განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100118002510444
საქმე №1/ბ1125-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
მსჯავრდებულ ა-–---------- ქ-----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-–---------- უ---–---ს ძე ქ-----–---–ი (პ/N 5----------) - დაბადებული 1----–-–---------------------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: გ--------------–------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------–----–-–---–-----------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლსი სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენით, ა-–---------- ქ-----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით - 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით - 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა, შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ა-–---------- ქ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად,ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–---------- ქ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა-–---------- ქ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2018 წლის 16 აგვისტოდან.
ამავე განაჩენით, დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ გ----------------–---–ს შორის 2018 წლის 16 აგვისტოს დადებული საპროცესო შეთანხმება.
გ----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით და სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, 3(სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე საგამოცდო ვადით.
საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.იმავე საგამოცდო ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ----------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების მიხედვით ჩაეთვალა პირობით. იმავე საგამოცდო ვადით.
ა-–---------- ქ-----–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი,სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის;
მანვე ჩაიდინა, ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განაჩენით ა-–---------- ქ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
2017 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით 18:28 საათზე ქ-------–--–--------------------–------------------------------------–------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შპს ,---------------------ე მაღაზიაში, ქურდობისათვის ნასამართლევი ა-–---------- ქ-----–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 26 (ოცდაექვსი) ლარად და 50 (ორმოცდაათი) თეთრად ღირებულ ერთ ბოთლ 200 მლ ტევადობის ალკოჰოლურ სასმელ ,,ჯეკ დენიელს“-ს და საფასურის გადახდის გარეშე გაიტანა მაღაზიიდან, რის შედეგადაც შპს ,-------------- მიადგა 26(ოცდაექვსი)ლარის და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობის ქონებრივი ზიანი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განაჩენით ა-–---------- ქ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
2017 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით 23:01 საათზე ქ. თ---–--–------------------–------------------------------------–------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შპს ,,-------------------ე მაღაზიაში, ქურდობისათვის ნასამართლევი ა-–---------- ქ-----–---–ი გ----------------–---–თან ერთად წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ 22(ოცდაორი)ლარად და 50(ორმოცდაათი)თეთრად ღირებულ ერთ ბოთლ 1(ერთი)ლიტრის ტევადობის ალკოჰოლურ სასმელ ,,------------------–“-ს და საფასურის გადახდის გარეშე გაიტანეს მაღაზიიდან, რის შედეგადაც შპს ,-------------- მიადგა 22(ოცდაორი)ლარისა და 50(ორმოცდაათი)თეთრის ოდენობის ქონებრივი ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლსი სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა-–---------- ქ-----–---–მა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ,სასჯელის მინიმუმამდე შემსუბუქება და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებით სასჯელის განსაზღვრა.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ა-–---------- ქ-----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად იქნა დადასტურებული მოწმეების: გ----------------–---–-----------–--–--–------------–----------------–------------------–-----------------, ა-–---------- ქ-----–---–ის, გ----------------–---–ის ჩვენებებით, პირის ამოცნობის ოქმით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმითა და გამოთხოვილი 2 ცალი კომპიუტერული დისკით, 2016 წლის 2 თებერვლის მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით და საქმეში არსებული სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ა-–---------- ქ-----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ვინაიდან ის წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევია და მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის პერიოდში. ასეთი პირობების არსებობისას კი, პალატას სასჯელის შემცირება და მით უმეტეს, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გამოყენება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
პალატა სასჯელის განასაზღვრისას ასევე მხდეველობაში იღებსს ჩადენილი ქმედების ხასიათს, სიმძიმეს და მსჯავრდებულის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას.
ამდენად, პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ა-–---------- ქ-----–---–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლსი სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენი ა-–---------- ქ-----–---–ის მიმართ არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ ა-–---------- ქ-----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლსი სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენი ა-–---------- ქ-----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად;
3. ა-–---------- ქ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით - 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით - 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა, შთანთქოს ნაკლებად მკაცრისასჯელი და საბოლოოდ, ა-–---------- ქ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3(სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–---------- ქ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. ა-–---------- ქ-----–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს - 2018 წლის 16 აგვისტოდან.
5.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ა-–---------- ქ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმებულია;
6.ნივთიერი მტკიცებულება:
- 3 (სამი) ცალი დისკი - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით;
7. პალატის განაჩენი შედის კანონიერ ძალაში დადგენისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი