განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002489312
საქმე №1ბ/1001-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მსჯავრდებულ შ---------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ------–----–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), შ---------------ის, დაბადებულის 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ბო---------------------------–--------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 111 ,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ---------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
მანვე ჩაიდინა მუქარა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
შ---------------ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 15 ნოემბერს შ---------------ე ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გასამართლებული იქნა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2018 წლის 2 აპრილს, ბო---------------------------–--------ში, შ---------------ემ ძმას, ზ---------------ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 2 აპრილს, ბო---------------------------–--------ში, შ---------------ე დანის გამოყენებით დაემუქრა ძმას ზ---------------ეს სიცოცხლის მოსპობით, რაც ზ---------------ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენით:
შ---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით.
შ---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ---------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით.
შ---------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 7 მაისიდან.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა შ---------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ტ------–----–-----–---–მა.
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა შ---------------ის მიმართ გამოტანილ, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მსჯავრდებულისათვის საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ შ---------------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ შ---------------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - ზ----------------ის, ო----------------ის, მ-----–-----------ის, ა---------–---–ის გამოკითხვის ოქმების, პირველი ინსტანციის სასამართლოში შ---------------ის მიერ დანაშაულის აღიარების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების, შ---------------ის მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განაჩენის, სამედიცინო ექსპერტიზის №---------- დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შ---------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის. მანვე ჩაიდინა მუქარა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სააპელაციო საჩივარში თავიანთი მოთხოვნის - მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, არგუმენტად მსჯავრდებული და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი აპელირებენ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებზე, კერძოდ, შ---------------ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სრულად აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, საქმეში არსებული მტკიცებულებები გახადა უდავოდ, დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ შ---------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის შემსუბუქების თაობაზე. პალატა მიუთითებს, რომ შ---------------ე ნასამართლევია ოჯახში ძალადობისათვის, რა დროსაც ძალადობრივი ქმედება განახორციელა მამის ო----------------ის მიმართ და რომლისთვისაც დანიშნული სასჯელი ვერ აღმოჩნდა ეფექტური და შემაკავებელი ახალი დანაშაულების თავიდან ასაცილებლად და მან ჩაიდინა ახალი, ანალოგიური განზრახი დანაშაულებრივი ქმედებები - სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ოჯახში ძალადობა ძმის მიმართ, რისთვისაც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით, მიესაჯა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, მსჯავრდებულის ქმედებაში სახეზეა საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ შ---------------ისთვის საბოლოოდ დანიშნული სასჯელის ზომა სამართლიანია.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლოს მიერ გასათვალისწინებელი დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის თვალსაზრისით პალატა ყურადღებას ამახვილებს ზემოხსენებული მტკიცებულებებით (მოწმეთა ჩვენებებით) დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლებული შ---------------ე თითქმის ყოველდღე იღებდა ალკოჰოლურ სასმელებს, იყო აგრესიული, რის გამოც ოჯახში ყველა ერიდებოდა მასთან კონფლიქტს, შემთხვევის დღეს მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა შ---------------ემ სრულიად უმიზეზოდ დაუწყო ძმას - ზ---------------ეს უწმაწური სიტყვებით ლანძღვა-გინება, არ დაემორჩილა ოჯახის წევრების მოწოდებას, დაწყნარებულიყო, პირიქით, მოულოდნელად მუშტი დაარტყა ზ---------------ეს სახეში. შ---------------ე არც ამის შემდეგ დაწყნარდა და ზ---------------ის ცემა (კვლავ რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში) გააგრძელა სახლიდან გარეთ ეზოშიც, რის შემდეგაც ძმას დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებული იძულებული გახდა თავის დასაცავად თოხით მოეგერიებინა აგრესიულად განწყობილი შ---------------ის თავდასხმა. შ---------------ემ მხოლოდ მას შემდეგ დატოვა შემთხვევის ადგილი და მიიმალა, როდესაც მამამისმა ო---------------ემ დარეკა 112-ში და ითხოვა პოლიციის დახმარება. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზი ცხადჰყოფს, რაოდენ მყარი იყო მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ნება ძალადობრივი ქმედებები, რაც არ იყო ერთჯერადი ხასიათის და გაგრძელდა დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში, განეხორციელებინა ძმის მიმართ.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. მართალია, შ---------------ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენი შ---------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი შ---------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ შ---------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ------–----–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ შ---------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
შ---------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
შ---------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ---------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
შ---------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 7 მაისიდან;
ცნობად იქნას მიღებული, რომ შ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე