განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001405917
საქმე №1ბ/382-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის, ანი ჭაბაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ-------------–--ის
ადვოკატის: კ--------–-------–ის
მსჯავრდებულების: თ--------------–-–---–ის, გ---–--------------–---–ის
თარჯიმნის: ი----------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულების - თ--------------–-–---–ისა და გ---–--------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): თ--------------–-–---–ის, დაბადებულის 1964 წლის 25 მაისს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ-------–--–-------------–---–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–------------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქ/პუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით; გ---–--------------–---–ის, დაბადებულის 1976 წლის 10 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №5----------), უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ-------–--–----------------------------------–----------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–------------------------------------------–---------------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქ/პუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ--------------–-–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ გ---–--------------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 27 სექტემბერს, თ--------------–-–---–მა თავისი ნაცნობის - კ-------–------ის სახელზე დააფუძნა შპს „ბ----“ (ს------------). საწარმოს საქმიანობის სფერო იყო ქერის ალაოს შემოტანა და რეალიზაცია. ზემოხსენებულ საწარმოს ფაქტობრივად მართავდა თ--------------–-–---–ი, ხოლო დირექტორად და დამფუძნებლად გაფორმებული იყო კ-------–------ე. თ--------------–-–---–ს შპს „ბ----ს“-ს სახელით ბ--–------------- სხვადასხვა დროს შემოჰქონდა ქერის ალაო და ყიდდა მას ლუდის მწარმოებელ სხვადასხვა კომპანიებზე. თ--------------–-–---–ს ჰქონდა ურთიერთობა ბ--–----------– კომპანია სს „ბ--–----–-----“-სთან (O-------------). სწორედ ზემოხსენებულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საფუძველზე, ახდენდა იგი საქართველოში ქერის ალაოს იმპორტს და რეალიზაციას. იმის გათვალისწინებით, რომ თ--------------–-–---–ისთვის, წარსული ურთიერთობიდან გამომდინარე, ცნობილი იყო ბ--–----------– კომპანია „ბ--–----–-----“-თან (O-------------) ქერის ალაოსათვის საჭირო შეთანმხების პირობები, განიზრახა ზემოხსენებული ბ--–----------–ი კომპანიის ხელმძღვანელ პირთა მოტყუება. კერძოდ: თ--------------–-–---–მა, რომელსაც მანამდე არაერთხელ ჰქონდა ანალოგიური ტიპის ხელშეკრულება გაფორმებული ბ--–----------– კომპანიასთან, იცოდა, რომ ამავე კომპანიისგან ქერის ალაოს შეძენის შემთხვევაში, ვალდებული იყო წინასწარ გადაეხადა საქონლის ღირებულების 30%, ხოლო დანარჩენი 70%-ის გადახდის ვალდებულება, ხელშეკრულების საფუძველზე, ეკისრებოდა საქონლის შეკვეთიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში. შესაბამისად, თ--------------–-–---–მა მის ახლო მეგობარ გ---–---------------–---–თან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, გადაწყვიტა ზემოხსენებულ ბ--–----------– კომპანიასთან გაეფორმებინა ხელშეკრულება დიდი ოდენობით ქერის ალაოს შეძენასთან დაკავშირებით. დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, თ--------------–-–---–ი სს „ბ--–----–-----“-ს (O-------------) გადაუხდიდა ქერის ალაოს ღირებულების თავდაპირველ 30%-ს, ხოლო ზემოხსენებული პროდუქციის მიღების შემდეგ, გ---–--------------–---–თან შეთანხმებით, მოახდენდა პროდუქციის რეალიზაციას, ხოლო დანარჩენ 70%-ს სს „ბ--–----–-----“-ს (O-------------) აღარ მიაწვდიდა და მიისაკუთრებდა გ---–--------------–---–თან ერთად. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, თ--------------–-–---–მა 2011 წლის 1 ივლისიდან 2011 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, შპს „ბ--–----–-----“-ს შეუკვეთა 2224,116 ტონა ქერის ალაოს მიწოდება, რომელიც ეტაპობრივად, შეკვეთიდან მომდევნო დღეს გაუგზავნა სს „ბ--–----–----“-მა საქართველოში. პროდუქციის საერთო ღირებულება სულ შეადგენდა 1 062 775 აშშ დოლარს. ვინაიდან, ხელშეკრულების თანხმად, შეკვეთილი საქონლის ღირებულების 30%-ს თ--------------–-–---–ი იხდიდა წინასწარ, გამოგზავნამდე გადაიხდიდა 322 704 აშშ დოლარს. ვინაიდან თ--------------–-–---–ს განზრახული ჰქონდა არ გადაეხადა ბ---–----------–ი კომპანია სს „ბ--–----–-----“-სთვის (O-------------) გამოგზავნილი ქერის ალაოს დარჩენილი ღირებულება 740 071 აშშ დოლარი, შპს „ბ----“-ს სახელით, ნაწილი ბ--–------------- შემოტანილი 630,384 ქერის ალაოს რეალიზაცია დააფიქსირა გ---–-------------–---–ის სახელზე რეგისტრირებული შპს „გ--------------ს“ სახელზე, ხოლო შემდეგ - შპს „ა--------------“-ს სახელზე, რომლის ფიქტიურ დირექტორად და დამფუძნებლად დაფიქსირებული იყო გ---–--------------–---–ის ძმა - მ---------------–---–ი, რის შემდგომაც გ---–--------------–---–მა და თ--------------–-–---–მა მოახდინეს 740 071 აშშ დოლარის ღირებულების ქერის ალაოს რეალიზაცია სრულად, ხოლო ამონაგები თანხა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის განაჩენით:
თ---------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წელის ვადით.
2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის „ამნისტიის შესახებ“ მე-16 მუხლის საფუძველზე, თ--------------–-–---–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და საბოლოდ, თ--------------–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.
თ--------------–-–---–ი დაკავებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მომენტიდან - 2018 წლის 31 იანვრიდან.
გ---–--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის „ამნისტიის შესახებ“ მე-16 მუხლის საფუძველზე, გ---–--------------–---–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და საბოლოდ, გ---–--------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
გ---–--------------–---–ი დაკავებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მომენტიდან - 2018 წლის 31 იანვრიდან.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა - თ--------------–-–---–მა და გ---–--------------–---–მა. სააპელაციო საჩივრების თავდაპირველი მოთხოვნა იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად თ--------------–-–---–ისა და გ---–--------------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო პალატის სხდომაზე, მსჯავრდებულმა თ--------------–-–---–მა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, თავი დამნაშვედ ცნო მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლებაში (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული) და ბრალდების ამ ნაწილში ითხოვა დანიშნულის სასჯელის პირობითად ჩათვლა ან სხვაგვარად შემსუბუქება. მანვე, კატეგორიულად გამორიცხა აღნიშნული დანაშაულის ჯგუფურად, - გ---–--------------–---–თან ერთად ჩადენა. მსჯავრდებულმა გ---–--------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კა-------–--------–მა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ალტერნატიული მოთხოვნის სახით კი მოითხოვეს გ---–--------------–---–ისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შეცვლა ჯარიმით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების დაზუსტებულ მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულების - თ--------------–-–---–ისა და გ---–--------------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი მათ მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის დისპოზიციის თანახმად, როდესაც პირი ცდილობს მოტყუებით დაეუფლოს სხვის საკუთრებაში არსებულ ნივთს ან მის ქონებრივ უფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სახეზეა თაღლითობის შემადგენლობა. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება _ ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ან/და გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მთელი რიგი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობები (როგორიცაა, მაგ.: სესხი, ყიდვა-გაყიდვა, ყიდვა-გაყიდვა განწილვადებით და სხვა ანალოგიური) მართლაც მსგავსია თაღლითობის, როგორც დანაშაულის შემადგენლობით გათვალისწინებულ ფაქტობრივ გარემოებებთან, თუმცა, ქმედების ფორმალური მსგავსება ამა თუ იმ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობასთან არ გამორიცხავს ამ ქმედების თაღლითობად (როგორც დანაშაულად) მიჩნევას, ისევე, როგორც ქმედების ფორმალური მსგავსება თაღლითობასთან (როგორც დანაშაულთან), არ გამორიცხავს ამ ქმედების მიჩნევას სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობად. საკითხის შეფასებისას, თუ რომელ ურთიერთობასთან გვაქვს საქმე - სამოქალაქო სამართლებრივთან, თუ თაღლითობასთან (როგორც დანაშაულთან), გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმის გარკვევას, სისხლისსამართლებრივად ბრალეული და მართლსაწინააღმდეგოა თუ არა კონკრეტული პირის ქმედება.
სააპელაციო პალატა შეფასებას აძლევს რა საქმეში არსებულ, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებს, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ თ--------------–-–---–მა და გ---–--------------–---–მა სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლება, ერთობლივად, წინასწარი შეთანხმებით განახორციელეს. თ--------------–-–---–ის სააპელაციო პალატის სხდომაზე გაჟღერებული პოზიციის მხედველობაში მიღებით, სადავო გარემოებას აღარ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2006 წლის 27 სექტემბერს თ--------------–-–---–მა თავისი ნაცნობის - კ-------–------ის სახელზე დააფუძნა შპს „ბ----“, რომელიც აწარმოებდა ქერის ალაოს შემოტანას და რეალიზაციას. აღნიშნულ საწარმოს ფაქტობრივად მართავდა თ--------------–-–---–ი, ხოლო დირექტორად და დამფუძნებლად გაფორმებული იყო კ-------–------ე. თ--------------–-–---–ი, ბ--–----------– კომპანია სს „ბ--–----–-----“-თან (O-------------) თანამშრომლობის საფუძველზე, ახდენდა საქართველოში ქერის ალაოს იმპორტს და რეალიზაციას. იმის გათვალისწინებით, რომ თ--------------–-–---–ისთვის, წარსული ურთიერთობიდან გამომდინარე ცნობილი იყო ბ--–----------– კომპანია „ბ--–----–-----“-თან (O-------------) ქერის ალაოსათვის საჭირო შეთანმხების პირობები, გ---–--------------–---–თან ერთად განიზრახა ზემოხსენებული ბ--–----------–ი კომპანიის ხელმძღვანელ პირთა მოტყუება. თ--------------–-–---–მა იცოდა, რომ ამავე კომპანიისგან ქერის ალაოს შეძენის შემთხვევაში ვალდებული იყო წინასწარ გადაეხადა საქონლის ღირებულების 30%, ხოლო დანარჩენი 70%-ის გადახდის ვალდებულება ხელშეკრულების საფუძველზე ეკისრებოდა საქონლის შეკვეთიდან ოცი დღის განმავლობაში. მსჯავრდებულმა თ--------------–-–---–მა დაადასტურა, რომ სს „ბ--–----–-----“-ს (O-------------) გადაუხდიდა ქერის ალაოს ღირებულების თავდაპირველ 30%-ს, ხოლო ზემოხსენებული პროდუქციის მიღების შემდეგ, დარჩენილ 70% აღარ გადაუხდიდა და მიისაკუთრებდა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, თ--------------–-–---–მა 2011 წლის 1 ივლისიდან 2011 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში შპს „ბ--–----–-----“-ს შეუკვეთა 2224,116 ტონა ქერის ალაოს მიწოდება, რომელიც ეტაპობრივად, შეკვეთიდან მომდევნო დღეს გაუგზავნა სს „ბ--–----–-----“-მა საქართველოში. პროდუქციის საერთო ღირებულება შეადგენდა 1 062 775 აშშ დოლარს, ვინაიდან ხელშეკრულების თანხმად, შეკვეთილი საქონლის ღირებულების 30%-ს თ--------------–-–---–ი იხდიდა წინასწარ, გამოგზავნამდე გადაიხადა 322 704 აშშ დოლარი. რაც შეეხება დანარჩენი თანხის გადახდას, აღნიშნული არ განხორციელებულა. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოიზიციას იმასთან დაკაშირებით, რომ გ---–--------------–---–ი არ მოქმედებდა თ--------------–-–---–თან ერთად და აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება ჯგუფურად არ განხორცილებულა. გ---–--------------–---–ის როლი აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში დგინდება შემდეგი გარემოებებით: საქმეში არსებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით ირკვევა, რომ შპს „გ-------------“-ს სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 2006 წლის 7 ივლისი, მის დირექტორად რეგისტრირებულია გ---–-------------–---–ი. ამონაწერით ირკვევა, რომ აღნიშნულ კომპანიას არაერთხელ აქვს დადებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და რეალურად უფუნქციოდ არის დარჩენილი. მიუხედავად აღნიშნულისა, საქმეში არსებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით დასტურდება, რომ, თითქოს, შპს „ბ----“ ბ--–------------- შემოტანილი ქერის ალაოს რეალიზაციას ახდენს გ---–--------------–---–ის სახელზე რეგისტრირებული შპს „გ--------------ს“ სახელზე, თუმცა აღნიშნული გარემოება უარყოფილია მოწმის სახით დაკითხული, აღნიშნული პროდუქციის გადამტანი მძღოლების ჩვენებებით. კერძოდ: მოწმე გ------------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას განმარტა, რომ ჰყავს ,,კ------“-ს ფირმის სატვირთო ავტომანქანა, სახ. ნომრით - A------, რომლის საშუალებითაც ახორციელებს კერძო გადაზიდვებს. მოწმე იცნობს გ----------–---–ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ალაოს ქერის გადაზიდვას. ქერი ვაგონით მოდიოდა და ლ--------- ახლოს მდებარე სადგურში ჩერდებოდა, საიდანაც შეჰქონდათ ,,კ------––-“. როდესაც სატვირთო მანქანა დასჭირდებოდათ, გ----------–---–ი ურეკავდა მოწმეს და ხსენებული სადგურიდან ქერი მიჰქონდათ ,,კ------––-“. მოწმემ განმარტა, რომ ,,კ------–-------------–--ს“ გარდა, სხვა კომპანიაში ალაო არ წაუღია. მოწმის სახით დაკითხულმა ტ------–-------მა სასამართლოს უჩვენა, რომ იგი არის მძღოლი და 2013 წლამდე ,,კ------“-ს ფირმის სატვირთო ავტომანქანით ეწეოდა გადამზიდავ სამუშაოებს. მოწმემ დაადასტურა, რომ მან არაერთი რეისით გადაზიდა ქერის ალაო ლოჭინის მიმდებარე ტერიტორიიდან შპს ,,კ------–-------------–--“-ს ქარხანაში. მოწმის განმარტებით, მას სხვა დროს ქერის ალაო არ გადაუზიდავს. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებიდან ნათლად ჩანს, რომ შპს „გ-------------“-ის მისამართზე საქონელი არ გადაუზიდავთ. რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ თ--------------–-–---–ის კომპანიას შპს „გ-------------სათვის“, რომლის დირექტორიც იყო გ---–--------------–---–ი, პროდუქცია არ მიუყიდია და აღნიშნული უდავოდ ფიქტიურ ოპერაციას წარმოადგენდა. საგულისხმოა ის გარემობა, რომ საქმეში არსებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომრეციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით ირკვევა, რომ შპს ,,ა--------------“-ს სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 2011 წლის 13 სექტემბერი, მის დირექტორად რეგისტრირებულია მ---------------–---–ი. ამონაწერით ირკვევა, რომ აღნიშნულ კომპანიასაც არაერთხელ აქვს დადებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, თუმცა ახერხებს და შპს „გ-------------“-სგან საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქციის, - ქერის ალაოს შეძენას ახორციელებს. პალატის შეფასებით, აღნიშნული ოპერაციაც განხორციელდა ფორმალურად. საქმეში არსებული, მოწმის სახით დაკითხული ო---------–--ის, გ-----------–-ას ჩვენებებით და სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ აღნიშნული პროდუქციის რეალიზება რეალურად განახორციელა თ--------------–-–---–მა და არა შპს ,,ა--------------ა“, როგორც ეს დოკუმენტებშია მითითებული. მოწმის სახით დაკითხული ო---------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შპს „ყ------------“-ში, ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე. 2010-2011 წლებში ხსენებულ კომპანიაში მას ეკავა ბუღალტრის თანამდებობა. მოწმის მოვალეობებში შედიოდა ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელობა, ფულადი თანხების კონტროლი, კრედიტორებთან ურთიერთობა, საგადასახადო სამსახურთან ურთიერთობა და საბანკო გადარიცხვების კონტროლი. ქერის ალაო მათთვის წარმოადგენს ძირითად ნედლეულს ლუდისთვის, რომელიც საქართველოში არ იწარმოება. შპს ,,ყ------------“-ს ქერის ალაოთი ამარაგებდა შპს „ბ----“, რა დროსაც მოწმეს თანხების გადახდის დროს ძირითადი ურთიერთობა ჰქონდა შპს „ბ----“-ს წარმომადგენელთან - თ--------------–-–---–თან. ასევე მოლაპარაკების პროცესში შპს ,,ყ------------“-ის დირექციას ურთიერთობა ჰქონდა თ--------------–-–---–თან, რასაც მოწმე არ ესწრებოდა. მოწმემ დაადასტურა, რომ მისთვის წარდგენილ სალარო შემოსავლის ორდერებზე მისი ხელმოწერაა. მოწმის განმარტებით, თ--------------–-–---–ის თანხმობის გარეშე, მოცემული ქერის ალაოს ღირებულებას შპს ,,ბ----“-დან წარმოდგენილ სხვა პირს არ გაატანდა. მოწმე გ-----------–-ას ჩვენებით დგინდება, რომ იგი 1998 წლიდან 2013 წლამდე მუშაობდა კომპანია ,,კ------–------------–--“-ში, სხვადასხვა თანამდებობაზე. 2005 წლიდან 2013 წლამდე მუშაობდა საბაჟო ექსპედიტორად. შპს ,,კ------–-------------–--“ აწარმოებდა ლუდს, რომლის საწარმოებელი ძირითადი ნედლეულია ქერის ალაო. მოწმე იცნობს თ--------------–-–---–ს, რომელიც იყო შპს ,,ბ----“-ს ხელმძღვანელი და საბაჟო ოპერაციებს ახორციელებდა მისი სახელით. შპს „ბ----“-ს საქართველოში შემოჰქონდა ქერის ალაო. მოწმე საბაჟო ოპერაციებს ახორციელებდა შპს „ბ----“-სა და შპს ,,კ------–------------–--“-ში. მოწმის განმარტებით, ანგარიშსწორება შპს „ბ----სა“ და შპს „კ------–-------------–--ს“ შორის ხორციელდებოდა საბანკო გადარიცხვით. მოწმემ დაადასტურა, რომ მას შვიდჯერ 13 000 ლარი (სულ 91 000 ლარი) აქვს გატანილი შპს „კ------–-------------–--ს“ სალაროდან, რაც არის ალაოს ღირებულება. მან ხსენებული თანხა გადაურიცხა თ--------------–-–---–ს. ის გარემოება, რომ გ---–--------------–---–ი უშუალოდ ჩართული იყო დანაშაულის განხორციელების პროცესებში და თ--------------–-–---–თან ერთად მოქმედებდა, დასტურდება პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა-------------------ს ჩვენებით, რომელმაც სხვა გარემოებებთან ერთად აღნიშნა, რომ ალაოს საქართველოში ჩამოტვირთვიდან ერთი წლის შემდეგ - 2012 წლის ივნისის თვეში, შპს ,,ბ----მ“ დაზარალებულ კომპანიას გაუგზავნა საგარანტიო წერილი, რომლის თანახმადაც, შპს ,,ბ----ს“ 2012 წლის 15 ივლისს უნდა მიეღო ვალის თანხა კომპანია ,,გ--“-სგან და როცა ,,გ--“ მათ მისცემდა ფულს, მაშინ გადაუხდიდა შპს ,,ბ----“ ბ--–----------– კომპანიას. საგარანტიო წერილს ხელს აწერდა გ---–--------------–---–ი. მოწმემ გამოთქვა ვარაუდი, რომ ბრალდებულებს წინასწარ ჰქონდათ თაღლითობის განზრახვა.
აღნიშნილის და საქმეში არსებული პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა უდავოდ დადასტურებულად მიიჩნევს, რომ თ--------------–-–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ---–--------------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა თ--------------–-–---–ისა და გ---–--------------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს მსჯავრდებულების მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ზემოხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.
რაც შეეხება მსჯავრდებულ თ--------------–-–---–ის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის ან სხვაგვარად შემსუბუქების და გ---–--------------–---–ის ალტერნატიულ მოთხოვნას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის სხვა ალტერნატიული სასჯელით შეცვლის შესახებ, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. მითითებული საკანონმდებლო რეგულაციიდან ნათლად ჩანს, რომ განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მათი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, არ არის უსამართლო და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებას. კერძო პრევენციის თვალსაზრისით, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თ--------------–-–---–ის და გ---–--------------–---–ის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული მაკვალიფიცირებელ გარემოებებში. მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული - თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული საკმაოდ გავრცელებული დანაშაულია, ქონებრივ ზიანს აყენებს მესაკუთრეს და ხასიათდება მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებით, ვინაიდან ხელყოფს მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის თანახმად, საკუთრების უფლება ადამიანის ერთ–ერთ ძირითად უფლებას წარმოადგენს, რომელიც აღიარებული და ხელშეუვალია. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულების - თ--------------–-–---–ისა და გ---–--------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მათ მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულებმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანონ სათანადო დასკვნები და მოახდინონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
იმავდროულად, სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი იქნა მოცემულ საქმეზე დაზარალებული კომპანა სს „ბ--–----–-----“-დან (O-------------) მომართვა, რომლის მიხედვით, დავალიანების გამო, დაზარალებული უარს აცხადებს მსჯავრდებულების - თ--------------–-–---–ისა და გ---–--------------–---–ის მიმართ გამოყენებული იქნას 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი ,,ამნისტიის შესახებ“. (მხედველობაშია აღნიშნული კანონის მე-11 მუხლი, რომლის მიხედვით, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუკი ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია).
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების - თ--------------–-–---–ისა და გ---–--------------–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულების - თ--------------–-–---–ისა და გ---–--------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ--------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
მსჯავრდებულ გ---–--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულების - თ--------------–-–---–ისა და გ---–--------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
თ--------------–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის ,,ამნისტიის შესახებ“ მე-16 მუხლის საფუძველზე, თ--------------–-–---–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ, თ--------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით;
თ--------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 31 იანვრიდან;
გ---–--------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის ,,ამნისტიის შესახებ“ მე-16 მუხლის საფუძველზე, გ---–--------------–---–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ, გ---–--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
გ---–--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 31 იანვრიდან;
ცნობად იქნას მიღებული, რომ თ--------------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის N1------ განჩინებით, თ--------------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, გ----–-----------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: თ---–-----------–---------------, არასასოფლო-სამეურნეო ფუნქციის მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი - 0----------------------, 2 000 (ორი ათასი) ლარის პროპორციულ წილზე) დადებული ყადაღა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ცნობად იქნას მიღებული, რომ გ---–--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის N1------ განჩინებით, გ---–--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, გ----–-----------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: თ---–-----------–---------------, არასასოფლო-სამეურნეო ფუნქციის მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი - 0----------------------, 2 000 (ორი ათასი) ლარის პროპორციულ წილზე) დადებული ყადაღა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: გ. კახეთელიძე