განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002106825
საქმე #1ბ/747-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის, ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ---------------–-–---–ის
ადვოკატის: ი-----–-------ს
მსჯავრდებულის: დ-------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------------–-–---–ის და მსჯავრდებულ დ-------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), დ-------------ის, დაბადებულის 1969 წლის 15 იანვარს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), უმაღლესი განათლების მქონის, განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ვ----------------------–-–-------–----ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-----------------------------------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ-------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მანვე ჩაიდინა მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მანვე ჩაიდინა დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ (ორი ეპიზოდი).
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით, გამოიცა დამცავი ორდერი, რომლის თანახმადაც დ-------------ს აეკრძალა ყოფილ მეუღლესთან - ი-----------–--ესთან რაიმე ფორმით მიახლოება. მათ შორის საცხოვრებელ ადგილთან, სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება, სადაც შეიძლება ი-----------–--ე იმყოფებოდეს. მასვე, აეკრძალა ი-----------–--ესთან ყოველგვარი სატელეფონო კომუნიკაცია. დამცავი ორდერი გაცემული იქნა 6 (ექვსი) თვის ვადით.
2017 წლის 13 იანვარს, დ-------------მა დაარღვია დამცავი ორდერის პირობები - მივიდა ქ-------–--–---------–-----------------------ში მდებარე ყოფილი მეუღლის - ი-----------–--ის საცხოვრებელ სახლში და მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე, განახორციელა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა.
აღნიშნული ქმედების ჩადენის ფაქტზე, 2017 წლის 17 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება, რომლის თანახმად, დ-------------ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და სახდელის ზომად განესაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა 3 (სამი) დღე-ღამის ვადით.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 2017 წლის 30 აპრილს, ამავე ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა დ-------------მა, რომელიც სისტემატურად არღვევდა დამცავი ორდერის პირობებს, კიდევ ერთხელ დაარღვია დამცავი ორდერის მოთხოვნა, მივიდა ქ-------–--–---------–-----------------------ში მდებარე ყოფილი მეუღლის - ი-----------–--ის საცხოვრებელ სახლთან, ი-----------–--ის ახლობელ ქალბატონს - ი----------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ი-----------–--ის ოჯახთან ურთიერთობის გამო და ახდენდა მასზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით, კვლავ გამოიცა დამცავი ორდერი, ამჯერად ი-----------–--ის, ლ---–---------ისა და თ---------------ის მიმართ, რომლის თანახმად, დ-------------ს აეკრძალა მსხვერპლებთან - ი-----------–--ესთან, ლ---–---------თან და თ---------------თან რაიმე ფორმით მიახლოება, მათ საცხოვრებელ ადგილთან (მათ შორის ფანჯრებთან და სახლის შესასვლელთან), სამსახურთან და ყველა იმ ადგილთან მიახლოება, სადაც ისინი იმყოფებიან. მასვე აეკრძალა ი-----------–--ესთან, ლ---–---------თან და თ---------------თან ყოველგვარი სატელეფონო კომუნიკაცია - მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა. დამცავი ორდერი გაცემულ იქნა 3(სამი) თვის ვადით.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 2017 წლის 3 აგვისტოს, ამავე ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა დ-------------მა, რომელიც სისტემატიურად არღვევდა დამცავი ორდერის მოთხოვნებს, კიდევ ერთხელ დაარღვია დამცავი ორდერის პირობები, მივიდა ქ-------–--–---------–-----------------------ში მდებარე ყოფილი მეუღლის - ი-----------–--ისა და მისი შვილების საცხოვრებელ სახლში, ძალის გამოყენებით შეაღწია სახლის შესასვლელში, ი-----------–--ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
დ-------------ი წლების მანძილზე მეუღლეს - ი-----------–--ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და განხორციელებული ქმედებით ამცირებდა მას, ხშირ შემთხვევაში საჯაროდ. 2017 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 18:30 საათზე, დ-------------ი მივიდა ქ-------–--–---------–--------------ში მდებარე ყოფილი მეუღლის - ი-----------–--ის საცხოვრებელ სახლში და ეჭვიანობის ნიადაგზე, ძალადობის გამოყენებით, მისი სისტემატიური შეურაცხყოფის ფონზე, ი-----------–--ეს კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ყელის არეში ხელების მოჭერით, რამაც დაზარალებულის ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2017 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 18:30 საათზე, დ-------------ი მივიდა ქ-------–--–---------–--------------ში მდებარე ყოფილი მეუღლის - ი-----------–--ის საცხოვრებელ სახლში და ი-----------–--ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 მაისის განაჩენით:
დ-------------ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (პირველი ეპიზოდი);
დ-------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
დ-------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
დ-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დ-------------ს სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
დ-------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 5 აგვისტოდან;
გაუქმდა დ-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა;
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---------------–-–---–მა და მსჯავრდებულმა დ-------------მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით, აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში აპელანტმა, სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ---------------–-–---–მა მოითხოვა დ-------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ დ-------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2017 წლის 30 აპრილის ეპიზოდი).
მსჯავრდებულ დ-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ იგი გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდების და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის და მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დ-------------ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად.
აპელანტი, - ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, დ-------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (2017 წლის 30 აპრილის ეპიზოდი). სახელმწიფო ბრალმდებელი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ 2017 წლის 9 იანვრის დამცავი ორდერით დ-------------ს აეკრძალა ი-----------–--ის საცხოვრებელ სახლთან (ამაღლების ქუჩა), სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც შეიძლება ი-----------–--ე იმყოფებოდეს. აპელანტი მიუთითებს, რომ ამაღლების ქუჩა არის ლორთქიფანიძის ქუჩის პარალელური ქუჩა და მათ ერთმანეთისაგან მხოლოდ ორი შენობა ყოფს, ლერმონტოვის ქუჩა კი ლორთქიფანიძის ქუჩის გაგრძელებაა. მითითებული სამი ქუჩა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და მათ შორის დაშორება არ აღემატება 50 მეტრს. სააპელაციო პალატა არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას და აღნიშნავს, რომ მოწმის სახით დაკითხულმა ი----------ემ კონკრეტულად ვერ მიუთითა, სად შეხვდა დ-------------ს, ხოლო ლ---–---------მა აღნიშნა, რომ დ-------------ი ი----------ეს ლერმონტოვის ქუჩაზე შეხვდა. თავად დ-------------ის განმარტებით, იგი ი----------ეს შემთხვევით შეხვდა ლორთქიფანიძის ქუჩაზე. ბრალდების მხარეს მოცემული საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე, კანონით დადგენილი წესით, არ წარმოუდგენია სხვა, მესამე შუალედური და ნეიტრალური მტკიცებულება (მაგ. რუკა), რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა ის გარემოება, რომ ადგილი, სადაც ია იაკობიძე და დ-------------ი ერთმანეთს შეხვდნენ, ი-----------–--ის საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარეობს. წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში უტყუარ მტკიცებულებათა არარსებობის გამო, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ქ. თბილისში მდებარე ამაღლების, ლორთქიფანიძისა და ლერმონტოვის ქუჩები ერთმანეთის პარალელურია თუ არა ან/და რა მანძილით არის დაშორებული ხსენებული ქუჩები ერთმანეთისგან. ამდენად, სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაადგენს, 2017 წლის 30 აპრილს, დ-------------ი მიუახლოვდა თუ არა ი-----------–--ის საცხოვრებელ ადგილს. პალატა აღნიშნავს, რომ პირს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების დროს აღნიშნულ ეპიზოდთან მიმართებაში არსებობს ეჭვი, რომელიც საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, უნდა გადაწყდეს დ-------------ის სასარგებლოდ.
რაც შეეხება მსჯავრდებულ დ-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ეს უკანასკნელი აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები არ ჩაუდენია. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას (მეორე ეპიზოდი), მსჯავრდების აღნიშნულ ნაწილში თავს დამნაშავედ ცნობს. მსჯავრდებული მიუთითებს, რომ დაზარალებულ ი-----------–--ისა და მათი შვილის, - თ---------------ის გარდა, მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება არ არსებობს. მსჯავრდებულის განმარტებით, მის ყოფილ მეუღლეს და შვილებს აქვთ თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონების ინტერესი. შესაბამისად, მათ მიერ მიცემული ჩვენებები ეჭვს ბადებენ. სააპელაციო პალატის მიერ მსჯავრდებულ დ-------------ის აღნიშნული განმარტება ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან მის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით. კერძოდ:
მოწმის სახით დაკითხული, დაზარალებულ ი-----------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ დ-------------ი არის მისი ყოფილი მეუღლე. თანაცხოვრების პერიოდში მათ ხშირად ჰქონდათ კამათი, უკმაყოფილება. დ-------------ი მასზე ფიზიკურად ძალადობდა, რის გამოც გამოცემული იქნა არაერთი შემაკავებელი თუ დამცავი ორდერი. მისივე განმარტებით, საცხოვრებელ ბინაში, რომელიც მდებარეობს ა-----–--------------ში, გახსნილი აქვს კერძო ბაღი. 2017 წლის 3 აგვისტოს, სამუშაო საათების დასრულებამდე, ბავშვები ჰყავდა ეზოში გაყვანილი. შვილმა, - თ---------------მა უთხრა, რომ მოსული იყო ერთ-ერთი ბავშვის მშობელი. როდესაც აღსაზრდელი ეზოს კარებთან მიიყვანა, მოულოდნელად დ-------------ი მივარდა მას (დაზარალებულს), ყელზე ხელი მოუჭირა და ახრჩობდა. ამასთან, ემუქრებოდა მოკვლით და უყვიროდა, სად „დაეთრეოდა“. მას (დ-------------ს) თავს ვერ დააღწევდა, რომ არა თ---------------ი, რომელმაც დაუწყო ჯაჯგური დ-------------ს და მოაცილა, ასევე ჩაკეტა სახლის კარები, რის შემდეგ დარეკეს 112-ში და მომხდარის შესახებ აცნობეს საპატრულო პოლიციას.
იგივე გარემოებები დაადასტურა ი-----------–--ემ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს. კერძოდ, 2017 წლის 4 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ი-----------–--ეს მითითებით, გავიდნენ რუსთაველის გამზირზე და მივიდნენ ამაღლების ქუჩის ხუთ ნომერთად. ი-----------–--ემ მიუთითა სახლზე, სადაც ცხოვრობს შვილებთან ერთად. ასევე განმარტა, რომ ამავე შენობაში აქვს კერძო საბავშვო ბაღი. მანვე მიუთითა შესასვლელ კარზე, რომლის გავლითაც მისი ყოფილი მეუღლე, დ-------------ი შეუვარდა სახლში. ი-----------–--ემ მიუთითა კონკრეტულ ადგილზე, სადაც დ-------------მა მას ყელში მოუჭირა ხელები და ახრჩობდა (იხ. ექსპერიმენტის ოქმი, თანდართული ფოტოცხრილით).
მოწმე თ---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ დ-------------ი არის მისი მამა, 2016 წელს მშობლები განქორწინდნენ და დ-------------ი მათთან აღარ ცხოვრობდა. ამავე ჩვენებით, დედას - ი-----------–--ეს სახლში გახსნილი აქვს კერძო ბაღი. შემთხევევის დღეს, 2017 წლის 3 აგვისტოს, ი-----------–--ემ ბავშვი ეზოში გაუყვანა მშობელს, რა დროსაც მან (მოწმემ) გაიგონა დ-------------ის ყვირილის, გინებისა და შეურაცხმყოფელი სიტყვების ხმა. ადგილზე მისულმა კი ნახა, რომ დ-------------ს ი-----------–--ის ყელზე ხელები ჰქონდა მოჭერილი, ახრჩობდა და ემუქრებოდა მოკვლით. მან (მოწმემ) დედის დასაცავად დ-------------ს ჩაავლო ხელი მაისურზე და მთელი ძალით მისკენ მოქაჩა. მანვე, გათავისუფლებულ დედას უთხრა, რომ ყოფილ მეუღლეს გასცლოდა და ბავშვებთან ოთახში შესულიყო. მომხდართან დაკავშირებით მათ მიერ გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია.
მოწმე ლ---–---------ის განმარტებით, მის მშობლებს თანაცხოვრების პერიოდში ჰქონდათ გაუთავებელი კამათი. დ-------------ი დედამისს, - ი-----------–--ეს ეუბნებოდა, რომ თუ გაშორდებოდა, შვილს მოუკლავდა.
მოწმე ი----------ის ჩვენებით დადგენილი, რომ არის ია საკენდელიძის მამის - დემური საკანდელიძის მომვლელი. 2017 წლის აპრილის თვეში იმყოფებოდა თბილისში ი-----------–--ესთან. 30 აპრილს, უბანში მას შეხვდა დ-------------ი და უთხრა „მე მოგივლით სუყველას“-ო, ნათქვამმა შეაშინა და გაიქცა თავისუფლების მეტროსკენ.
ვინაიდან მსჯავრდებული აპელირებს, რომ მისი მეუღლისა და შვილების გარდა სხვა გარეშე პირი არ არის დაკითხული, სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს მოწმე ნ-------------ის ჩვენებაზე. მოწმე ნ-------------ის განმარტებით, მისი შვილი დადის ი-----------–--ის კუთვნილ კერძო ბაღში. ბავშვის გამოსაყვანად მისულს, კარები გაუღო ახალგაზრდა გოგომ, ი-----------–--ემ გამოიყვანა ბავშვი, რა დროსაც ამ უკანასკნელს მივარდა მისთვის (მოწმისთვის) უცნობი მამაკაცი, წვდა ხელებით ყელში, უთხრა, რომ მოკლავდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოწმის განმარტებით, მათ შეეშინდათ და მომხდართან დაკავშირებით პატრული გამოიძახეს.
2016 წლის 26 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის N---------- გადაწყვეტილების თანახმად, შეწყდა ქორწინება ი-----------–--ესა და დ-------------ს შორის.
2017 წლის 9 იანვრის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, გამოიცა დამცავი ორდერი, რომლის თანახმადაც დ-------------ს აეკრძალა ყოფილ მეუღლესთან - ი-----------–--ესთან რაიმე ფორმით მიახლოება. მათ შორის საცხოვრებელ ადგილთან, სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება, სადაც შეიძლება ი-----------–--ე იმყოფებოდეს. მასვე, აეკრძალა ი-----------–--ესთან ყოველგვარი სატელეფონო კომუნიკაცია. დამცავი ორდერი გაცემული იქნა 6 (ექვსი) თვის ვადით.
2017 წლის 17 იანვრის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის N-------- დადგენილების თანახმად, 2017 წლის 13 იანვარს, თბილისში, ა-----–-----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ი-----------–--ეს ყოფილმა მეუღლემ, დ-------------მა, რომელსაც სასამართლოს მიერ ჰქონდა დამცავი ორდერი, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და განახორციელა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რის გამოც ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752.2. მუხლით და სახდელის სახედ განესაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა 3 (სამი) დღე-ღამის ვადით.
2017 წლის 18 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის გადაწყვეტილებით, გაიცა დამცავი ორდერი ი-----------–--ის, ლ---–---------ის და თ---------------ის მიმართ და დ-------------ს აეკრძალა მსხვერპლებთან რაიმე ფორმით მიახლოება, მათ საცხოვრებელ ადგილთან, სამსახურთან და ყველა იმ ადგილთან სადაც ისინი იმყოფებიან, ასევე ყოველგვარი სატელეფონო კომუნიკაცია, მათ შორის - მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა. დამცავი ორდერის ვადა განისაზღვრა 3 (სამი) თვით.
სააპელაციო პალატა შეფასებას აძლევს რა ზემოთმითითებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის განმარტება იმის შესახებ, რომ, თითქოს, მის მეუღლეს და შვილებს ქონებრივი ინტერესი ამოძრავებთ და ამის გამო მისცეს მისი მამხილებელი ჩვენება, დამაჯერებლობას მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა დ-------------ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს, რომ დ-------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მანვე ჩაიდინა დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ (მეორე ეპიზოდი).
რაც შეეხება სასჯელს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ დ-------------ისათვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ დ-------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე მოხდილი აქვს, არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის და მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დ-------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
მსჯავრდებულ დ-------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ დ-------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
დ-------------ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (პირველი ეპიზოდი);
დ-------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
დ-------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
დ-------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დ-------------ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
დ-------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 5 აგვისტოდან, რაც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს;
ცნობად იქნას მიღებული, რომ დ-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
ერთი ცალი ლაზერული დისკი, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. კახეთელიძე