განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002276436
საქმე №1ბ/731-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ქეთევან სუპატაშვილის მდივნობით,პროკურორ - ნა--------------–-–---–ის
მსჯავრდებულ - თე----------–---ას
მონაწილეობით,მსჯავრდებულ თე----------–---ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნო-------–-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
თე----------–---ას მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 1------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 5----------), რეგისტრირებულის ქ--–---–-------–----------------------, ფაქტობრივად მცხოვრების ქ-------–--–---------------–-----------ში, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ და „კ“ ქვეპუნქტებით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენით თე----------–---ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ და „კ“ ქვეპუნქტებით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ განესაზღვრა:
−საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ და „კ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
−საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
−საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
−საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით თე----------–---ას სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
თე----------–---ას მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ;
მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
მა-------------ი 2004 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება თე----------–---ასთან, მათ ჰყავთ საერთო შვილები: 10 თვის ნუ–------–---ა, 4 წლის აჩ------–---ა და 12 წლის ნი-------–---ა. 2014 წლიდან 2017 წლის 23 ნოემბრამდე დროის მონაკვეთში, ქ------–--–-------–---–----------------ში თე----------–---ა არასრულწლოვან შვილს - ნი-------–---ას და ყოფილ მეუღლეს - მა-------------ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, სცემდა სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, აყენებდა დაზიანებებს, რის გამოც მა-------------ი და ნი-------–---ა განიცდიდნენ ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას.
2014 წლიდან 2017 წლის 23 ნოემბრამდე დროის მონაკვეთში, თე----------–---ა არასრულწლოვან შვილს - ნი-------–---ას და ყოფილ მეუღლეს - მა-------------ს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აშანტაჟებდა, ემუქრებოდა და ამცირებდა, რა დროსაც დაზარალებულები განიცდიდნენ სულიერ ტანჯვას.
2017 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. თბილისში, ნინოშვილის ქუჩა №------ში თე----------–---ას ყოფილ მეუღლეს - მა-------------ს დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში, რის გამოც შვილებთან ერთად დატოვა საცხოვრებელი ბინა.
2017 წლის 23 ნოემბრიდან ამავე წლის 28 ნოემბრამდე დროის შუალედში, თე----------–---ამ უკანონოდ შეაღწია ქ-------–--–--------–---–-------- №------ში მდებარე მა-------------ის ბინისაგან განცალკავებულ სამზარეულოში და ფარულად დაეუფლა მზ-----------ის კუთვნილ სარეცხ მანქანას, ღირებულს 670 ლარად, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თე----------–---ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნო-------–-----მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენის გაუქმება და თე----------–---ას უდანაშაულოდ ცნობა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაცვის მხარემ არ გახადა სადავოდ არც ერთი მტკიცებულება და მათში არსებული ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია, თუმცა, მსჯავრდებული ასე მოიქცა ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების დადების პირობიდან გამომდინარე და მან აღიარა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა თე----------–---ამ თავი დამნაშავედ არ ცნო მისთვის ბრალად წარდგენილ არც ერთ ეპიზოდში, თუმცა დააზუსტა მოთხოვნა და დანიშნული სასჯელის მთლიანად ან ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა მოითხოვა.
სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი არ დაუჭირა მსჯავრდებულის დაზუსტებულ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება ითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულმა აღნიშნა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა არ ითხოვს გამართლებას და ითხოვს პირობითი სასჯელის გამოყენებას ან დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას.
პალატა ითვალისწინებს შემდეგს - ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეში - „ჰ-ი იტალიის წინააღმდეგ“ (CASE OF HERMI v. ITALY, საჩივარი N 18114/02, 18.10.2006, §73) განმარტა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) არც მატერიალური და არც შინაარსობრივი მხარე არ უკრძალავს პირს საკუთარი ნებით და სურვილით აშკარად ან ნაგულისხმევად უარი განაცხადოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცულ გარანტიებზე. თუმცა, ასეთი უარი, თუ იგი ეფექტურია კონვენციის მიზნებისთვის, დადგენილი უნდა იყოს ცალსახად და უზრუნველყოფილი შესაბამისი მნიშვნელობის მინიმალური გარანტიებით; მოცემულ შემთხვევაში, როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის დროს მტკიცებულებები არ გამოუკვლევიათ, რადგან ისინი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა; ამასთან, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებულმა თე----------–---ამ მტკიცებულებათა გამოკვლევაზე (მათ შორის, მოწმეთა დაკითხვაზე) საკუთარი ნება-სურვილით განაცხადა უარი და ამავე დროს მის ინტერესებს იცავდა ადვოკატი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ საქმის განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მათ მიენიჭათ პრეიუდიციული ძალა. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებების შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულ თე----------–---ას მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას, კერძოდ:
მსჯავრდებულ თე----------–---ას მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა დასტურდება: სასამართლოში დაკითხულ მზ-----------ის ჩვენებით და მხარეთა მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით - დაზარალებულების - ნი-------–---ას, და მა-------------ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ვე------–----ის, ლი----------ის, ნი----------–---–ის, ზა--------------–---–ის, არ---------–-----–-–---–ის, ნა--------------ის გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმებით, საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და თანდართული სურათებით, საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, რომლის საპირისპირო მტკიცებულება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
რაც შეეხება მსჯავრდებულ თე----------–---ას მოთხოვნას, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენების შესახებ, პალატა მიიჩნევს უსაფუძვლოდ, ვინაიდან დასახელებული მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, თე----------–---ამ არ აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი არც ერთი ეპიზოდი, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
პალატა მიიჩნევს, რომ ასევე არ არსებობს მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებისა და მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის საფუძველი, ვინაიდან, სახეზე არ არის აღიარების ფაქტი, რაც დასახელებული საშეღავათო ნორმის გამოყენების აუცილებელი პირობაა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამდენად, სასამართლო მხოლოდ მითითებული პირობების ერთობლივად არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი, მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელის ნაწილი ჩაუთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო დანაშაულის არ აღიარება გამორიცხავს ასეთის შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენი თე----------–---ას მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო მსჯავრდებულ თე----------–---ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ თე----------–---ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნო-------–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
თე----------–---ა ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ და „კ“ ქვეპუნქტებით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ განესაზღვროს:
−საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ და „კ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
−საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
−საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
−საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, თე----------–---ას სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
თე----------–---ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან − 2017 წლის 12 დეკემბრიდან.
თე----------–---ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება − გირაო, გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
„ზანუსის“-ს ფირმის სარეცხი მანქანა, რომელიც ინახება ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
ერთი ცალი ლაზერული დისკი საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათებით, დაულუქავი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შეინახოს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე