განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2018
საქმის ნომერი
010141318700066702
ინსტანცია
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700066702

საქმე №1აგ/543-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

ნათია ბარბაქაძის

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს--------------–--ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება - ს--------------–--ე (პირადი ნომერი 5----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე ს--------------–--ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.

 

ს--------------–--ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება - ს--------------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდა გორის რაიონული სასმართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ს--------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათით. (საქმის მასალების შინაარსის მიხედვით გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის განაჩენის გამოტანის მომენტისათვის წინა - 2016 წლის 18 აგვისტოს განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ხანგრძლივობით უკვე აღსრულებული იყო).

 

ს--------------–--ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება - ს--------------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3-5 ნაწილების თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა სასჯელის მოუხდელი ნაწილი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათი და თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ს--------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათით.

ს--------------–--ეს მოხდილად ჩაეთვალა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდილი ნაწილი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ხანგრძლივობით.

 

ს--------------–--ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, ,,საქართველოს სისხლის სმართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის საფუძველზე ს--------------–--ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის და გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის განაჩენებში შევიდა ცვლილება. მსჯავრდებულ ს--------------–--ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველ ნაწილზე.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის და გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის განაჩენები ს--------------–--ის მიმართ სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი;

 

2018 წლის 20 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა სერგო ბუზალძემ და მოითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის და 30 ნოემრის გადაწყვეტილებების საფუძველზე გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან განთავისუფლება.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ს--------------–--ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით - „ექვსიდან თორმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (266 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით - „ექვსიდან თორმეტ წლამდე“.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებული ს--------------–--ე გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულია 120.58 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებისთვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა. დამატებითი სასჯელის სახედ ზომად განესაზღვრა 80 (ოთხმოცი) საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამოერთვა უფლებები.

 

ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით დადგინდა 266 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა (იხ. გადაწყვეტილება), პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მსჯავრდებული ს--------------–--ე გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან უნდა განთავისუფლდეს. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დანიშნულ 80 (ოთხმოცი) საათის ვადით საზიგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ვინაიდან შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 3 ოქტომბრის #2/09/977 წერილის თანახმად ს--------------–--ეს იგი უკვე მოხდილი აქვს, პალატა ამ საკითხზე მსჯელობას არ იქონიებს. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლებების ჩამორთმევის ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს--------------–--ე გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის განაჩენით და გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის განაჩენით მსჯავრდებული იქნა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანი“-ს უკანონო მოხმარებისთვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით( 2017 წლის 26 ივლისის კანონი), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს (იხ. შიდა ქართლის პრობაციის 2018 წლის 3 ოქტომბრის #2/09/977 წერილი), რის გამოც პალატა ამ ნაწილში აღარ იმსჯელებს, ხოლო ამავე განაჩენებით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები ს--------------–--ეს უნდა აღუდგეს.

 

ამდენად, პალატას მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ს--------------–--ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება და ცვლილება უნდა შევიდეს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს, გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის და გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის განაჩენებში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ს--------------–--ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

ს--------------–--ე განთავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა პირობით მსჯავრად იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი;

 

ს--------------–--ე განთავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან;

 

ს--------------–--ეს აღუდგეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები;

 

ს--------------–--ე განთავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან;

 

ს--------------–--ეს აღუდგეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

 

ნ. ბარბაქაძე