განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2018
საქმის ნომერი
330100117001932131
ინსტანცია
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001932131

საქმე №1ბ/37-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

3 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

ვახტანგ ლობჟანიძის, მარიამ ნანეიშვილის, ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ლ-----------–---ის

მსჯავრდებულის: ი-----–----------–---–ის

ადვოკატის: გ--------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ი-----–----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ი-----–----------–---–ის, დაბადებულის 1974 წლის 11 მაისს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #0----------), დასაოჯახებელის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ-------–--–---–----------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-----–----------–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 28 მარტს, დაახლოებით 23:45 საათზე, ი-----–----------–---–მა უკანონოდ შეაღწია ქ-------–--–------–-------------------ში მდებარე რ-------------------------სა და ბრეთ ლეი დეილის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა სახლში არსებულ მოძრავ ნივთებს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენით:

 

ი-----–----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ი-----–----------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - პატიმრობა, გაუქმდა.

 

მსჯავრდებულ ი-----–----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 3 მაისიდან.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი-----–----------–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ მოითხოვა ი-----–----------–---–ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაფუძნებულია მოსაზრებაზე, რომ საქმეში არ მოიპოვება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით წარდგენილ ბრალდებაში ი-----–----------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი ი-----–----------–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა ი-----–----------–---–ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი-----–----------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეში არსებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულების და მოწმეების – ბ-------–--------–ის, რ-------------------------ს, დ-----------–--ის, თ-------------–---–ის, შ-----------------–---–ის, დ-----------–--ის, ე-–----------–--------ის, კ--------------------–---–ის, გ-------------–-–---–ის, ქ----------–----ის, ნ----–---------ის, ხ---------------ის ჩვენებების, ექსპერტ ნ--------–----ის ჩვენების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (თანდართული ფოტოცხრილით), ნივთის (მობილური ტელეფონის) ამოცნობის ოქმის, ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნის და სხვა მტკიცებულებების - შეფასების და გააანალიზების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი-----–----------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ი-----–----------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ი-----–----------–---–ის მიერ ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სასამართლო სხდომაზე სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის პოზიციას, რომ ი-----–----------–---–ს დანაშაული არ ჩაუდენია და საქმეში არ არსებობს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა კ--------------------–---–მა განაცხადა, რომ თარჯიმნად მუშაობს ქ-------–--–------–------------------ში მდებარე ,,კავკასიის განვითარების ცენტრში“, რომელიც არის სამ სართულიანი შენობა. ამ შენობაში რობერტ ენდიურ მაკკეი ცხოვრობს მეორე სართულზე, ხოლო ბ-------–--------–ი ოჯახთან ერთად ცხოვრობს მესამე სართულზე. 2017 წლის 28 მარტს, საღამოს საათებში, მას (კ--------------------–---–ს) დაუკავშირდა მეზობელი, რომელმაც განუცხადა, რომ ნუცუბიძის ქუჩა 137-ში მდებარე შენობის ეზოში იმყოფებოდა უცნობი პიროვნება, რომელიც ყვიროდა და ითხოვდა დახმარებას. იგი (მოწმე) მეგობარ გ-------------–-–---–თან ერთად მივიდა კავკასიის განვითარების ცენტრის შენობაში. აქ დახვდათ სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რამდენიმე ხანში კი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. მან (კ--------------------–---–მა) გააღო ეზოს კარი, რის შემდეგაც ყველანი შევიდნენ ეზოში, სადაც ნახეს, რომ სახლის პირველი სართულის მინა და მესამე სართულზე ფანჯრის მინები იყო ჩამტვრეული, ხოლო მეორე სართულზე განთავსებულ ტერასაზე ძირს იწვა გასისხლიანებული უცნობი პიროვნება, რომელსაც ექიმების განმარტებით, თავი ჰქონდა გატეხილი და საჭიროებდა სამედიცინო ცენტრში გადაყვანას. უცნობი პიროვნების გვერდით იდო რკინის საგანი, ე.წ. ,,გელა’’. აქვე, შემთხვევის ადგილზე, ასევე მოვიდნენ ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა გ-------------–-–---–მა.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს მე-3 განყოფილების ინსპექტორებმა შ-----------------–---–მა და დ-----------–--ემ აჩვენეს, რომ 2017 წლის 28 მარტს, თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და იმყოფებოდნენ შემოვლაზე, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება სიმაღლიდან ვარდნის თაობაზე. შემთხვევის ადგილზე მისულებმა ნახეს, რომ სახლის პირველ სართულზე ფანჯრის შუშა გატეხილი იყო, ხოლო ოთახში ეგდო ქვა. ასევე ნახეს თავგატეხილი და ფეხმოტეხილი მამაკაცი, რომელიც იწვა იატაკზე და მოსდიოდა სისხლი. უცნობი მამაკაცის გვერდით ეგდო რკინის საგანი, ე.წ. ,,ლომი’’. საპატრულო პოლიციის თანამშრომლისგან შეიტყვეს, რომ უცნობი მამაკაცი ი-----–----------–---–ი იყო, რომელიც იძახდა, პოლიცია არ გამოეძახათ. ასევე ი-----–----------–---–ი აცხადებდა, რომ ბინის მეპატრონეებთან ერთად სვამდა და შემდეგ გადმოაგდეს მე-3 სართულიდან. თათრიშვილი სასწრაფო დახმარებამ გადაიყვანა საავადმყოფოში.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორებმა დ-----------–--ემ და თ-------------–---–მა აჩვენეს, რომ 2017 წლის 28 მარტს თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება, რომ ნუცუბიძის ქუჩა 137-ში, სასწრაფო დახმარების ჯგუფს ესაჭიროებოდა პოლიციის დახმარება. შემთხვევის ადგილზე მისულებს სახლის ეზოში დახვდათ წაქცეული და დასისხლიანებული ი-----–----------–---–ი, ხოლო სახლის პირველი სართულის და მესამე სართულის ფანჯრის მინა იყო ჩამტვრეული. ი-----–----------–---–ის გვერდით ეგდო გრძელი მეტალის საგანი. ი-----–----------–---–ი აცხადებდა, რომ ის ცემეს და დააგდეს, ამიტომ ესაჭიროებოდა სასწრაფო დახმარება, ხოლო არ სურდა პოლიციის გამოძახება.

 

სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა, ქ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა ნ----–---------ემ და ხ---------------ემ განაცხადეს, რომ 2017 წლის 28 მარტს იმყოფებოდნენ სამსახურში და ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც 112-სგან მიიღეს შეტყობინება, რომ ნუცუბიძის ქუჩის 137-ში უცნობი პიროვნება შველას ითხოვდა. შეტყობინების ინიციატორი იყო მეზობელი. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს დახვდათ მეზობელი, რომელმაც განაცხადა, რომ დაუკავშირდა შენობაში მომუშავე თანამშრომელს, რომელიც გააღებდა ეზოს კარს. დაახლოებით ათ წუთში მოხერხდა ეზოს კარის გაღება, რის შემდეგ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსა და სახლის მფლობელთან ერთად შევიდნენ შენობაში. ნახეს, რომ ფანჯრის მინები იყო ჩამტვრეული, ხოლო ძირს ეგდო მამაკაცი, რომელსაც თავზე ჰქონდა ჭრილობა და მოსდიოდა სისხლი, ასევე ფეხი ჰქონდა მოტეხილი. მათ (მოწმეებმა) მამაკაცს აღმოუჩინეს პირველადი დახმარება, შემდეგ კი საკაცით გადაიყვანეს სამედიცინო ცენტრში.

 

სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა, ,,ელიზაბეტ ბლექველის“ სახელობის სამედიცინო კლინიკის უმცროსმა ექიმმა ქ----------–----ემ აჩვენა, რომ 2017 წლის 28 მარტს, მისი მორიგეობის დროს, საღამოს საათებში, კლინიკაში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოიყვანა პაციენტი ი-----–----------–---–ი, რომელსაც ჰქონდა მრავლობითი დაზიანებები და მოტეხილობა. ეს უკანასკნელი მოათავსეს კლინიკაში და ჩაუტარდა მკურნალობა. ი-----–----------–---–ს ეცვა ქურთუკი, ჯინსის შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი. მან (მოწმემ) ი-----–----------–---–ს გახადა ტანსაცმელი, რომელიც მოათავსა პოლიეთილენის პარკში და პარკს გაუკეთა წარწერა. შემდგომ გადასცა გამომძიებელს ი-----–----------–---–ის ტანსაცმელი და ნივთები, რომლებიც აღწერა გამომძიებელმა, კერძოდ ქურთუკი, მაისურები, შარვალი, საფულე, მობილური ტელეფონი და ხურდები.

 

სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა, დაზარალებულმა ბ-------–--------–მა განაცხადა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ-------–--–------–------------------ში, სადაც ასევე განთავსებულია კავკასიის განვითარების ოფისი. იგი (დაზარალებული) ცხოვრობს სახლის მესამე სართულზე, ხოლო მეორე სართულზე ცხოვრობდა რობერტ მაკკეი. 2017 წლის 29 მარტს იგი (ბ-------–--------–ი) ოჯახთან ერთად იმყოფებოდა ესპანეთში, სადაც დაურეკა რობერტ მაკკეიმ და უთხრა, რომ ვიღაც შეიჭრა მის საცხოვრებელ ბინაში. სახლი ჩაბარებული ჰქონდა კოტე ძებისაშვილს, რომელსაც ჰქონდა სახლის გასაღები, ასევე განაგებდა სამეურნეო საკითხებს. იგი (დაზარალებული) ესპანეთიდან დაბრუნდა აპრილის პირველ ნახევარში. ნახა, რომ სახლის ფანჯრები იყო ჩამტვრეული. სახლში მოიძია ნივთები და აღმოჩნდა, რომ დაკარგული იყო თეთრი ფერის, ,,სამსუნგის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელშიც მოთავსებული იყო აზერბაიჯანის სიმ ბარათი. მან (დაზარალებულმა) პოლიციის განყოფილებაში ამოიცნო თავისი მობილური ტელეფონი, რომელიც პოლიციელის გადმოცემით, აღმოაჩნდა მის სახლში შეჭრილ პირს.

 

ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ბრეთ დეილმა წარმოდგენილი ,,სამსუნგის’’ ფირმის სამი მობილური ტელეფონიდან ამოიცნო №1 ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელფონი, რომელიც არის მისი საკუთრება და რომელშიც მოთავსებულია აზერბაიჯანული სიმ ბარათი. ბრეთ დეილმა მობილური ტელეფონი ამოიცნო ფერით, ფორმით, ფირმით და ტელეფონზე არსებული ვერცხლისფერი კანტით. აღნიშნულ ტელეფონში მოთავსებულია სიმ ბარათი დასახელებით ,,Azercell”.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოქვეყნებული, დაზარალებულ რ-------------------------ს ჩვენებით, მუშაობს ქ-------–--–------–------------------ში მდებარე ,,კავკასიის განვითარების ცენტრში’’, სადაც ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას. ორგანიზაცია განთავსებულია სამ სართულიანი კერძო ტიპის საცხოვრებელ სახლში, რომლის მე-2 სართულზე არის ორგანიზაციის ოფისი და მისი საცხოვრებელიც. ასევე შენობის პირველ სართულზე არის საცხოვრებელი ფართი, ხოლო შენობის მე-3 სართულზე ცხოვრობს ბრეთ დეილი ოჯახთან ერთად. იგი (რ-------------------------) 2017 წლის 23 მარტიდან 30 მარტამდე იმყოფებოდა ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტით. ორგანიზაციის თარჯიმანმა კ--------------------–---–მა შეატყობინა, რომ საცხოვრებელი სახლის პირველი და მესამე სართულის ფანჯრები იყო დაზიანებული, კერძოდ, 2017 წლის 28 მარტს, საღამოს საათებში, უცნობი პიროვნება შევიდა პირველ სართულზე, შემდეგ - მესამე სართულზე, რა დროსაც ჩამოვარდა მესამე სართულიდან და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. მას (რ-------------------------ს) შენობის საცხოვრებელი ფართი და ოფისი ჩაკეტილი ჰქონდა. ორგანიზაცია შემოღობილია გალავნით და ეზოში თანამშრომლების გარდა არავინ შედის ნებართვის გარეშე. ფანჯრების მინის ჩამტვრევის შედეგად, მათ (რობერტ მაკკეის და ბ-------–--------–ს) მიადგათ 60 (სამოცი) ლარამდე მატერიალური ზიანი.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ-------–--–------–-------------------ში, ,,კავკასიის განვითარების ცენტრის“ შენობაში. შენობა არის სამ სართულიანი ნაგებობა. სახლის პირველ სართულზე არის საძინებელი ოთახი, რომლის ფანჯარა არის ჩამტვრეული და იატაკზე ყრია აღნიშნული ფანჯრის მინის ნამსხვრევები. ამავე საძინებელ ოთახში მდებარე მაგიდის ქვეშ გდია საშუალო ზომის ქვა. მესამე სართულზე ორ ფრთიანი მეტალოპლასმასის ფანჯრის მარცხენა მხარის ფრთა არის ღია მდგომარეობაში, მარჯვენა ფრთის ქვედა მარჯვენა კუთხეში პატარა ზომის ჩარჩოში არის ორმაგი მინა ჩამტვრეული და შუშის ნამსხვრევები ყრია იატაკის ზედაპირზე. ფანჯარას წინა მხარეს აქვს რკინის დარაბები, რომელიც არის მარცხენა მხარეს ღია მდგომარეობაში. მესამე სართულის მეორე ფანჯრის გასწვრივ, დაბლა მეორე სართულის დონეზე, ბეტონის ზედაპირზე, არის მინის ნამსხვრევები და ასევე ბეტონის იატაკის ზედაპირზე არის მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. აღნიშნული ლაქების გვერდით არის სტაფილოსფერ პოლიეთილენის პარკში გახვეული ლითონის საგანი. მესამე სართულის შესასვლელი კარის მახლობლად არის წითელი ფერის ჩანთა, რომელზედაც ზედ არის საშუალო ზომის მობრტყელო ფორმის ქვა. სახლის პირველი სართულის საძინებელი ოთახის ფანჯარასთან, დაზიანებული ფანჯრის პირდაპირ, მოყავისფრო ფერის ფარდაზე აღინიშნება ორი მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, ასევე, ამავე საძინებელ ოთახში არსებული საძინებელი ტახტის ზედაპირზე არსებულ საბანზე აღინიშნება ორი მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა. შემთხვევის ადგილი დათვალიერებული იქნა ექსპერტ კრიმინალისტების მიერ, დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა სისხლის მაგვარი ლაქები, რკინის საგანი, ორი ცალი ქვა, შუშის ნამტვრევები ხელის კვალის ნიმუშები და სუნის კვალის ნიმუში.

 

ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, პაკეტში, წარწერით: ,,მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი დოლბანდზე 1 (ერთ) ც. ნიმუშად“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტზე (ობ. N1), პაკეტში, წარწერით: ,,...2 (ორი) ც. ამონაჭერი მოწითალო ლაქებით სახლის პირველ სართულზე საძინებელში საწოლზე განთავსებული საბნის შემოსაკრავიდან...“ მოთავსებულ ზოლებიანი ქსოვილის ორ ცალ ფრაგმენტზე (ობ. N2,3) და პაკეტში, წარწერით: ,,....ფარდის ამონაჭრები მოწითალო ლაქებით სახლის პირველ სართულზე საძინებელში არსებული ფარდიდან, 2 (ორი) ც. ამონაჭერი...“ მოთავსებულ მოყავისფრო, ველვეტისმაგვარი ქსოვილის ორ ცალ ფრაგმენტზე (ობ. N4,5) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ი-----–----------–---–ს (ობ. N13; პაკეტი, წარწერით: ,,...ნერწყვის ნიმუში... აღებული ბრალდებულ ირაკლი გაბრიელის ძე თათრიშვილის პირის ღრუდან“). პაკეტში, წარწერით: ,,...1 (ერთი) ც. ქვა ამოღებული სახლის მე-3 სართულზე შესასვლელი კარის მიმდებარედ აივანზე განთავსებული ჩანთიდან...“ მოთავსებულ ქვაზე არსებული მოყავისფრო-მონარინჯისფრო ლაქები (ობ. N8), სისხლი არ აღმოჩნდა. ამავე ქვაზე არსებული ბიომასალის (ობ. N9) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი-----–----------–---–ს (ობ. N13); პაკეტში, წარწერით: „...1 (ერთი) ც. ლითონის საგანი პოლიეთილენის პარკში გადახვეული ამოღებული სახლის ეზოში ქვაფენილიდან...“ მოთავსებულ მეტალის საგანზე არსებული ბიომასალის (ობ. N12) შერეულ გენეტიკურ პროფილში, ი-----–----------–---–ის (ობ. N13) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ექსპერტმა ნ--------–----ემ სასამართლოში დაადასტურა აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი, მიმდინარეობა და შედეგები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ი-----–----------–---–ის სააპელაციო საჩივარში და ბრალდებულის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას ჩვენებაში გადმოცემულ გარემოებებს, რომ შემთხვევის ღამეს, ნუცუბიძის ქუჩაზე მას თავს დაესხა ოთხი უცნობი მამაკაცი, რომლებიც გაუსწორდნენ ფიზიკურად, წაართვეს ხუთასი ლარის ოდენობით ფულადი თანხა, ოქროს ნივთები, თუმცა როგორღაც მოახერხა გაქცევა და დამალვის მიზნით გადაძვრა უცხო ღობეზე, თუმცა მძარცველები იქაც გადაყვნენ და მიაყენეს სხეულის დაზიანებები. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ არსებობს და მოგონილია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის მიზნით. ამასთან, პალატა მიუთითებს საქმეში არსებულ შეტყობინებაზე (რეგისტრაციის №7-----), რომლის თანახმად, ინციდენტის თარიღია - 28/03/2017 23:46:56, ინციდენტის ტიპი - სიმაღლიდან ვარდნა/ჩავარდნა, ქუჩა - ნ--–------------------, დაზარალებული - თ------–---–--------–-. 03/28/2017 23:52:38 ბრიგადა რომ მივიდა, პაციენტი ჩამოვარდნილი იყო მეორე სართულიდან, გადაყვანილია ელიზაბეტ ბლექველის კლინიკაში. იგივე ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, 3-4 მეტრის სიმაღლიდან ვარდნა - მითითებულია ასევე ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალიდან მიღებული და საქმეში არსებულ სამედიცინო დოკუმენტაციაში პაციენტ ი-----–----------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. აქვე პალატა ყურადღებას ამახვილებს მოწმის სახით დაკითხული, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ჯანმრთელობადაზიანებულ ი-----–----------–---–ს არ სურდა შემთხვევის ადგილზე პოლიციის გამოძახება.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ქურდობის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვასა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობას გულისხმობს. მართლწინააღმდეგობა გულისხმობს, რომ პირი არ არის ნივთის მესაკუთრე ან მისი კანონიერი მფლობელი და ამიტომ მის მიერ ქონების დაუფლება უკანონოა. ქურდობის დროს დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი ფარულად ეუფლება სხვის კუთვნილ ქონებას, რომელზეც არავითარი უფლება არ გააჩნია, ამასთან, მის მიერ ჩადენილი ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომ ზემოხსენებულ, ქ-------–--–------–-------------------ში მდებარე რ-------------------------სა და ბრეთ ლეი დეილის საცხოვრებელ სახლში, ი-----–----------–---–ს ყოფნის რაიმე სახის უფლება გააჩნდა. როგორც ზემოთ აღინიშნა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ამ უკანასკნელს არ წარმოუდგენია და საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მან აღნიშნულ მისამართზე თავი შეაფარა (გადაძვრა ღობეზე), ვინაიდან თავს დაესხნენ და გამოედევნენ მძარცველები, როგორც ეს განაცხადა ი-----–----------–---–მა სააპელაციო სასამართლოში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქურდობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, ქურდობის ან ქურდობის მცდელობის ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება ან დაუფლების მცდელობაა და გულისხმობს პირის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე სხვა პირებთან უშუალო კონტაქტსა და შეხებას. ქურდობის (მცდელობის) ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი. მისი ჩადენა, როგორც წესი, შეუმჩნეველი რჩება სხვა პირებისათვის. ხშირ შემთხევაში ქურდობა (მცდელობა) ხორციელდება მესაკუთრისა და სხვა ადამიანთა დაუსწრებლად. დანაშაულის სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე, ძირითად შემთხევაში იშვიათად ხდება, რომ მოცემულ დანაშაულებრივ ქმედებას ჰყავდეს თვითმხილველი მოწმე. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ზემოხსენებული მტკიცებულებების შეფასებით სააპელაციო პალატას დადგენილად და დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-----–----------–---–ს განზრახული ჰქონდა ქ-------–--–------–-------------------ში მდებარე რ-------------------------სა და ბ-------–--------–ის საცხოვრებელ სახლში შეღწევით ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა ამ უკანასკნელთა ქონებას, რა დროსაც ქვით ჩაამტვრია დაზარალებულთა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ფანჯრის მინები, შეაღწია ბინაში და დაეუფლა ბ-------–--------–ის კუთვნილ, ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელფონს, თუმცა სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მიღებული სხეულის მრავლობითი დაზიანების გამო ვეღარ შეძლო შემთხვევის ადგილის დატოვება და თვითონვე ითხოვა დახმარება, იმავდროულად, ითხოვა, შემთხვევის ადგილზე არ გამოეძახათ პოლიცია. ამდენად, ი-----–----------–---–ის ქმედებაში სახეზეა ქურდობის ჩადენის მცდელობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ი-----–----------–---–ისთვის დანიშნულ სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებას. კერძო პრევენციის თვალსაზრისით, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ი-----–----------–---–ს ჩადენილი აქვს დამამძიმებელ გარემოებაში ქურდობის მცდელობა. ზოგადად, ქურდობა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული საკმაოდ გავრცელებული დანაშაულია, ქონებრივ ზიანს აყენებს მესაკუთრეს და ხასიათდება მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებით, ვინაიდან ხელყოფს მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის თანახმად, საკუთრების უფლება ადამიანის ერთ–ერთ ძირითად უფლებას წარმოადგენს, რომელიც აღიარებული და ხელშეუვალია. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ი-----–----------–---–ისთვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენი ი-----–----------–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რასაც პალატა ეთანხმება. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი-----–----------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ი-----–----------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ი-----–----------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ი-----–----------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

ი-----–----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 3 მაისიდან;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ი-----–----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

ი-----–----------–---–ის ტანსაცმელი ორ ფუთად, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-3 განყოფილებაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-3 განყოფილებაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები, რკინის საგანი, ორი ცალი ქვა და შუშის ნამტვრევები, ასევე ბრალდებულ ი-----–----------–---–ისგან ამოღებული ბიოლოგიური ნერწყვის ნიმუში, რომელიც გადაგზავნილია ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, განადგურდეს;

შემთხვევის ადგილიდან აღებული ხელის კვლის ნიმუშები, რომლებიც გადაგზავნილია საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, განადგურდეს;

შემთხვევის ადგილიდან აღებული ერთი სუნის კვალის ნიმუში, რომელიც ინახება პოლიციის განყოფილებაში, განადგურდეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე