განაჩენი

სისხლის სამართლის 09.10.2018
საქმის ნომერი
120100117002159292
ინსტანცია
თარიღი
09.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 120100117002159292

საქმე № 1--------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ნინო სანდოძე

 

სხდომის მდივნები - ლელა ბახტაძე, ეკატერინე უკლება და სოფიკო კაპანაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები: ო------------------------------–---–---–----------------–---–---–-.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: პ---------–-----ე, დაბადების თარიღი: 1----–-–----------------–--------------–----------–-------------------------------------------–----------–-----------–-------------------------------–------------------------–-----------------------------------–---–-----------

 

ადვოკატი: ი----------------ე.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სსკ–ის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-7 ნაწილი.

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, 3 (სამი) წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა, ზეპირი მოსმენით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ პ---------–-----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი----------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით. კერძოდ, მსჯავრდებულ პ---------–-----ისთვის სასჯელის სახედ და ზომად 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელიდან 1/3-ის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა შესაგებელი, რითაც ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო---------------მ მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ მოტივით რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პ---------–-----ეს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძვლები.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა პ---------–-----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი----------------ემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და დამატებით აღნიშნეს, რომ აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თავად მსჯავრდებულმაც მიიღო სხეულის დაზიანება, დაზარალებულებმა გამოკითხვის დროს განმარტეს, რომ მათ მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურორმა ო---------------მ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს.

 

სასამართლომ დაადგინა:

პ---------–-----ემ ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანპორტო საშუალებას მართვას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ორი ადამანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

პ---------–-----ე 2017 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 13:30 საათზე, ქ. ბორჯომში გოგირდის აბანოებიდან პლატოს მიმართულებით მოძრაობდა იამაჰა-რინოს მარკის კვადროციკლით. კვადროციკლში, მასთან ერთად, წინ მარჯვენა სავარძელზე მძღოლის გვერდით იჯდა ა-–--------------–--–, უკანა სავარძელში ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ისხდნენ მარცხენა მხარეს ე---–-------------–- და მარჯვენა მხარეს ალ------------------. პ---------–-----ემ ვერ უზრუნველყო კვადროციკლის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, აღმართზე უკან დაუგორდა კვადროციკლი, გადავიდა სავალი ნაწილიდან მარცხენა მხარეს და გადავარდა ფერდობზე. გადავარდნის შედეგად, მგზავრი ო---------–--------ი ადგილზევე გარდაიცვალა, ტ--–--–---–--------ი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ე---–-------------–-მ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, თავად პ---------–-----ემ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები პ---------–-----ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ პ---------–-----ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: პ---------–-----ის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების: ე-–-------–-----–-–---–-----------–------–----------–---–-------–----------------------–--------------------–---------------------------------------------------------------------------–---–-----–--–--------–---–-----------------–-------------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ჯ---------–---ს ჩვენებით, 2017 წლის 13 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2----–-–----------------------------- ავტოტექნიკური და სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20---–-–------------------------–-------------------------------, 2----–-–----------------------------------------–-–------------------------------ დასკვნებით, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №--------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ პ---------–-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ პ---------–-----ემ ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანპორტო საშუალებას მართვას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ორი ადამანის სიცოცხლის მოსპობა.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

პ---------–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას - კერძოდ, მტკიცებულებები გახადა უდავოდ.

პ---------–-----ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა ნაწილობრივ იზიარებს აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი პ---------–-----ეს სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს დანაშაულის სიმძიმის და მსჯავრდებულის პიროვნების რელევანტური, თანაზომიერი და პროპორციული.

 

პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, წარსულ ცხოვრებას და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ პ---------–-----ეს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, მასვე 3 (სამი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მის მიმართ სასჯელის სახის განსაზღვრისას პალატა ითვალისწინებს პ---------–-----ის მიერ მოვალეობათა დარღვევით გამოწვეულ მძიმე შედეგს (ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) და თვლის, რომ ზემოთმითითებული სასჯელის სახე და ზომა ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის.

 

პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მსჯავრდებულ პ---------–-----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად სასჯელის დანიშვნის წინაპირობები, რისი გათვალისწინებითაც გაზიარებული არ უნდა იქნეს აპელანტების მოთხოვნა ამ ნაწილში.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

სატრანსპორტო საშუალება ,,YAMAHA“ ორი სავარძლით, რომელიც ინახება ქ-----––---–--–------------- სპეცავტოსადგომზე, სატრანსპორტო საშუალება ,,YAMAHA“-ს სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც ინახება შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, ასევე პ---------–-----ის, ო--------–---------ს, ტ--–--–---–--------ის და ე---–-------------–-ს ტანსაცმელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

 

მიკრონაწილაკები - განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის ფოტოცხრილი 1 ცალი DVD დისკით - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ პ---------–-----ის ადვოკატ ი----------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის განაჩენში პ---------–-----ის მიმართ შევიდეს ცვლილება.

 

პ---------–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, მასვე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

პ---------–-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 14 აგვისტოდან.

 

საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

სატრანსპორტო საშუალება ,,YAMAHA“ ორი სავარძლით, რომელიც ინახება ქ-----––---–--–------------- სპეცავტოსადგომზე, სატრანსპორტო საშუალება ,,YAMAHA“-ს სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც ინახება შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, ასევე პ---------–-----ის, ო--------–---------ს, ტ--–--–---–--------ის და ე---–-------------–-ს ტანსაცმელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

 

მიკრონაწილაკები - განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის ფოტოცხრილი 1 ცალი DVD დისკით - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე