განაჩენი

სისხლის სამართლის 12.10.2018
საქმის ნომერი
190100118002556975
ინსტანცია
თარიღი
12.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002556975

საქმე №1ბ/1137-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მსჯავრდებულ ჯუ-–--------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზა-----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ჯუ-–--------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 01 ივლისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი 4----------, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. რუსთავი, მ----–---–-------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 აგვისტოს განაჩენით ჯუ-–--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

ჯუ-–--------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 26 მაისს, საღამოს საათებში, ქ. რუსთავში, შ------------------ზე, ნა---------–----ას და თავის შვილს 12 წლის ელ--------------ას შეხვდა ჯუ-–--------------ე, რომელმაც ნა---------–----ას იმის გამო, რომ თავის გარდაცვლილ შვილთან წარსულში ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა, მოქაჩა თმა და რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, ამ დროს 112-ის სამსახურში საშველად დარეკა არასრუწლოვანმა ელ--------------მა, რის გამოც ჯუ-–--------------ემ მასაც დაარტყა ხელი სახის არეში, ადგილზე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მისვლის შემდეგაც ჯუ-–--------------ემ კიდევ დაარტყა ხელი ნა---------–----ას სახის არეში. ნა---------–----ამ ჯუ-–--------------ის ყველა დარტყმის, ასევე თმის მოქაჩვის შედეგად და ელ--------------მა დარტყმის შედეგად განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯუ-–--------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზა-----------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 აგვისტოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ჯუ-–--------------ის გამართლება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, რადგან ჯუ-–--------------ეს დანაშაული არ ჩაუდენია, მის მიმართ ბრალდება მიზანმიმართულად იქნა წარდგენილი, რათა თავიდან აეცილებინათ შემდგომი გართულებები. ბრალდებულს სურდა მხოლოდ ინფორმაციის გაგება თუ რა მოხდა მისი შვილის გარდაცვალების დროს, რაც დაზარალებულმა სათავისოდ გამოიყენა და გამოიძახა პოლიცია თითქოს ძალადობას ჰქონდა ადგილი, ამით სურდა დაემალა ინფორმაცია მსჯავრდებულის შვილის გარდაცვალების დროს იქ მყოფი პირების შესახებ, რომლებიც შესაძლოა დანაშაულის მონაწილენი ყოფილიყვნენ, გამოძიება არ დაინტერესდა ამ გარემოებებით და ბრალდება ჯუ-–--------------ეს წაუყენეს.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო საჩივარში მსჯავრდებულის დამცველი ადვოკატი აღნიშნავს, რომ ჯუ-–--------------ეს დანაშაული არ ჩაუდენია, რასაც პალატა არ იზიარებს და მხედველობაში იღებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ჯ---–----- ბ------ემ თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ საქმის განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მათ მიენიჭათ პრეიუდიციული ძალა. ამასთან, პალატა ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებების შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულ ჯ---–----- ბ------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას, კერძოდ:

მსჯავრდებულ ჯუ-–--------------ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დასტურდება საქმეში არსებული მოწმეების: ელ--------------ის, ნა---------–----ას, გ--- მ–------ის, შ--–-- ჭ-----–--ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეში - „ჰ-ი იტალიის წინააღმდეგ“ (CASE OF HERMI v. ITALY, საჩივარი N 18114/02, 18.10.2006, §73) განმარტა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) არც მატერიალური და არც შინაარსობრივი მხარე არ უკრძალავს პირს საკუთარი ნებით და სურვილით აშკარად ან ნაგულისხმევად უარი განაცხადოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცულ გარანტიებზე. თუმცა, ასეთი უარი, თუ იგი ეფექტურია კონვენციის მიზნებისთვის, დადგენილი უნდა იყოს ცალსახად და უზრუნველყოფილი შესაბამისი მნიშვნელობის მინიმალური გარანტიებით; მოცემულ შემთხვევაში, როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის დროს მტკიცებულებები არ გამოუკვლევიათ, რადგან ისინი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა; ამასთან, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებულმა ჯუ-–--------------ემ მტკიცებულებათა გამოკვლევაზე (მათ შორის, მოწმეთა დაკითხვაზე) საკუთარი ნება-სურვილით განაცხადა უარი და ამავე დროს მის ინტერესებს იცავდა ადვოკატი.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელს პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს /შეილახა არასრულწლოვანის ინტერესები/ და მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ჯუ-–--------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზა-----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ჯუ-–--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

ჯუ-–--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პირადი თავდებობა გაუქმებულია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე