განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2018
საქმის ნომერი
120100118002451815
ინსტანცია
თარიღი
04.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002451815

საქმე №1ბ/1040-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მა------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ია--------–---–---–ის მიმართ, საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1--- წლის 4 ივნისს, პ/ნ 4----------, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ა---––----------------------–----–---, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენით ია--------–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

ია--------–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 11 აპრილიდან 2018 წლის 06 ივნისის ჩათვლით.

 

ია--------–---–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 09 აპრილს, საღამოს საათებში, ბ---------ის მუნიციპალიტეტის სოფელი დ----ის მიმდებარე ტერიტორიაზე ია--------–---–---–მა, სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე ა/მანქანა „T--------------“-ში, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით D------, არასრულწლოვანი შვილების ლ-------–--------------------–---–---–--ის თანდასწრებით მეუღლეს - შო---------------–ს ძლიერად მიარტყმევინა თავი ავტომანქანის ფანჯარაზე და წინა სავარძელზე, რის შედეგადაც შო---------------–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მა------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვლოს, რადგან სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას ბოლომდე არ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, ბრალდებულის პიროვნება, კერძოდ ის, რომ ია--------–---–---–ის მიერ ჩადენილია განზრახი დანაშაული და სასჯელის ისეთი სახე და ზომა დაუნიშნა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი უნდა გამკაცრდეს.

მსჯავრდებულ ია--------–---–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნო--------------–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ შო---------------–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: მე---------------–ის, ლ-------–---–---–-----–-----–---–---–-------------–---–---–-------------–------------------------- გამოკითხვის ოქმები, ია-------–---–---–ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმი, 2018 წლის 10 აპრილის N2--------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს, რომ ია-------–---–---–ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პატიმრობაში გაატარა თითქმის ორი თვე, დაზარალებულთან შერიგებულია და იგი ითხოვს მეუღლის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას. პალატას მიიჩნია, რომ პირობითი სასჯელი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის - მა------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ია--------–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

ია--------–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 11 აპრილიდან 2018 წლის 06 ივნისის ჩათვლით.

 

ია--------–---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

- შო---------------–ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს შო---------------–ს.

- ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით D--------, რომელიც განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს ეზოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს გო-----–---–---–ს.

-გო-----–---–---–ის ავტომანქანიდან აღებული ნიმუშები 1-დან 4-ის ჩათვლით, დალუქული ლუქით FCI 3-----, რომლებიც გადაგზავნილია ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

-გო-----–---–---–ის ავტომანქანიდან აღებული ნიმუშები 5-დან 6-ის ჩათვლით, დალუქული ლუქით FCI 3-----, რომლებიც გადაგზავნილია ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

- გო-----–---–---–ის ავტომანქანიდან აღებული ნიმუშები 7-დან 10-ის ჩათვლით, დალუქული ლუქით FCI 3-----, რომლებიც გადაგზავნილია ლ. სამხარაულის - სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

- გ---- ბ-–---–---–ის ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, დალუქული ლუქით FCI 6----- და ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს გო-----–---–---–ს.

- გო-----–---–---–ის ავტომანქანის გასაღები, დალუქული საქართველოს პროკურატურის ლუქით №0------ და ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს გო-----–---–---–ს.

- შო---------------–ის სისხლის ნიმუში, დალუქული სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ბეჭდით 01, რომელიც გაიგზავნა ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

- ლუ-----–---–---–ის სისხლის ნიმუში დალუქული სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ბეჭდით 01, რომელიც გაიგზავნა ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

- ონ------–---–---–ის სისხლის ნიმუში დალუქული სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ბეჭდით 01, რომელიც გაიგზავნა ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

- გო-----–---–---–ის სისხლის ნიმუში დალუქული სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ბეჭდით 01, რომელიც გაიგზავნა ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

- ია--------–---–---–ის სისხლის ნიმუში დალუქული სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ბეჭდით 01, რომელიც გაიგზავნა ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე