განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2018
საქმის ნომერი
190100118002323326
ინსტანცია
თარიღი
04.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002323326

საქმე №1/ბ-872-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 სექტემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: დ------------–---–ის,ადვოკატ: ი--------------–---–ის,მსჯავრდებულის: ფ-----–---------ის,თარჯიმნების: ზ----------------ს, ა---------–--------ის

 

მონაწილეობით,რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ფ-----–---------ის მიმართ, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, დაბადებული 1----–-–----------------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: გ---------------------------–---------–------------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: ფ-----–---------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 04-05 იანვრის ღამეს, დაახლოებით 00:30 საათზე, გარდაბნის რაიონის სოფელ აგთაკლიაში მცხოვრები მეგობარი ქალის - ნ------------------ს მოსანახულებლად მისულ ი-–--------------ს სახლში დახვდა ნ------------------ს მეუღლე ფ-----–---------ი, რომელმაც უსაფუძვლოდ მიიჩნია რა, რომ ი-–--------------ი მის ოჯახში დანაშაულის ჩასადენად იყო მისული, შურისძიების მოტივით, მძიმე დაზიანების მიყენების განზრახვით, ზურგიდან მიპარვით, ქურთუკზე ხელის ჩაჭიდებით შეაკავა ი-–--------------ი და არ მისცა მას გაქცევის საშუალება, რის შემდეგაც ჯერ მინის ბოთლი ჩაარტყა თავის არეში, შემდეგ კი წინასწარ მომარჯვებული დანის გამოყენებით მიაყენა დაზიანებები გულმკერდის კედლის მრავლობითი ნაკვეთ - ნაჩხვლეტი ჭრილობების, მარცხენა მხრის ნაჩხვლეტ - ნაკვეთი ჭრილობების, მარცხენა მტევნის თითების ნაკვეთი ჭრილობების სახით, რის შედეგადაც მარჯვენამხრივი ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსისა და გულის ტრავმის ჰემოპერიკარდიუმის სახით ი-–---------------ს ერთობლიობაში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.

2018 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე გარდაბნის რაიონის სოფელ აგთაკლიაში მცხოვრებმა ფ-----–---------მა მისივე საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში ყოფნის დროს, მეუღლეს ნ------------------ს მოსთხოვა აეხსნა მისთვის ვისთან და რატომ ღალატობდა, როცა მან მეუღლისაგან სარწმუნო პასუხი ვერ მიიღო, ჯერ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია იგი, შემდეგ კი ძალადობა განახორციელა ნ------------------ს მიმართ და ძლიერად მოქნეული გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა ხელის მხრის მიდამოში, რის გამოც ნ------------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის განაჩენით ფ-----–---------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ფ-----–---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე.

ფ-----–---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 10 (ათი) თვის ვადით.

 

ფ-----–---------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა: ი-–--------------ის ???????????? ????? ????????? ?????????? ?????????? ????????? ??????????? .

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-----------–---–მა, რომელმაც მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენის ნაწილობრივ გაუქმება და ფ-----–---------ის ქმედების ი-–--------------ის მიმართ დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაციისას სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ გაიზიარა დაზარალებულ ი-–--------------ის ჩვენების თითოეული დეტალი, რომელთაც შესაძლოა ზეგავლენა მოეხდინათ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. დაზარალებულის განმარტებით, მის მიერ დაზიანების მიყენებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად შეესაბამება მის მიმართ ჩატარებულ სამედიცინო ექსპერტიზაში ასახულ დაზიანებების ლოკალოზაციას. იგი მსჯავრდებულის მიმართ არ იყო აგრესიული, პირიქით ცდილობდა მის დამშვიდებას და იმის ახსნას, რომ მასთან ცუდი განზრახვით არ იყო მისული. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის მიერ ფ-----–---------ის ხელყოფას არ ჰქონია ადგილი, შესაბამისად ის არ იმყოფებოდა იმ გარემოებაში, რომ დაჭირვებოდა თავდაცვა. ფ-----–---------ი დაზარალებულს თავს დაესხა, მაშინ როცა ის აივანზე იყო უკვე და წასვლას აპირებდა და ფ-----–---------ის განმარტება თითქოს ის „ყაჩაღი“ ეგონა არ არის ლოგიკური და არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემობებს.

აღნიშნული განაჩენი, სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ, ფ-----–---------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილ დანაშაულში გამართლების ნაწილში, არ გასაჩივრებულა.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება ფაზილ ეუბოვის მიერ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჩადენა და დასტურდება მის მიერ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

აღნიშნული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას პალატას პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული და უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები აძლევს (საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, სსკ-ს 117-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, გარდა დაზარალებულისა და მოწმე ა-–----------ს ჩვენებებისა. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლომ შეაფასა და გაანალიზა გამოკვლევის გარეშე), კერძოდ:

 

ფ-----–---------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 4 იანვარს იმყოფებოდა სახლში და როდესაც დასაძინებლად დაწვა გაიგონა, რომ ვიღაც დადიოდა აივანზე. თავდაპირველად მამა ეგონა, ვინაიდან იგი იმავე ეზოში ცხოვრობს და არ გაკვირვებია, თუმცა დაინახა, რომ ვიღაცამ შუქი აანთო ჯერ ოთახში, შემდეგ აივანზე, ამასობაში გარეთ გავიდა და უცნობი მამაკაცი შემოსასვლელში დაიჭირა, ჰკითხა ვინ იყო და რა უნდოდა, მან უპასუხა, რომ საყაჩაღოდ იყო მიგზავნილი. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მამაკაცმა ლუდით სავსე ბოთლი ჩაარტყა თავში, მან ქურთუკში ჩაავლო ხელი და გაქცევის საშუალებას არ აძლევდა, საშველად მამას დაუძახა. იგი მწყემსია და დანას სულ თან ატარებს, როდესაც გარეთ გამოვიდა, შარვალი ჩაიცვა და ჯიბეში დანა ჰქონდა, დაზარალებულთან ჩხუბის დროს დანა შარვლის ჯიბიდან ამოიღო და რამდენჯერმე დაარტყა. რეალურად რისთვის იყო ი-–---------------ი მასთან სახლში მისული არ იცის. მათ შორის კონფლიქტი იმით დაიწყო, რომ ი-–--------------მა ბოთლი ჩაარტყა თავში, ხოლო მან დანით დაჭრა იგი.

2018 წლის 5 იანვრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: „გარეგანი დათვალიერებით ფ-----–---------ს 05.01.18 წ. აღენიშნება სისხლნაჟღენთი მარჯვენა სხივ- მაჯის სახსრის მიდამოში, რომელიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს."

 

დაზარალებულმა ი-–---------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ფ-----–---------ის სახლში შემთხვევის დღეს დაახლოებით ღამის 1 საათისთვის შეცდომით მივიდა, თუმცა მის ცოლთან აქვს მეგობრული ურთიერთობა. თავდაპირველად ეზოში შევიდა, შემდეგ ავიდა აივანზე და ერთ-ერთ ოთახში შევიდა, ოთახებში ბნელოდა და ამიტომ სანთებელით ინათებდა გზას. ასე შეამოწმა რამდენიმე ოთახი და არავინ უნახავს. როდესაც გამობრუნდა ფაიზილ ეიუბოვმა დაიჭირა და თავში ბოთლი ჩაარტყა, შემდეგ კი დანით მიაყენა ჭრილობები, იგი თავს იცავდა და ეუბნებოდა, რომ ცუდი განზრახვით არ იყო მისული. ფ-----–---------ს სახეზე არ იცნობდა, მისი სურათი ნ--------მა ანახა მობილურ ტელეფონში და მიხვდა, რომ ის იყო. ჩხუბი მან დაუწყო, დანა რამდენჯერმე დაარტყა სხეულის არეში, ხმაურზე ფ-----–---------ის მამა გამოვიდა, მაგრამ მალე გონება დაკარგა და საავადმყოფოში გაიღვიძა. მან ასევე განმარტა, რომ ლუდის ბოთლი მას არ ჰქონია და ფ-----–---------ისათვის არ დაურტყამს. ნ-------- ე--------სთან მობილური ტელეფონის საშუალებით კონტაქტობდა, შემთხვევის დღეს ნ--------ს ტელეფონი გათიშული ჰქონდა და არ იცოდა სახლში იყო თუ არა.

 

2018 წლის 25 იანვრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად: „ი-–--------------ს 05.01.18 წ. აღენიშნებოდა გულ-მკერდის მრავლობითი ნაჩხვლეტ-ნაკვეტი ჭრილობები, მარცხენა მხრის ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები, მარცხენა მტევნის თითების ნაკვეთი ჭრილობები. კლინიკურად, კტ კვლევით და ოპერაციულად დაუდგინდა: მარჯვენა მხრივი ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი, გულის ტრავმა ჰემოპერიკარდიუმით. აღნიშნული დაზიანებებიდან მარცხენა მტევნის არეში არსებული ნაკვეთი ჭრილობები განვითარებულია მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო დანარჩენი ჭრილობები განვითარებულია მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს."

 

მოწმე ა-–----------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ფ-----–---------ი მისი შვილია და ერთ ეზოში ცხოვრობენ. შემთხვევის დღეს მისი სახლიდან ხმაური გაიგონა და გარეთ გავიდა. მან დაინახა, რომ მისი შვილი და ვიღაც მამაკაცი ჩხუბობდნენ, როგორც იცის იგი სახლის გასაქურდად მივიდა და ფ-----–---------მა დაიჭირა იგი. ამ ამბის შესახებ ფაზილმა პოლიციას თავად შეატყობინა.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ

წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ფ-----–---------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა და მისი ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასება, ვინაიდან ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ფ-----–---------ის მიერ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჩადენის დასადასტურებლად ბრალდება ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულის ი-–--------------ის ჩვენებას (რომლის მიხედვითაც, ი-–--------------ს თითქოსდა სახლი აერია და შეცდომით მივიდა მათთან და იგი ფ-----–---------ის მიმართ არ იყო აგრესიული, პირიქით ცდილობდა მის დამშვიდებას და იმის ახსნას, რომ მასთან ცუდი განზრახვით არ იყო მისული).

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების (ნ-------- ე--------ს, ა---–- ე--------ს, ა-------- ე--------ს ჩვენებები და სხვა) საფუძველზე, დადგენილია, რომ ნ-------- ეუბოვას და ი-–--------------ს ჰქონდათ ინტიმური ურთიერთობა და ი-–--------------ი ნ-------- ეუბოვასთან სახლში დადიოდა, მაშინ როდესაც ფ-----–---------ი სახლში არ იმყოფებოდა. მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ ი-–--------------ი და ფ-----–---------ი ერთმანეთს არ იცნობდნენ, თავად დაზარალებულის განმარტებით, მას ფ-----–---------ი მხოლოდ სურათზე უნახავს, ეს უკანასკნელი ეჭვობდა, რომ მეუღლე მას ღალატობდა, თუმცა ვისთან მისთვის უცნობი იყო. ნ------------------ს ი-–--------------თან ურთიერთობის შესახებ იცოდნენ შვილებმაც, რომლებიც თავიან ჩვენებაში განმარტავენ, რომ მამისთვის - ფ-----–---------ისთვის უცნობი იყო ნ--------ის და ი-–--------------ის ურთიერთობის შესახებ. სასამართლო სხდომაზე ფ-----–---------მა განმარტა, რომ ი-–---------------მა უთხრა, რომ იგი საყაჩაღოდ იყო მისული. ამავეს აღნიშნავს ა-–----------ი, რომელსაც ფ-----–---------მა უთხრა დაზარალებულის სახლში მისვლის მიზეზი. სასამართლოს შეფასებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ი-–--------------მა ფ-----–---------თან სახლში მისვლის რეალური მიზეზი არ დაასახელა და მით უფრო ამ მიზეზს არ ეტყოდა შეხვედრისას ფ-----–---------ს, საფუძვლიანია ფ-----–---------ის პოზიცია, რომ ი-–--------------ი იმ კონკრეტულ მომენტში ჩათვალა როგორც დანაშაულის ჩამდენი პირი.

 

როგორც დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, ფ-----–---------მა მას ჯერ თავში ბოთლი ჩარტყა, ხოლო შემდეგ დანა, იგივე მიუთითა ფ-----–---------მაც, რომ როდესაც ი-–--------------ს ხელი ჩაავლო, მან ბოთლი მოუქნია და თავში ჩაარტყა, რის შემდეგაც დანა ამოიღო ჯიბიდან და სხვადასხვა ადგილზე რამდენჯერმე დაარტყა.

 

მოცემულ შემთხვევაში დამატებით ინფორმაცია თუ ვის ჰქონდა ლუდის ბოთლი და რომელმა გამოიყენა იგი, სხვა მტკიცებულებით არ არის გამყარებული და ბრალდების მხარე აღნიშნულის დადასტურებას მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე ცდილობს, მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი არ არის გულწრფელი ფ-----–---------ის სახლში მისვლის მიზეზის დასახელების დროს. იმავე საფუძვლით არ არის უარყოფილი ვარაუდი, რომ ი-–--------------ი, იმ პირობებში, როდესაც თავადაც არ არის კეთილსინდისიერი, სურს სრული პასუხისმგებლობა მხოლოდ ფ-----–---------ს დაეკისროს. გარდა აღნიშნულისა, ფ-----–---------ის სახლიდან არ არის ამოღებული არანაირი ისეთი ნივთი ან კვალი, რომელიც ასეთ სადავო გარემოებაში გააჩენდა რწმენის საფუძველს, რომ ლუდის ბოთლით სწორედ ის გავიდა აივანზე. თუ გავითვალისწინებთ საქმეზე დადგენილ გარემოებებს, რომ ფ-----–---------ი საწოლში იწვა და დაძინებას აპირებდა, (რისი საპირისპირო არგუმენტებიც არ არსებობს), ხოლო დაზარალებული ნასვამ მდგომარეობაში მივიდა მეგობარ ქალთან, დიდი ალბათობით ლუდის ბოთლი იმ პირს უნდა ჰქონოდა, რომელმაც ან მიიღო ალკოჰოლური სასმელი, ან იმყოფებოდა ისეთ ვითარებაში, რომელიც აპირებდა მის მიღებას, ასეთს კი ამ შემთხვევაში ი-–--------------ი წარმოადგენს. საგულისხმოა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ი-–--------------ს თავის არეში დაზიანებები არ აღენიშნება. ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ი-–--------------სა და ფ-----–---------ს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა პირველად ფ-----–---------მა დაზარალებულს თავში ლუდის ბოთლის ჩარტყმით მიაყენა და დაზარალებულის მიერ დაზიანების მიყენებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად შეესაბამება მის მიმართ ჩატარებულ სამედიცინო ექსპერტიზაში ასახულ დაზიანებების ლოკალოზაციას.

 

ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ფ-----–---------ი არ იმყოფებოდა იმ გარემოებაში, რომ დაჭირვებოდა თავდაცვა და თვითონ დაესხა თავს დაზარალებულს, მაშინ როცა ის აივანზე იყო უკვე და წასვლას აპირებდა და ფ-----–---------ის განმარტება თითქოს ის „ყაჩაღი“ ეგონა არ არის ლოგიკური და არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემობებს, სააპელაციო პალატა აგრეთვე ვერ გაიზიარებს ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი-–--------------მა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, მიიღო 2018 წლის 4-5 იანვარს ფ-----–---------ის მიერ დანის დარტყმის შედეგად (საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფ-----–---------ი არის მწყემსი და მისივე განმარტებით მუდმივად ატარებს დანას. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სურათის მიხედვით, შ/ადგილიდან ამოღებული დანა, რომელზეც ადამიანის სისხლია აღმოჩენილი, არის დასაკეცი და ვიზუალური შეფასებით საშუალო ზომის, ანუ იმ ფორმის, რომლის ტარება რეალურად შესაძლებელია). ი-–--------------სა და ფ-----–---------ს შორის მომხდარი ორმხრივი კონფლიქტისა და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი საქმეზე დადგენილია დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით და ი-–--------------ის მიმართ ჩატარებული 2018 წლის 25 იანვრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით. დაზიანებები, თუმცა მსუბუქი ხარისხის მიღებული აქვს ფ-----–---------საც.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების - როგორც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობის სავალდებულო ელემენტებია პირის განზრახვა სხეულის მძიმე დაზიანებით მიაყენოს სხვა ადამიანს სსკ-ს 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება და ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, რომ დადგინდეს ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოებათა ერთობლიობა, დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, ასევე დანაშაულის ჩადენამდე და შემდეგ ბრალდებულისა და დაზარალებულის ქცევა, მათი ურთიერთობა.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დასტურდება ფ-----–---------ის განზრახი ქმედება მიმართული ი-–--------------ის ჯანმრთელობის დაზიანებისათვის. საქართველოს სსკ-ს 28-ე მუხლით დადგენილია აუცილებელი მოგერიების ცნება და მისი პირობები, კერძოდ: მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას. ხელმყოფის დაზიანება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფით წართმეული ქონების ან სხვა სამართლებრივი სიკეთის დასაბრუნებლად მართლზომიერია იმ შემთხვევაშიც, თუ ეს მოხდა უშუალოდ ხელმყოფის ხელში ამ სიკეთის გადასვლისთანავე და თუ მისი დაუყოვნებლივ უკან დაბრუნება ჯერ კიდევ შეიძლებოდა. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.

 

ქმედების აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენის ან მისი გადაცილების დასადგენად, აუცილებელია გაირკვეს არის თუ არა ხელყოფა მართლსაწინააღმდეგო, რაც იმავდროულად საფრთხეს უნდა უქმნიდეს სამართლით დაცულ სიკეთეს, ხელყოფა უნდა იყოს ამწუთიერი და თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას (ხელყოფას).

აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობისათვის აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი რამდენიმე გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა, როგორც ხელმყოფის საშიშროებასთან, ისე ინტენსივობასთან. ამ გარემოებათა დადგენის გარეშე მდგომარეობა ვერ ჩაითვლება აუცილებელ მოგერიებად.

 

მოცემულ შემთხვევაში, ფ-----–---------მა ი-–--------------ს დანა დაარტყა ორმხრივი ჩხუბის დროს, როდესაც ეს უკანასკნელი მის საცხოვრებელ სახლში მისი ნების გარეშე აპირებდა შესვლას, მისი შეჩერების და სახლში ყოფნის მიზეზის გარკვევის გამო მომხდარი შელაპარაკების შემდგომ, დაზიანებები მიღებული აქვთ როგორც დაზარალებულს, ასევე ფ-----–----------ს, დაპირისპირებისას ი-–--------------ს ხელთ არ ჰქონდა არანაირი იარაღი (თუ არ ჩავთვლით მისი მხრიდან ბოთლის შესაძლო დარტყმას) და ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას, თავის მხრივ ფ-----–---------ი ი-–--------------ს დაზიანებებს აყენებდა დანით და ცდილობდა მის შეჩერებას. ფ-----–---------ის დამოკიდებულება, რომ მას თავი უნდა დაეცვა იმ პირის მოქმედებისაგან, რომლიც მისი შეფასებით მის სახლში დანაშაულის ჩასადენად იყო მისული, აღემატება ი-–--------------ის მხრიდან განხორციელებული საშიშროების ინტენსივობას, რაზეც ასევე მეტყველებს მათი დაზიანებები. შესაბამისად, პალატას, მსგავსად პირველი ინსტანციის სასამართლოსი, მიაჩნია, რომ ფ-----–---------მა გადაამეტა ი-–--------------ისაგან წარმოშობილი საფრთხის დროს თავდაცვის ფარგლებს და მან ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ფ-----–---------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ფაზიელ ეიუბოვის მიერ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით (???????????? ????? ????????? ?????????? ?????????? ????????? ??????????? ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ უცვლელად უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

ფ-----–---------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ფ-----–---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე.

ფ-----–---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 10 (ათი) თვის ვადით.

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ფაზილ ეიუბოვს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 თებერვლიდან.

 

ფ-----–---------ის მიმართ შეფარდებული აღვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ:

 

საქმეზე ამოღებული ფ-----–---------ის სვიტერი, ი-–--------------ის ქურთუკი, სვიტერი, მაისური და შარვალი, დაუბრუნდეს მათ მფლობელებს, ანაწმენდები, სისხლის ნიმუშები, ბოთლის ნატეხი და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული საკეცი დანა, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით. (ინახება შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის განყოფილებაში).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი