განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2018
საქმის ნომერი
330100118002355971
ინსტანცია
თარიღი
04.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100118002355971-1ბ/1016-18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

01 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: მაია თეთრაული

მურმან ისაევი

სხდომის მდივანი: მაკა ჭოლაძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ვა---–-----------

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: შ----–-------------------------------------------------–-------–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები:---------–------------–-----------–---------------–---–----------–--

 

ადვოკატი: მ-----------------

 

თარჯიმანი: ზა--------------ა

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი;

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წელი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა შ----–-------------იევმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--------------ემ და ითხოვეს დანიშნული სასჯელიდან ¾ ნაწილის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდა, ხოლო ¼ ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

 

ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

შ----–-------------იევის ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით;

 

სასამართლომ დაადგინა :

 

შ----–-------------იევი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. შა---–---------------იევმა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი - 0,3186 გრამი, რასაც უკანონოდ ინახავდა და 2018 წლის 2 თებერვალს დაახლოებით 1555 საათზე უკანონოდ გაასაღა პა--–-----–-–--ლზე თბილისში, ს------–----------–-ში, დ----------–---–----------–-, 400 ლარის სანაცვლოდ. გარდა ამისა 2018 წლის 8 თებერვალს, შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ თბილისში, ს------–----------–-, დ----------–---–----------–- მდებარე შა---–---------------იევის საცხოვრებელი სახლის და მისი სარგებლობაში არსებული ავტომანქანის (,,ფორდ ტრანზიტი, სახ. ნომრით O--------- ჩხრეკისას ამოღებული იქნა მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,1284 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა;

 

მოწმე პა--–-----–-–--ლის ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებულ შა---–---------------ი------- ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალებას, 2018 წლის 2 თებერვალს ფონიჭალის ტერიტორიაზე შეიძინა მისგან ნარკოტიკული საშუალება, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლების მიერ აღჭურვილი იყო ვიდეო ჩამწერი მოწყობილობით. შა---–---------------ი------- შეიძინა ნარკოტიკული საშუალება 400 ლარად, რაც შემდგომ გადასცა პოლიციის თანამშრომელს, რომელიც ელოდებოდა დაახლოებით 500 მეტრში.

 

მოწმე ლ-----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ არის საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე. განყოფილებაში მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება შა---–---------------იევის მიმართ, რასთან დაკავშირებითაც 2018 წლის თებერვალის დასაწყისში მის მიერ მოძიებული იქნა ინფორმაცია, რომ მოქალაქე შა---–---------------იევი გადაადგილდებოდა ,,ფორდ ტრანზიტის“ მოდელის ავტომანქანით, რაც პატაკის სახით მოახსენა ხელმძღვანელობას.

 

მოწმე ქ------–----------ნიას ჩვენებით დადგენილია, რომ არის შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე. 2018 წლის 8 თებერვალს სასამართლო განჩინების საფუძველზე თარჯიმნის მონაწილეობით თანამშრომლებთან - გ-------------------------------–-------------ნ ერთად დააკავა შა---–---------------იევი, ს------–----------–-ში, გ-------–---–----------ში. დაკავებისას ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია. გარდა ამისა მის მიერ გ--- მ---------ესთან ერთად ჩატარებული იქნა ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოუღიათ, ამოიღეს ფულადი თანხა დაახლოებით 3000 ლარის ოდენობით.

 

მოწმემ დავ-----–---–-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ არის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მე-4 განყოფილების დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელი. 2018 წლის 8 თებერვალს ბრალდებულის დაკავების შემდგომ სასამართლო განჩინების საფუძველზე თანამშრომლებთან ზ--------------–---–------------------–--------------------------------- და თარჯიმანთან ერთად ჩაატარა თბილისში, ს------–----------–-ში მდებარე საცხოვრებელი ბინისა და სამარშუტო ტაქსის ჩხრეკა, რა დროსაც საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული იქნა დიდი რაოდენობით ფულადი თანხა და ფხვნილი, რაც სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალება. ასევე სამარშუტო ტაქსიდან ე.წ. სამალავიდან ამოიღეს ასევე ფული და მოყვითალო ფერის პაკეტი, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებით. ჩხრეკას ესწრებოდა ბრალდებულის შვილი.

 

აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილოება დადასტურებული იქნა ასევე მოწმე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მე-4 განყოფილების დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ გამომძიებლებმა ზუ------------–---–----------------------------------------–----------

 

მოწმე ზუ------------–-ილმა დამატებით განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე 2018 წლის იანვარში გამოძიება დაიწყო მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც ს------–----------–-ში შა---–---------------იევი რეალიზაციას უწევდა ნარკოტიკულ საშუალებას, მოქალაქის თანხმობით ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც პა--–-----–-–--ლი აღჭურვილი იყო ვიდეო ჩამწერი მოწყობილობით. საგამოძიებო მოქმედების შემდგომ მოქალაქემ გადასცა შეძენილი ნივთიერება, რაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად წარმოადგენდა ნარკოტიკს.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეო მასალა, რომლის შინაარსიც სრულ შესაბამისობაშია საქმეზე არსებულ მოწმეთა ჩვენებებთან, დაცვის ხმარის მიერ უდავოდ გამხდარ სხვა მტკიცებულებებთან, რომელთა ერთობლიობაც სრულად ადასტურებს ბრალდებულ შა---–---------------იევის მიმართ წარდგენილი ბრალდებას, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, ჩხრეკისა და ამოღების ოქმები, საქმეზე დართული საგნები და ნივთები, რომელზედაც მხარეები პრეიუდიციულად შეთანხმდნენ, როგორც უდავო მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ შ----–-------------იევის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად დანაშაულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება;

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის (საზოგადოების) ზნეობრივი, ფიზიკური ჯანმრთელობა, ასევე ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დაცვას. ობიექტურ მხრივ განსახილველ დანაშაულთა უმრავლესობა აქტიურობითაა ჩადენილი. ასევე შეიძლება ჩადენილი იქნას როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. ობიექტურ მხრივ ამ დანაშაულთა უმრავლესობა ფორმალური შემადგენლობისაა. ე.ი. დამთავრებულია ქმედების ჩადენისთანავე, სუბიექტურ მხრივ ნარკოტიკულ დანაშაულთა უმრავლესობა განზრახია.

 

ნარკოტიკული საშუალების ცნებაში იგულისხმება სინთეტიკური ან ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება, პრეპარატი, მცენარე, რომლებიც გაეროს კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ჩამონათვალში. საქართველოს კანონში ,,ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ’’ ჩამოთვლილია საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სია, სადაც მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’.

 

სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერ საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვას, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე, რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას, აღნიშნული გულისხმობს სხვა პირისათვის გადაცემას ასევე ნებისმიერ საშუალებით - მიყიდვა, ჩუქება და სხვა.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებას მიეკუთვნება ჰეროინი, იგივე კანონით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული საშუალება ჰერიონი 0,2 გრამამდე ოდენობით ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, ხოლო 0,2-1 გრამი (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად, შესაბამისად, დგინდება, რომ შა---–---------------იევის მიერ შეძენილი და პა--–-----–-–--ლზე გასაღებული - 0,3186 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, მიეკუთვნება დიდ ოდენობას, ხოლო შა---–---------------იევის საცხოვრებელი სახლის და მისი სარგებლობაში არსებული ავტომანქანის (,,ფორდ ტრანზიტი, სახ. ნომრით O--------- ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი - 0,1284 გრამის ოდენობით მიეკუთვნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება შ----–-------------იევის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, კერძოდ, მოწმეთა პა--–-----–-–--ლის,ლ-----------------ს,ქ------–----------ნიას, დავ-----–---–-----ს, ზუ------------–-ილის, გ------- ჩ-------ის და გ---- კ-----–--ს ჩვენებებით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეო მასალით, რომლის შინაარსიც სრულ შესაბამისობაშია საქმეზე არსებულ მოწმეთა ჩვენებებთან, დაცვის მხარის მიერ უდავოდ გამხდარ სხვა მტკიცებულებებთან და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. შ----–-------------იევის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, შ----–-------------იევის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით რითაც დასტურდება, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა უკანონოდ შეძენილი და შენახული 1284 გრამი ნარკოტიკული საშუალება,ხოლო ქიმიური ექსპერტიზის N2------------- დასკვნის თანახმად შ----–-------------იევის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებები მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა შ----–-------------იევის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ამდენად, პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ შ----–-------------იევის ბრალეულობას მასში, რომ მან ჩაიდინა უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა; ამდენად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

შ----–-------------იევს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ დანაშაულის აღიარება და მონანიება.

 

შ----–-------------იევს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ შ----–-------------იევის და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატის მ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვს წლამდე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე.პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.

 

შა---–---------------იევი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ შა---–---------------იევს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ შა---–---------------იევს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 წლის ვადით.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ შა---–---------------იევს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული აქვს უფლებები;

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარი მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის 1/4-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე პირობით ჩათვლის შესახებ და განმარტავს, რომ შ----–- ტ------------ს წაასწრეს დანასაულის ჩადენის ფაქტზე, შესაბამსად მის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული ზემოთ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შეღავათი.

 

ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ შ----–-------------იევისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განაჩენი, შ----–-------------იევის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალურ პოლიციაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, შა---–---------------იევის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ფულადი თანხა 3425 ლარის ოდენობით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 2140 ლარის ოდენობით, შა---–---------------იევის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 8495 ლარის ოდენობით, რომელიც ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-4 განყოფილებაში, ასევე ავტომანქანა ,,ფორდ ტრანზიტი“ სახელმწიფო ნომრით O-------R, რომელიც ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპერტამენტის ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს, ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი 1 ცალი DVD-R ფორმატის დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო შა---–---------------იევის ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-4 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ შ----–-------------იევის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

3. შა---–---------------იევი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ შა---–---------------იევს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

4. მსჯავრდებულ შა---–---------------იევს როგორც ნარკოტიკული საქმიანობის გამსაღებელ პირს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

5. შა---–---------------იევს ჩამოღთმეული უფლებების ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

6. მსჯავრდებულის შა---–---------------იევს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 8 თებერვლიდან;

 

7. ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალურ პოლიციაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, შა---–---------------იევის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ფულადი თანხა 3425 ლარის ოდენობით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 2140 ლარის ოდენობით, შა---–---------------იევის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 8495 ლარის ოდენობით, რომელიც ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-4 განყოფილებაში, ასევე ავტომანქანა ,,ფორდ ტრანზიტი“ სახელმწიფო ნომრით O-------R, რომელიც ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპერტამენტის ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს, ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი 1 ცალი DVD-R ფორმატის დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო შა---–---------------იევის ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-4 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: მ. თეთრაული

 

ნ. ისაევი