განაჩენი

სისხლის სამართლის 05.10.2018
საქმის ნომერი
330100118002343601
ინსტანცია
თარიღი
05.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002343601

საქმე №1ბ/614-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძემ

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

ნათია ბარბაქაძე

 

ლელა ბახტაძის, ნანა უნდილაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ვ----–----------ე

მსჯავრდებულის: ნ----------------ის

ადვოკატის: მ--------------ის

თაჯიმნის: ა---------–--------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ ნ----------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №010060118001) ნ----------------ის მიმართ. ნ----------------ი დაბადებულია 1973 წლის 18 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #-----------), საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ-------–--------------–-----–-----------------------------------------–---------------------------------------–-----–------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ----------------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება. მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ უკანონო შეძენა და შენახვა.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

ნ----------------მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ წონით 0,1722 გრამი და ნარკოტიკული საშუალება ,,კოდეინი“ (მარილი), წონით 0,0005 გრამი, რაც 2018 წლის 11 იანვარს გაასაღა პ---–-----–-–---–ზე გა---------------------------–----–----–--------–------------------------------–------------------–------------ მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

მანვე უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი ,,მარიხუანა“, წონით 10,7119 გრამი, რაც 2018 წლის 8 თებერვალს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მისსავე სახლის ჩხრეკისას იქნა ამოღებული.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის განაჩენით:

 

ნ----------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

ნ----------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

ნ----------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოოლოოდ ნ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

ნ----------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ნ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 8 თებერვლიდან.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ----------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--------------ემ.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა - მსჯავრდებულ ნ----------------ს შეუმსუბუქდეს სასჯელი.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა ნ----------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--------------ემ მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. შესავალ და დასკვნით სიტყვებში მოითხოვეს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ნ----------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

 

ბრალდების მხარემ შესავალ და დასკვნით სიტყვაში მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა ნ----------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში დატოვება როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ნ----------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

ნ----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, ამოღების ოქმით, დაკავების ოქმით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის #49/სქ-68/ქრ დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის #240/სქ-331/ქრ დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის #001042618 დასკვნით, დათვალიერების ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალებით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ნ----------------ის მიერ იმ დანაშაულთა ჩადენას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიზამი აბბააზოვისთვის სასჯელის დანიშვნის დროს არ გაითვალისწინა შემამსუბუქებელი გარემოებანი, კერძოდ ის, რომ მან აღიარა და მოინანია დანაშაული, სადავოდ არ გახადა მტკიცებულებანი, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში მიუთითა, რომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ნ----------------ის მიმართ იმ შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა, რაზეც დაცვის მხარე აპელირებს და ისე დაუნიშნა სასჯელი. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნ----------------ს ჩადენილი აქვს სამი დანაშაული, სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა. მათ შორის ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაც გათვალსწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით. აღნიშნული მუხლის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 6 წლიდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ნ----------------ს სასჯელის ზომად განესაზღვრა სანქციის მინიმუმი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას ზემოაღნიშნულ შემამასუბუქებელ გარემოებათა გამო ნ----------------ისათვის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლაზე, ვინაიდან მუხლის მითითებული ნაწილით სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის გამომრიცხავ გარემოებად მითითებულია, თუ პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე, რასაც ნ----------------ის შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.

 

ამდენად, პალატის აზრით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ნ----------------ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა ხასიათს და სიმძიმეს. იგი უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ნ----------------ისთვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ ნ----------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ნ----------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ნ----------------ის და მისი ინტერესების დამცველის - ადვოკატ მ--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ ნ----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

ნ----------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

ნ----------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

ნ----------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ნ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ნ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

ნ----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 8 თებერვლიდან.

ნ----------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

 

ნივთმტკიცება - ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

1 (ერთი) ცალი დისკი დაერთოს საქმეს და შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

 

ნ. ბარბაქაძე