განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.07.2018
საქმის ნომერი
330310017001981257
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
17.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001981257

საქმე №3ბ/1600-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

წარმომადგენელი - ნ-----–---- წ--------–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ------ ბ--------ე;

წარმომადგენელი - ლ--–- ა--–---ე

 

დავის საგანი - მატერიალური ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის გამომტან სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით ლ------ ბ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაეკისრა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის - 10 000 ლარის ანაზღაურება.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. საქმეში წარმოდგენილი საბრძოლო მოკვლევით დგინდება, რომ რიგითი - ი----- მ---–---–ი 1993 წლის 7----------დან ჩაირიცხა მ--- ცალკეული საპატრულო I-------–---------–----–------------–-- მსროლ--–-დ. იგი მონაწილეობას იღებდა საბრძოლო ოპერაციებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე.

 

1993 წლის 8 აგვისტოს, სამხედრო ნაწილი №----- მეთაურის №-- ბრძანებიდან ამონაწერით დგინდება, რომ აფხაზეთის რეგიონში საბრძოლო სიტუაციების გამწვავებასთან დაკავშირებით, მ--- ცალკეული საპატრულო ბატალიონის პირადი შემადგენლობა, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პ------–-----------–-ს, პოლკოვნიკ - თ. ც------ს და პირველი საარმიო კორპუსის პოლკოვნიკ - ა. ბ--------ის განკარგულების თანახმად მივლინებული იქნა აფხაზეთის რეგიონში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად. 1993 წლის 8 აგვისტოდან საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად მივლინებულ იქნა რიგითი, I-------–---------–----–------------–-- მსროლელი - ი----- მ---–---–ი. 1993 წლის 25 აგვისტოს, №----- სამხედრო ნაწილის მეთაურის №-- ბრძანებიდან ამონაწერით დგინდება, რომ ქ. თბილისის მ--- ცალკეული საპატრულო ბატალიონის I-------–---------–----–------------–-- მსროლელი, რიგითი - რეზერვისტი ი----- მ---–---–ი ამორიცხული იქნა შეიარაღებული ძალების მოქმედი შემადგენლობიდან გარდაცვალების გამო. ბრძანებაში მითითებულია, რომ იგი გარდაიცვალა აფხაზეთში, სოფელ რ---თან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს.

 

1993 წლის 25 აგვისტოს, №----- სამხედრო ნაწილის მეთაურის №-- ბრძანებიდან ამონაწერით დგინდება, რომ ქ. თბილისის მ--- ცალკეული საპატრულო ბატალიონის I--------–---------–----–------------–-- მსროლელი, რიგითი - რეზერვისტი ი----- მ---–---–ი ამორიცხული იქნა შეიარაღებული ძალების მოქმედი შემადგენლობიდან გარდაცვალების გამო. ბრძანებაში მითითებულია, რომ იგი გარდაიცვალა აფხაზეთში, სოფელ რ---თან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს. სიკვდილი კი დაკავშირებულია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან.

 

2.2. ჩუღურეთის რაიონის სამხედრო კომისარის მიერ, 1999 წლის 22 იანვარსგაცემული №-- ცნობით დგინდება, რომ ლ------ ბ--------ე, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში 1993 წლის 25 აგვისტოს დაღუპული ი----- მ---–---–ის დედა იღებს პენსიას, როგორც მარჩენალის დამკარგავი.

 

2.3. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2014 წლის 23 აპრილის N-------- წერილის თანახმად, ვინაიდან „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ტერიტორიად განისაზღვრა აფხაზეთი და შიდა ქართლი, ხოლო ი----- მ---–---–ი გარდაიცვალა 1993 წლის 25 აგვისტოს სოფელ რ---ში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამსახურმა ლ------ ბ--------ეს უარი უთხრა ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 აგვისტოს №3/1969-14 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2014 წლის 23 აპრილის №-------- გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს მოსარჩელე - ლ------ ბ--------ისთვის მიენიჭებინა ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლ--–-დ დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის №ბს-152-150 (კ-15) განჩინებით, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფოსამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლ--–-დ დარჩათბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინება.

 

2.4. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2015 წლის 2 ივნისის №------------------- ცნობით დგინდება, რომ ლ------ ბ--------ე (პ/ნ: 0----------) სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 2015 წლის 2 ივნისიდან, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული ოჯახის წევრი.

 

2.5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 14 მარტის №0------- წერილით დგინდება, რომ ლ------ ბ--------ემ 2015 წლის 5 ივნისს განცხადებით მიმართა სააგენტოს, სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად და დაურთო ცნობა (გაცემული 2015 წლის 2 ივნისს), რომლითაც დგინდებოდა, რომ იგი წარმოადგენდა ომში დაღუპული ოჯახის წევრს, ხოლო მიმართვიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან - 2015 წლის 1 ივლისიდან დაენიშნა სახელმწიფო გასაცემელი. ამავე წერილით, ლ------ ბ--------ეს, მის მიერ 2016 წლის 23 თებერვალს წარდგენილ განცხადებაზე, რომლითაც მოითხოვა 2014 წლის 23 აპრილიდან კომპენსაციის ანაზღაურება ეთქვა უარი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

 

2.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომელიც ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

პირველი ინსტანციის სასამათლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამდენად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხეს - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაეკისროს მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის - 10 000 ლარის ანაზღაურება, კერძოდ, 2014 წლის 1 მაისიდან დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით, ხოლო 2015 წლის 1 იანვრიდან ივნისის ჩათლით 1 000 ლარის ოდენობით მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება.

 

2.7. სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

 

ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება და ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება.

 

2.8. სასამართლომ ასევე მიუთითა „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №2-ის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე,რომლის მიხედვითაც, კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს კომპენსაციის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტასა და გადაანგარიშებას, აგრეთვე კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით

დადგენილი პირობების შესაბამისად.

 

ამავე ნორმატიული აქტის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაციას, შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი. კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს კანონიერი წარმომადგენლობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირის მიერ ამ წესით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტები: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის 22–24 აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის: გარდაცვალების მოწმობა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შესაბამისი სტატუსის დამადასტურებებლი ცნობა. საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან დამატებით მშობლებზე - გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე - ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე - დაბადების მოწმობა.

 

ამავე აქტის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება (და ყველა საჭირო დოკუმენტი) სააგენტოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კომპენსაცია დაინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2014 წლის 23 აპრილის №-------- წერილის თანახმად, ვინაიდან „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ტერიტორიად განისაზღვრა აფხაზეთი და შიდა ქართლი, ხოლო ი----- მ---–---–ი გარდაიცვალა 1993 წლის 25 აგვისტოს სოფელ რ---ში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამსახურმა, ლ------ ბ--------ეს უარი უთხრა ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე.

 

ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული №3/1969-14 გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის 2014 წლის 24 აპრილის №-------- გადაწყვეტილება და სსიპ ვეტერანების სახელმწიფო სამსახურს დაევალა ლ------ ბ--------ისთვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭება. აღნინული გადაწყვეტილების საფუძველზე, ლ------ ბ--------ე (პ/ნ: 0----------), სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებული იქნა 2015 წლის 2 ივნისიდან, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული ოჯახის წევრი, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მიმართვიდან (2015 წლის 5 ივნისი) მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან - 2015 წლის 1 ივლისიდან დაენიშნა სახელმწიფო გასაცემელი.

 

ამასთან, საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის №3/2795-16 გადაწყვეტილებით (ს.ფ. 34-44) სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ლ------ ბ--------ეს ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე 2014 წლის 23 აპრილს უარი უთხრა სწორედ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, ვის კომპეტენციასაც წარმოადგენდა ამ ცნობის გაცემა.

 

2.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად,თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

დადგენილია, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2014 წლის 23 აპრილის №-------- წერილით, ლ------ ბ--------ეს უარი ეთქვა ომში დაღუპული ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე, რომლის უკანონობაც დადგენილი იქნა ზემოთ მითითებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და სწორედ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად იქნა მოპასუხის მიერ გამოცემული ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე - ლ------ ბ--------ეს მიენიჭა ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსი. შესაბამისად, აღნიშნული პერიოდიდან (2014 წლის 23 აპრილიდან) მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს ის თანხა, რომელიც მან ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით, 2015 წლის 1 ივლისამდე (სახელმწიფო კომეპენსაციის დანიშვნის დრო).

 

რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 221-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ („საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს) და „ნ“ (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს) ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ

კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობა 2014 წელს შეადგენდა - 500 ლარს, ხოლო 2015 წლიდან − 1 000 ლარს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ, მის მიერ მითითებულ პერიოდში, 2014 წლის 23 აპრილიდან 2015 წლის 1 ივლისამდე ვერ მიიღო სახელმწიფო კომპენსაცია იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მას უარი უთხრა ომში დაღუპული ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ცნობის მომზადებაზე, რათა წარედგინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მიუღებელი კომპენსაცია გამოწვეულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეული ქმედებით. რის გამოც სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისთვის უნდა დაეკისრებინა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის - 10 000 ლარის (2014 წლის კომპენსაცია - 4 000 ლარი (მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი და დეკემბერი, ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით) და 2015 წლის კომპენსაცია - 6 000 ლარი (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი და ივნისი, ყოველთვიურად 1 000 ლარის ოდენობით))ანაზღაურება.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების მიღებისას კი რატომ არ გაიზიარა კონკრეტული მტკიცებულებები, აპელანტისთვის უცნობია. ამასთან მიჩნია, რომ სასამართლომ გაიზიარა მხოლოდ მოპასუხის არგუმენტაცია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლ--–-დ დატოვების დასაბუთება:

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

4.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლ--–-დ დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5. ფაქტობრივი დასაბუთება

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეთანხმება და სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემობებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. ამასთან დამატებით მიუთითებს ახალ ფატობრივ გარემოებაზე.

 

სამართლებრივი დასაბუთება

6.1. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).

 

6.2. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:

 

6.3. პალატა ვერ გაიზიარებს აპელატის მითითებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო, გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხის არგუმენტაციას და უგულებელყო მთელი რიგი მტკიცებულებებისა.

 

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება და ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება.

 

6.4. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №2-ის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე,რომლის მიხედვითაც, კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს კომპენსაციის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტასა და გადაანგარიშებას, აგრეთვე კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

 

ამავე ნორმატიული აქტის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაციას, შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი. კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს კანონიერი წარმომადგენლობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირის მიერ ამ წესით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტები: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის 22–24 აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის: გარდაცვალების მოწმობა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შესაბამისი სტატუსის დამადასტურებებლი ცნობა. საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან დამატებით მშობლებზე - გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე - ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე - დაბადების მოწმობა.

 

ამავე აქტის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება (და ყველა საჭირო დოკუმენტი) სააგენტოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კომპენსაცია დაინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2014 წლის 23 აპრილის №-------- წერილის თანახმად, ვინაიდან „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ტერიტორიად განისაზღვრა აფხაზეთი და შიდა ქართლი, ხოლო ი----- მ---–---–ი გარდაიცვალა 1993 წლის 25 აგვისტოს სოფელ რ---ში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამსახურმა, ლ------ ბ--------ეს უარი უთხრა ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე.

 

ასევე დადგენილია,რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული №3/1969-14 გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის 2014 წლის 24 აპრილის №-------- გადაწყვეტილება და სსიპ ვეტერანების სახელმწიფო სამსახურს დაევალა ლ------ ბ--------ისთვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭება. აღნინული გადაწყვეტილების საფუძველზე, ლ------ ბ--------ე (პ/ნ: 0----------), სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებული იქნა 2015 წლის 2 ივნისიდან, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული ოჯახის წევრი, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მიმართვიდან (2015 წლის 5 ივნისი) მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან - 2015 წლის 1 ივლისიდან დაენიშნა სახელმწიფო გასაცემელი.

 

ამასთან, საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის №3/2795-16 გადაწყვეტილებით (ს.ფ. 34-44) სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ლ------ ბ--------ეს ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე 2014 წლის 23 აპრილს უარი უთხრა სწორედ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, ვის კომპეტენციასაც წარმოადგენდა ამ ცნობის გაცემა.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

დადგენილია, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2014 წლის 23 აპრილის №-------- წერილით, ლ------ ბ--------ეს უარი ეთქვა ომში დაღუპული ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე, რომლის უკანონობაც დადგენილი იქნა ზემოთ მითითებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და სწორედ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად იქნა მოპასუხის მიერ გამოცემული ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე - ლ------ ბ--------ეს მიენიჭა ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსი. შესაბამისად, აღნიშნული პერიოდიდან (2014 წლის 23 აპრილიდან) მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს ის თანხა, რომელიც მან ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით, 2015 წლის 1 ივლისამდე (სახელმწიფო კომეპენსაციის დანიშვნის დრო).

 

პალატა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით იზიარებს პირველი ინსტანციის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორად მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 221-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ („საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს) და „ნ“ (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს) ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ

კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობა 2014 წელს შეადგენდა - 500 ლარს, ხოლო 2015 წლიდან − 1 000 ლარს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეფასება და განმარტა, რომ მოსარჩელემ, მის მიერ მითითებულ პერიოდში, 2014 წლის 23 აპრილიდან 2015 წლის 1 ივლისამდე ვერ მიიღო სახელმწიფო კომპენსაცია იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მას უარი უთხრა ომში დაღუპული ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ცნობის მომზადებაზე, რათა წარედგინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.

 

უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ მიუღებელი კომპენსაცია გამოწვეულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეული ქმედებით. რის გამოც სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისთვის უნდა დაეკისრებინა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის - 10 000 ლარის (2014 წლის კომპენსაცია - 4 000 ლარი (მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი და დეკემბერი, ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით) და 2015 წლის კომპენსაცია - 6 000 ლარი (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი და ივნისი, ყოველთვიურად 1 000 ლარის ოდენობით)) ანაზღაურება.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლ--–-დ უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლ--–-დ დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №--), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში

 

მოსამართლე ილონა თოდუა