განაჩენი

სისხლის სამართლის 24.10.2018
საქმის ნომერი
130100118002461084
ინსტანცია
თარიღი
24.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 130100118002461084

საქმე №1ბ/1229-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თე--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

მი----------------–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 28 მაისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №5----------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ხ-–-------------------–---–----–--------------, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განაჩენით მი----------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაშიც ჩაეთვალა 2018 წლის 7 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა;

დანიშნული სასჯელი, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალა პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მი----------------–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 6 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, მი----------------–მა თავის საცხოვრებელ სახლში, რომელიც მდებარეობს ხაშურში, ა-–--------------------–---–----–----------------ში, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - მზ-------------–ს, რომელთანაც რეგისტრირებულ ქორწინებაშია, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა თავის არეში, ხოლო მას შემდეგ, რაც დაზარალებული შეეცადა მისგან თავის დაღწევას, მოქაჩა თმა. ბრალდებულის ქმედებებით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თე--------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვლოს, რადგან მოსამართლემ სრულად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და დანაშაულის მომეტებული საფრთხე. მი----------------–ის მიერ განხორციელებული დანაშაული არის ძალადობრივი ხასიათის, იგი ფიზიკურად გაუსწორდა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, გასათვალისწინებელია ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკა, მასთან დაკავშირებული საფრთხეები და შედეგები. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დაზარალებულის განმარტებით, მეუღლე წლების განმავლობაში გამოხატავს მის მიმართ აგრესიას და აყენებს შეურაცხყოფას.

აპელანტს ასევე მიაჩნია, რომ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანი და სასჯელის მიზნების ადეკვატური ღონისძიებების გაუტარებლობა და მსგავსი დანაშაულის მიმართ, სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულება მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება გამართლებული, რადგან სასჯელის პრევენციული მექანიზმის ეფექტურობა მინიმუმამდე იქნება შემცირებული. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან მსჯავრდებულ მი----------------–ს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან მეუღლის მიმართ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო იხელმძღვანელებს მხოლოდ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით და არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისთვის ვერ იქნება ეფექტური შეაკავებელი მექანიზმი, ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები, შესაბამისად მი----------------–ის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გამკაცრდეს.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ მზ-------------–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: აკ-----------ის, მა-–---------------–ის, ცი–---------------–ის, მა-–-----------–---–ის, თე-------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს რომ მი----------------–მა სასამართლოში საქმის განხილვისას აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შერიგებულია დაზარალებულთან, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. პალატას მიიჩნია, რომ პირობითი სასჯელი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ - თე--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.

მი----------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. დანიშნული სასჯელი, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 7 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

მი----------------–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

მზ-------------–ის (პ/ნ 5----------) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, რომლის საკადასტრო კოდია 6-----------., შეფასებულს 6500 ლარად, მდებარეს ხაშურში, ს--------–---–----–----------------ში, რაც დაყადაღებულია მი----------------–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 1500 ლარის ნაწილში, მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე