განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.07.2018
საქმის ნომერი
330310016001635644
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
24.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001635644

საქმე №3ბ/1493-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 ივლისი 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

 

სხდომის მდივანი - გ------- სანიკიძე

 

აპელანტი - საქართველოს თავდაცვის სამინსიტრო;

წარმომადგენელი - ნ---- ს------–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე - ნ---- თ-------ი;

წარმომადგენელი - ნ----- მ---------–--;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ---- თ-------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2016 წლის 19 ივლისის №M------------- წერილი, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2016 წლის 10 ნოემბრის №M------------- ბრძანება და მოპასუხეს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოსარჩელის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. ა------ თ-------ი მეუღლესთან - მ----- გ----------თან და შვილებთან - გ------- და ნ---- თ------ებთან ერთად ქ.ქ-------ში, ნ----ს ქუჩა 1-- N1----- ბინაში საქართველოს რესპუბლიკის ქ-------ის პრეფექტურის 1992 წლის 11 დეკემბრის N---- ორდერის საფუძველზე ბინების გაცვლის შედეგად დამქირავებლის სახით იქნა შესახლებული.

 

2.2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის №--- ბრძანების მეორე პუნქტით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფი ყველა ბინა (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები) მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის გამოსაყენებელ ბინებად გამოცხადდა.

 

2.3. 2016 წლის 6 ივნისს ნ---- თ-------ის წარმომადგენელმა დ----- ბ------ემ ქ-------ის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა, რომლითაც ქ. ქ-------ში, ნ---ს ქუჩა--- N1------ში მდებარე ბინის ნ---- თ-------ის სახელზე პრივატიზება მოითხოვა. განცხადებასთან ერთად მერიას N---- ორდერი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ-------ის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება, შიდა აზომვითი ნახაზი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქ-------ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პრივატიზებაზე ნ---- თ-------ის ოჯახის წევრების - ა------ თ-------ის, მ----- გ----------ა და გ------- თ-------ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები და რწმუნებულება წარედგინა.

 

2.4. ქალაქ ქ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის 2016 წლის 4 ივლისის N0------- წერილით ნ---- თ-------ს განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლად განმცხადებელს დაევალა, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილების და საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის N219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მესამე მუხლის მეორე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარედგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის N219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ.ა“, ,,ბ.ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისა და შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე.

 

2.5 2016 წლის 5 ივლისს ნ---- თ-------ის წარმომადგენელმა დ----- ბ------ემ საქართველოს თავდაცვის მინისტრს განცხადებით მიმართა, რომლითაც ნ---- თ-------ის მფლობელობაში არსებული, ქ. ქ-------ში, ნ----ს ქუჩა--- N1------ში მდებარე ბინის პრივატიზებისათვის საჭირო, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის N219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ.ა“, ,,ბ.ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისა და შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემა მოითხოვა. განცხადებასთან ერთად სამინისტროს N---- ორდერის ასლი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ-------ის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება, შიდა აზომვითი ნახაზი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქ-------ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები, 2016 წლის 4 ივლისის N0------- წერილი და რწმუნებულება წარედგინა.

 

2.6. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2016 წლის 19 ივლისის NM------------- წერილით ნ---- თ-------ის წარმომადგენელს დ----- ბ------ეს განემარტა სამინისტროს ბალანზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობების საკუთრებაში გადაცემისა წესისა და პირობების შესახებ და ეცნობა, რომ ნ---- თ-------ის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი წარმოადგენდა სამსახურებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილ ბინას და არ ექვემდებარებოდა საკუთრებაში გადაცემას.

 

2.7. 2016 წლის 28 ივლისს ნ---- თ-------ის წარმომადგენელმა დ----- ბ------ემ საქართველოს თავდაცვის მინისტრს N6----- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, რომლითაც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2016 წლის 19 ივლისის NM------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და 2016 წლის 5 ივლისს მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა. საჩივრის თანახმად, აქტის გამომცემ ორგანოს ცნობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი არ ჰქონდა.

 

2.8 საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2016 წლის 10 ნოემბრის NM------------- ბრძანებით ნ---- თ-------ის წარმომადგენელს დ----- ბ------ეს 2016 წლის 29 ივლისის N6----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ნ---- თ-------ის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ბინა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის N--- ბრძანების მე-2 პუნქტის მიხედვით, განკუთვნილი იყო მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის და ამდენად, საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარებოდა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის დეფინიციიდან გამომდინარე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2016წლის 19 ივლისის NM------------- წერილი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2016 წლის 10 ნოემბრის №M------------- ბრძანება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, რომლებიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგებიან კანონს ან არსებითად დარღვეულია მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლისა.

 

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო აქტების კანონიერება, მიიჩნია რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2016 წლის 19 ივლისის NM------------- წერილი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2016 წლის 10 ნოემბრის NM------------- ბრძანება ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი და მოპასუხეს დაავალა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად გამოეცა ახალი აქტი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებს, მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი’’ განსაზღვრავს.

 

დასახელებული წესი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში მიღების უფლებამოსილებას შესაბამისი ფართის კანონიერ მოსარგებლეს ანიჭებს და განმარტავს, რომ ამ წესის მიზნებისათვის კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით (წესის მე-2 მუხლის ,,ე” პუნქტი).

 

დასახელებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი დანიშნულების არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სპეციალური წინაპირობები რეგულირდება შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის (შემდეგში – ბინები) საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს საქართველოს პრეზიდენტის 2008წლის 30 აპრილის N219 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დებულება განსაზღვრავს.

 

დასახელებული დებულების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული თავისებურებების შესაბამისად (მე-2 მუხლი). ამავე დებულების მიხედვით, ფიზიკური პირების მიერ დაკავებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინების უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარდგენილი იქნება:

 

ა) საბინაო კომისიის გადაწყვეტილება ბინის სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ან/და

ბ) საბინაო ორდერი ბინის დროებით სარგებლობაში (მათ შორის სამსახურებრივ სარგებლობაში) გადაცემის შესახებ, ან/და

გ) სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს პირის სარგებლობის

უფლებას ან;

დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მიერ ბინის ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე ფაქტობრივად დაკავების (სარგებლობის) ფაქტს და შეიძლება გამოიცეს განსაკუთრებულ შემთხვევებში ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში (მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი).

 

ამავე დებულების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მოთხოვნის წარდგენისას ფიზიკურმა პირმა შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უნდა წარუდგინოს:

 

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობა ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა.“, „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისა და შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე;

 

ბ) საქართველოს მოქალაქეობისა და საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ შეიცავს მითითებულ ინფორმაციას);

 

გ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (იმ შემთხვევაში, თუ პირი დასაქმებულია) (მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი). სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით:

 

საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება ბინა:

ა) რომელიც მდებარეობს დახურული სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე;

ბ) თუ ბინა დაკავებული აქვს:

ბ.ა) 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა);

ბ.ბ) მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა); ბ.გ) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ან/და რუსეთის ფედერაციის სამხედრო

ძალებში მომსახურე პირს;

გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინები.

 

მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, ნ---- თ-------ის მფლობელობაში არსებული ბინის პრივატიზებისათვის საჭირო, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის N219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა.“, „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისა და შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემაზე კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფი - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა ნ---- თ-------ის განცხადებაზე, თანახმად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებისა (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის N297 დადგენილებით).

 

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე განხორციელებულ წარმოებას, იგი ვერ ჩაითვლება ადეკვატურად და ჯეროვნად, რამეთუ ადგილი არ ჰქონია წარდგენილი მოთხოვნის სათანადო შეფასებასა და საქმის გარემოებების გამოკვლევას. სამინისტრომ ფაქტობრივად იმსჯელა ნ---- თ-------ის მოთხოვნაზე საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის N219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა.“, „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისა და შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემაზე და აღნიშნული მოთხოვნა მიიჩნია უსაფუძვლოდ იმის გამო, რომ ნ---- თ-------ის მფლობელობაში არსებული ბინა განკუთვნილი იყო სამსახურებრივი სარგებლობისათვის, თუმცა სამინისტროს არ უმსჯელია ბინისათვის შესაბამისი სტატუსის მოხსნაზე, რაც თავისთავად მოიაზრებოდა ნ---- თ-------ის მოთხოვნის შემადგენელ ნაწილად და არსებითი იყო საკითხის გადასაწყვეტად.

 

განსახილველი საქმის არსის გათვალისწინებით, სამინისტროს ჰქონდა საჭიროება, მოეთხოვა დაინტერესებული პირის განმარტება, მისი განცხადება მოიცავდა თუ არა ბინისათვის სამსახურებრივი სარგებლობის ქონების სტატუსის შეცვლას და დადებით შემთხვევაში, ემსჯელა ამგვარი სტატუსის შეცვლაზე შესაბამისი ბინის გამოყენების ფაქტობრივად ჩამოყალიბებული სახიდან გამომდინარე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).

 

ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე პირის უფლების რეალიზაცია პირდაპირ არის დამოკიდებული მის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლების, როგორც კონსტიტუციური უფლების რეალიზაციასთან, რაც კანონით დადგენილი რამდენიმე ფორმით ხორციელდება და რომელიც, თავის მხრივ, განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს შემოწმებისა და შეფასების სფეროს. ამდენად, საჯარო მოხელეების მხრიდან პირის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი საპროცესო დოკუმენტების ზუსტი კვალიფიკაცია უშუალო კავშირშია ადამიანის, როგორც მატერიალური, ასევე პროცედურული უფლებების უზრუნველყოფასთან, მმართველობის კანონიერების, თანასწორობისა და კანონიერი ნდობის უფლების პრინციპების განხორციელებასთან.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლი ადგენს სახელმწიფოში საჯარო მმართველობის განმახორციელებელი ყველა დაწესებულების ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოების სუბიექტების მიმართ, გაუწიონ მათ სრულფასოვანი

სამართლებრივი დახმარება. დასახელებული მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, ადმინისტრაციული ორგანო (წარმოდგენილი საჯარო მოსამსახურის სახით) დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევისას მოქმედებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპების საფუძველზე კანონის წინაშე თანასწორობის, უფლებამოსილების კანონის საფუძველზე განხორციელების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის, კანონიერი ნდობისა და საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპების გათვალისწინებით.

 

სასამართლოს მითითებით ადმინისტრაციულ ორგანოთათვის კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებები წარმოადგენს მათ საჯარო ვალდებულებას, რომლის შესრულების კანონიერი, პატივსადები მოლოდინი გააჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების თანამედროვე მოცემულობა – დაბალი სამართლებრივი კულტურა, მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, სრულფასოვანი და კვალიფიციური იურიდიული დახმარების ხელმიუწვდომლობა, და სხვ., განაპირობებს ზოგადად, საჯარო წესრიგისადმი დამოკიდებულების საერთო ეროვნული ტრადიციის, როგორც კულტურის შემადგენელი ნაწილის, ჩამოყალიბების სირთულეს.

 

ამ ვითარებაში საჯარო მოსამსახურე თავისი ფუნქციების განხორციელებისას ვალდებულია მოქმედებდეს სწორედ არსებული მოცემულობის ადეკვატურად, მისი მომსახურების სტანდარტი უნდა იქმნებოდეს და ყალიბდებოდეს არა შექმნილი კლიშეს, ან კანონის დანაწესის ცალმხრივი, ფორმალისტური გაგებიდან, არამედ მომსახურების მიმღების ინტერესების დაცვის მაქსიმალური უზრუნველყოფით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2016წლის 19 ივლისის NM------------- წერილი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2016 წლის 10 ნოემბრის NM------------- ბრძანება გამოცემულია რა კანონმდებლობის დანაწესების უგულებელყოფით, საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის, შეფასებისა და დასაბუთების გარეშე და ამგვარად ზღუდავს მოსარჩელის უფლებას, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მოპასუხეს უნდა დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და სასამართლო გადაწყვეტილება არასწორად შეფასებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დააფუძნა. ამასთან აპელანტი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და შესაბამისად მათზე დაყრდნობით გამოიცა შესაბამისი 10.11.2016 წლის #-- ბრძანება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

4.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5. ფაქტობრივი დასაბუთება

 

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეთანხმება და სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

 

სამართლებრივი დასაბუთება

6.1. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).

 

6.2. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატა მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2016 წლის 19 ივლისის NM------------- წერილი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2016 წლის 10 ნოემბრის NM------------- ბრძანება ბათილად უნდა იყოს ცნობილი და მოპასუხეს უნდა დაევალოს საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად გამოეცა ახალი აქტი.

 

პალატა მოიხმობს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე, რომლის თანახმად, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში მიღების უფლებამოსილებას შესაბამისი ფართის კანონიერ მოსარგებლეს ანიჭებს და განმარტავს, რომ ამ წესის მიზნებისათვის კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით (წესის მე-2 მუხლის ,,ე” პუნქტი).

 

დასახელებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი დანიშნულების არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სპეციალური წინაპირობები რეგულირდება შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს საქართველოს პრეზიდენტის 2008წლის 30 აპრილის N219 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დებულებას, რომლის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული თავისებურებების შესაბამისად (მე-2 მუხლი). ამავე დებულების თანახმად ფიზიკური პირების მიერ დაკავებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინების უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარდგენილი იქნება:

ა) საბინაო კომისიის გადაწყვეტილება ბინის სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ან/და

ბ) საბინაო ორდერი ბინის დროებით სარგებლობაში (მათ შორის სამსახურებრივ სარგებლობაში) გადაცემის შესახებ, ან/და

გ) სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს პირის სარგებლობის

უფლებას ან;

დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მიერ ბინის ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე ფაქტობრივად დაკავების (სარგებლობის) ფაქტს და შეიძლება გამოიცეს განსაკუთრებულ შემთხვევებში ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში (მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი).

 

ამავე დებულების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მოთხოვნის წარდგენისას ფიზიკურმა პირმა შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უნდა წარუდგინოს:

 

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობა ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა.“, „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისა და შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე;

 

ბ) საქართველოს მოქალაქეობისა და საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ შეიცავს მითითებულ ინფორმაციას);

 

გ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (იმ შემთხვევაში, თუ პირი დასაქმებულია) (მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი). სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით:

 

საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება ბინა:

ა) რომელიც მდებარეობს დახურული სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე;

ბ) თუ ბინა დაკავებული აქვს:

ბ.ა) 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა);

ბ.ბ) მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა);

ბ.გ) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ან/და რუსეთის ფედერაციის სამხედრო

ძალებში მომსახურე პირს;

გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინები.

 

6.3. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, ნ---- თ-------ის მფლობელობაში არსებული ბინის პრივატიზებისათვის საჭირო, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის N219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა.“, „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისა და შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემაზე კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფი - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა ნ---- თ-------ის განცხადებაზე, თანახმად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებისა (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის N297 დადგენილებით).

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე განხორციელებულ წარმოების თაობაზე, რომ იგი ვერ ჩაითვლება ადეკვატურად და ჯეროვნად, რამეთუ ადგილი არ ჰქონია წარდგენილი მოთხოვნის სათანადო შეფასებასა და საქმის გარემოებების გამოკვლევას. სამინისტრომ ფაქტობრივად იმსჯელა ნ---- თ-------ის მოთხოვნაზე საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის N219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა.“, „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისა და შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემაზე და აღნიშნული მოთხოვნა მიიჩნია უსაფუძვლოდ იმის გამო, რომ ნ---- თ-------ის მფლობელობაში არსებული ბინა განკუთვნილი იყო სამსახურებრივი სარგებლობისათვის, თუმცა სამინისტროს არ უმსჯელია ბინისათვის შესაბამისი სტატუსის მოხსნაზე, რაც თავისთავად მოიაზრებოდა ნ---- თ-------ის მოთხოვნის შემადგენელ ნაწილად და არსებითი იყო საკითხის გადასაწყვეტად.

 

განსახილველი საქმის არსის გათვალისწინებით, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ სამინისტროს ჰქონდა საჭიროება, მოეთხოვა დაინტერესებული პირის განმარტება, მისი განცხადება მოიცავდა თუ არა ბინისათვის სამსახურებრივი სარგებლობის ქონების სტატუსის შეცვლას და დადებით შემთხვევაში, ემსჯელა ამგვარი სტატუსის შეცვლაზე შესაბამისი ბინის გამოყენების ფაქტობრივად ჩამოყალიბებული სახიდან გამომდინარე.

 

ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე პირის უფლების რეალიზაცია პირდაპირ არის დამოკიდებული მის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლების, როგორც კონსტიტუციური უფლების რეალიზაციასთან, რაც კანონით დადგენილი რამდენიმე ფორმით ხორციელდება და რომელიც, თავის მხრივ, განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს შემოწმებისა და შეფასების სფეროს. ამდენად, საჯარო მოხელეების მხრიდან პირის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი საპროცესო დოკუმენტების ზუსტი კვალიფიკაცია უშუალო კავშირშია ადამიანის, როგორც მატერიალური, ასევე პროცედურული უფლებების უზრუნველყოფასთან, მმართველობის კანონიერების, თანასწორობისა და კანონიერი ნდობის უფლების პრინციპების განხორციელებასთან.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლი ადგენს სახელმწიფოში საჯარო მმართველობის განმახორციელებელი ყველა დაწესებულების ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოების სუბიექტების მიმართ, გაუწიონ მათ სრულფასოვანი სამართლებრივი დახმარება. დასახელებული მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, ადმინისტრაციული ორგანო (წარმოდგენილი საჯარო მოსამსახურის სახით) დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევისას მოქმედებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპების საფუძველზე კანონის წინაშე თანასწორობის, უფლებამოსილების კანონის საფუძველზე განხორციელების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის, კანონიერი ნდობისა და საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპების გათვალისწინებით.

 

პალატა ზემოაღნიშნული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად დასკვნის სახით აღნიშნავს, ცალსახაა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2016წლის 19 ივლისის NM------------- წერილი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2016 წლის 10 ნოემბრის NM------------- ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის დანაწესების უგულებელყოფით, საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის, შეფასებისა და დასაბუთების გარეშე და ამგვარად ზღუდავს მოსარჩელის უფლებას, რის გამოც იგი, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მოპასუხეს უნდა დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. რის გამოც, პალატა მიიჩნევს, რომ ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

8. საპროცესო ხარჯები

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,უ’’ პუნქტების თანახმად მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან; თანახმად ს.ს.ს. კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილისა, როდესაც ორივე მხარე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-34 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ილონა თოდუა