განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 12010011----------
საქმე №1ბ/816-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძემ
მოსამართლეები: ნინო სანდოძის
ნათია ბარბაქაძის
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: კ---------–---–---–ის
მსჯავრდებულ: ვ----------------ის
ადვოკატის: გ--–--------–--–---–ის და ნ-----–-----------ას
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ ვ----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ-----–-----------ას და ა---––---- რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1----------) ვ----------------ის მიმართ. ვ----------------------------- დაბადებულია 1----–-–-------------ოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, არასრული უმაღლესი განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----––---, მ------------------------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ვ----------------ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2----–-–---------------ს, საღამოს საათებში ქ------––---–-------------–---ს ტერიტორიაზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ვ----------------ემ სრულიად უმიზეზოდ მ--–-------------ს მოკვლის განზრახვით დაარტყა დანა მუცლის არეში, რითიც მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.
2----–-–---------------ს, საღამოს საათებში ქ------––---–-------------–---ს ტერიტორიაზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ვ----------------ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ა-–---------------------ს მარცხენა წინამხრის არეში დანის დარტყმით მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა კუნთების დაზიანებით, რითიც ა-–---------------------ს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
ა---––---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენით:
ვ----------------ე საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
ვ----------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 6 თვის ვადით;
ვ----------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ვ----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით;
ვ----------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 27 აგვისტოდან;
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ვ----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ნ-----–-----------ამ და ა---––---- რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---------–---–---–მა.
ა---––---- რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---------–---–---–მა სააპელაციო საჩივარით მოითხოვა ა---––---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ვ----------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილისა და სასჯელის სახედ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რადგან მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი იყო ერთმანეთთან შეთანხმებული, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდებოდა ვ----------------ის ბრალეულობა მ--–-------------ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, რაც არ იქნა გაზიარებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. შესაბამისად, ბრალდების მხარის არგუმენტაციით გასაჩივრებული განაჩენი აშკარად უაკანონო და დაუსაბუთებელია, რის გამოც განზრახ მკვლელობის მცდელობის ეპიზოდში ვ----------------ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და იგი საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულთან ერთად დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაშიც.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ვ----------------ის მიმართ ა---––---- რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 14 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის ნაწილობრივ შეცვლა, რადგან დაცვის არგუმენტაციით ვ----------------ემ მ--–-------------ს და ა-–---------------------ს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით. შესაბამისად, მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით და სასჯელის განსაზღვრის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნას ის გარემოება, რომ ვ----------------ე 2----–-–---------------ს მდგომარეობით არ იყო 21 წლის ასაკს მიღწეული. შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად.
პალატა ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრებში მითითებულ არგუმენტებს ვერ გაზიარებს, რადგან:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ--–-------------მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობდა ქ-----––---ში, რესტორან ,,რ-----–ი’’ ბ------ად. 2----–-–---------------ს იყო მუშაობის პროცესში, რა დროსაც მასთან მივიდა მისი თანამშრომელი ა-–--------------------- და უთხრა, რომ რესტორნის საპირფარეშოში ორი ახალგაზრდა სექსით იყო დაკავებული და თანამშრომლებს აღნიშნული ფაქტი არ ესიამოვნათ. მ--–-------------მა კი ურჩია, რომ ეს მისი საქმე არ იყო და თავი დაენებებინა. მიმტანმა ა-–---------------------მ დაახურინა ანგარიში საპირფარეშოდან ამოსულ ვ----------------ეს, რომელიც გარეთ გავიდა. მას უკან გაჰყვნენ ა-–--------------------- და მეორე მიმტანი ს-------–-–---–ი. მ--–-------------მა იფიქრა, რაიმე კონფლიქტს არ ჰქონოდა ადგილი და მას შემდეგ, რაც შეასრულა შეკვეთა, თავადაც გავიდა გარეთ. რესტორნიდან გარეთ გასულს დახვდა შემდეგი სურათი: ა-–---------------------სა და ვ----------------ეს შორის იყო დაძაბული საუბარი, მისვლის პროცესში დაინახა დანის ქნევა, გაიგონა ყვირილის ხმა და დაინახა ა-–--------------------ის დაჭრილი ხელი. ა-–---------------------მ ჩაუარა გვერდით და გაიქცა, ხოლო ადგილზე დარჩნენ თავად, ს-------–-–---–ი და ვ----------------ე. იგი მიუახლოვდა ვ----------------ეს ეუბნებოდა, რომ დანა დაეგდო და დაწყნარებულიყო. თუმცა ახლოს მისვლისთანავე ვ----------------ემ დაარტყა მას დანა. მან იგრძნო ტკივილი და დაიჩოქა, ვ----------------ემ გვერდი აუარა და გაიქცა. რაიმე ყვირილს, აგრესიას ვ----------------ის ან მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ხმა არ ამოუღია. გაქცევისას ვ----------------ეს სისხლიანი დანა ხელში ეჭირა. კარგად ახსოვს, რომ ეს იყო რესტორნის დანა, დანა არ გატეხილა, არამედ დაიღუნა და მას ხელით ასწორებდა, თუმცა არ ფიქრობს, რომ დანას ხელმეორედ დარტყმის მიზნით ასწორებდა. მოკვლის საბაბი არ მიუცია. ვ----------------ე რომ მისულიყო და კიდევ დაერტყა დანა, წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, რადგან დაჭრილი იყო. მისი მოკვლის განზრახვა არ უნდა ჰქონოდა, არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია მასთან. მას შემდეგ, რაც ვ----------------ემ ა-–---------------------ს მიაყენა ჭრილობა, რომ გაქცეულიყო, მისთვის უნდა აევლო გვერდი, სხვა მხარეს გასაქცევი არ იყო. ვ----------------ემ, მას შემდეგ რაც მასაც დაარტყა დანა, შეძლო შემთხვევის ადგილიდან გაქცევა. დაჭრილი შეიყვანეს მ---------ს კაბინეტში, საიდანაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში და გაუკეთდა ოპერაცია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ა-–---------------------მ დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობდა ქ------––---–-, რესტორან ,,რ-----–ი’’ მიმტანად. 2----–-–---------------ს, დაახლოებით 18:00 საათზე რესტორანში შევიდა გოგო და ბიჭი. 30 წუთის შემდეგ ისინი ჩავიდნენ საპიფარეშოში. მოგვიანებით თავადაც ჩავიდა საპირფარეშოში და შეესწრო ფაქტს, რომ საპირფარეშოში ისინი სექსით იყვნენ დაკავებული. ცოტა ხანში ვ----------------ე დაბრუნდა მაგიდასთან. მან მიუტანა ჩეკი, სთხოვა, გადაეხადა თანხა და წასულიყო, ვინაიდან მისი საქციელი არ მოეწონა. უთხრა, გარეთ გასულიყვნენ. გარეთ გასვლის შემდეგ ვ----------------ეს უთხრა, რომ ასე მოქცევა არ შეიძლებოდა. ვ----------------ემ მიაყენა სიტყვიერი შურაცხყოფა - შეაგინა, საპასუხოდ ხელი შემოარტყა. ვ----------------ემ ხელი მოუქნია სახის არეში, ხოლო ა-–---------------------მ ინსტიქტურად აიფარა ხელი. რამოდენიმე წამის შემდეგ დაინახა, რომ ხელზე სისხლი მოსდიოდა. დანას იქნევდა თუ მუშტს, არ შეუხედავს. სისხლის დანახვით ძალიან აღელდა და მაშინვე ჩქარი ნაბიჯით წავიდა რესტორნისკენ. მ--–-------------ის მოკვლის ხელის შემშლელი გარემოება იქ არ იყო, ვინაიდან მან მ--–-------------ი დატოვა ვ----------------ის პირისპირ. იქ თუ იყო მათ გარდა კიდევ ვინმე, ვერ იხსენებს. ბოლოს მ---------ს ოთახში ნახა მ--–-------------ი, რომელსაც მუცლის არედან სისხლი სდიოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ს-------–-–---–მა დაკითხვისას განმარტა, რომ 2----–-–---------------ს იმყოფებოდა ქ-----––---ში, რესტორან ,--------–---- სადაც ის მუშაობს. თანამშრომლებმა უთხრეს, რომ რესტორნის მამაკაცების საპირფარეშოში მათთვის უცნობი გოგო და ბიჭი სექსით იყვნენ დაკავებული. ცოტა ხანში დაინახა, რომ საპირფარეშოდან ამოსასვლელ კიბეზე ამოვიდა მისთვის უცნობი ახალგაზრდა ბიჭი, როგორც შემდეგ გაირკვა ვ----------------ე. იგი გავიდა რესტორნიდან გარეთ, გაჰყვა ა-–---------------------, მოგვიანებით მათთან მივიდა ბ------ი მ--–-------------ი. მოხდა შელაპარაკება, რასაც მოჰყვა ჩხუბი. ვ----------------ეს იგი არ იცნობდა, დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს და არც დანა არ დაუნახავს. პირადად მან ფეხი ჩაარტყა ვ----------------ეს. ჩხუბის დროს პირველი ხელის დარტყმა დ-------ის მხრიდან მოხდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ----------ემ დაკითხვისას განმარტა, რომ 2----–-–---------------ს მეგობარ ვ----------------ესთან ერთად იმყოფებოდა ქ------––---–-, რესტორან ,--------–---- მიირთვეს საჭმელი, ლუდი და ცოტა არაყი, რის შემდეგ ჩავიდნენ საპირფარეშოში. ამის შემდეგ ჯერ ვ----------------ე ავიდა ზევით, მან უთხრა, რომ გარეთ დაელოდებოდა. გავიდა გარეთ და არ დახვდა. დაუწყო ძებნა. შემოესმა ჩხუბის ხმა და იმ მხარეს გაემართა, დაინტერესდა, რა ხდებოდა. ადგილზე მისვლისას დაინახა, რომ ვ----------------ე ნაცემი იყო, ძირს ეგდო. ამბობდა, ესენი მომკლავენო. მისი დანახვისას ყველა გაჩერდა, ვ----------------ე წამოაყენა და ჩქარი ნაბიჯით წავიდნენ, გაურბოდნენ იქ მყოფ პირებს. ჩხუბის მომენტი არ დაუნახავს. მის მეგობარს არაფერი ჰქონია ხელში და არც არაფერი გადაუგდია. მეორე დღეს გაიგო, რომ ერთ-ერთი იმათგანი დაჭრილი ყოფილა და სავადმყოფოში გადაუყვანიათ. გამოძიების დროს დაკითხვის ოქმში წერია, რომ თითქოს მან დაინახა თუ როგორ გადააგდო ვ----------------ემ მისთვის უცნობი საგანი რ------ს დასახლების ხიდთან, რაც არ არის სიმართლე, რადგან ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. დაკითხვის ოქმს წაუკითხავად მოაწერა ხელი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ე--------------ემ განმარტა, რომ არის რესტორან ,,რ------ს’’ მ---------. 2----–-–---------------ს იმყოფებოდა სამსახურში. მასთან მივიდა ა-–--------------------- და უთხრა, რომ საპირფარეშოში ვიღაცეები სექსით იყვნენ დაკავებული. მან უთხრა, რომ ეს არ იყო მისი საქმე, დაენებებინა თავი და გაეგრძელებინა თავისი საქმიანობა. ცოტა ხნის შემდეგ დ-------ე ისევ შევიდა მის კაბინეტში, უკვე ჭრილობა ჰქონდა ხელზე. ასევე შეიყვანეს მ--–-------------იც, რომელსაც მუცელზე ხელი ჰქონდა მიდებული და სისხლი სდიოდა. გამოიძახეს სასწრაფო დახმარების მანქანა და მ--–-------------ი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც უთხრეს, რომ მ--–-------------ს შესაძლოა, ოპერაცია დასჭირვებოდა. ჩხუბს, დაპირისპირებას ან რაიმე კონფლიქტს არ შესწრებია და არც ხმა გაუგონია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ე-----------ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს რესტორან ,,რ-----–ი". 2----–-–---------------ს იმყოფებოდა რესტორანში. მასთან მივიდა მიმტანი ა-–---------------------, რომელსაც ხელი ჰქონდა გაჭრილი და სისხლი მოსდიოდა. თქვა, რომ დანა დაარტყეს და დაჭრეს, პირადად რაიმე კონფლიქტს არ შესწრებია. ანალოგიური ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოწმე რ---–----------------მ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ვ----------------ემ განმარტა, რომ 2----–-–---------------ს იმყოფებოდა ქ------––---–-, რესტორან ,,რ-----–ი’’ მ----------ესთან ერთად, ცოტა ხნის შემდეგ ჩავიდა საპირფარეშოში, სადაც მ----თან ერთად განმარტოვდა ე.წ. კაბინაში. საპირფარეშოდან ამოსულს დახვდა მიმტანი ა-–---------------------, რომელმაც ჰკითხა, მოეწონა თუ არა მისი საქციელი. ვერ მიხვდა, რაზე ეკითხებოდა. ა-–---------------------მ უთხრა, გაჰყოლოდა გარეთ და ეტყოდა. გავიდნენ გარეთ რესტორნის უკანა მხარეს. ა-–---------------------მ უთხრა, რომ შეურაცხყოფილი იყო მისი საქციელით, არასწორად მოიქცა. ა-–--------------------ის გარდა კიდევ ორნი იყვნენ, მათ შორის - მ--–-------------ი. მოუვიდათ ჩხუბი. პირველად ა-–---------------------მ დაარტყა მას ხელი, ხელის დარტყმის მომენტში წაბორძიკდა და წაიქცა, გონება არ დაუკარგავს. ასევე მოხვდა წიხლი, ბინდი გადაეფარა, ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა. ფიზიკურ შეურაცხყოფას სამივე პიროვნება აყენებდა. ფეხებით სცემდნენ, ხვდებოდა წიხლი სხეულის სხვადსხვა ადგილებზე. ძირს წაქცეულმა დაიწყო ხელების ქნევა. ტერიტორია დაუსუფთავებელი იყო და წაქცევისას ხელში მოხვდა რაღაც შემთხვევით ნანახი ბლაგვი საგანი. თავის დაცვის მიზნით იქნევდა ამ საგანს. სამ ადამიანს დაუსხლტა და გამოექცა. მას მიაყენეს დაზიანებები, ჰქონდა ჩაწითლებები ყელის არეში, თითები ჰქონდა გახეხილი და მარცხენა ხელი ჰქონდა გაჭრილი. ხელები და ტანსაცმელი სისხლით არ ჰქონია დასვრილი, მას არავისთვის არ დაურტყამს, სურდა თავი დააეღწია ამ ადამიანებისაგან. მ--–-------------ის მოკვლის ან ზიანის მიყენების განზრახვა არ ჰქონია. გამოძიებაში მისცა აღიარებითი ჩვენება, რადგან არ ჰქონდა სათანადო იურიდიული კონსულტაცია გაწეული. არ სურდა ვითარების გამწვავება და დაუჯერა პოლიციის თანამშრომლებს, თუმცა არ ეთანხმება გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებას.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2----–-–---------------ს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ქ-----––---ში, ხ----------–---–------------–- მდებარე რ------ს ც---ს ტერიტორიაზე არსებულ რესტორან ,,რ------ს“ ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ა-–--------------------ის მიერ დაფიქსირებული იქნა ის ადგილი, სადაც მისთვის ცნობილი გახდა უცნობი ახალგაზრდა ბიჭის და გოგოს სავარაუდო ინტიმური კავშირი რესტორან ,,რ------ს“ კაცების საპირფარეშოს ერთ-ერთ კუპეში. ა-–---------------------მ მიუთითა იმ ადგილზე, სადაც არის რესტორნის ბარი, სადაც მიიღო მისთვის უცნობი ახალგაზრდა გოგოს და ბიჭის სუფრის ანგარიში და ანგარიში მიიტანა კუპეში, სადაც იყო მარტო ბიჭი. აღნიშნული კუპე იყო 10 კაციანი. ა-–--------------------ის მიერ მითითებული იქნა ის ადგილი, სადაც ისხდნენ მისთვის უცნობი გოგო და ბიჭი, ბიჭი იჯდა ექსპერტის მიერ დანომრილ N1 ადგილზე და გოგო იჯდა ექსპერტის მიერ დანომრილ N2 ადგილზე. ქვითრის გადახდის შემდგომ მან უცნობ ახალგაზრდას უთხრა, რომ დაეტოვებინა რესტორანი.
2----–-–---------------ს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2----–-–---------------ს შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ------––---–-, ხ----------–---–------------–- და წარმოადგენს რ------ს ც---ს ტერიტორიას. აღნიშნულ ადგილას არის გასასვლელი რ------ს ც---ს ცენტრალური შესასვლელიდან დასავლეთის მხარეს არსებული გზით. ქვის კიბეებით ადიან შემთხვევის ადგილზე. შემთხვევის ადგილს დასავლეთის მხრიდან ესაზღვრება კოშკი, რასაც გააჩნია ქვის საფეხურებიანი კიბე, შემთხვევის ადგილს სამხრეთის მხრიდან ესაზღვრება რესტორან ,,----–------------ს’’ შენობა-ნაგებობა, ხოლო ჩრდილოეთ მხრიდან ესაზღვრება რესტორანი ,,რ------“. აღმოსავლეთით ესაზღვრება შემთხვევის ადგილზე მისასვლელი გზა. შემთხვევის ადგილის იატაკი, ასევე შემთხვევის ადგილზე მისასვლელი გზა და კიბეები მოპირკეთებულია ქვის ფილებით. კოშკზე ასასვლელ კიბეებთან ქვის ფილებზე აღმოჩენილი იქნა სისხლისმაგვარი კვლები, რომელიც ექსპერტის მიერ დაინომრა N1-ით. N2-ით დაინომრა კიბეებამდე მისასვლელი ქვით მოპირკეთებული ადგილი, სადაც ასევე აღინიშნებოდა სისხლის მაგვარი ლაქები. კიბეების დასრულების შემდეგ, ქვემოთ, ქვით მოპირკეთებულ ფილებზე ასევე აღინიშნებოდა სისხლის მაგვარი კვალი, რომელიც დაინომრა N3-ით. N4-ით დაინომრა რესტორან ,,რ------ს“ შესასვლელი კარის წინ არსებულ ფილებზე მოწითალო ფერის ლაქები, რომელიც ექსპერტის მიერ გადატანილი იქნა ჩხირებზე და მოთავსებული იქნა ოთხ ყუთში, რომლებიც დაილუქა.
ამოღების ოქმის თანახმად, 2----–-–---------------ს კლინიკა ,,ი------“ ექთან ნ---–------–---–-საგან ამოღებული იქნა მ--–-------------ის ტანსაცმელი, შავი ფერის ჯინსის მატერიის შარვალი ელვა შესაკრავით, შავი ფერის ტყავის ქამარი, ასევე ამოღებული იქნა თეთრი ღილებით შესაკრავი ჭრელი პერანგი, პერანგს წინა მარჯვენა მხარეზე აღენიშნებოდა მოწითალო ფერის დიდი ზომის ლაქები, მარცხენა მხარეს აღენიშნებოდა მცირე ზომის მოწითალო ფერის ლაქები. პერანგს ქვემოდან მეორე შესაკრავი ღილის მარჯვნივ, დაახლოებით 5 სანტიმეტრში აღენიშნებოდა დაახლოებით ერთი სანტიმეტრი სიგრძის დაზიანება. ტანსაცმელი ექსპერტის მიერ დაილუქა ერთ ფუთად.
ამოღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 27 აგვისტოს ქ-----––---ში, მ-----------------------ში მცხოვრებ მ----------------საგან ამოღებული იქნა მისი შვილის ვ----------------ის ტანსაცმელი: ერთი ცალი ნაცრისფერი ჯინსის შარვალი, რომელსაც უკანა მხარეს შიგნიდან ჰქონდა იარლიყი წარწერით 30-3მ, ერთი ცალი შავი ფერის თეთრი ზოლებიანი მოკლემკლავიანი მაისური იარლიყზე წარწერით ,,MINGXINGFAshion X’’, ამოღებული ტანსაცმელი ექსპერტის მიერ დაილუქა, გადაღებული იქნა სურათები, რომელიც ერთვის ოქმს.
2017 წლის 28 აგვისტოს სასამართლო -სამედიცინო N4---------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შპს ა---––---- კლინიკა ,,ი------’’ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N4----ის მიხედვით მ--–-------------ს აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობა განივი კოლინჯის, ღვიძლის და დიდი ბადექონის დაზიანებით. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს. აღნიშნული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
2017 წლის 28 აგვისტოს სასამართლო -სამედიცინო N4---------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შპს ა---––---- კლინიკა ,,ი--------- სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N4----ის მიხედვით ა-–---------------------ს აღენიშნებოდა მარცხენა წინამხრის არეში ნაკვეთი ჭრილობა კუნთების დაზიანებით. დაზიანება მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2017 წლის 28 აგვისტოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N 4------- -3 დასკვნის თანახმად ვ----------------ეს აღენიშნებოდა მარჯვენა მტევნის თითებისა და მარცხენა მტევნის არეში ნაჭდევები, სწორკიდეებიანი ზედაპირული ჭრილობა მარცხენა მტევნის მეორე თითის შუა ფალანგის არეში. ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო ზედაპირული სწორკიდეებიანი ჭრილობა მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით. ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა დ-------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.
2017 წლის 16 ოქტომბრის ბიოლოგიური, გენეტიკური, სეროლოგიური N0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მინის კათხაზე (ობ N2) მინის ჭიქაზე (ობ.N3) ჩანგალსა (ობ.N4) და თეფშზე (ობ.N5) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და ვ----------------ის (ობ.N32), პაკეტი წარწერით: ,,... ვ----------------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში...), გენეტიკური პროფილი იდენტურია. პაკეტში წარწერით: ,,...2 ცალი შუშის გამჭირვალე ჭიქა 1 ცალი პოლიეთილენის ბოთლი, 1 ცალი დანა, 1 ცალი ჩანგალი...’’ მოთავსებულ ბოთლზე (ობ. N7), ჩანგალზე (ობ N10), დანასა (ობ. N11) და ერთ-ერთ თეფშზე (ობ.N12) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და მ----------ის (ობ.N30, პაკეტი, წარწერით: ,,...მ----------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში’’) გენეტიკური პროფილი იდენტურია; პაკეტში მოთავსებულ ერთ-ერთ მინის ჭიქაზე არსებული ბიომასალის (ობ.N9) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული ძირითადი წილი მ----------ის (ობ.N31), ხოლო მინორული წილი ვ----------------ის (ობ.N32) გენეტიკური პროფილების იდენტურია; პაკეტში წარწერით: ,,....სიგარეტის ნამწვი...’’ მოთავსებულ ნამწვზე არსებული ბიომასალის (ობ.N 14) გენეტიკური პროფილი და ვ----------------ის (ობ. N32) გენეტიკური პროფილი იდენტურია; პაკეტში წარწერით: ,,...მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები 4 პაკეტად...’’ მოთავსებულ N1, N2, N3 და N4 ნიშნულებიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქები (ობ.N 15-18) წარმოადგენს ადამიანის სისხლის ობ N15-17-ის პროფილი ა-–--------------------ის (ობ.N 30), ხოლო ობ N18-ის გენეტიკური პროფილი მ--–-------------ის (ობ.N32) გენეტიკური პროფილების იდენტურია; პაკეტში წარწერით: ,,.... ა-–--------------------ის 1 (ერთი) ცალი თეთრი ფერის მაისური...’’ მოთავსებულ მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N21,22) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N21,22-ის გენეტიკური პროფილი და ა-–--------------------ის (ობ.N30) გენეტიკური პროფილი იდენტურია; პაკეტში წარწერით: ,,ვ----------------ის ტანსაცმელი...’’ მოთავსებულ შარვალსა (ობ.N23,24) და მაისურზე (ობ.N25) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს ობN23-25-ის გენეტიკური პროფილი და ვ----------------ის (ობ.N32) გენეტიკური პროფილი იდენტურია; პაკეტში წარწერით: ,,...მ--–-------------ის ტანსაცმელი...’’ მოთავსებულ შარვალზე (ობN26) და პერანგზე (ობ.N27, 28) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს ობ N26-28-ის გენეტიკური პროფილი და მ--–-------------ის (ობ.N29) გენეტიკური პროფილი იდენტურია.
პალატა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებამდე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მსჯავდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნული მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, მკვლელობის ამ მუხლით კვალიფიკაცია შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს განზრახი მოქმედებით, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი (დაზარალებულის სიკვდილი), ანდა ითვალისწინებს ასეთი შედეგის დადგომის გარდუვალობას (პირდაპირი განზრახვის დროს), ან არ სურს ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას (არაპირდაპირი განზრახვის დროს), რაც ნათლად მიუთითებს მასზედ, რომ მითითებული დანაშული შესაძლებელია ჩადენილი იქნას, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით. თუმცა მნიშვნელოვანია, განზრახ მკვლელობა გაიმიჯნოს მასთან ახლოს მყოფი სხვა დანაშაულებისგან, როგორიცაა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული შემთხვევების დროს პირის/დამნაშავის სიცოცხლის მოსპობის მიმართ დამოკიდებულება გამოიხატება გაუფრთხილებლობაში, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანების მიმართ ადგილი აქვს განზრახვას, რაც ნათლად მიუთითებს მასზედ, რომ პირის დანაშაულებრივი ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, დადგინდეს მისი დამოკიდებულება კონრეტული შედეგის მიმართ ან მოსალოდნელი შედეგის მიმართ, რაც უნდა შეფასდეს დანაშაულის ყველა გარემოებათა ერთობლიობაში, მათ შორის ყურადღება უნდა გამახვილდეს დანაშაულის ჩადენის ხერხზე და საშუალებაზე, ჯანმრთელობის დაზიანებათა რაოდენობაზე, ხასიათსა და მის ლოკაციაზე. ასევე, დანაშაულის ჩადენამდე და მისი ჩადენის შემდეგ დაზარალებულსა და დამნაშავის ქცევაზე და მათ ურთიერთობაზე.
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით ნათელია, რომ დაზარალებულს მ--–-------------სა და მსჯავრდებულს შორის მოცემულ შეთხვევამდე კონფლიქტურ სიტუაციას ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, მსჯავრდებულის, დაზარალებულ მ--–-------------ის და შემთხვევის ადგილზე აღნიშნულ დროს მყოფი პირების ჩვენებებით დგინდება, რომ მსჯავრდებულს უსიამოვნო შელაპარაკება და კონფლიქტი მოუვიდა არა მ--–-------------თან, არამედ დაზარალებულის თანამშომელთან, რის შემდეგაც ისინი აღმოჩნდნენ რესტორნის გარეთა ტერიტორიაზე, სადაც მოგვიანებით მ--–-------------იც გავიდა სიტუაციის განუხტვის მიზნით. მისი მოქმედება გამოიხატებოდა მხოლოდ იმაში, რომ ცდილობდა ქ-------ის დამშვიდებას და მოუწოდებდა დაეგდო დანა. სწორედ ამ დროს მსჯავრდებულმა მას დაარტყა დანა. ამის შემდეგ ვ----------------ემ გვედრი აუარა ს-------ს და გაიქცა, რაც ცალსახად მიუთითებს მასზედ, რომ შემთხვევის დროს რაიმე პირადი განაწყენების (ან სხვა) მოტივი, რომლის საფუძველზეც მსჯავრდებულს შესაძლოა, აღძვდროდა/აღმოცენებოდა მნაცაგან ს-------ის მკვლელობის განზრახვა, არ დგინდება.
პალატა ასევე მიუთითებს, რომ თუკი პირისათვის სხეულის დაზიანების მიყენების მომენტში არ არის კონკრეტიზირებული დამნაშავის განზრახვა (რაზედაც ზემოთ იყო მოყვანილი მსჯელობა), ქმედება დაკვალიფიცირდება დამდგარი შედეგის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში ვ----------------ისათვის რესტორნის შენობის დატოვებამდე ცხადი გახდა, რომ მისმა ქცევამ (საპირფარეშოში გოგონასთან განმარტოება) რესტორნის მომსახურე პერსონალი გაანაწყენა. ამის შესახებ მას უთხრა ა-–---------------------მ. როდესაც ამ უკანასკნელმა მოსთხოვა გარეთ გაყოლა, ვ----------------ეს ბუნებრივია, წარმოეშვა მოლოდინი, რომ პასუხს მოსთხოვდნენ მათთვის მიუღებელი საქციელისთვის. სწორედ ამით უნდა აიხსნას მის ხელში რესტორნის დანის არსებობა, რაც დაადასტურა მ--–---- ს------მა - გარეთ გასვლამდე ვ----------------ემ თან გაიტანა დანა. ამის შემდეგ მოვლენები სწორედ ისე განვითარდა, როგორც ვ----------------ე მოელოდა - ა-–---------------------მ მას პასუხი მოსთხოვა უღირსი საქციელისათვის და ურთიერთსიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ ხელი გაარტყა სახეში, რის პასუხადაც დანით დაჭრა ეს უკანასკნელი. ვ----------------ე იმასაც აცნობიერებდა, რომ მისი ამ ქმედებით უფრო მეტ აგრესიას გამოიწვევდა რესტორნის მომსახურე პერსონალში. ამასთან, ხედავდა, რომ ფიზიკურ ძალთა უპირატესობა მათ მხარეს იყო (ა-–---------------------სთან ერთად იმყოფებოდა ს-------–-–---–ი, ბოლოს კი შენობიდან ასევე გავიდა მ--–-------------ი) ამიტომ ვ----------------ემ მოსალოდნელი ანგარიშსწორების შიშით გადაწყვიტა გაქცევა, თუმცა გასაქცევი გზა იყო სწორად იქითკენ, საიდანაც მ--–-------------ი უახლოვდებოდა (იხ. ამ უკანასკნელის ჩვენება). ამიტომ მისთვის დანის დარტყმა მიზნად ისახავდა იმას, რომ გზიდან ჩამოეშორებინა, მისთვის გზა აევლო და გაქცევის საშუალება მისცემოდა. სწორედ ამიტომ ვ----------------ის დანაშაულებრივი განზრახვა მ--–-------------ის დაჭრის მომენტში არ იყო დაკონკრეტებული, რის გამოც მისი ქმედება სწორედ დამდგარი შედეგის მიხედვით უნდა დაკვალიფიცირდეს.
გარდა აღნიშნულისა, მ--–-------------ის მოკვლის განზრახვის არარსებობაზე მიუთითებს შემდეგი გარემოება: როგორც მ--–-------------ის და შემთხვევის თვითმხილველი პირების ჩვენებებით დგინდება, ვ----------------ეს, მას შემდეგ, რაც მან მ--–-------------ნს მიაყენა ჭრილობა, ჰქონდა შესაძლებლობა, კვლავ დაერტყა მისთთვის დანა, რადგან აღნიშნულის ხელის შემშლელი გარემოება არ არსებობდა, თუმცა მსჯავრდებულს ეს არ განუხორციელებია. ამასთან, მსჯავრდებული თავის ჩვენებაში უთითებს, რომ შემთხვევის დროს იგი დაუსხლტდა 3 ადამიანს და გაიქცა, რომლის შეფასება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში ნათელ სურათს სახავს იმასთან მიმართებით, რომ მსჯავრდებულს მ--–---- ს-------ი დანის დარტყმის შემდეგ არ უნახავს ისეთ მდგომარეობაში, რომ იგი გარდაცვლილად ან მომაკვდავ პიროვნებად ჩაეთვალა. დადგენილია ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებულმა მ--–--------------ს დანა დაარტყა მუცლის არეში მხოლოდ ერთხელ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერება ცხადყოფს, რომ შემთხვევის დროს მსჯავრდებულის ჰქონდა შესაძლებლობა, კვლავ დაერტყა მ--–-------------ისთვის დანა, ასევე იგი მიიჩნევდა რა, რომ მის მიერ განხორცილებული ქმედებით (დანის დარტყმით) მ--–-------------ის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა (რადგან არ ფიქრობდა, რომ დაზარალებულს მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა), თუმცა მიუხედავად ამისა მან ხელმეორედ დანა მ--–-------------ს არ დაარტყა, ყოველივე აღნიშნულის და მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენამდე და ჩადენის შემდეგ განხორცილებული ქცევით, დანაშაულის ჩადენის ხერხის, დაზარალებულისათვის მიყენებული ჭრილობის რაოდენობის და ლოკაციის შეფასებით ნათელია, რომ მსჯავრდებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების დროს არ მოქმედებდა მ--–---- ს-------ის განზრახ მკვლელობის განზრახვით, რადგან მისი მოქმედება (მ--–-------------სისთვის დანის დარტყმა) განპირობებული იყო შემთხვევის ადგილიდან მისი გაცევის სურვილით, შესაბამისად, ბრალდების მხარის პოზიციას თოთქოსდა მსჯავრდებულმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, დაუსაბუთებელია, ის ეფუძნება მხოლოდ ბრალდების მხარის ვარაუდს, რომელიც არ არის დადასტურებული არცერთი სხვა მტკიცებულებით, რის გამოც ბრალდების მხარის აღნიშნულ არგუმენტს პალატა ვერ გაიზიარებს.
ამასთან, პალატა აფასებს მსჯავრდებულის მიერ მ--–-------------ის მიმართ განხორციელებულ ქმედებას, რაც გამოიხატა მსჯავრდებულის მიერ ამ უკანასკნელისათვის მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობის მიყენებაში, რა დროსაც ნათლად იკვეთება, რომ მსჯავრდებულს გაცნობიერებული ჰქოდა თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგობა, სულ მცირე ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის - დაზარალებულისათვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების შესაძლებლობას. ყოველივე აღნიშნულის სამართლებრივი შეფასებით კი ნათელი ხდება, რომ მოცემულ ეპიზოდში მსჯავრდებულმა განახორციელა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვლისწინებული დანაშაულებრივი ქმედება და სწორედ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფაქრგლებში უნდა მოხდეს მსჯავრდებულისათვის სასჯელის განსაზღვრა.
რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტებს იმასთან მიმართებით, რომ მსჯავრდებულმა მოცემული შემთხვევის დროს დანაშაულებრივი ქმედებები (ორივე ეპიზოდდთან მიმართებით) ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით. პალატა აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რათა დადგინდეს კონკრეტული შემთხვევის დროს ჰქონდა თუ არა ადგილი აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებას, უპირველეს ყოვლისა, დადგენილ უნდა იქნას, იმყოფებოდა თუ არა პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეოაში, რის შემდეგაც უნდა განისაზღვროს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მყოფი პირის მოქმედების საზღვრები, კერძოდ, ქმედების შეუსაბამობა თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან. კანონმდებელი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის ფარგლებში კონრეტული პირის მოქმედების მოქცევის თვალსაზრისით ადგენს გარკვეულ ჩარჩოებს/პირობებს. კერძოდ, იმისთავის, რომ პირის მოქმედება ჩაითვალოს აუცილებელი მოგერიების ჩარჩიობში მოქცეულად, უნდა დადგინდეს: 1) ჰქონდა თუ არ ადგილი საქართველოს სსკ-ით დაცული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფას, 2) სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა იყო თუ არა იმწუთიერი და 3) ხელყოფა იყო მართლსაწინააღმდეგო, რაც ხელყოფის რეალურ ხასიათს გულისხმობს.
მოცემულ შემთხვევაში დაცვა ავითარებს ვერსიებს თითქოსდა მსჯავრდებული შემთხვევის დროს იმყოფებოდა მისი სიცოცხლის (სამართლებრივი სიკეთის) მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისგან თავდაცვით მდგომარეობაში, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან როგორც ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზება ცხადყოფს, ინციდენტის დროს არ დადგინდა გარემოება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მსჯავდებულის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან სხვა სამართლებრივ სიკეთეს საფრთხე ემუქრებოდა (უფრო მეტიც, დაზარალებული მ--–-------------ი აღნიშნავს, რომ იგი შემთხვევის დროს მსჯავრდებულს მოუწოდებდა დამშვიდებისკენ), არ არის დადგენილი ისიც, რომ რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის საფრთხე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოდიოდა დაზარალებულების მხრიდან, რაც გამორიცხავს მსჯავრდებულის ქმედების აუცილებელი მოგერიების ფარგლებში (ან მისი გადაცილებით) განხორციელების შესაძლებლობას.
პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, განმარტოს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა კი სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით, რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
დაცვის მხარე მსჯავრდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების აუცილებელი მდგომარეობის ფარგლების გადაცილებით ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად იშველიებს მხოლოდ მსჯავრდებულის ჩვენებას, რომელიც არ არის დადასტურებული არცერთი სხვა მტკიცებულებით. უფრო მეტიც, მსჯავრდებულის ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეში არსებული მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად, აღნიშნული არგუმენტები ემსახურება მხოლოდ მსჯავრდებულისათვის მკაცრი სასჯელისაგან უსაფუძვლოდ თავის არიდებას, რის გამოც დაცვის მხარის მითითებულ პოზიციას, პალატა ვერ გაიზიარებს.
დაცვის მხარე აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მსჯავრდებულის ყოფნის დასაბუთებას, როგორც უკვე აღინიშნა, ცდილობს ამ უკანასკნელის ჩვენებაზე დაყრდნობით, თითქოს ვ----------------ეს სცემდა სამი პირი და თავდაცვის მიზნით იგი იძულებული გახდა, სხეულის დაზიანებები მიეყენებინა მათთვის. მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება ამ გარემოების არსებობა. მ--–-------------მა მიუთითა, რომ ს-------–-–---–ი მოშორებით იდგა, იგი უმოქმედოდ იყო და მხოლოდ მას შემდეგ გაეკიდა ვ----------------ეს, როცა ამ უკანასკნელმა მ--–-------------ი დაჭრა. იგივე აჩვენა ს-------–-–---–მაც. მან დაადასტურა ვ----------------ისთვის სახეში ფეხის ჩარტყმა, თუმცა ეს იყო მისი რეაქცია ქ-------ის საქციელზე - მან მანამდე ორი პირი დაჭრა. ა-–---------------------მ კი აჩვენა, რომ არ ახსოვს შემთხვევის ადგილზე ს-------–-–---–ის ყოფნა, რაც ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ს-------–-–---–ი მართლაც უმოქმედოდ იყო და იგი კონფლიქტში ჩაერია მ--–-------------ის დაჭრის შემდეგ. ამდენად, ვ----------------ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ს-------–-–---–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მ--–-------------ის დაჭრამდე, თვით მ--–-------------ი კი მხოლოდ აწყნარებდა ვ----------------ეს და ცდილობდა, დაეყოლიებინა, დაეგდო დანა. შესაბამისად, არ დასტურდება დაცვის მოსაზრება, თითქოს ვ----------------ეს სამი პირი სცემდა და იგი თავის დაცვას ცდილობდა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება, საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე, რა დროსაც სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).).
მოცემულ შემთხვევაში პალატამ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ვ----------------ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რომელთა დისპოზიციები დასჯად ქმედებებად მიიჩნევს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ე.ი. სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ვ----------------ისათვის დანიშნულ სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება და განუსაზღვრა სანქციებით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელები. პალატა თვლის, რომ მოცემული სასჯელის სახე და ზომა ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია და წარმოადგენს ოპტიმალურ ღონისძიებას სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მისაღწევად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ა---––---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენი ვ----------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რასაც პალატა ეთანხმება. შესაბამისად, დაცვის და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ-----–-----------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ა---––---- რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ა---––---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ვ----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
ვ----------------ესთვის ბრალად შერაცხული ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ვ----------------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 6 თვის ვადით;
ვ----------------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ვ----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით;
ვ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 27 აგვისტოდან;
ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ვ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთმტკიცება:
მ----------ის ნერწყვის ნიმუში, ვ----------------ის ნერწყვის ნიმუში, ა-–--------------------ის სისხლის ნიმუში, მ--–-------------ის სისხლის ნიმუში, ვ----------------ის და მ----------ის თითის ანაბეჭდები ,შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები, სიგარეტის ნამწვი, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ორი ცალი შუშის ჭიქა, ერთი ცალი პოლიეთილენის ბოთლი, ერთი ცალი დანა, ერთი ცალი ჩანგალი ერთ ფუთად, ასევე ერთი ცალი ჩანგალი, ერთი ცალი შუშის ბოთლი, ერთი ცალი შუშის ჭიქა, ერთი ცალი ლუდის კათხა, ორი ცალი თეფში ერთ ფუთად დაუბრუნდეს მის მფლობელს ეკ---------------------ეს;
მ--–-------------ის, ა-–--------------------ისა და ს-------–-–---–ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეებს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე
ნ. სანდოძე