განაჩენი

სისხლის სამართლის 22.10.2018
საქმის ნომერი
170100118002304951
ინსტანცია
თარიღი
22.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 170100118002304951

საქმე №1ბ/1049-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 ოქტომბერი 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - გი------------–---–ის

ადვოკატ - ირ--------–-–---–ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ - სლ----------------ის დასწრების გარეშე

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

სლ-----------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 30 იანვარს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N2----------, ტექნიკური განათლებით, ქვრივის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ. თ------–--------------------------, ფაქტობრივად მცხოვრების: თ------–-------------------------–-----–---–---, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და მე-111,120-ე მუხლით (საქართველოს სსკ-ის 2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქცია).

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განაჩენით სლ----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და 126-ე მუხლის 12 ნაწილით გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე (მაისის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქციის მე-111 მუხლსა და 120-ე მუხლზე (ნოემბრის ეპიზოდი).

სლ----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

სლ----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

სლ----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქციის მე-111 მუხლითა და 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) თვითა და 2 (ორი) დღით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და სლ----------------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) თვითა და 2 (ორი) დღით თავისუფლების აღკვეთა.

სლ----------------ს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2018 წლის 14 ივნისის ჩათვლით, აღნიშნულის გათვალისწინებით ჩაითვალა სასჯელმოხდილად და გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

სლ----------------ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე და 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის მე-111,126-ე მუხლის 12 ნაწილით.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის მაისში, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ს--–---–---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სლ----------------მა, სრულიად უმიზეზოდ, შუბლის არეში ხელის დარტყმით იძალადა თავის დედაზე - სი----------------ზე, რა დროსაც სი----------------მა განიცადა მწვავე ფიზიკური ტკივილი.

2017 წლის ოქტომბერში, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ს--–---–---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სლ----------------მა, სრულიად უმიზეზოდ, სახის არეში ხელის დარტყმით იძალადა თავის დედაზე - სი----------------ზე, რა დროსაც სი----------------მა განიცადა მწვავე ფიზიკური ტკივილი.

2017 წლის 13 ნოემბერს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ს--–---–---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, სლ----------------ის დედა სი----------------ი, სლ----------------ის გადმოყრილ კომბოსტოს ყრიდა ტომარაში, რათა შეეტანა სარდაფში, რა დროსაც, ყოველგვარი მიზეზის გარეშე სლ----------------მა მას უკნიდან წაავლო ხელი კისერში და თავი დაარტყმევინა მიწაზე არსებულ ქვაზე, რა დროსაც სი----------------მა განიცადა მწვავე ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად სი----------------მა განიცადა ფიზიკური ტანჯვა.

 

სლ----------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2017 წლის მაისისა და ოქტომბრის ეპიზოდები), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია (2017 წლის 13 ნოემბრის ეპიზოდი), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის მე-111,120-ე მუხლით.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

1. 2017 წლის მაისში, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ს--–---–---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სლ----------------მა, სრულიად უმიზეზოდ, შუბლის არეში ხელის დარტყმით იძალადა თავის დედაზე - სი----------------ზე, რა დროსაც სი----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. 2017 წლის ოქტომბერში, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ს--–---–---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სლ----------------მა, სრულიად უმიზეზოდ, სახის არეში ხელის დარტყმით იძალადა თავის დედაზე - სი----------------ზე, რა დროსაც სი----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. 2017 წლის 13 ნოემბერს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ს--–---–---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, სლ----------------ის დედა სი----------------ი, სლ----------------ის გადმოყრილ კომბოსტოს ყრიდა ტომარაში, რათა შეეტანა სარდაფში, რა დროსაც, ყოველგვარი მიზეზის გარეშე სლ----------------მა მას უკნიდან წაავლო ხელი კისერში და თავი დაარტყმევინა მიწაზე არსებულ ქვაზე, რა დროსაც სი----------------მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გი------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა კვალიფიკაციის და სასჯელის ნაწილში, კერძოდ, სლ----------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 11-ე ნაწილით და უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლო სცდება კანონმდებლის მიერ 111,126-ე მუხლის 11-ე ნაწილით დადგენილ ჩარჩოს და აკეთებს სისტემატურობის მეტად ფართე განმარტებას. სასამართლოს მიერ ნორმის ამგვარი განზოგადება და ქმედების სისტემატურ ძალადობად კვალიფიკაციისათვის ძალადობრივი ქმედებების მხოლოდ დროში დაშორების გაზომვა არ იქნება ზუსტი საზომი სისტემატური ძალადობის ფაქტების სწორად შეფასების და კვალიფიცირებისათვის, აპელანტის აზრით, სასამართლო უნდა გამოვიდეს დაზარალებულის პოზიციიდან ანუ საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა, ზოგ დაზარალებულს შეიძლება ყოველ კვირას განხორციელებულმა ძალადობამ არ მიაყენოს ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა, ხოლო სხვა დაზარალებულს შესაძლოა რამდენიმე წლის განმავლობაში დაამახსოვრდეს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ერთი ფაქტი და ჰქონდეს მორიგი ძალადობის განხორციელების მტანჯველი მოლოდინი, ეს ყველაფერი დამოკიდებულია დაზარალებულის ფსიქოტიპზე, სტრესთან გამკლავების უნარზე და ბევრ სხვა პიროვნულ მახასიათებელზე, ნიშანდობლივი, რომ კანონმდებელმა გამოიყენა ტერმინი ტანჯვა, რაც ფიზიკურზე უფრო მეტად ფსიქოლოგიურ ასპექტს გულისხმობს თავის თავში, ამდენად დაზარალებულს სრულიად შესაძლებელია წლების განმავლობაში დაამახსოვრდეს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის აქტები, მითუმეტეს თუ იგი ჩადენილია მისთვის ძვირფასი ადამიანის მიერ, ეს კი მორიგი ძალადობის შემთხვევაში დაზარალებულში გამოიწვევს ტანჯვას, დაზარალებულმა სი----------------მა გამოძიებას განუმარტა, რომ მსჯავრდებულის მიერ მასზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ მწვავე ფიზიკურ ტკივილთან ერთად ასევე განიცდიდა ფიზიკურ ტანჯვასაც, ვინაიდან თვალწინ უდგებოდა სლ----------------ის მხრიდან ყოველ ჯერზე განხორცილებული ძალადობის ფაქტები.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

 

მსჯავრდებულის დამცველმა ადვოკატმა განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ სი----------------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ნა---–----------------ის, გუ-----------------ის, ოვ----------------ისა და მი----–-------------ის დაკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ბარათი, სასამართლო-სამედიცინო და ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნები და საქმეში არსებულ სხვა უდავო, ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას, რომ სასამართლო აკეთებს სისტემატურობის მეტად ფართე განმარტებას, რაც არ იქნება ზუსტი საზომი სისტემატური ძალადობის ფაქტების სწორად შეფასების და კვალიფიცირებისათვის, პალატა არ ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლო შეფასებას, რომ სისტემატურობა უკავშირდება სხვაგვარი ძალადობის განხორციელებას გარკვეული სისტემატურობით, ანუ ქმედება მეორდება გამუდმებით, განუწყვეტლივ, რეგულარულად, რაც ქმნის გარკვეულ სისტემას. ამ თვალსაზრისით, გამეორება, ე. ი. მომდევნო ქმედება, მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა მოხდეს, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი რეციდივი, ანუ მისი გამეორების ალბათობა განპირობებულია რაიმე ნიშნით, გარემოებით ან ზოგადად, უმიზეზოდ ხდება. ზოგადად, სისტემატურობა - გარკვეულ ,,სისტემას’’ უკავშირდება და მუდმივად მოსალოდნელია. შესაბამისად, ძალადობა, როდესაც ქმედებები დროის ინტერვალით საკმაოდ დაშორებულია ერთმანეთისგან, არ შეიძლება მივიჩნიოთ სისტემატურად.

აპელანტის მოსაზრებას, რომ სისტემატური ძალადობის ფაქტების შეფასება, უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, პალატაც იზიარებს და მიაჩნია, რომ აღნიშნული სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველი კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარე. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ სისტემატურობა სახეზეა მაშინ, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს შორის გასული დროის პერიოდი იმდენად მოკლეა, რომ დაზარალებული კვლავ განიცდის პირველი ქმედებით მიყენებულ ფიზიკური ტკივილს ან/და ფსიქიკურ ტანჯვას.

მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ პირველი ქმედება განხორციელდა მაისის პირველ რიცხვებში, ხოლო მეორე - ოქტომბრის ბოლო რიცხვებში ანუ გასულია თითქმის ექვსი თვე, ეს იმდენად ხანგრძლივი პერიოდია, რომ პირველ შემთხვევაში განხორციელებული ძალადობრივი ქმედების ხასიათისა და ხერხის (შუბლის არეში ხელის ერთხელ დარტყმით) გათვალისწინებით, წარმოუდგენელია განცდილი ფიზიკური ტკივილი ამ ხნის განმავლობაში იმ ინტენსივობით შენარჩუნებულიყო, რომ მას სისტემატური ძალადობისთვის დამახასიათებელი ელფერი შეეძინა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დაზარალებული თავად აღნიშნავს, რომ დაახლოებით ორი კვირა სტკიოდა. შესაბამისად სლ----------------ის მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებში მაისის ეპიზოდი სისტემურობის თვალსაზრისით ამოვარდნილია და აღნიშნული ჯაჭვის ნაწილი ვერ გახდება.

 

ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის განაჩენის მოსაზრებას, რომ სლ----------------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სისტემატურ ძალადობას, არამედ მის მიერ განხორციელებული ქმედება 2017 წლის მაისისა და ოქტომბრის ეპიზოდებში წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, ხოლო, 2017 წლის 13 ნოემბრის ეპიზოდი, დამდგარი შედეგის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს საქართველოს სსკ-ის მე-111,120-ე მუხლით.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას სლ----------------ისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სლ----------------ისათვის სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სწორი შეფასება მისცა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, გაითვალისწინა, რომ მან აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში ჩაიდინა, დაზარალებული შერიგებულია და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ასევე გაითვალისწინა მისი როლი სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებაში, მისი ასაკი (იგი 61 წლის არის) და ჩათვალა, რომ ის პერიოდი, რაც მან გაატარა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სრულიად საკმარისი იყო სასჯელის მიზნების მისაღწევად, რასაც პალატაც ეთანხმება და მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი სამართლიანია და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის - გი------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

სლ----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და 126-ე მუხლის 12 ნაწილით გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე (მაისის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქციის მე-111 მუხლსა და 120-ე მუხლზე (ნოემბრის ეპიზოდი).

 

სლ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

სლ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

სლ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქციის მე-111 მუხლითა და 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) თვითა და 2 (ორი) დღით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და სლ----------------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) თვითა და 2 (ორი) დღით თავისუფლების აღკვეთა.

 

სლ----------------ს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2018 წლის 14 ივნისის ჩათვლით, რაც მას უკვე მოხდილი აქვს.

 

სლ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე