განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2018
საქმის ნომერი
330100117002057834
ინსტანცია
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002057834

საქმე №1/ბ-723-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

15 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ხ-----------------ის,მსჯავრდებულ: მ------------–--ის,ადვოკატ: ვ----–------–----–---–ის

 

მონაწილეობით,მსჯავრდებული მ------------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ----–------–----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მე------------------------–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #5----------, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის: ქ-------–--------------–-----–------- და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–----------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის განაჩენით მ------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 6(ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება.

 

მ------------–--ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2018 წლის 20 აპრილიდან.

 

მ------------–--ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 3 ივნისს, დაახლოებით 06:20 საათზე. ქ.თბილისში, ც---------------------------- ქუჩების კვეთაზე მ------------–--ემ, რომელიც მართავდა ავტომანქანა ,,ნ-----“ სახ. ნომრით Q-------- ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და ყოველგვარი ხელშემშლელი პირობების გარეშე შეეჯახა თანმხვედრი მიმართულებით ქვეითად მოსიარულე ქ-------------–----–--ეს, რის შემდეგ იგივე ავტომანქანა შეეჯახა გაჩერებულ ავტომანქანა ,,მ--------------–-“ სახ. ნომრით O--------, ხოლო თავად აღნიშნული ავტომანქანა ინერციით შეეჯახა ასევე გაჩერებულ ავტომანქანა ,,ფ---––------------ს“ სახ. ნომრით I------, რომელიც ასევე ინერციით შეეჯახა გაჩერებულ ავტომანქანა ,,ბ--“-ს სახ. ნომრით P--------, ასვე ეს ავტომანქანა ინერციით შეეჯახა გაჩერებულ ავტომანქანა ,,ფ------------------ს“ სახ. ნომრით P------, რომელიც ასვე ინერციით შეეჯახა გაჩერებულ ავტომანქანა ,,მ-------------–ს“ სახ. ნომრით Z--------. მ------------–--ის მოქმედებით, რომელმაც დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, ქ-------------–----–--ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებული მ------------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატმა ვ----–------–----–---–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის შეცვლა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით.

 

საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს, 2018 წლის 15 ოქტომბერს, ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორის ხ-----------------ის მიერ, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ მ------------–--ესთან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე. სააპელაციო პალატის სხდომაზე დაზუსტებული იქნა საპროცესო შეთანხმების პირობები, კერძოდ, პროკურორმა მოითხოვა, რომ მ------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 6(ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროკურორმა ხ-----------------ემ, მსჯავრდებულმა მ------------–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ----–------–----–---–მა.

 

სააპელაციო პალატამ, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ის სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს, ასევე იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც იგი ნებაყოფლობით აღიარებს. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ, აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებს დანაშაულს. შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში და დაზუსტებულია მხარეთა მიერ სასამართლო პროცესზე. მსჯავრდებულს განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

 

საქმის მასალების შესწავლისა და განხილვის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, საგზაო-სატრანპორტო შემთხვევის ცნობით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და თანდართული სქემით, ქ-------------–----–--ის დაზარალებულისა და მოწმის სტატუსით დაკითხვის ოქმებით, მოწმეთა, მ------------–--ის, თ-----------–-----ის, ე---–----–----------ს, გ------------ს, დ-------------–---–ის და შ---------------ის დაკითხვის ოქმებით, სატრანსპორტო- ტრასოლოგიური, სასაქონლო, ავტო-ტექნიკური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, დადგენილია, რომ მ------------–--ემ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

ამდენად, პალატა თვლის, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას დაზუსტებული პირობებით.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და დამტკიცდეს წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-215-ე მუხლებით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება დადებული პროკურორსა და მსჯავრდებულ მ------------–--ეს შორის.

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის განაჩენში.

 

მ------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 6(ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

მ------------–--ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2018 წლის 20 აპრილიდან.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი, პირობითი მსჯავრის პერიოდში, განახორციელოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მ------------–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივლისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია, ხოლო მის შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გასაჩივრება შეიძლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი