განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002077213
საქმე №1ბ/724-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ი-----–------–---ას
ადვოკატის: მ--–-------------ას
მსჯავრდებულის: ვ-–------------–---ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ვ-–------------–---ის ინტერესების დამცველის - ადვოკატ მ--–-------------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ვ-–------------–---ის მიმართ. ვ-–------------–---ე დაბადებულია 1----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 2----------, ნასამართლობის არ მქონე (გაქარწყლებული) რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ლ----------------------------–------------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლისმე-2 ნაწილი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ-–------------–---ემ ჩაიდინა ქრთამის მიცემა უკანონო ქმედების ჩასადენად, ესე იგი მოხელისათვის პირდაპირ ფულის შეთავაზება მოხელის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა.
ვ-–------------–---ის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის აპრილში ვ-–------------–---ე დაუკავშირდა და შეხვდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დ-----–----------------–------------------–------------------------------–--------------- თ---------------–----–-–---–ს და უთხრა, რომ ლ---------ს რაიონში, მდინარე ,,ს------“-ს სანაპიროდან სურდა სასარგებლო წიაღისეულის - ქვიშა-ღორღის შესაბამისი ლიცენზიის გარეშე მოპოვება. თუკი თ---------------–----–-–---–ი წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების პროცესში წარმოშობილ პრობლემებთან დაკავშირებით თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით გაუწევდა სამსახურებრივ მფარველობას და არ მოახდენდა მისი, როგორც სამართალდამრღვევის დაჯარიმებას, იგი ყოველთვიურად ქრთამის სახით გადაუხდიდა დაახლოებით 5000 ლარს.
ვ-–------------–---ემ თ---------------–----–-–---–ს განუმარტა, რომ აპირებდა, ყოველთვიურად ლიცენზიის გარეშე მოეპოვებინა 10000 მ3 ქვიშა-ღორღი. მოპოვებული ინერტული მასალის ყოველი 1მ3 -სთვის ქრთამის სახით გადაუხდიდა 50 თეთრს.
2017 წლის 27 ივლისს ქ. ქ-------–- ვ-–------------–---ე შეხვდა თ---------------–----–-–---–ს და უკანონო ქმედების ჩასადენად მფარველობისთვის ქრთამის სახით გადასცა შეთავაზებული თანხის ნაწილი - 4000 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის განაჩენით:
ვ-–------------–---ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ-–------------–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--–-------------ამ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარემ მოითხოვა ვ-–------------–---ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გამამატყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოში და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა ი-----–------–---ამ, რომელმაც მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა ვ-–------------–---ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაცვის მხარემ შესავალი და დასკვნითი სიტყვის ეტაპზე მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. მსჯავრდებულმა საბოლოო სიტყვით სარგებლობისას მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის განაჩენი ვ-–------------–---ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება, განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ-–------------–---ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
მსჯავრდებულ ვ-–------------–---ის მიერ საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად არის დადგენილი და დადასტურებული საქმეზე შეკრებილი ობიექტური, თანმიმდევრული და ერთმანეთის თანმხვედრი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ - მოწმეების თ---------------–----–-–---–ის, გ-----------------------–---------------------------------------------------------------------------------–---------–---------------------------- ჩვენებებით, ვ-–------------–---ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, 2017 წლის 31 ივლისის ამოღების ოქმით, საგამოძიებო მოქმედებათა ოქმებით და მასთან დაკავშირებული საპროცესო დოკუმენტებით, ასევე საქმეზე დართული ვიდეო, აუდიო ჩანაწერებით, საგამოძიებო მოქმედებათა ჩანაწერების კრებსებით, სატელეფონო საუბრების კრებსებით, ნივთიერი მტკიცებულებებით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
დაცვის მხარის მოსაზრებით, ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარადგინა საკმარისი, ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტით დაადასტურებდა ვ-–------------–---ის მერ საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლით გათვალსწინებული ინკრიმინირებული ქმედების ჩადენას და იგი პროვოცირებული იქნა თ---------------–----–-–---–ის მიერ, რაც ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევად მიაჩნია. დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი პირდაპირი, ერთმანეთთან შეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ვ-–------------–---ის მიერ საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალსწინებული დანაშაულის ჩადენა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მოწმის სახით დაკითხა თ---------------–----–-–---–ი და დადენილია, რომ იგი არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ზ------------–-------------------------------–----------------–------------------–------------------------------–---------------. მოწმემ ჩვენებაში დაადასტურა, რომ 2017 წლის მარტში თავის თანამშრომელ ა-–----------–---თან ერთად იმყოფებოდა ლ---------ს რაიონის სოფელ ღ--------–-ში მდინარე ,,ს------“-ს სანაპიროზე, სადაც შპს ,,რ---------------“-ს მიმართ ქვიშა-ღორღის უკანონოდ მოპოვებისთვის შეადგინეს სამართალდარღვევის აქტი. იქვე იმყოფებოდნენ როგორც ფირმის თანამშრომლები, ისე დირექტორი ა---------------------- და მისი მეგობარი ვ-–------------–---ე. აღნიშნული ფაქტიდან მცირე დროში ა-–----------–---ს დაურეკა ვ-–------------–---ემ და ჰკითხა თ---------------–----–-–---–ის ტელეფონის ნომერი. რადგან თვითონაც იქვე იმყოფებოდა, ა-----–----ა გადასცა ტელეფონი. ვ-–------------–---ემ თ---------------–----–-–---–ს გამოართვა მობილური ტელეფონის ნომერი და უთხრა, რომ უნდოდა მისი ნახვა. 2017 წლის 19 აპრილს, ქ. ქ-------–-, თავისივე სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე ვ-–------------–---ის თხოვნით მოწმე თ---------------–----–-–---–ი შეხვდა ამ უკანასკნელს. შეხვედრის დროს ვ-–------------–---ემ უთხრა, რომ აპირებდა, 6 თვის განმავლობაში ლიცენზიის გარეშე ეწარმოებინა ლ---------ს რაიონის სოფელ ღ--------–-ში მდინარე ,,ს------“-დან ქვიშა-ღორღის ამოღება და გარემოსდაცვას მისთვის პრობლემა არ უნდა შეექმნა. სანაცვლოდ ყოველთვიურად გადაიხდიდა 5000 ლარს. მფარველობის გაწევის მიზნით შუამავლობა სთხოვა ხელმძღვანელ პირთან - ლ-–-----------სთან. მოწმის ჩვენებით ასევე დადასტურებულია, რომ ვ-–------------–---ე რამდენჯერმე შეხვდა თ---------------–----–-–---–ს. შეხვედრების დროს ვ-–------------–---ე გამოთქვავდა მზაობას, ურთიერთობა დაელაგებინა ქ--------ს რეგიონალურ განყოფილებასთან. გ------ს თვითონ მიხედავდა. ლიცენზიის გარეშე ქვიშა-ღორღის მოპოვებაზე პრობლემას კი მხოლოდ ქ--------ს რეგიონალური განყოფილება უქმნიდა. ბოლო შეხვედრის დროს ვ-–------------–---ემ მოწმეს დაპირებული 5000 ლარიდან ქრთამის სახით გადასცა 4000 ლარი. მოწმე თ---------------–----–-–---–ის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ თავისი ინიციატივით და სურვილით განხორციელდა სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა, რაც დადასტურებულია მოწმე დ----------------ის ჩვენებით. თანხის - 4000 ლარის მოწმეზე გადაცემის ფაქტი კი დადასტურებულია 2017 წლის 31 ივლისის ამოღების ოქმით. მოწმეების გ--------------------------–------------ის ჩვენებებით დადასტურებულია, რომ მათი მონაწილეობით მოხდა ვ-–------------–---ის დაკავება, პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა. მოწმეებმა ა------------------------------–-----------–---------–------------------------------- დაადასტურეს საქმეზე ჩატარებული სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებათა ავთენტურობა.
პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს, თითქოს ვ-–------------–---ის თ---------------–----–-–---–თან შეხვედრის მიზეზი იყო სურვილი, კანონის ფარგლებში მიეღო დახმარება ქვიშა-ღორღის მოპოვების ვადაგასული ლიცენზიის აღდგენაში და რომ თ---------------–----–-–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოცირებას. ზემოთ მითითებული მტკიცებულებები, მათ შორის სატელეფონო საუბრის კრებსი, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, ცალსახად მიუთითებენ ვ-–------------–---ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაზე. სატელეფონო საუბარში არაორაზროვნადაა გამოკვეთილი მსჯავრდებულის დანაშაულებრივი განზრახვის არსებობა და ქვიშა-ღორღის ლიცენზიის მოპოვების შესახებ საერთოდ არ ყოფილა ნახსენები.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა და პალატა იზიარებს, რომ დანაშაულის პროვოცირების საქმეებზე მსჯელობისას ევროპული სასამართლო პირველ რიგში ინტერესდება, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებამდე ჰქონდათ თუ არა სახელმწიფო ორგანოებს განმცხადებლის მიმართ ეჭვის საფუძვლები, როგორიცაა დანაშაულებრივი წინასწარგანწყობა, ან დანაშაულებრივი ქმედების დაწყების დამადასტურებელი მტკიცებულება. მოცემულ შემთხვევაში თ---------------–----–-–---–ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. მან განაცხადა, რომ არანაირი ინტერესი არ ჰქონდა ვ-–------------–---ის მიმართ. ნებაყოფლობით გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი და სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვის საფუძველი გახდა თვით ვ-–------------–---ის კანონსაწინააღმდეგო შეთავაზება. ამდენად, ვ-–------------–---ის წაქეზებას დანაშაულის ჩასადენად თ---------------–----–-–---–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
საქმეზე დართული და გამოკვლეული აუდიო ჩანაწერით დადგენილია, რომ ვ-–------------–---ე თ---------------–----–-–---–ს სთხოვს ,,ხელმძღვანელ პირთან შეათანხმოს მისი წინადადება“, რომ ,,მიაქციონ პატარა ყურადღება“... არავის არ შერჩენია ,,აი სკამი“... და ,,რაცხა ორი კაპიკი ნორმის ფარგლებში“... საიდანაც თვითონაც ექნება სარგებელი და მათაც გაუყოფს. ჩანაწერის მიხედვით ვ-–------------–---ე მოწმეს ეუბნება: ,,მე მინდა ხრეშის ამოღება... მინდა რაფერაც ადრე იყო თვალი დახუჭოთ რაღაცეებზე...თქვენ თქვენსას მიიღებთ... თვეში ამოვიღებ 7,8,9 მაქსიმუმ ათი ათას კუბს, 5000 ლარი წამოვა თქვენსკენ თვეში, ექვსი თვის სამუშაო არის, ლიცენზია არ მაქ, მომჩივანი არ მეყოლება...“ აღნიშნული ჩანაწერი სრულიად აბათილებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ვ-–------------–---ე იმიტომ შეხვდა თ---------------–----–-–---–ს, რათა გაერკვია, როგორ აღედგინა ვადა ლიცენზიაზე ან ახალი აეღო. პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ-–------------–---ემ კარგად იცოდა, რომ ვადაგასული ლიცენზია ჰქონდა. თვითონ გახდა მოწმე, თუ ვადაგასული ლიცენზიით ქვიშა-ღორღის მოპოვებისათვის მის მეგობარ ა----------------------ს როგორ შეუდგინეს აქტი სამართალდარღვევაზე. ვ-–------------–---ემ ჩანაწერების მიხედვით მკაფიოდ დააფიქსირა თ---------------–----–-–---–თან შეხვედრის მიზეზი და სურვილი, რომ 6 თვის განმავლობაში ვადაგასული ლიცენზიით ეწარმოებინა თვეში შვიდიდან ათი თას კუბამდე ქვიშა-ღორღის ამოღება, რაშიც გადაიხდიდა თვეში 5000 ლარს.
დაცვა თ---------------–----–-–---–ის მხრიდან დანაშაულის პროვოცირების დამადასტურებელ მტკიცებულებად მიიჩნევს იმას, რომ ადგილი ჰქონდა მის აქტიურობას, ვ-–------------–---ის ,,ნამუსზე შეგდებას“, ვინაიდან საქმის გაჭიანურებით თითქოსდა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა თავის ხელმძღვანელობასთან, რომლებისგანაც უკვე მიღებული ჰქონდა წინასწარი სიტყვიერი თანხმობა ა--–---ის შეთავაზებაზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ თ---------------–----–-–---–თან საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე კომუნიკაციისას ვ-–------------–---ეს არასოდეს დაუფიქსირებია პოზიციის შეცვლა, რომ უარს ამბობდა მის დანაშაულებრივ შეთავაზებაზე. იგი საქმის გაჭიანურების მიზეზად მხოლოდ შეპირებული თანხის არქონას ასახელებდა. თ---------------–----–-–---–ის მხრიდან სატელეფონო კომუნიკაცია წარმოადგენდა სამართალდამცავ ორგანოებთან მისი თანამშრომლობის ნაწილს - ამგვარი კომუნიკაციით ხდებოდა იმის გადამოწმება, ადგილი ჰქონდა ვ-–------------–---ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე ნებაყოფლობით ხელის აღებას, თუ ურთიერთობის გაჭიანურება მართლაც ფინანსური პრობლემით იყო გამოწვეული. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, თავდაპირველი შეთანხმების ინიციატორი იყო თავად ვ-–------------–---ე და მასთან კომუნიკაციით თ---------------–----–-–---–ი მხოლოდ ცდილობდა მის მიერ განზრახული დანაშაულის გამოვლენას - ამისათვის აუცილებელი მტკიცებულების მოპოვებას. შესაბამისად, თ---------------–----–-–---–ის მიერ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორცილებეული ქმედებები არ წარმოადგენს დანაშაულის პროვოცირებას, არამედ იგი ემსახურებოდა დანაშაულის ჩადენის შესახებ არსებული ინფორმაციის რეალიზაციის მიზანს.
საფუძველს მოკლებულია ადვოკატის მსჯელობა საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებასთან დაკავშირებით. ადვოკატი უთითებს, რომ ვინაიდან ზოგადად ქვიშა-ღორღის მოპოვება კანონით დაშვებული საქმიანობაა, ამიტომ არ შეიძლება სახეზე გვქონდეს ქრთამის მიცემა უკანონო მოქმედებესთვისო. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ შეთავაზება მიზნად ისახავდა თ---------------–----–-–---–ის მხრიდან კონკრეტული მოქმედების განხორცილებას. იმ შემთხვევაში, თუკი მას თავისი თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით მართლაც ექნებოდა იმის შესაძლებლობა, რომ უზრუნველეყო ვ-–------------–---ისათვის ქვიშა-ღორღის მოპოვებისათვის ლიცენზიის გაცემა და ქრთამის შეთავაზებაც მიმართული ყოფილიყო მაგალითად ამ პროცედურების მოკლე ვადებში შესრულების მისაღწევად, ამ შემთხვევაში სახეზე გვექნებოდა საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობა (ქრთამის მიცემა კანონიერი მოქმედებისათვის). მოცემულ შემთხვევაში კი ქრთამის მიცემის მიზანი სწორედ დახმარების მიღება იყო ქვიშა-ღორღის ულიცენზიოდ მოპოვებაში, რაც თავისთავად უკანონო მოქმედებას წარმოადგენს. შესაბამისად სახეზე გვაქვს საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილის შემადგენლობა.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ვ-–------------–---ისთვის დანიშნული სასჯელის სახეს, ზომას და მისი მოხდის ფორმას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი. პალატის აზრით, დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულ ვ-–------------–---ისათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ ვ-–------------–---ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ-–------------–---ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ-–------------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--–-------------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის განაჩენი ვ-–------------–---ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
ვ-–------------–---ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ვ-–------------–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონსძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
ვ-–------------–---ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 27 ივლისიდან.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ფულადი თანხა 4000 (ოთხი ათასი) ლარი, რომელიც ინახება სუს ანტიკორუფციული სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად გადაეცეს სახელმწიფოს;
,,სამსუნგის“ წარმოების მობილური ტელეფონი და შპს ,,ლ-----------ის ბეჭედი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული 3 (სამი) ცალი DVD დისკი, 4 (ოთხი) ცალი CD დისკი და თ---------------–----–-–---–ის კომპიუტერიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 1 (ერთი) ცალ CD დისკზე შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე