განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002251101
საქმე №3ბ/2324-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 ოქტომბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
აპელანტი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე - ნ----- ნ-----ი
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის არ დაკმაყოფილება
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 მარტის გადაწყვეტილებით ნ----- ნ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნ----- ნ-----ის სასარგებლოდ დაეკისრა, 1998-1999-2000 წლების ხელზე გასაცემი ხელფასის - 702 ლარის და 62 თეთრის ოდენობით ანაზღაურება. ნ----- ნ-----ის სარჩელი, დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 30 ნოემბრის №M----------------- წერილით ნ----- ნ-----ს, 2017 წლის №4----- განცხადების პასუხად გაეგზავნა გენერალური შტაბის ავიაცისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 2017 წლის 28 ნოემბრის №1------ წერილი. ასევე ეცნობა, რომ ვინაიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებები არ არის გამოყოფილი, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას დააკმაყოფილონ განმცხადებლის თხოვნა.
2.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 2017 წლის 28 ნოემბრის M---------------- ცნობის თანახმად, ნ----- ნ-----ის მიმართ 1998 წლის, 1999 წლის, 2000 წლის დარიცხული სახელფასო დავალიანება (თან.წოდ.დან.კვებ.პრემ.) შეადგენს 1 642,6 ლარს. სულ ხელზე ასაღები თანხა შეადგენს - 1 337,4 ლარს, მათ შორის ხელზე ასაღები კვების კომპენსაცია შეადგენს - 634,78 ლარს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3. სასამართლოს მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე კი პირს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას.
სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო- სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია დასახელებული მუხლის საფუძველზე და მოითხოვა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალოს მის სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანების - 1 337 ლარისა და 40 თეთრის ანაზღაურება. ასევე, მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელე - ნ----- ნ-----ის სასარგებლოდ ყოველდღიურად, დაყოვნებული სახელფასო თანხის 0,07%-ის - 3 697 ლარის დაკისრება.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 30 ნოემბრის №M---------------- წერილის თანახმად, ნ----- ნ-----ს, მისი 2017 წლის №4----- წერილის პასუხად გაეგზავნა ინფორმაცია სახელფასო დავალიანების შესახებ.
ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელემ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, უფლების რეალიზაცია კონკრეტულად 2017 წლის რომელ თვეს მოახდინა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც თუ, მოსარჩელის მიერ აღნიშნული უფლების რეალიზაცია განხორციელდა 2017 წლის 1 ივლისის შემდეგ ანუ იმ პერიოდში, როდესაც მოქმედებდა უკვე ,,საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონი, სადაც აღარ არის მითითებული 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე გასაცემი კუთვნილი თანხის, ანუ წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესი, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე არ შეიძლება აღნიშნული გარემოება ჩაითვალოს მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძვლად, ყოველ შემთხვევაში ახალი რეგულაციის მიღების მომენტიდან სახელშეკრულებო ურთიერთობებისთვის განსაზღვრულ ხანდაზმულობის ვადაში მაინც. შესაბამისად, მის მიმართ უნდა გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები.
საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად, სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებით, ის წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.
2.4 . სასამართლომ განმარტა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. ”სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფება.
მითითებული სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ მუშაკის შრომითი გასამრჯელოს - ხელფასის გაცემის ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აკისრია კანონმდებლობის საფუძველზე, ანუ იგი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებაა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს სამართლებრივი ნორმა მოსარჩელეებს, როგორც მოთხოვნის უფლების მქონე პირებს ანიჭებთ შესაძლებლობას მოითხოვონ სახელმწიფოსგან მიუღებელი შრომითი გასამრჯელო - ხელფასი.
სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე დაწესებული კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელებულიყო დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება. ამავე ნორმის დანაწესით, იგი არ შეიცავს საჯარო მოსამსახურისათვის განსაზღვრული კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულებას.
ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ, სადავო პერიოდში ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული შრომითი ურთიერთობები. აღნიშნული კანონის 37-ე მუხლი წარმოადგენს იმ მავალდებულებელ სამართლებრივ საფუძველს, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს გასცეს შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება სწორედ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება წარმოადგენდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველს. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. იმავე პაქტის მე-7 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოები აღიარებენ, რომ თითოეულს ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები, მათ შორის, სამართლიანი ხელფასი.
„ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-4 მუხლი ეხება შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების მხარეები აღიარებენ მუშაკთა მიერ ისეთი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომელიც უზრუნველყოფს მათი ცხოვრების ღირსეულ დონეს.
2.5. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება. შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება და აღნიშნული, დამსაქმებლის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს.
სასამართლო ვერ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას სახელფასო დავალიანებაზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებულია კანონით. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფომ ცალსახად განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეთა უფლება მიუღებელ ხელფასზე და ვინაიდან კანონმდებელმა შემოიტანა სპეციალური საკანონმდებლო რეგულაცია, ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების გამოყენება დაუშვებელია.
სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომლის შესაბამისად, სამინისტროს არ უნდა დაეკისროს მოსარჩელეს მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სახსრების გამოყოფამდე. როგორც უკვე აღინიშნა, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებულია კანონით - საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით. შესაბამისად, მოპასუხის მიერ მითითებული არგუმენტი არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაზე, (რომელსაც საქართველო შეუერთდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის №655 დადგენილებით) რომლითაც აღიარებულია, რომ ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.
დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 2017 წლის 28 ნოემბრის M---------------- ცნობის მიხედვით, მოსარჩელე - ნ----- ნ-----ს, 1998-1999-2000 წლებში დარიცხული სახელფასო დავალიანება შეადგენს - 1 642,6 ლარს. სულ ხელზე ასაღები თანხა კი შეადგენს - 1 337,4 ლარს, მათ შორის ხელზე ასაღები კვების კომპენსაცია შეადგენს - 634,53 ლარს.
2.6. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს, კერძოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოქმედების განუხორციელებლობა (სახელფასო დავალიანების აუნაზღაურებლობა) პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს და საქმეზე გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი, რომლის თანახმად თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება, ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელეთა კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო, ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
სასამართლომ განმარტა, რომ სასარჩელო განცხადებაში მითითებული მოსარჩელის მოთხოვნა – კვების კომპენსაციის ნაწილში წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
კვების კომპენსაცია ხელფასის თანხისგან განსხვავებით არ არის მოქცეული სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში. ამდენად, მოსარჩელეს მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა მითითებული პერიოდის კვების კომპენსაციის ანაზღაურებისნაწილში ხანდაზმულია.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნია, რომ მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაეკისროს მოსარჩელე - ნ----- ნ-----ის სასარგებლოდ 1998, 1999 და 2000 წლების ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანების (წოდ.თან.პრემია.დან.) ანაზღაურება, რაც ჯამში შეადგენს - 702,62 ლარს.
2.7. სასამართლომ განმარტა, რომ სახელფასო დავალიანების დროულად გადაუხდელობისათვის ყოველი დღისათვის 0.07%-ის ოდენობით თანხის დაკისრების შესახებ სამართლებრივი ნორმა პირველად გათვალისწინებულ იქნა 2006 წლის 25 მაისის შრომის კოდექსით, რადგან ასეთ დათქმას არ ითვალისწინებდა 2006 წლის 25 მაისამდე მოქმედი ,,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი“. აღნიშნული ნორმა ასევე გათვალისწინებულ იქნა 2010 წლის 17 დეკემბრის კოდექსით. ,,საქართველოს შრომის კოდექსის’’ 53-ე მუხლიდან გამომდინარე, კოდექსის მოქმედება ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დღისა. სასამართლო მიიჩნევს. რომ ,,საქართველოს შრომის კოდექსის’’ 31-ე მუხლის მესამე ნაწილი (დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) ვერ გავრცელდება 1998-1999-2000 წლებში არსებულ ურთიერთობაზე (მოსარჩელე სწორედ ამ პერიოდის მიუღებელი სახელფასო დავალიანებიდან გამომდინარე მოითხოვს თანხის დაკისრებას), რამდენადაც აღნიშნულ ნორმას არ გააჩნია უკუქცევითი ძალა და არც ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, იგი არ აწესრიგებს მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებს. მითუმეტეს, რომ მოსარჩელე იმ პერიოდში საჯარო მოხელეს წარმოადგენდა, რის გამოც მასზე შრომით- სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას საჯარო კანონმდებლობის მოთხოვნები უნდა გავრცელდეს, ხოლო საჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტები არ ითვალისწინებდა ხელფასის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველი დღისათვის დაყოვნებული სახელფასო თანხის 0,07%-ის ანაზღაურების ვალდებულებას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელე ნ----- ნ-----ის სასარგებლოდ ყოველდღიურად, დაყოვნებული სახელფასო თანხის 0,07%-ის - 3 697 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში იყო უსაფუძვლო და არ დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ მოსარჩელემ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების უფლების რეალიზაცია მოახდინა 2017 წელს, ანუ იმ დროს, როდესაც მოქმედებდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი, რომელშიც აღარ არის მითითებული 2005 წლის 01 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე გაცემული კუთვნილი თანხის ანუ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესი. ამასთან მიუთითა, რომ მოთხოვნა სახელფასო დავალიანების შესახებ არის ხანდაზმული
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5. ფაქტობრივი დასაბუთება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეთანხმება და სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემობებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
სამართლებრივი დასაბუთება
6.1. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
6.2. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:
6.3. სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიციას სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 30 ნოემბრის №M----------------- წერილზე, რომელიც ნ----- ნ-----ს, 2017 წლის №4----- განცხადების პასუხად გაეგზავნა გენერალური შტაბის ავიაცისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 2017 წლის 28 ნოემბრის №1------ წერილზე. მას ასევე ეცნობა, რომ ვინაიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებები არ არის გამოყოფილი, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას დააკმაყოფილონ განმცხადებლის თხოვნა.
ამასთან დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 2017 წლის 28 ნოემბრის M---------------- ცნობის თანახმად, ნ----- ნ-----ის მიმართ 1998 წლის, 1999 წლის, 2000 წლის დარიცხული სახელფასო დავალიანება (თან.წოდ.დან.კვებ.პრემ.) შეადგენს 1 642,6 ლარს. სულ ხელზე ასაღები თანხა შეადგენს - 1 337,4 ლარს, მათ შორის ხელზე ასაღები კვების კომპენსაცია შეადგენს - 634,78 ლარს.
ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელემ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, უფლების რეალიზაცია კონკრეტულად 2017 წლის რომელ თვეს მოახდინა.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის პოზიციას, რომ იმ შემთხვევაშიც თუ, მოსარჩელის მიერ აღნიშნული უფლების რეალიზაცია განხორციელდა 2017 წლის 1 ივლისის შემდეგ ანუ იმ პერიოდში, როდესაც მოქმედებდა უკვე ,,საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონი, სადაც აღარ არის მითითებული 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე გასაცემი კუთვნილი თანხის, ანუ წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესი, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე არ შეიძლება აღნიშნული გარემოება ჩაითვალოს მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძვლად, ყოველ შემთხვევაში ახალი რეგულაციის მიღების მომენტიდან სახელშეკრულებო ურთიერთობებისთვის განსაზღვრულ ხანდაზმულობის ვადაში მაინც. შესაბამისად, მის მიმართ უნდა გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები.
საქმეში არსებული მასალებით ცალსახად დგინდება, ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად, სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებით, ის წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.
6.4 . სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. ”სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფება.
უდავოა, რომ მუშაკის შრომითი გასამრჯელოს - ხელფასის გაცემის ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აკისრია კანონმდებლობის საფუძველზე, ანუ იგი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებაა.
სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე დაწესებული კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელებულიყო დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება. ამავე ნორმის დანაწესით, იგი არ შეიცავს საჯარო მოსამსახურისათვის განსაზღვრული კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულებას.
სადავო პერიოდში ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული შრომითი ურთიერთობები. აღნიშნული კანონის 37-ე მუხლი წარმოადგენს იმ მავალდებულებელ სამართლებრივ საფუძველს, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს გასცეს შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება სწორედ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება წარმოადგენდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველს. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. იმავე პაქტის მე-7 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოები აღიარებენ, რომ თითოეულს ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები, მათ შორის, სამართლიანი ხელფასი.
6.5. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომელიც არ ეთანხმებამოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას სახელფასო დავალიანებაზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებულია კანონით. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფომ ცალსახად განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეთა უფლება მიუღებელ ხელფასზე და ვინაიდან კანონმდებელმა შემოიტანა სპეციალური საკანონმდებლო რეგულაცია, ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების გამოყენება დაუშვებელია.
6.6. ცალსახაა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს, კერძოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოქმედების განუხორციელებლობა (სახელფასო დავალიანების აუნაზღაურებლობა) პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს და საქმეზე გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი, რომლის თანახმად თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება, ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელეთა კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო, ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
რაც შეეხება სასარჩელო განცხადებაში მითითებულ მოსარჩელის მოთხოვნას – კვების კომპენსაციის ნაწილში, იგი წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
პალატას იზიარებს მსჯელობა, რომ კვების კომპენსაცია ხელფასის თანხისგან განსხვავებით არ არის მოქცეული სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში. ამდენად, მოსარჩელეს მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა მითითებული პერიოდის კვების კომპენსაციის ანაზღაურებისნაწილში ხანდაზმულია.
2.7. პალატა იზიარებს სასამართლოს განმარტებას, რომ სახელფასო დავალიანების დროულად გადაუხდელობისათვის ყოველი დღისათვის 0.07%-ის ოდენობით თანხის დაკისრების შესახებ სამართლებრივი ნორმა პირველად გათვალისწინებულ იქნა 2006 წლის 25 მაისის შრომის კოდექსით, რადგან ასეთ დათქმას არ ითვალისწინებდა 2006 წლის 25 მაისამდე მოქმედი ,,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი“. აღნიშნული ნორმა ასევე გათვალისწინებულ იქნა 2010 წლის 17 დეკემბრის კოდექსით. ,,საქართველოს შრომის კოდექსის’’ 53-ე მუხლიდან გამომდინარე, კოდექსის მოქმედება ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დღისა. სასამართლო მიიჩნევს. რომ ,,საქართველოს შრომის კოდექსის’’ 31-ე მუხლის მესამე ნაწილი (დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) ვერ გავრცელდება 1998-1999-2000 წლებში არსებულ ურთიერთობაზე (მოსარჩელე სწორედ ამ პერიოდის მიუღებელი სახელფასო დავალიანებიდან გამომდინარე მოითხოვს თანხის დაკისრებას), რამდენადაც აღნიშნულ ნორმას არ გააჩნია უკუქცევითი ძალა და არც ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, იგი არ აწესრიგებს მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებს. მითუმეტეს, რომ მოსარჩელე იმ პერიოდში საჯარო მოხელეს წარმოადგენდა, რის გამოც მასზე შრომით- სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას საჯარო კანონმდებლობის მოთხოვნები უნდა გავრცელდეს, ხოლო საჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტები არ ითვალისწინებდა ხელფასის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველი დღისათვის დაყოვნებული სახელფასო თანხის 0,07%-ის ანაზღაურების ვალდებულებას.
პალატ თვლის, რომ სასამართლომ სწორად შეაფასა ის გარემოება, რომ სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელე ნ----- ნ-----ის სასარგებლოდ ყოველდღიურად, დაყოვნებული სახელფასო თანხის 0,07%-ის - 3 697 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში იყო უსაფუძვლო, რის გამოც არ დააკმაყოფილა.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია მოსარჩელის სახელფასო დავალიანება, ამასთან არსებობს მისი ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლებიც, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს უარი აუნაზღაუროს მათ სახელფასო დავალიანება უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს; მითითებული გარემოებების არსებობის პირობებში სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლზე დაყრდნობით უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალება ქმედების განხორციელება, რაც გამოიხატება დავალიანების გაცემაში
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,უ’’ პუნქტების თანახმად მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან; თანახმად ს.ს.ს. კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილისა, როდესაც ორივე მხარე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-34 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ილონა თოდუა