განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001926364
საქმე №1/ბ-1055-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მურმან ისაევი
სოფიკო კაპანაძის მდივნობით,პროკურორის - ი----- ჩ----ას
ადვოკატის - ვ------- თ--–-----ის
მსჯავრდებულ - გ------- თ--–-----ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ------- თ--–-----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ------- თ--–-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ------- ვ-------ის ძე თ--–-----ის მიმართ (პ/ნ 0----------) - დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ-------–---------–------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------–---–-------------ში; დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი
გ------- თ--–-----ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა რაც გამოიხატა შემდეგში:
გ------- თ--–-----ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და სხეულში უკანონოდ შეინახა დიდი ოდენობით 0,01988 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი სამი ცალი აბი. 2017 წლის 10 აპრილს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნ------------------------------------–-------------------–-------------------------–----------–------–---------------------–--–-------–------------------ მდებარე შპს „ნ--------------––ი“ სამანიპულაციო ოთახში დაკავებულ იქნა გ------- თ--–-----ე. მას შემდეგ რაც მან ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებიდან 0,00682 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი 1 აბი თავად გამოდევნა სხეულიდან, ხოლო 0,01306 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 2 აბი გ------- თ--–-----ის თანხმობით შესაბამისი სამედიცინო პროცედურების ჩატარების შემდეგ ექიმმა ი-----–- პ------–-–---–მა გამოდევნა გ------- თ--–-----ის სხეულიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 06 თებერვლის განაჩენით;
გ------- თ--–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ------- თ--–-----ე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზნით, დაკავებული იქნა სხდომის დარბაზშივე და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან.
გ------- თ--–-----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი - 2017 წლის 10 აპრილიდან 2017 წლის 27 აპრილის ჩათვლით.
გ------- თ--–-----ეს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები, კერძოდ: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 06 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ------- თ--–-----ემ და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატმა ვ------- თ--–-----ემ, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში.
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ი----- ჩ----ამ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და მსჯავრდებულ გ------- თ--–-----ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;
კერძოდ, იშუამდგომლა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 06 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, გ------- თ--–-----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად დამატებით სასჯელად დაენიშნოს ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით.
გ------- თ--–-----ეს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პრიმა ნაწილის საფუძველზე:
6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: გ)საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ)იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირა პროკურორმა ი----- ჩ----ამ, მსჯავრდებულმა გ------- თ--–-----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ------- თ--–-----ემ;
სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის თანახმად დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ის სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის აღიარებს. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნას ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ აქვს დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება; მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. მსჯავრდებული მ-----– ა----–---–ი, სრულად აღიარებს და ინანებს ჩადენილ დანაშაულს, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და მისი ინტერსების დამცველ ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის შემდეგ თანხმობა განაცხადა საპროცესო შეთანხმების დადებაზე, შესაბამისად უარი თქვა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ------- თ--–-----ემ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ამასთან, პალატა თვლის, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 06 თებერვლის განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ 209-215-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორის ი----- ჩ----ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს პროკურორ ი----- ჩ----ასა და მსჯავრდებულ გ------- თ--–-----ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 06 თებერვლის განაჩენში მსჯავრდებულ გ------- თ--–-----ის მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება;
გ------- თ--–-----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
გ------- თ--–-----ეს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პრიმა ნაწილის საფუძველზე:
6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
გ------- თ--–-----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 10 აპრილიდან 2017 წლის 27 აპრილის ჩათვლით და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 06 თებერვლიდან.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
გაუქმდეს გ------- თ--–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
ნივთიერი მტკიცებულებები - 1. ნარკოტიკული საშუალებები - განადგურდეს. 2. გ.თ--–-----ის პირადობის მოწმობა - დაუბრუნდეს მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სსსკ–ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.
მოსამართლე: მურმან ისაევი