემულ შემთვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქორწინების შეწყვეტა. სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და დამატებით განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძელი არის განქორწინება, რომელიც შეიძლება მოხდეს მხარეთა შეთანხმებით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეუღლეთა განქორწინების საკითხს გადაწყვეტს სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1123-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე გ----–------ს სურს ქორწინების შეწყვეტა, რადგან მისი განმარტებით 2017 წლის 2 დეკემბრიდან ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფება და ცხოვრობს სხვა პირთან. შესაბამისად, მეუღლეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. რაც შეეხება, აპელანტ მ---------------ს, მას სურს ოჯახისა და მეუღლესთან ურთიერთობის შენარჩუნება.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური). შესაბამისად, კანონმდებელი ქორწინების საფუძლად მიიჩნევს მხოლოდ ნებაყოფლობით კავშირს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქორწინების შესახებ შეთანხმება, აგრეთვე მისი შეწყვეტა, მეუღლეთა ნება-სურვილზეა დამოკიდებული. ქორწინების მიზანი, არის ოჯახის შექმნა და მეუღლესთან ერთად საერთო მეურნეობის გაძღოლა, სხვა შემთხვევაში, ქორწინება, არ ჩაითვლება ნამდვილად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით, მეუღლეებს მიეცათ შესარიგებელი ვადა, 2018 წლის 26 სექტემბრამდე. თუმცა შესარიგებელმა ვადამ შედეგი ვერ გამოიღო და მხარეთა საოჯახო ურთიერთობის აღდგენა არ მოხერხდა, შესაბამისად სააპელაციო პალატა თვლის, რომ 2007 წლის 02 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი N0------) უნდა შეწყდეს.
12. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა:
1. მ---------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /დიანა ბერეკაშვილი /