განაჩენი

სისხლის სამართლის 01.10.2018
საქმის ნომერი
330100117002172151
ინსტანცია
თარიღი
01.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002172151

საქმე #1ბ/725-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

1 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ------------–---–ის,ადვოკატის: ლ-------------–---–ის,მსჯავრდებულის: შ--–-------–----–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ---------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), შ--–-------–----–---–ის, დაბადებულის 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №2----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ------–-------------------------–-–----------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ, შ--–-------–----–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მანვე ჩაიდინა მუქარა - ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 26 მაისს, საღამოს საათებში, ქ------–--–---–-----------------------------, ბ-------ში, შ--–-------–----–---–მა მის მეუღლეს - ნ------------–---–ს მკლავზე სამჯერ დაარტყა მუშტი. 2017 წლის 24 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ-------–--–---–-----------------------------, ბ-------ში, შ--–-------–----–---–მა სახეში ორჯერ გაარტყა ხელი ნ------------–---–ს. 2017 წლის 26 სექტემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. თბილისში, ქ-----------–-----------------–---–-ს ქუჩის კვეთაზე, შ--–-------–----–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე ნ------------–---–ს ორჯერ გაარტყა ხელი სახის არეში. ყოველივე ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია დაზარალებულის, ნ------------–---–ის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.

 

შ--–-------–----–---–მა, 2016 წლის 28 დეკემბრიდან დღემდე, არაერთხელ მიაყენა მის მეუღლეს - ნ------------–---–ს სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინებდა და ლანძღავდა მას, მიმართავდა უწმაწური სიტყვებით. მათ შორის, ანალოგიური ქმედებები შ--–-------–----–---–მა ნ------------–---–ის მიმართ განახორციელა ასევე 2017 წლის 7 აპრილსა და 2017 წლის 25 სექტემბერს - ქ------–--–---–----------------------------, ბ-------ში. ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია დაზარალებულის - ნ------------–---–ის ტანჯვა.

 

2017 წლის 26 სექტემბერს, დღის საათებში, ქ. თბილისში, მოსკოვის გამზირის გამყოფ ზოლ №6-ში, ისანი-სამგორის მე-5 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, შ--–-------–----–---–ი მის მეუღლეს - ნ------------–---–ს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, დაემუქრა, რომ მოკლავდა ცემით, დაწვავდა და გამოჭრიდა ყელს, რის გამოც ნ------------–---–ს გაუჩნდა ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის განაჩენით:

 

შ--–-------–----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, შ--–-------–----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ შ--–-------–----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 26 სექტემბრიდან.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ---------------–--ემ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის გამკაცრების კუთხით. სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელანტმა დააზუსტა მთხოვნა და მოითხოვა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებაში თავისუფლების აღკვეთის სახით მაქსიმალური სასჯელის ზომის დანიშვნა. აპელანტი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება გაუკეთა ბრალდებულის მიერ ჩადენილ ქმედებას და გამოიყენა ისეთი სასჯელების ზომა, რომელიც აშკარად შეუსაბამოა ჩადენილთან. სახელმწიფო მბრალმდებული ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ შ--–-------–----–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებები განზრახი დანაშაულია და იგი სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქიკურად.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი შ--–-------–----–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ შ--–-------–----–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა მონაწილეობით პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - ნ------------–---–ის, შ--–----------ის, თ------------ს, ზ----------------ის, გ------------------ის, ვ--------------------–---–ის ჩვენებების, შ--–-------–----–---–ის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერების, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შ--–-------–----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ შ--–-------–----–---–ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ შ--–-------–----–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ძალადობრივი დანაშაული და იგი სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქიკურად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის აღნიშნულ მოსაზრებას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელების გამკაცრების შესახებ. სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტები აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე, რომ შ--–-------–----–---–ის მიერ ჩადენილია განზრახი ძალადობრივი (როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური) დანაშაული ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ამათან, მის მიერ ჩადენილი ქმედება ატარებს სისტემატურ ხასიათს – ვერ იქნება გაზიარებული სასჯელის გასამკაცრებლად სააპელაციო პალატის მიერ. აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს შ--–-------–----–---–ის მიერ ჩადენილი, საქართელოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ობიექტური მხარის ნიშნებს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულები სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებებს სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ შ--–-------–----–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ შ--–-------–----–---–ისთის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებული მეუღლესთან აღარ ცხოვრობს და ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის საფრთხე აღარ არსებობს, ასევე შ--–-------–----–---–ს ჰყავს ავადმყოფი მამა, რომელიც მსჯავრდებულის კმაყოფაზეა და მისი ერთადერთი მარჩენალია შ--–-------–----–---–ი. პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ შ--–-------–----–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე მოხდილი აქვს, არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი შ--–-------–----–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ---------------–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ შ--–-------–----–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

შ--–-------–----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

შ--–-------–----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

შ--–-------–----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრმა და თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და შ--–-------–----–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

მსჯავრდებულ შ--–-------–----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 26 სექტემბრიდან, რაც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ შ--–-------–----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

მსჯავრდებულ შ--–-------–----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ნოკიას“ მოდელის ორ სიმბარათიანი მობილური ტელეფონი, შავი ფერის ტყავის საფულე, მასში მოთავსებული შ. სულხანიშვილის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, პ/ნ 2----------, მეტრომანის ბარათი, შავი ფერის პლასტმასის სავარცხელი და ლითონის საკვნეტელი, რაც ინახება საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-5 განყოფილებაში, დაუბრუნდეს მსჯავრდებულ შ--–-------–----–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე