განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2018
საქმის ნომერი
330100118002268772
ინსტანცია
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002268772

საქმე #1ბ/545-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელი

 

11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ვეფხი ლომიძე

 

ნანა გიგიტაშვილის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის: ზ---- ქ------ის

ადვოკატების: მ----- ც---–--ის, ც------ მ--–--------ის

მსჯავრდებულის: რ----– ხ---------ის

თარჯიმანის: ა---- ს---–--------ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ რ----– ხ---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ც------ მ--–--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): რ----– ხ---------ის, დაბადებული - 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, რეგისტრირებული და მცხოვრები: თ---–-----–--------------------–-----------–ი, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის №8 დაწესებულების პატიმარი, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ----– ხ---------მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 6 ცალად დაფასოებული 0,1596 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

 

კერძოდ, 2017 წლის 6 ნოემბერს, თბილისში, სო----–---------–-–--–--------------------–-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ----– ხ---------მა 3 ცალ პოლიეთილენის ნაჭერში დაფასოებული 0,0582 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება (მოყავისფრო ნივთიერება), 300 ლარად უკანონოდ გაასაღა მის ნაცნობ მ------ ნ--------–---–ზე, რაც იმავე დღეს, ამოღებულ იქნა შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ.

 

2017 წლის 4 დეკემბერს, თბილისში, სო----–---------–-–--–--------------------–-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ----– ხ---------მა ლურჯ პოლიეთილენის ნაჭრებში 3 ცალად დაფასოებული 0,1014 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება, (მოყავისფრო ნივთიერება), 300 ლარად უკანონოდ გაასაღა, მის ნაცნობ მ------ ნ--------–---–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 აპრილის განაჩენით:

 

რ----– ხ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და რ----– ხ---------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

რ----– ხ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 24 დეკემბრიდან.

 

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რ----– ხ---------ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება და 20 წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძვნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგელობის უფლება, რის შესახებაც ეცნობა შესაბამის ორგანოებს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ----– ხ---------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ც------ მ--–--------მა;

 

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა;

 

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა რ----– ხ---------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ც------ მ--–--------მა შეცვალეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, მათ აღნიშნეს, რომ რ----– ხ---------ი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ითხოვენ სასჯელის შემსუბუქებას;

 

ბრალდების მხარემ, პროკურორმა ზ---- ქ------ემ მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მან კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 აპრილის განაჩენი და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად გასაჩივრებული განაჩენი რ----– ხ---------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები წარდგენილი ბრალდების ნაწილში რ----– ხ---------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ - რ----– ხ---------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ----– ხ---------ის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტი დადგენილია საქმეში არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, მტკიცებულებათა ერთობლიობით, თვით რ----– ხ---------მაც საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მთლიანად აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული;

 

კერძოდ, საქმეში არსებული როგორც სადავო, ასევე უდავო მტკიცებულებებით - მოწმეების მ------ ნ--------–---–ის, რ----- კ----------ის ჩვენებებით, ფულადი თანხების გადაცემის შესახებ ოქმით (06.11.2017), ამოღების ოქმით (06.11.2017), ასევე ფარული ვიდეოჩანაწერით (06.11.2017) და ჰაბოდოსკოპიური ექსპერტის N-------- დასკვნით (23.03.2018), რომელიც დაადასტურა ექსპერტმა დ-------------–---–-ა, უტყუარად არის დადგენილი, რომ 2017 წლის 6 მოემბერს მ------ ნ--------–---–მა, ოპერატიული თანხით - 300 ლარით, რ----– ხ---------ისგან შეიძინა 3 ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომლის შეძენისა და შენახვის კანონიერი ნებართვა რ----– ხ---------ს არ ჰქონია. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N--------------რ დასკვნით (07.11.2017), რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, უტყუარად დადგენილია, რომ 2017 წლის 6 ნოემბერს მ------ ნ--------–---–ის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი, სიგარეტის ვერცხლისფერ ფოლგის ნაჭერში მოთავსებული, მოწითალო ფერის, თერმულად დამუშავებულ 3 ცალ, პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონებით: 0,0448 გრამი; 0,0424 გრამი და 0,312 გრამი, საერთო წონით - 0,1184 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინის საერთო წონაა - 0,0582 გრამი.

 

ასევე საქმეში არსებული როგორც სადავო, ასევე უდავო მტკიცებულებებით - მოწმეების მ------ ნ--------–---–ის, ვ-–-------- ა-–----–---–ის და უ-- ჯ-----–---–ის ჩვენებებით, ფულადი თანხების გადაცემის შესახებ ოქმით (04.12.2017), ამოღების ოქმით (04.12.2017), ასევე ფარული ვიდეოჩანაწერით (04.12.2017) და ჰაბოდოსკოპიური ექსპერტის N-------- დასკვნით (23.03.2018), რომელიც დაადასტურა ექსპერტმა დ-------------–---–-ა, უტყუარად არის დადგენილი, 2017 წლის 4 დეკემბერსაც, მ------ ნ--------–---–მა, ოპერატიული თანხით - 300 ლარით, რ----– ხ---------ისგან შეიძინა 3 ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომლის შეძენისა და შენახვის კანონიერი ნებართვა რ----– ხ---------ს ასევე არ ჰქონია. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N-------------/ქრ დასკვნით (05.12.2017), რომელიც დაადასტურეს ექსპერტებმა ნ------–---–------- და ს--------–--------მ, დადგენილია, რომ 2017 წლის 4 დეკემბერს, მ------ ნ--------–---–ის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი ლურჯ პოლიეთილენის ნაჭრებში სამ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით - 0,1648 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინის საერთო წონაა - 0,1014 გრამი.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, რ----– ხ---------ის მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ რ----– ხ---------ის დანიშნულ სასჯელს, აღნიშნულს პალატა სამართლიანად მიიჩნევს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას. პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ რ----– ხ---------ის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების კერძო და ზოგად პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს, უსაფრთხოებას და ახალ დანაშაულთა თავიდან აცილებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ რ----– ხ---------ისათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. დანაშაულის მოტივისა და მიზნის თვალსაზრისით სასჯელის დანიშვნისას, პალატა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულ რ----– ხ---------ის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შინაარსს, ხასიათს, მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი; კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მოქმედი რედაქციით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმთან მიახლოებული სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება და მისი შემცირების საფუძველი არ მოიპოვება;

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 აპრილის განაჩენი რ----– ხ---------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ რ----– ხ---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ც------ მ--–--------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 აპრილის განაჩენი რ----– ხ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელად;

 

რ----– ხ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და რ----– ხ---------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

რ----– ხ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 24 დეკემბრიდან.

 

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რ----– ხ---------ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება და 20 წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძვნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგელობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

რ----– ხ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებების ბედი განისაზღვროს შემდეგნაირად:

 

ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ცე-------–---------------–----------–-–-------------------ში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

 

რ----– ხ---------ის ფოტოსურათები DVD დისკზე და ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა DVD დისკებზე, სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერი დისკზე, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

 

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

 

ვეფხია ლომიძე