განაჩენი

სისხლის სამართლის 06.10.2018
საქმის ნომერი
150100117002246888
ინსტანცია
თარიღი
06.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100117002246888

საქმე №1ბ/796-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 ოქტომბერი 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გუ------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გა----------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 01 იანვარს, (მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია); ფაქტობრივად მცხოვრების: ნ----–-------------------------–------–-----ში, დანაშაულებისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივლისის განაჩენით გა----------------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

გა----------------ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 27 სექტემბერს, ნ----–-------------------------–------–-----ში, საცხოვრებელ სახლში, დაახლოებით 16:00 საათზე, გა----------------მა არასრულწლოვანი შვილის ნი-------------ის თანდასწრებით ხელის სახის არეში რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ეგ------------ას, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

2017 წლის 27 სექტემბერს, ნ----–-------------------------– გ------–-----ში, საცხოვრებელ სახლში, დაახლოებით 16:00 საათზე, გა----------------მა მეუღლეს ეგ------------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლავდა მას, აღნიშნული მუქარა ეგ------------ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ:

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გა----------------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, აგრეთვე ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გუ------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივლისის განაჩენის გაუქმება, გა----------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მსჯავრდებულ გა----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზა-----------ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის 06 ივლისის გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გა----------------ის მიერ ოჯახში ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენის ფაქტი, პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინა----ნ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით არ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ გა----------------მა არასრულწლოვანი შვილის ნი-------------ის თანდასწრებით ხელის სახის არეში რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ეგ------------ას და დაემუქრა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლავდა მას.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და ისე მიიღო გადაწყვეტილება, ვინა----ნ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაიკითხა ბრალდების მხარის ხუთი მოწმე. გა----------------ის მეღლემ და მისმა ერთ-ერთმა შვილმა გამოიყენე კანონით მინიჭებული უფლება და ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს, ხოლო გა----------------ის მეორე შვილის - რი-------------ის ჩვენება დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია, ასევე დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები, შესაბამისად მათში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებსაც პრეიუდიციული ძალა მიენიჭათ.

პალატა შეფასებას აძლევს რა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებს, ითვალისწინებს შემდეგს:

ფაქტის დამადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებებად სასამართლო უნდა დაეყრდნოს ეგ------------ას და ნი-------------ის ჩვენებებს, ასევე თავად გა----------------ის ჩვენებას და მათ შეფასება უნდა მისცეს სასამართლოში გამოკვლეულ და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. ეგ------------ამ და არასრულწლოვანმა ნი-------------მა ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის გა----------------ის წინააღმდეგ, ხოლო თავად გა----------------მა გამოიყენა დუმილის უფლება.

 

აპელანტი აპელირებს სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე, კერძოდ, ესენი არიან მეზობლები: აი--------------ი, სა----–----------––---ი, გამომძიებლები: კე-------------ი, ავ--------–-------ე, ექსპერტი: და------------–---–ი, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ისინი არ არიან ცემის ან მუქარის თვითმხილველები და მათ მიერ გაცემული ინფორმაცია ეფუძნება რი-------------ის და ეგ------------ას მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, კერძოდ:

სასამართლოში მოწმე ავ--------–-------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 27 სექტემბერს გორელოვკის პოლიციის განყოფილებაში 112-დან შევიდა შეტყობინება მასზედ, რომ სოფელ ო---–-----ში, კონკრეტულად ეგ------------ას მიმართ მიმდინარეობდა ოჯახური ძალადობა. შეტყობინების საფუძველზე თანამშრომლებთან ერთად გავიდა აღნიშნულ მისამართზე, რა დროსაც ეგ------------ა გადასული იყო მეზობელთან ა---- და სა----–----------––---ებთან, რომელიც იყო ძალიან შეშინებული. სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები, ცუდად საუბრობდა რუსულ ენაზე. მან განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ასევე დაემუქრა, რომ იარაღით მოკლავდა. სცადეს მისი საავადმყოფოში გადაყვანა, თუმცა მან განაცხადა, რომ სასწრაფო გამოძახებული ჰყავდა. ეგ------------ამ განაცხადა, რომ მისი ქმარი გა----------------ი იარაღით წასული იყო შვილის მოსაკლავად და ითხოვა დახმარება.

სასამართლო სხდომაზე მოწმე კე-------------მა განმარტა, რომ გა----------------ის მეუღლე მივიდა პოლიციაში მის არასრულწლოვან შვილთან ერთად და განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ სცემა და აგრეთვე ემუქრებოდა.

სასამართლო სხდომაზე მოწმე აი--------------მა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს სახლში იყო, გარეთ წვიმდა, მის მეუღლეს ეძინა. კარზე დააკაკუნა და მათთან სახლში შევიდა გა------ს ცოლი, რომლის სახელიც არ იცის, რომელსაც სახეზე ჰქონდა ნაკაწრები. იგი ატირდა, რუსულ ენაზე დაელაპარაკა და ტელეფონი სთხოვა, რომ სახლში დაერეკა. მან დარეკა, რა დროსაც თურქულად საუბრობდა. შემდეგ მივიდა სასწრაფო დახმარება პოლიციასთან ერთად. სასწრაფო დახმარება რომ მივიდა, მან განაცხადა, რომ მისი მეუღლე მიდიოდა შვილის მოსაკლავად.

მოწმე სა----–----------––---ის ჩვენებით დადგენილია, რომ გ---------ის ცოლი მათთან სახლში რომ მივიდა, მას ეძინა და როდესაც ადგა, რამდენიმე წუთში სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია მივიდა მათთან. მას მეუღლემ აი--------------მა უთხრა, რომ გ------ს თავისი ცოლი უცემია და გა------ს ცოლი ეგანა მათთან იყო მისული რათა ტელეფონით დაერეკა მამამისთან. მოწმემ აღნიშნა, რომ მას გა----------------სა და მის მეუღლეს შორის ჩხუბი არ უნახავს და არც ეგ------------ას უთქვამს მისთვის, რომ მეუღლემ იგი სცემა. მოწმის განმარტებით, ეგ------------ა ტიროდა, თუმცა მასზე დაზიანებები და ჩალურჯებები არ უნახავს. ეგ------------ას საავადმყოფოში წასვლა არც უნდოდა, მაგრამ მას პოლიციელებმა უთხრეს, რომ აუცილებლად უნდა წასულიყო.

აპელანტი აღნიშნავს, რომ მოწმე რი-------------ის ჩვენება დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია, ისევე, როგორც არსებული წერილობითი მტკიცებულებები, შესაბამისად მასში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებებსაც პრეიუდიციული ძალა მიენიჭათ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ. ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებების შეფასება უნდა მოხდეს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებს პირის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. პალატის აზრით, რი-------------ის ჩვენება არ ადასტურებს ეგ------------ას ცემის და მუქარის ფაქტს, კერძოდ:

 

რი-------------ი გამოკითხვის ოქმში უთითებს, რომ მარტის თვიდან ოჯახთან ერთად დროებით საცხოვრებლად გადმოვიდა ნ----–-------------------------–------–-----ში, სადაც იგი და დედა-ეგ------------ა მუშაობენ ფერმაში, იგი აძოვებს ცხვარს და ძროხებს, ხოლო დედამისი განა მუშაობს მწველავად. რაც შეეხება მამას-გა----------------ი მუშაობს ამავე სოფელში ა------სთან მწყემსად. გრ------ა ყოველთვიურად უხდის მწყემსობაში 800 ლარს. დაახლოებით 10 დღის წინათ ხელფასიდან გამოართვა 500 ლარი რითაც 300 ლარად შეიძინა სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, ხოლო დარჩენილი 200 ლარი მისცა დედას. მისივე განმარტებით ტელეფონის ყიდვის შესახებ მამამისმა არაფერი იცოდა ვინა----ნ არ მისცემდა ტელეფონის ყიდვის უფლებას. მ/წლის 27 სექტემბერს იყო მინდორში, აძოვებდა გრ------ას პირუტყვს, რა დროსაც მამამისი ავიდა ცხენით, რომელმაც უთხრა ტელეფონის ყიდვის შესახებ მან რატომ არაფერი იცოდა, მან მამამისს ხმა ვერ გასცა ვინა----ნ ძალიან შეეშინდა, საუბრისას უთხრა, რომ წავიდოდა სახლში და დედას სცემდა იმის გამო, რომ დაუმალეს და არაფერი არ უთხრეს ტელეფონის ყიდვის შესახებ, რის შემდეგაც შეჯდა ცხენზე და წავიდა სახლისკენ, მას მამამისის ძალიან შეეშინდა იფიქრა, რომ მართლაც არ ეცემა დედა და თავისი ტელეფონის ნომრიდან დარეკე 112-ში უთხრა, რომ ჰქონდა ოჯახური კონფლიქტი და ითხოვა პოლიციის დახმარება. მოწმის განმარტებით მას არ უნახავს და არც გაუგია, რომ მამას დედა ეცემოს.

ამდენად, რი-------------ის გამოკითხვიდან ირკვევა მხოლოდ ვარაუდი, რომ გა----------------ი გაბრაზებული იყო და მას განუცხადა, რომ წავიდოდა და სცემდა დედას - ეგ------------ას, თუმცა მას თავად აღნიშნული არც უნახავს და არც გაუგია.

 

აპელანტი ასევე მიუთითებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე და ექსპერტის ჩვენებაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ 2017 წლის 29 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N5--------- დასკვნის მიხედვით, შპს „უ-----------–--ს“ ნინოწმინდის სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის N1---------9 სამედიცინო ბარათის მიხედვით ეგ------------ა სამედიცინო ცენტრში შევიდა 27.09.2017 წელს 17:30 საათზე. შესვლისას უჩიოდა ტკივილს სახის მარცხენა ნახევარში და გულმკედრის მარცხენა ნახევარში. საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შუბლის მარცხენა ნახევარში და მარცხენა ლოყის ზემო არეში აღენიშნება სისხლნაჟღენთები და შესიება, პალპაცია მტკივნეულია. გულმკერდის არე ვიზუალურად ცვლილებების გარეშე. პალპაციით მტკივნეულია მარცხენა ბეჭის პროექციაზე. თავის მრავლობითი დაჟეჟილობა (რბილი ქსოვილის). დასკვნა: შპს „უ-----------–--ს“ ნინოწმინდის სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის N1---------9 სამედიცინო ბარათის მიხედვით ეგ------------ას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები შუბლის მარცხენა არესა და მარცხენა ლოყის ზემო არეში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა და------------–---–მა, მისივე განმარტებით, როგორც ეგ------------ას სამედიცინო დოკუმენტაციიდან ირკვეოდა იგი საავადმყოფოში შესვლის დროს უჩიოდა ტკივილს სახის მარცხენა ნახევარში და გულმკერდის მარცხენა ნახევარში. ეგ------------ასათვის მიყენებული დაზიანებები ეკუთვნოდა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგებოდა წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

ამდენად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ ეგ------------ას ჰქონდა დაზიანებები, თუმცა არ შეიცავს ინფორმაციას 2017 წლის 27 სექტემბერს გა----------------ის მიერ ეგ------------ას მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ.

 

აპელანტი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს შემდეგს: ნინოწმინდის რაიონული საავადმყოფოს მორიგე ექიმი რო-------–----ი პოლიციისათვის გადაცემული შეტყობინებაში, უთითებდა, რომ დახმარების მიზნით სხეულის დაზიანებით მიყვანილი იყო ეგ------------ა, მისი გადმოცემით იგი სცემა მეუღლემ, რის გამოც მიიღო დაზიანებები. ეგ------------ას სამედიცინო ბარათიდან ირკვევა, რომ იგი საავადმყოფოში შესულია 2017 წლის 27 სექტემბერს 17:30 საათზე, მას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და შესიება, შუბლის მარცხენა ნახევარში და მარცხენა ლოყის ზემო არეში, ასევე უჩიოდა ტკივილს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სსიპ 112-ში შესულია ორი შეტყობინება, ერთი შეტყობინება გადაცემულია რი-------------ის მიერ, სადაც იგი უთითებს, რომ კონფლიქტი აქვს მამასთან, ხოლო მეორე შეტყობინება გადაცემულია ეგ------------ას მიერ, რომ არის ოჯახური ძალადობა, მამა ეჩხუბება შვილს და იარაღი წაიღო, აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ თავდაპირველად გა----------------ი დაახლოებით 16:26 საათზე იმყოფებოდა შვილთან რი-------------თან მინდორში, სადაც მას დაპირდა, რომ სცემდა დედამისს, რის შემდეგაც რი-------------მა გააკეთა შეტყობინება 112-ში და უკვე დაახლოებით 20 წუთის გასვლის შემდეგ 112-ში შეტყობინება შედის ეგ------------ას მიერ, მას შემდეგ რაც იგი უკვე სცემა და დაემუქრა მისმა მეუღლემ გა----------------მა და იგი იმყოფება მეზობლის აი--------------ის სახლში, სა----ნაც რეკავს 112-ში და ატყობინებს მომხდარი ფაქტის და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. რაც ადასტურებს გა----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ითვალისწინებს, შემდეგს:

რი-------------ის მიერ სსიპ 112-ში შესული შეტყობინების თანახმად ირკვევა, რომ პიროვნება ცუდად მეტყველებს რუსულად და მისი განმარტებით კონფლიქტი აქვს მამასთან, რადგან ის არ უშვებს დედასთან მარნეულის რაიონში, ინციდენტის თარიღია 27.09.17 - 16:26:59. ხოლო, მეორე შეტყობინება, შესულია იმავე დღეს 16:43:31 საათზე, სადაც ინიციატორად მითითებულია ტელეფონის N 5----------- /რომელიც ეკუთვნის აი--------------ს/, ირკვევა, რომ მამა ეჩხუბება შვილს და იარაღი წაიღო, აცხადებს რომ მოკლავს.

ამდენად, შეტყობინებების თანახმად არ დასტურდება ეგ------------ას ცემის ან მის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტები. /პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად განბარ განბაროვი დაემუქრა მეუღლეს ეგ------------ას, რომ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლავდა მას/.

ელსმენით შეტყობინების ოქმით, რომელიც შედგენილია ინსპექტორ-გამომძიებელ აიკანუშ დჟაგაცპანიანის მიერ, ირკვევა, რომ 2017 წლის 27 სექტემბერს 15:35 საათზე დაუკავშირდა ნინოწმინდის რაიონული საავადმყოფოს მორიგე ექიმი რ----- ა--–-----ი, რომელმაც შეატყობინა, რომ სხეულის დაზიანებით მიყვანილია ეკ------------ა, რომლის განმარტებით, მას ცემა მეუღლემ, რის შედეგადაც მიიღო დაზიანება. ხოლო, შეტყობინების ოქმის თანახმად ირკვევა, რომ ნინოწმინდის რაიონული საავადმყოფოდან შესულ შეტყობინებას რეზოლუცია დაედო 2017 წლის 27 სექტემბერს, 17:42 საათზე.

N 1---------9 სტაციონარული ბარათის თანახმად, ეგ------------ა სამედიცინო ცენტრში შეყვანილია 27.09.17 17:30 საათზე. შესვლისას იგი უჩიოდა ტკივილს სახის მარცხენა ნახევარში და გულმკერდის მარცხენა ნახევარში და აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და შესიება შუბლის მარცხენა ნახევარში და მარცხენა ლოყის ზემო არეში.

 

ამდენად, გასათვალისწინებელია, რომ ელსმენით შეტყობინების ოქმში მითითებული ნინოწმინდის რაიონულ საავადმყოფოში ეკ------------ას შეყვანის დრო - 2017 წლის 27 სექტემბრის 15:35 საათი, წინააღმდეგობაში მოდის სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ, რი-------------ი გამოკითხვის ოქმში უთითებს, რომ 27 სექტემბერს იყო მინდორში, აძოვებდა პირუტყვს, რა დროსაც მამამისი ავიდა ცხენით, რომელმაც უთხრა ტელეფონის ყიდვის შესახებ მან რატომ არაფერი იცოდა, უთხრა, რომ წავიდოდა სახლში და დედას სცემდა იმის გამო, რომ დაუმალეს და არაფერი არ უთხრეს ტელეფონის ყიდვის შესახებ, რის შემდეგაც შეჯდა ცხენზე და წავიდა სახლისკენ. მას მამამისის ძალიან შეეშინდა იფიქრა, რომ მართლაც არ ეცემა დედა და თავისი ტელეფონის ნომრიდან დარეკე 112-ში. სსიპ 112-ში შესული შეტყობინების თანახმად კი ირკვევა, რომ რი-------------მა 112-ში დარეკა 16:26:59 საათზე, თან კონფლიქტის მიზეზად დაასახელა, რომ მამა არ უშვებს დედასთან მარნეულის რაიონში. თავის მხრივ მეორე შეტყობინება სსიპ 112-ში კი შესულია 16:43:31 საათზე, სადაც მითითებულია, რომ მამა ეჩხუბება შვილს და იარაღი წაიღო, აცხადებს რომ მოკლავს. შესაბამისად, პალატა არ იზიარებს სააპელაციო საჩივარში აპელანტის მიერ მოყვანილ ზემოაღნიშნულ არგუმენტაციას.

 

აპელანტი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად სააპელაციო საჩივარში ასევ მიუთითებს გა----------------ისგან ამოღებულ ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი სანთებელაზე. რასაც პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის განაჩენის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარეს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გა----------------ისაგან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი სანთებელა მუქარის საგანია. ამასთან, არ არის დადგენილი იცოდნენ თუ არა ოჯახის წევრებმა, რომ გა----------------ს ჰქონდა ასეთი ფორმის სანთებელა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა გა----------------ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმების და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გუ------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

გა----------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;

გა----------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია; განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;

გამართლებულ გა----------------ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები: ერთი ცალი ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი სანთებელა (პაკეტის ნომერი FCI 6-----) და ,,სამსუნგის’’ ფირმის მობილური ტელეფონი (პაკეტის ნომერი FCI 6-----), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს გა----------------ს;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე