განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2018
საქმის ნომერი
190100118002330042
ინსტანცია
თარიღი
04.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №190100118002330042- 1ბ/621-18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

03 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: მაია თეთრაული

მურმან ისაევი

სხდომის მდივანი: ლელა ბახტაძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ლ-–----------–---–-

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ტა---------------------------------------------------------------------------------–-------–-–----------------- აზრებაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა------------------------–--------------------------------------

 

ადვოკატი: ზ-------------

 

თარჯიმანი: ას--------–-----ოვი

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი;

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წელი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ტ----------------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ--------------მ და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა. სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ დააკონკრეტა მოთხოვნა და მოითხოვა ტ---------------- მიმართ დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება.

 

ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ტ---------------ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით;

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ტაჰ------------- რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის განაჩენით, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ტ---------------- გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით 7,5935 გრამი, რომელსაც ინახავდა ქალაქ თ---–--–---–--------–--------------- N9-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ სახლში ტახტის ქვეშ, რაც ამოღებული იქნა 2018 წლის 13 თებერვალს სახლის ჩხრეკისას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით;

 

მოწმე ბ-------------------–-ძის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ქვ------------–-- პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი. 2018 წლის 13 თებერვალს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად აზერბაიჯანის მოქალაქე 0----------–ელს დაბადებული ტაჰ------------- დროებით საცხოვრებლ სახლში მდებარე თბილისი, კ--–--------------–ი ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. აღნიშნულის თაობაზე მიმართა ხელმძღვანელობას და დაიწყო გამოძიება.

 

საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ქ-------–-----–-------–-------------–- ტ----------------ს დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მეორე სართულზე შესასვლელიდან ხელმარცხნივ არსებული ოთახიდან ხელმარჯვნივ მიდგმული ტახტიდან, კერძოდ ლეიბსა და ზეწარს შორის არსებული ლეიბის ზედაპირიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკში 5 ნაწილად დაფასოებული მუქი ფერის ნივთიერება, რომელთაგანაც ოთხ ცალს თავი მოკრული ჰქონდა თეთრი ფერის ძაფით, ხოლო ერთს შავი ფერის ძაფით. აღნიშნული ნივთიერებები მოთავსებული იქნა გამჭირვალე პოლიეთილენის პარკში და დაილუქა.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, ტაჰ------------- ფაქტობრივად დაკავებული იქნა 2018 წლის 13 თებერვალს, ქ------–--–--–-------–-------------–-;

 

ას-–---------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ტაჰ------------- მასთან იმყოფებოდა სტუმრად, 2018 წლის 13 თებერვალს ტაჰ------------- სახლში მივიდა პოლიციის თანამშრომლების თანხლებით, პოლიციის თანამშრომლებმა მას განუმარტეს, რომ უნდა ჩაეტარებინათ მისი ბინის ჩხრეკა რაზეც მან განუცხადა თანხმობა, სახლის ჩხრეკა ჩატარდა მისი მონაწილეობით, სახლის მეორე სართულზე ხელმარცხნივ განთავსებულ საძინებელ ოთახში არსებულ ტახტზე, კერძოდ ტახტზე არსებულ ლეიბსა და ზეწარს შორის აღმოაჩინეს და ამოიღეს ხუთ შეკვრად დაფასოებული მუქი ფერის ნივთიერება. აღნიშნულზე ტ---------------- პოლიციელებს განუმარტა, რომ ხუთ შეკვრად დაფასოებული მუქი ფერის ნივთიერება წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალებას და ეკუთვნოდა მას.

 

ზ----------------------------------------------- ჩვენებებით დადგენილია, რომ ცხოვრობენ ქ. თბილისში ჟ-----–------------–-- სახლში ერთად ცხოვრობენ დედა ას-–---------------, ის და მისი მეუღლე ე--------- ა-------ი. 2018 წლის 13 თებერვალს მათთან სტუმრად მყოფი ტ---------------- სახლში მივიდა პოლიციის თანამშრომლების თანხლებით, პოლიციის თანამშრომლებმა დედამის განუმარტეს რომ უნდა ჩაეტარებინათ ბინის ჩხრეკა, რაზეც მან განუცხადა თანხმობა. სახლის ჩხრეკა ჩატარდა რა დროსაც ას-–---------------საგან და პოლიციის თანამშრომლებისაგან გაიგეს, რომ სახლის მეორე სართულზე ხელმარცხნივ განთავსებულ საძინებელ ოთახში არსებულ ტახტზე, კერძოდ ტახტზე არსებულ ლეიბსა და ზეწარს შორის აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ხუთ შეკვრად დაფასოებული მუქი ფერის ნივთიერება. აღნიშნულზე ტ---------------- პოლიციელებს განუმარტა, რომ ხუთ შეკვრად დაფასოებული მუქი ფერის ნივთიერება წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალებას და ეკუთვნოდა მას.

 

ირ---–----------–---–-------------–----------–---–-- ჩვენებებით დადგენილია, რომ არიან ქვ------------–-- პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, მიღებული ჰქონდათ ინფორმაცია მასზედ, რომ ქ.------–--–-----------–--------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო აზერბაიჯანის მოქალაქე ტაჰ-------------, რომელსაც უკანონოდ თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. ტ--------------- ჩაუტარდა ჩხრეკა თუმცა მისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ყოფილა ამოღებული, ჩხრეკისას განაცხადა რომ იგი ნარკოტიკულ საშუალებას ინახავდა ქ. თბილისში დროებით საცხოვრებელ სახლში, გაემართნენ ქ. თბილისში ჟ-----–------------ში მდებარე ტ---------------- დროებით საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც სახლის მეორე სართულზე ხელმარცხნივ განთავსებულ საძინებელ ოთახში არსებულ ტახტზე, კერძოდ ტახტზე არსებულ ლეიბსა და ზეწარს შორის აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ხუთ შეკვრად დაფასოებული მუქი ფერის ნივთიერება. აღნიშნულზე ტ---------------- პოლიციელებს განუმარტა, რომ ხუთ შეკვრად დაფასოებული მუქი ფერის ნივთიერება წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალებას და ეკუთვნოდა მას.

 

ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის N2------------- თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ტ---------------- დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული, თეთრი და შავი ძაფით თავმოკრული მოთეთრო ფერის პოლიეთილენის ნაჭრებში 5 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერებები, ნოტიო მდგომარეობაში, წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალებების ჰეროინის შემცველ ნარევს, საერთო წონით (გამოშრობის შემდეგ - 13,8065 გრამს), რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონაა - 7,5935 გრამი.

 

მსჯავრდებული ტ---------------- ჩვენებით დადგენილია, რომ პირადი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. პოლიციის თანამშრომლებს განუმარტა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას ინახავდა დროებით საცხოვრებელ ბინაში ქ.------–--–--–-------–------------–-- საცხოვრებელ სახლში მისვლისას გამომძიებელმა მისცა მას წინადადება ნებაყოფლობით წარედგინა ნარკოტიკული საშუალება, რაზედაც მან განუცხადა თანხმობა და თავად გააღო ოთახი, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლების მიერ აღნიშნულ ოთახში ხელმარჯვნივ არსებულ ტახტიდან, კერძოდ ლეიბს და ზეწარს შორის ნანახი და ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება. მითითებული ნივთიერება გამომძიებლის მიერ მოთავსებული იქნა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა ლუქით;

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ტ---------------- დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით;

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის (საზოგადოების) ზნეობრივი, ფიზიკური ჯანმრთელობა, ასევე ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დაცვას. ობიექტურ მხრივ განსახილველ დანაშაულთა უმრავლესობა აქტიურობითაა ჩადენილი. ასევე შეიძლება ჩადენილი იქნას როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. ობიექტურ მხრივ ამ დანაშაულთა უმრავლესობა ფორმალური შემადგენლობისაა. ე.ი. დამთავრებულია ქმედების ჩადენისთანავე, სუბიექტურ მხრივ ნარკოტიკულ დანაშაულთა უმრავლესობა განზრახია.

 

ნარკოტიკული საშუალების ცნებაში იგულისხმება სინთეტიკური ან ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება, პრეპარატი, მცენარე, რომლებიც გაეროს კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ჩამონათვალში. საქართველოს კანონში ,,ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ’’ ჩამოთვლილია საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სია, სადაც მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’.

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ სხვადასხვა გზით. რაც შეეხება უკანონო შენახვას ეს არის განზრახ ქმედება, რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფლის მიჩენაში.

 

ამასთან, ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში მითითებული უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ 01 გრამიდან ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის განსაკუთრებით დიდ ოდენობად. მოცემულ საქმეზე ამოღებული ,,ჰეროინის” საერთო წონა 2018 წლის 14 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის №2------------- დასკვნის თანახმად, შეადგენს 7,5935 გრამს, რაც იძლევა ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემადგენლობას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ტ---------------- მიერ ჩადენილი ქმედების ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით; კერძოდ, მოწმეთა ბ-------------------–-ძის, ნ-----–--ზ ჩ----–---–-ს, ი-----–----------–---–--- ას-–---------------ს, ზა-------------------ს, ე--------- ა-------ის, თაჰ-------------ს ჩვენებები თანხვედრილია, ასევე თანხვედრილია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ტ----------------ს დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით, რომლითაც დასტურდება რომ ტაჰ------------- ქ------–--–---–--------–-------------------–ი მდებარე დროებით საცხოვრებელ სახლში ინახავდა ნარკოტიკულ ნივთიერებას, ხოლო ქიმიური ექსპერტიზის №2------------- დასკვნის თანახმად ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერებები მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ტ---------------- სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ტ---------------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ამდენად, პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ტ---------------- ბრალეულობას მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ამდენად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ტ---------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ის სრულად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა წარსულში ანალოგიური ქმედებისათვის ნასამართლობა.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ტ---------------- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის მინიმუმის განსაზღვრის თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთა რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.

 

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (სრულად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს) და დამამძიმებელი გარემოებები (წარსულში ანალოგიური ქმედებისათვის ნასამართლობა) გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ მარნეულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით ტაჰ------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით და 2 თვის ვადით, მიუხედავად იმისა რომ მსჯავრდებულზე გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლისა და 03 თვის ვადით, ამასთან დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს N03/17-ზ-027 გადაწყვეტილებით ტაჰ------------- პირობით ვადამდე 4 თვით და 03 დღით ადრე გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, თუმცა მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან გაწეული შეღავათებისა მან კვლავ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება. აღნიშნულიდან გამომდინარე გამოდის რომ მის მიმართ გამოყენებულმა შეღავათებმა ვერ იქონია შემაკავებელი ხასიათი, პირიქით კვლავ ჩაიდინა იგივე ხასიათის დანაშაული, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით (7,5935 გრამი) ნარკოტიკული საშუალება, რაც ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად მეტყველებს მის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათზე და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის განსაკუთრებით მომეტებულ საზოგადოებრივ საფრთხეზე. გათვალისწინებული იქნა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ტ--------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.

 

ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ტ----------------ათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის განაჩენი, ტ---------------- მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება - ტ---------------- სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’ წონით 7.5935 გრამი,რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკული დანაშაულის პრევენციისა და აღრიცხვის სამმართველოში განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით. ტ---------------- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული პასპორტი, პირადობის მოწმობა, საჯარო რეესტრის განცხადების მიღების ბარათი და ერთი ცალი გასაღები, რომელიც ინახება ქვ------------–-- პოლიციის დეპარტამენტში განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ტ----------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ---- ბ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

3.ტაჰ------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით;

 

4.მსჯავრდებულ ტ--------------- ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, ჩამოერთვას: ა) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 05 (ხუთი) წლის ვადით; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 10 (ათი) წლის ვადით; ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 10 (ათი) წლის ვადით; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;

 

5. ტ--------------- ჩამორთმეული უფლებების ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

6.მსჯავრდებულ ტ--------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 13 თებერვლიდან;

 

7.ნივთიერი მტკიცებულება ტ---------------- სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’ წონით 7.5935 გრამი,რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკული დანაშაულის პრევენციისა და აღრიცხვის სამმართველოში განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით. ტ---------------- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული პასპორტი, პირადობის მოწმობა, საჯარო რეესტრის განცხადების მიღების ბარათი და ერთი ცალი გასაღები, რომელიც ინახება ქვ------------–-- პოლიციის დეპარტამენტში განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: მ. თეთრაული

 

მ. ისაევი