განაჩენი

სისხლის სამართლის 11.10.2018
საქმის ნომერი
010141318700066598
ინსტანცია
თარიღი
11.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010141318700066598

საქმე № 1აგ/534-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

ნათია ბარბაქაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ნუ--------------–---–ის (დაბადებული19---–-–----- სექტემბერს, პ/ნ 1----------) შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენით, ნუ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესასაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განაჩენით ნუ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლოს შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნუ--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, მსჯავრდებულ ნუ--------------–---–ის მიმართ გავრცელდა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის მოქმედება. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება. ნუ--------------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ–ის 273-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 2731 მუხლის პირველ ნაწილზე. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

2018 წლის 18 სექტემბერს მსჯავრდებულმა ნუ--------------–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადახედვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ნუ--------------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისთვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ნუ--------------–---–ი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულია 0,0623 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის უკანონო შენახვისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.

 

პალატა თვლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება არ უნდა გავრცელდეს ნუ--------------–---–ის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასა და სასჯელზე, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისთვის. აღნიშნული განაჩენით, კი ნუ--------------–---–ს მსჯავრი დაედო 0,0623 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის უკანონო შენახვისათვის.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განაჩენით ნუ--------------–---–ი მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“-ს ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფრდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანხმად, გაუქმდა ნუ--------------–---–ის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ნუ--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით (რაც უკვე მოხდილი აქვს) და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს ოფიცრის 2----–-–----- სექტემბრის შემაჯამებელი ანგარიშით ირკვევა, რომ ნუ--------------–---–მა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით, დაასრულა 2017 წლის 08 სექტემბერს.

 

ამდენად, 2017 წლის 30 ნოემბრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ნუ--------------–---–ი უნდა გათავისუფლდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველ ნაწილზე) დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და მასვე უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამ განაჩენით ჩამორთმეული უფლებები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ ნუ--------------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, ცვლილება უნდა შევიდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განაჩენში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ნუ--------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

ნუ--------------–---–ი გათავისუფლდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველ ნაწილზე) დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. გაუქმდეს ამ განაჩენით საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად განაჩენთა ერთობლიობით დადგენილ სასჯელზე მითითება.

 

ნუ--------------–---–ს აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განაჩენით ჩამორთმეული უფლებები.

 

დანარჩენ ნაწილში გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენი (მათ შორის ამ განაჩენით დადგენილი გამოსაცდელი ვადა და მისი ათვლის წესი) დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნ. სანდოძე

 

მოსამართლეები: ვ.ლომიძე

 

ნ.ბარბაქაძე