განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100118002246219
საქმე №1ბ/1130-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ან----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გი----------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 17 აგვისტოს, პირადი №0----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ. თ---–----------------------–------------ და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. რ-----------------------------------------, დანაშაულებისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენით გი----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
გი----------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2017 წლის 05 დეკემბერს, ღამის დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. რ------------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გი----------------ემ მეუღლეს - მა------------ას ცხვირის არეში ჩაფხუტის ჩარტყმის და სახის არეში ხელის ორჯერადი დარტყმის შედეგად მიაყენა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, რასაც შეესწრო მა------------ას არასრულწლოვანი შვილი - დე-----------ი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ან----------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, გი----------------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვლოს, რადგან გი----------------ისათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებული პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, სასჯელის დანიშვნისას არ იქნა გათვალისწინებული მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება, მისი დამოკიდებულება კანონთან, შეხედულებები სამართალდამცავი და მართლმსაჯულების ორგანოებისადმი, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ იქნება ადეკვატური ჩადენილ ქმედებაზე, მნიშვნელოვანია როგორც დაზარალებულის ინტერესი, ისე არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, არასრულწლოვანი უნდა იზრდებოდეს და ვითარდებოდეს მშვიდ გარემოში, ყოველგვარი ძალადობისა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან შორს, რათქმაუნდა აღნიშნული არ გულისხმობს დამნაშავის მიმართ უმკაცრესი ზომების გატარებას, თუმცა ასევე არ გულისხმობს არაადეკვატური სასჯელის დანიშვნას; ბოლო წლებში არსებულმა საგანგაშო სტატისტიკამ ცხადყო, რომ ოჯახში ჩადენილი დანაშაულების სიმრავლე, მნიშვნელოვანწილად განპირობებულია დანაშაულებზე არაადეკვატური პასუხის გაცემით, მოცემულ შემთხვევაში გი----------------ისათვის განსაზღვრული სასჯელი ამის ნათელი მაგალითია, შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და იგი უნდა გამკაცრდეს.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ არასრულწლოვნის მიმართ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ მა------------ას ჩვენება, მოწმეების: დე-----------ის, გო-----------------ის, თო--------------–--ის, ზა---------------–---–ის, ლე-------–---ის და ირ---–---------ის ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, ბიოლოგიური ექსპერტიზის N4----- დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს, რომ გი----------------ეს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია. ამასთან, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის განაჩენის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულის პიროვნების, მისი წარსულის, ქმედების ჩადენის მოტივის და მიზნის, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, გი----------------ისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, ადეკვატური და პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება გამოიტანოს სათანადო დასკვნები. პალატის აზრით, აღნიშნული სასჯელი საკმარისი იქნება დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ან----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
გი----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
გი----------------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 22 ივნისიდან;
გი----------------ეს პატიმრობაში ყოფნის ვადა 2017 წლის 06 დეკემბრის 02:25 საათიდან 2018 წლის 16 იანვრამდე ჩაეთვალოს სასჯელის მოხდის ვადაში;
გი----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს თანხა დუბრუნდეს მის შემტან პირებს კანონით დადგენილი წესით;
საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: მა------------ას სისხლის ნიმუში და ხელის ანაწმენდები განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით; ხოლო, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ჩაფხუტი და ნაჭრის ქურთუკი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე